საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახალი სასწავლო წლის სიახლეებით

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა

ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი თამარ დოლბაია

 

„ახ­ალი სას­წავ­ლო წე­ლი ყო­ველ­თვის გა­ნახ­ლე­ბას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებ­თან ას­ოც­ირ­დე­ბა. თუმ­ცა, ეს სი­ახ­ლე­ები არ არ­ის მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლი და თვალ­ხი­ლუ­ლი. მას იმ­ან­ენ­ტუ­რი, არ­სობ­რი­ვი ხა­სი­ათ­იც აქ­ვს, რა­მე­თუ სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბა თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობს ში­ნა­გან, სიღ­რმი­სე­ულ ცვლი­ლე­ბას, უკ­ეთ­ეს­ის­კენ სვლას და გარ­დაქ­მნას. შე­მეც­ნე­ბის რთულ, ძი­ებ­ებ­ით სავ­სე, ხან­გრძლივ გზა­ზე ით­ვი­სებს ალ­მა მა­ტე­რის „მკვიდ­რი“ ყვე­ლა იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან მა­ხა­სი­ათ­ებ­ელს, რაც თა­ვად ამ ინ­სტი­ტუ­ცი­ის ფა­სე­ულ­ობ­ას წარ­მო­ად­გენს, მის იდ­ენ­ტო­ბას გან­საზღვრავს და მას­თან ღი­რე­ბუ­ლე­ბით თან­ხმო­ბას აღ­წევს. ეს ღრმა, კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი და მკა­ფი­ოდ გაც­ნო­ბი­ერ­ებ­ული პრო­ცე­სია, რო­მელ­შიც ერ­თობ­ლი­ვად მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ სტუ­დენ­ტე­ბიც, პე­და­გო­გე­ბი­ცა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც.

 

ვრცე­ლი წი­ნათ­ქმა იმ­ის­თვის დამ­ჭირ­და, რომ კი­დევ ერ­თხელ შე­მეხ­სე­ნე­ბი­ნა მკითხვე­ლის­თვის, რა­ოდ­ენ ფა­სე­ულია ჩვენ­თვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი და მას­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი თი­თოეული წე­ლი; რა დი­დი დატ­ვირ­თვა აქ­ვს ყო­ველ ახ­ალ სას­წავ­ლო წელს, მუ­დამ სა­ინ­ტე­რე­სოს, გან­სხვა­ვე­ბულს რომ ჰპირ­დე­ბა ახ­ალ­გაზ­რდა თა­ობ­ას. ამ დროს, ტრა­დი­ცი­ულ­ად, ვიხ­სე­ნებთ გან­ვლილს. პა­ტივს მი­ვა­გებთ მათ, ვინც ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლო­ბა ნი­ად­აგ ზრუნ­ვი­თა და მუხ­ლჩა­უხ­რე­ლი შრო­მით მო­იტ­ანა და თა­ნა­მედ­რო­ვე სიბ­რძნის­მოყ­ვა­რეთ სა­უკ­ეთ­ესო ტრა­დი­ცი­ები აჩ­უქა. მათ კი, ახ­ლან­დელ ყმაწ­ვილ­კა­ცო­ბას — მუ­დამ და­უცხრო­მელს, ახ­ლის მა­ძი­ებ­ელ­სა და უკ­ეთ­ეს­ობ­ის­თვის მებ­რძოლს, ვურ­ჩევთ — წი­ნა­პარ­თა მი­ერ გაკ­ვა­ლუ­ლი გზა გო­ნივ­რუ­ლად, წინ­და­ხე­დუ­ლად გა­ნაგ­რძონ.

 

ყო­ვე­ლი ახ­ალი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბი­სას, სა­ზე­იმო გან­წყო­ბით შეკ­რე­ბი­ლებს, მო­ნატ­რე­ბი­თა და შეხ­ვედ­რის სი­ხა­რუ­ლით ატ­აც­ებ­ული ახ­ალ­გაზ­რდო­ბის გა­ბად­რუ­ლი სა­ხე­ები გვე­გე­ბე­ბო­და. ამ­აღ­ელ­ვე­ბე­ლი იყო მათ­თან შეხ­ვედ­რა, ვინც პირ­ვე­ლად შე­მო­აღ­ებ­და ამ სა­თაყ­ვა­ნო შე­ნო­ბის კა­რებს, დაბ­ნე­ული, უხ­ერ­ხუ­ლი და ცო­ტა­თიც შე­ში­ნე­ბუ­ლი მზე­რით რომ შე­მოგ­ვცქე­როდ­ნენ მი­სა­სალ­მებ­ლად და მი­სა­ლო­ცად შეკ­რე­ბილ პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს.

 

ახ­ლა კი ის­ეთი შეგ­რძნე­ბა გვე­უფ­ლე­ბა, თით­ქოს დი­დი დრო გვა­შო­რებს ამ ბედ­ნი­ერ წლებს, თუმ­ცა სულ ცო­ტაა მას შემ­დეგ გა­სუ­ლი, რაც ყო­ვე­ლი­ვე ჩვე­ულ­მა და ნაც­ნობ­მა სა­ხე იც­ვა­ლა — სუს­ხი­ან­მა რე­ალ­ობ­ამ თა­ვი­სი კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­იტ­ანა სა­კა­ცობ­რიო რუ­ტი­ნა­შიც და ჩვენს სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბა­შიც. ახ­ლა ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­ურ­ობა დის­ტან­ცი­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი და მხო­ლოდ ვირ­ტუ­ალ­ური კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის­გან შედ­გე­ბა.

 

ამ პი­რო­ბებ­ში, ას­ეთი დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ჟამს ჩვენ მა­ინც არ ვჩერ­დე­ბით, არ ვჯერ­დე­ბით მიღ­წე­ულს და ვცდი­ლობთ, სი­ახ­ლე­ები შე­მო­ვი­ტა­ნოთ, ფე­ხი ავ­უწყოთ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას. დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის პე­რი­ოდ­შიც, სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­მა არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ელა — იქ­ნე­ბა ეს სას­წავ­ლო, სა­მეც­ნი­ერო თუ ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი კუთხით.

 

უნ­და ით­ქვას, რომ ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტი მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს პრო­ფე­სორ­თა და სტუ­დენ­ტთა სა­მეც­ნი­ერო და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ალ­ის გა­საძ­ლი­ერ­ებ­ლად. ამ თვალ­საზ­რი­სით, ახ­ალ სას­წავ­ლო წელს იგ­ეგ­მე­ბა არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ება, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა ფა­კულ­ტე­ტის­თვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის რე­აკ­რე­დი­ტა­ცი­ის­თვის მზა­დე­ბა და მი­სი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­ებაა. პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა, პრო­ფე­სუ­რამ და ფა­კულ­ტე­ტის მეს­ვე­ურ­ებ­მა ბევ­რი იშ­რო­მეს პროგ­რა­მე­ბის გა­ნახ­ლე­ბა-გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბი­სათ­ვის. ზოგ პროგ­რა­მას სა­ხელ­წო­დე­ბა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­აც კი შე­ეც­ვა­ლა, რა­თა უფ­რო უკ­ეთ მორ­გე­ბო­და დრო­ისა და შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებს.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­ნახ­ლდა მულ­ტი­მე­დია ცენ­ტრის ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა, ჩა­ტარ­და რე­ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მცი­რე გრან­ტის პროგ­რა­მით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის — „მე­დი­აწ­იგ­ნი­ერ­ებ­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში“ — ფარ­გლებ­ში. ეს სი­ახ­ლე დი­დად შე­უწყობს ხელს, პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბის თე­ორი­ულ­თან შერ­წყმის გზით, სტუ­დენ­ტთა სა­დის­კუ­სიო ფო­რუ­მის, ობი­ექ­ტუ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი პლატ­ფორ­მის შექ­მნას.

 

აქ­ვე უნ­და ით­ქვას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწყე­ბელ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის თა­ობ­აზ­ეც, რომ­ლის ფარ­გლებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი სტა­ჟი­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწყე­ბელ­ში გა­ივ­ლი­ან. ამ­ას­თან ერ­თად, ახ­ლო მო­მა­ვალ­ში ის­ინი მო­ნა­წი­ლე­ობ­ას მი­იღ­ებ­ენ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, მას­ტერ­კლა­სებ­ში, სე­მი­ნა­რებ­სა და სას­წავ­ლო-პრაქ­ტი­კულ პრო­ექ­ტებ­ში. რამ­დე­ნი­მე ას­ეთი ვორ­კშო­ფი უკ­ვე ჩა­ტარ­და.

 

ტრა­დი­ცია არც ამ­ჯე­რად და­ირ­ღვე­ვა და და გა­მო­იც­ემა პრო­ფე­სორ­თა და სტუ­დენ­ტთა სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლე­ბი, ჩა­ტარ­დე­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ები, კონ­კურ­სე­ბი, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია „სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ის შექ­მნის“ კონ­კურ­სი, რომ­ლის მეშ­ვე­ობ­ით­აც სა­ფა­კულ­ტე­ტო სა­ბიბ­ლი­ოთ­ეკო ბა­ზა ყო­ველ­წლი­ურ­ად მდიდ­რდე­ბა პრო­ფე­სორ­თა მი­ერ შექ­მნი­ლი საგ­ნობ­რი­ვი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ით. პრო­ფე­სორ­თა და სტუ­დენ­ტთა ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას უც­ილ­ობ­ლად ხელს უწყობს „მიზ­ნობ­რი­ვი პრო­ექ­ტე­ბის“ კონ­კურ­სის შე­დე­გად გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლის ფარ­გლებ­ში პრო­ფე­სუ­რა იკ­ვლევს, სტუ­დენ­ტო­ბა კვლე­ვით უნ­არ­ებს იძ­ენს და ერ­თობ­ლი­ვი შრო­მის შე­დე­გად იქ­მნე­ბა ფა­სე­ული სა­მეც­ნი­ერო სტა­ტი­ები, რომ­ლე­ბიც იბ­ეჭ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლებ­ში.

 

კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის შექ­მნის 15 წლის იუბ­ილ­ეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის ციკ­ლი.

 

წლე­ვან­დე­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბას შო­რი­დან მო­გი­ლო­ცავთ, მაგ­რამ დი­დი იმ­ედ­ით, რომ მა­ლე ის­ევ მი­ვა­შუ­რებთ აუდ­იტ­ორი­ებს, გან­ვა­ახ­ლებთ სა­ინ­ტე­რე­სო სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ყო­ველ­დღი­ურ­ობ­ას, მზით და ხა­ლი­სით სავ­სე, მჩქე­ფა­რე ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დე­ბით“.

თარიღი: 18/09/2021