საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სიტყვა და საქმე ქართული ენის დღეს

ნი­ნო კა­კუ­ლია

 

14 აპ­რი­ლი — ქარ­თუ­ლი ენ­ის დღე — ყო­ველ წელს შეგ­ვახ­სე­ნებს, რომ ენ­ას გაფ­რთხი­ლე­ბა უნ­და, მით უფ­რო გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­ცა პა­ტა­რა ერ­ებ­ის გა­დარ­ჩე­ნის ბედ­ზეა სა­უბ­არი. ბარ­ბა­რიზ­მე­ბი ქარ­თულ ენ­ას ერ­ჩი­ან... ქარ­თვე­ლი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის ნა­წი­ლი უკ­ვე ინ­გლი­სურ მეტყვე­ლე­ბას ან­იჭ­ებს უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ას და სლენ­გი ხში­რად იჭ­რე­ბა სა­ურ­თი­ერ­თო­ბო ლექ­სი­კა­ში. მე­დი­აში და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლით მეტყვე­ლე­ბენ... დარ­ბა­ის­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ცი­ნი­კო­სე­ბის სა­ქი­ლი­კო სა­გა­ნიც კი გახ­და. ეს რე­ალ­ობა ყვე­ლა­ზე მე­ტად შეგ­ვახ­სე­ნებს თავს სწო­რედ 14 აპ­რილს, რო­ცა აღ­არ არ­ის დრო სი­რაქ­ლე­მას პო­ზა­ში ყოფ­ნის... დროა გა­ვი­აზ­როთ საფ­რთხე­ები, რაც გვე­მუქ­რე­ბა რო­გორც ერს, ისე სა­ხელ­მწი­ფოს, რად­გან ქარ­თუ­ლით იწყე­ბა ენა, მა­მუ­ლი, სარ­წმუ­ნო­ება... 2021 წლის მოხ­სე­ნე­ბა­ში ქარ­თუ­ლი ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი ალ­იბ­ეგ­აშ­ვილ­მა 3 გან­მარ­ტე­ბა გა­აკ­ეთა პრობ­ლე­მებ­ზე და გა­მო­იკ­ვე­თა ის­იც — რა კეთ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ენ­ის დაც­ვის­თვის?

 

პრობ­ლე­მა ნო­მე­რი 1. გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, ქარ­თუ­ლი ენ­ის გა­მო­ყე­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში იზღუ­დე­ბა. ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ახ­ალ-ახ­ალი დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ამ დარ­გე­ბის­თვის ქარ­თუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის არ­არ­სე­ბო­ბას­თან.

 

პრობ­ლე­მა ნო­მე­რი 2. ქარ­თუ­ლის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის, ცოდ­ნის აუც­ილ­ებ­ლო­ბას ჩვენს სა­ზო­გა­დო­ებ­აში ვერ აც­ნო­ბი­ერ­ებ­ენ. ეს ყა­ლიბ­დე­ბა იმ­გვა­რად, რომ ქარ­თუ­ლი ენ­ის არ­აპ­რეს­ტი­ჟუ­ლო­ბა­ზე მი­უთ­ით­ებ­ენ.

 

პრობ­ლე­მა ნო­მე­რი 3. კომ­პაქ­ტუ­რად ჩა­სახ­ლე­ბულ რაიონებში სხვა­დას­ხვა ერ­ოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის იყო არა ქარ­თუ­ლი, არ­ამ­ედ რუ­სუ­ლი ენა. მი­სი ჩა­ნაც­ვლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ენ­ით დრო­ულ­ად ვერ ხერ­ხდე­ბა.

 

ამ და სხვა თე­მებ­ზე მუ­შა­ობა დაწყე­ბუ­ლია. იქ­მნე­ბა სტრა­ტე­გი­ული გეგ­მა. დე­პარ­ტა­მენ­ტმა მო­ამ­ზა­და რე­კო­მენ­და­ცი­ები. მუ­შა­ობ­ენ სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენ­ის ნორ­მე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე. მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა ენ­ის ბგე­რი­თი სის­ტე­მის ქარ­თუ­ლი ენ­ის ბგე­რი­თი სის­ტე­მით გად­მო­ცე­მის წე­სე­ბის შექ­მნა და გა­ნახ­ლე­ბა. გა­მო­იცა გავ­რცე­ლე­ბულ ენ­ობ­რივ შეც­დო­მა­თა ლექ­სი­კო­ნი. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტრო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტთან ერ­თად ჩარ­თუ­ლია გრძელ­ვა­დი­ანი დო­კუ­მენ­ტის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში. ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თვის ენ­ის შეს­წავ­ლა გა­ნათ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ფე­ხურ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­მი­ნის­ტრო ზრუ­ნავს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე ენ­ის სწავ­ლე­ბის სა­კითხზე. სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ის გრი­ფი­რე­ბის სა­კითხებ­ზეც იმ­უშ­ავ­ებს — ესაა 8 სი­ახ­ლე შე­დე­გებ­ზე და ამ­ოც­ან­ებ­ზე, რაც ახ­ალი წლის 14 აპ­რილს უნ­და ცოდ­ნო­და სა­ზო­გა­დო­ებ­ას.

 

რო­გორც ჩვენ­თან სა­უბ­არ­ში ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, თსუ-ის პრო­ფე­სო­რი თი­ნა­თინ ბოლ­ქვა­ძე გან­მარ­ტავს: „რაც უფ­რო ვშორ­დე­ბით 1978 წლის 14 აპ­რილს, მით უფ­რო მეტ­ჯერ უნ­და და­ვუს­ვათ ჩვენს თავს კითხვა — ახ­ლა რო­გო­რია სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის მდგო­მა­რე­ობა? რა სატ­კი­ვა­რი აქ­ვს მას ამ­ჟა­მად? სატ­კი­ვა­რი ძა­ლი­ან ბევ­რია, რად­გან თუ მას საბ­ჭო­ეთ­ის დროს „ჰყავ­და“ ერ­თა­დერ­თი კონ­კუ­რენ­ტი — რუ­სუ­ლი ენა, ახ­ლა იგი უფ­რო სე­რი­ოზ­ულ კონ­კუ­რენ­ცი­აში აღ­მოჩ­ნდა. ვგუ­ლის­ხმობ სა­ერ­თა­შო­რი­სო ენ­ებს და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ინ­გლი­სურ ენ­ას, რო­მე­ლიც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ტრან­სკონ­ტი­ნენ­ტა­ლუ­რი ენაა, რო­მე­ლიც სე­რი­ოზ­ულ საფ­რთხეს უქ­მნის ქარ­თულს. ქარ­თულ ენ­აზე მო­ლა­პა­რა­კეს ყო­ველ­თვის უწ­ევს ფიქ­რი იმ­აზე, რომ ამ ენ­ამ შე­ინ­არ­ჩუ­ნოს სა­ხელ­მწი­ფო სტა­ტუ­სიც და, იმ­ავ­დრო­ულ­ად, პა­სუ­ხი გას­ცეს ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ურ მოთხოვ­ნებს, რო­მე­ლიც უდ­გას თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­ას. ამ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სტრა­ტე­გი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ენ­იჭ­ება. ეს ათ­წლი­ანი სტრა­ტე­გია ძა­ლი­ან დიდ როლს შე­ას­რუ­ლებს ქარ­თუ­ლი ენ­ის მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით უნ­და გა­მოვ­ყოთ მი­სი კონ­სტი­ტუ­ცი­ური სტა­ტუ­სის დაც­ვა, ქარ­თვე­ლუ­რი ენ­ებ­ის კვლე­ვა და სწავ­ლე­ბა“.

 

ახ­ალ წე­ლი­წადს, რო­გორც გვითხრეს — ახ­ალი სტრა­ტე­გია გვექ­ნე­ბა. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­შიც ქარ­თულ ენ­ას, რო­გორც კულ­ტუ­რის ატ­რი­ბუტს, გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას მი­ან­იჭ­ებ­ენ. სიტყვა საქ­მედ იქ­ცე­ვა თუ არა — ამ­აზე მო­მა­ვა­ლი წლის 14 აპ­რი­ლი გვი­პა­სუ­ხებს. ენა ხომ ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია — რო­მე­ლიც ავ­ად არ­ის თუ კარ­გად — ამ­ას თა­ვად გაგ­ვა­გე­ბი­ნებს.

თარიღი: 18/04/2021