საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სიყვარულისა და სიკეთის კაცი - დავით გოცირიძე

თა­მარ დო­ლი­ძე

თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის მოწ­ვე­ული ლექ­ტო­რი

 

უფ­ალ­მა ინ­ება თქვე­ნი გარ­და­სახ­ვა მა­რა­დი­სო­ბა­ში. 69 წე­ლი იყ­ავ­ით ჩვენ შო­რის და ყვე­ლას აბ­ედ­ნი­ერ­ებ­დით, ახ­არ­ებ­დით, სი­ხა­რულს ან­იჭ­ებ­დით. შრო­მობ­დით და იღ­ვწო­დით სამ­შობ­ლო­ში და სამ­შობ­ლო­სათ­ვის. გა­ნუ­ზომ­ლად გიყ­ვარ­დათ სამ­შობ­ლო და ამ­აყ­ობ­დით ქარ­თვე­ლო­ბით ყველ­გან და ყვე­ლას­თან.

 

სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ებს, კონ­გრე­სებ­სა თუ სიმ­პო­ზი­უმ­ებ­ზე, რო­გორც ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი მეც­ნი­ერი და პრო­ფე­სო­რი, პირ­ველ რიგ­ში, წარ­მო­აჩ­ენ­დით სამ­შობ­ლოს და უნ­ივ­ერ­სი­ტეტს, სა­დაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მოღ­ვა­წე­ობ­დით.

 

გა­მორ­ჩე­ული უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლი ბრძან­დე­ბო­დით — გა­მორ­ჩე­ული ნი­ჭი­ერ­ებ­ით, სუ­ლის სი­მაღ­ლით, ღირ­სე­ბით, და­ჯილ­დო­ებ­ული სიყ­ვა­რუ­ლის ნი­ჭით და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბით. გა­ნუ­ზომ­ლად კე­თი­ლი იყ­ავ­ით და, შე­გეძ­ლოთ თუ არ შე­გეძ­ლოთ, ყვე­ლას გვერ­დით ედ­ექ­ით. სტუ­დენ­ტი ახ­ალ­გაზ­რდო­ბა გიყ­ვარ­დათ და მათ­თან ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური მუ­შა­ობა. სტუ­დენ­ტთა დი­დი ქო­მა­გი და მე­გო­ბა­რი იყ­ავ­ით. ყვე­ლა სტუ­დენ­ტის, ას­პი­რან­ტის, დოქ­ტო­რან­ტის მდგო­მა­რე­ობ­ას ით­ვა­ლის­წი­ნებ­დით და პრობ­ლე­მებს უმ­სუ­ბუ­ქებ­დით. მრა­ვა­ლი თა­ობა აღ­ზარ­დეთ, აზი­არ­ეთ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­უწ­ვდო­მელ მწვერ­ვა­ლებ­საც კი. დი­დე­ბუ­ლი ად­ამი­ანი, პი­როვ­ნე­ბა და პრო­ფე­სო­რი ბრძან­დე­ბო­დით.

 

მახ­სოვს, უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში თქვენს კა­თედ­რა­ზე არ­სე­ბუ­ლი მდი­და­რი ბიბ­ლი­ოთ­ეკ­იდ­ან, რომ­ლის დი­დი ნა­წი­ლი თქვე­ნი შექ­მნი­ლია, აიღე მო­ნოგ­რა­ფია, გა­და­შა­ლე და გამ­ხა­დე ღირ­სი, რომ წა­მე­კითხა. ეს იყო თქვენ მი­ერ და­წე­რი­ლი ტექ­სტი თქვე­ნი პრო­ფე­სო­რის, ბა­ტო­ნი დი­მიტ­რი მგე­ლა­ძის მი­მართ. სა­ოც­არი ტექ­სტი იყო სა­ოც­არი სა­თა­ურ­ით — „ტან­ჯვის გზით მწვერ­ვა­ლე­ბის­კენ“. რო­ცა ეს წა­ვი­კითხე, მა­შინ უფ­რო და­ვი­ნა­ხე თქვე­ნი ღრმა, ფა­ქი­ზი, ძა­ლი­ან და­ხუ­რუ­ლი და მი­უწ­ვდო­მე­ლი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო.

 

გიყ­ვარ­დათ პო­ეზია. გიყ­ვარ­დათ ქარ­თუ­ლი სუფ­რა და მოლ­ხე­ნა. ბრძან­დე­ბო­დით გა­მორ­ჩე­ული თა­მა­და, რო­მე­ლიც გუ­ლის ხმით სა­უბ­რობ­და ძალ­ზე შე­მოქ­მე­დე­ბი­თად და ორ­იგ­ინ­ალ­ურ­ად. პო­ეზი­ით ან­ებ­ივ­რებ­და თა­ნა­მე­ინ­ახე­ებს და ბრწყინ­ვა­ლე იუმ­ორ­ით, სა­ოც­არი ღი­მი­ლი­თა და უჭ­კვი­ან­ესი მო­ციმ­ცი­მე ზურ­მუხ­ტის­ფე­რი თვა­ლე­ბით ას­ხი­ვებ­და და­დე­ბით ენ­ერ­გი­ას და ნამ­დვი­ლად რომ ვდღე­სას­წავ­ლობ­დით.

 

სათ­ქმელს არ­ას­ოდ­ეს ამ­ბობ­დით პირ­და­პი­რი ტექ­სტით. ბო­ლო წლებ­ში ხში­რად მეტყო­დით ის­ევ პო­ეზი­ის ენ­ით.

 

                                    „რო­გორ არ მინ­და, ბო­რო­ტო სე­ნო,

                                   სიტყვა ქარ­თუ­ლით, რომ მო­გიხ­სე­ნო.“

                                   „მი­დი­ხარ... ისე

                                   მი­გაქ­ვს წვა­ლე­ბა,

                                   თით­ქოს ზღვის კა­რად

                                   თი­ვას თი­ბავ­დე,

                                   ვი­ნა თქვა შე­ნი გარ­დაც­ვა­ლე­ბა?

                                   არა! სწო­რედ დღეს

                                   შენ და­იბ­ადე.“

 

თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო მხო­ლოდ ერ­თე­ულ­ებ­მა თუ იც­ოდ­ნენ, ის­იც მცი­რე­დით. ერ­თხელ მითხა­რით — „ლა­მა­ზი საფ­ლა­ვის ქვა მინ­დაო“. სამ­წუ­ხა­როდ, არ მაქ­ვს ის შე­მო­სა­ვა­ლი, რომ თქვე­ნი ეს სურ­ვი­ლი შე­ვას­რუ­ლო. ჩე­მი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი თხოვ­ნა იქ­ნე­ბა სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ად­მი — იქ­ნებ შევ­ძლოთ ბა­ტო­ნი და­ვი­თის უკ­ან­ას­კნე­ლი სურ­ვი­ლის შეს­რუ­ლე­ბა.

 

და­უვ­იწყა­რი ხართ!

 

70 წლის ცა­ში გახ­დით. მშვი­დად გა­ნის­ვე­ნეთ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­კე­თის კა­ცო, ძვირ­ფა­სო ბა­ტო­ნო და­ვით.

თარიღი: 22/05/2022