საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სისხლის აღება და შერიგება დაუწერელი კანონების მიხედვით - ქართულ ჩვეულებით სამართალში ახალი კვლევა გამოიცა

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა გი­ორ­გი და­ვი­თაშ­ვილ­მა ახ­ალი ნაშ­რო­მი — „შუ­რის­ძი­ება და შე­რი­გე­ბა ქარ­თულ ჩვე­ულ­ებ­ით სა­მარ­თალ­ში“ — გა­მოს­ცა და ამ­ით ჩვე­ულ­ებ­ითი სა­მარ­თლის მი­ხედ­ვით ქარ­თუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შეს­წავ­ლა და­ას­რუ­ლა. კვლე­ვის შე­დე­გად, გი­ორ­გი და­ვი­თაშ­ვი­ლის ავ­ტო­რო­ბით შე­იკ­რა სა­მეც­ნი­ერო ტრი­ლო­გია — „და­ნა­შა­ული და სას­ჯე­ლი ქარ­თულ ჩვე­ულ­ებ­ით სა­მარ­თალ­ში“ (2010 წ.), „და­ნა­შა­ულ­თა სა­ხე­ები ქარ­თულ ჩვე­ულ­ებ­ით სა­მარ­თალ­ში (2017 წ.) და მე­სა­მე — ახ­ალი გა­მო­ცე­მა, რო­მელ­შიც შუ­რის­ძი­ებ­ისა და შე­რი­გე­ბის ინ­სტი­ტუ­ტე­ბია გან­ხი­ლუ­ლი.

 

გა­მო­ცე­მა­ში მო­ცე­მუ­ლია პა­სუ­ხე­ბი ის­ეთ კითხვებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: რა სა­ხის და­უწ­ერ­ელი კა­ნო­ნე­ბი მოქ­მე­დებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში? რა სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და სის­ხლის აღ­ებ­ის წესს? რო­გორ ხდე­ბო­და და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ებ­ის შე­რი­გე­ბა? რა­ტომ არ­ის დღეს აქ­ტუ­ალ­ური ქარ­თუ­ლი ჩვე­ულ­ებ­ითი სა­მარ­თლის ცოდ­ნა-ან­ალ­იზი? — გი­ორ­გი და­ვი­თაშ­ვი­ლის ახ­ალ კვლე­ვა­ში ჩვე­ულ­ებ­ითი სა­მარ­თა­ლი კულ­ტუ­რო­ლო­გი­ურ ჭრილ­შიც არ­ის გა­ან­ალ­იზ­ებ­ული და მკითხველს ხალ­ხურ სა­მარ­თალ­ში ას­ახ­ული ქარ­თუ­ლი სუ­ლი­ერი კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ უქ­მნის წარ­მოდ­გე­ნას.

 

„შუ­რის­ძი­ება და შე­რი­გე­ბა ქარ­თულ ჩვე­ულ­ებ­ით სა­მარ­თალ­ში“ ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთის რე­გი­ონ­ებ­ში შუ­რის­ძი­ებ­ის — ძი­რი­თა­დად, სის­ხლის აღ­ებ­ის ინ­სტი­ტუტს ეძ­ღვნე­ბა.

 

„სის­ხლის აღ­ებ­ის წე­სი უძ­ვე­ლე­სია და ყვე­ლა ხალ­ხმა გაიარა სა­ზო­გა­დო­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის ად­რე­ულ ეტ­აპ­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს მთის ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში, მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ეს ინ­სტი­ტუ­ტი მე-19-მე-20 სა­უკ­უნ­ის გან­მავ­ლო­ბა­შიც შე­მორ­ჩა. ხევ­სუ­რეთ­ში, სვა­ნეთ­სა და მთი­ან აჭ­არ­აში ამ ინ­სტი­ტუ­ტის არ­სე­ბო­ბა მე­ოცე სა­უკ­უნ­ის მე­ორე ნა­ხე­ვარ­საც ით­ვლის. მა­სა­ლე­ბით ფიქ­სირ­დე­ბა სის­ხლის აღ­ებ­ის თუ სის­ხლის აღ­ებ­ის მიზ­ნით მკვლე­ლის დევ­ნის არა­ერ­თი კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტის დე­ტა­ლუ­რი აღ­წე­რი­ლო­ბა (პრო­ცეს­ში ჩარ­თულ ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­თა გად­მო­ცე­მით). წიგ­ნში და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია, რომ სის­ხლის აღ­ებ­ის ინ­სტი­ტუ­ტი ამ კუთხე­ებ­ში გარ­კვე­ულ ჩარ­ჩო­ებ­ში იყო მოქ­ცე­ული ად­გი­ლობ­რი­ვი ჩვე­ულ­ებ­ითი სა­მარ­თლის ნორ­მე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნორ­მე­ბი შე­მო­ფარ­გლავ­და მკვლე­ლის იმ ნა­თე­სავ­თა წრეს, რო­მელ­თა მი­მართ შე­საძ­ლოა გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულ­იყო სის­ხლის აღ­ება. კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთის რე­გი­ონ­ებ­ში ფიქ­სირ­დე­ბა სის­ხლის აღ­ებ­ის ობი­ექ­ტთა და სუ­ბი­ექ­ტთა წრე შე­ვიწ­რო­ვე­ბუ­ლი სა­ხით და ამ წრის კი­დევ უფ­რო შე­ვიწ­რო­ვე­ბის ტენ­დენ­ცია. სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ კუთხე­ში გვხვდე­ბა სის­ხლის აღ­ებ­ის ინ­სტი­ტუ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ეტ­აპი, რო­დე­საც სის­ხლის აღ­ებ­ის ალ­ტერ­ნა­ტი­ვად გვევ­ლი­ნე­ბა კომ­პო­ზი­ცი­ებ­ის, ანუ ქო­ნებ­რი­ვი საზღა­ურ­ებ­ის სის­ტე­მა, მა­გა­ლი­თად, სვა­ნეთ­სა და ხევ­სუ­რეთ­ში. წიგ­ნში გან­ხი­ლუ­ლია სის­ხლის აღ­ებ­ის სუ­ბი­ექ­ტთა და ობი­ექ­ტთა წრე სა­ქარ­თვე­ლოს ცალ­კე­ული კუთხე­ებ­ის მი­ხედ­ვით“, — გვიყ­ვე­ბა გი­ორ­გი და­ვი­თაშ­ვი­ლი.

 

ავ­ტორს სის­ხლის აღ­ებ­ის ინ­სტი­ტუ­ტის რე­ლი­გი­ური სა­ფუძ­ვლე­ბიც აქ­ვს გა­მოკ­ვლე­ული. წიგ­ნში აღ­წე­რი­ლია, რომ ეს ინ­სტი­ტუ­ტი მიც­ვა­ლე­ბულ­თა სამ­ყა­როს შე­სა­ხებ უძ­ვე­ლეს წარ­მოდ­გე­ნებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. „სის­ხლის აღ­ება მოკ­ლუ­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის მხრი­დან აღ­იქ­მე­ბო­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბად მოკ­ლუ­ლის სუ­ლის მი­მართ. სის­ხლის აღ­ებ­ის აღ­ქმა ვალ­დე­ბუ­ლე­ბად კი გა­ნა­პი­რო­ბებ­და იმ­ას, რომ მოკ­ლუ­ლის ახ­ლო ნა­თე­სა­ვე­ბი, პირ­ველ რიგ­ში კი, ძმა, მა­მა, შვი­ლი, ახ­ლო ბი­ძაშ­ვი­ლი იწყებ­დნენ მკვლე­ლის და მი­სი ახ­ლო ნა­თე­სა­ვე­ბის დევ­ნას სის­ხლის აღ­ებ­ის მიზ­ნით. მკვლელს და მის ძმებს კი ხში­რად უხ­დე­ბო­და გა­დახ­ვე­წა საცხოვ­რი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სხვა კუთხე­ში, ან სა­ერ­თოდ სა­ქარ­თვე­ლოს საზღვრებს გა­რეთ. წიგ­ნში მკვლე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთის რე­გი­ონ­ებ­ში გან­ხი­ლუ­ლია, რო­გორც მხა­რე­ებს შო­რის თა­ნას­წო­რო­ბის დარ­ღვე­ვა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მხა­რე თვლი­და, რომ იგი დამ­ნა­შა­ვემ და­ამ­ცი­რა, და­ამ­დაბ­ლა. სა­პა­სუ­ხო მკვლე­ლო­ბა კი აღ­იქ­მე­ბო­და მხა­რე­ებს შო­რის თა­ნას­წო­რო­ბის აღ­დგე­ნად, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით სა­პა­სუ­ხო მკვლე­ლო­ბა ყო­ველ­თვის არ წყვეტ­და შუ­რის­ძი­ებ­ის ჯაჭ­ვს“, — ამ­ბობს ავ­ტო­რი.

 

მკვლე­ლო­ბი­სათ­ვის შუ­რის­ძი­ებ­ის გარ­და ნაშ­რომ­ში გააანალიზებულია ქო­ნებ­რი­ვი შუ­რის­ძი­ებ­ის სა­კითხი, შუ­რის­ძი­ება დაჭ­რა-და­სა­ხიჩ­რე­ბი­სათ­ვის და ზო­გი­ერ­თი სხვა და­ნა­შა­ულ­ის­ათ­ვის.

 

გა­მო­ცე­მის მე­ორე ნა­წი­ლი შე­რი­გე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის სა­კითხს მო­იც­ავს. „სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუთხე­ში, სა­დაც სის­ხლის აღ­ება ფიქ­სირ­დე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი ჩვე­ულ­ებ­ითი სა­მარ­თა­ლი გვთა­ვა­ზობს შე­რი­გე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ მე­ქა­ნიზ­მს, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ნე­ბის­მი­ერი ხა­სი­ათ­ის კონ­ფლიქ­ტის მო­საგ­ვა­რებ­ლად — ეს იქ­ნე­ბა უბ­რა­ლო სა­მე­ზობ­ლო და­ვა თუ მკვლე­ლო­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­ული სას­ტი­კი მტრო­ბა. შე­რი­გე­ბის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და: 1. ნე­ბის­მი­ერი სიმ­წვა­ვის და­პი­რის­პი­რე­ბი­სას მხა­რე­თა შო­რის კონ­ფლიქ­ტამ­დე არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ობ­ის აღ­დგე­ნა; 2. მხა­რე­თა შო­რის თა­ნას­წო­რო­ბის აღ­დგე­ნა.

 

მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს კუთხე­ში ვხვდე­ბით შუ­აკ­აც­ობ­ის/შუ­ამ­ავ­ლო­ბის ინ­სტი­ტუტს. ჩვე­ულ­ებ­ითი სა­მარ­თლის ამ ინ­სტი­ტუ­ტის მეშ­ვე­ობ­ით ხდე­ბო­და უმ­რავ­ლე­სი კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის. შუ­ამ­ავ­ლე­ბის ფუნ­ქცი­ას ას­რულ­დებ­დნენ სა­ზო­გა­დო­ებ­ის ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი, თა­ვი­სი პა­ტი­ოს­ნე­ბით, წე­სი­ერ­ებ­ით გა­მორ­ჩე­ული პი­როვ­ნე­ბე­ბი, რო­მელ­თაც ჰქონ­დათ ცხოვ­რე­ბი­სე­ული გა­მოც­დი­ლე­ბა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის დარ­წმუ­ნე­ბის უნ­არი, იც­ოდ­ნენ ჩვე­ულ­ებ­ითი სა­მარ­თა­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით რთულ­დე­ბო­და შე­რი­გე­ბა ის­ეთი და­ნა­შა­ულ­ებ­ის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, რომ­ლე­ბიც სის­ხლის აღ­ებ­ის გა­მომ­წვე­ვი იყო. ამ დროს შე­რი­გე­ბის მიღ­წე­ვა მხო­ლოდ შუ­აკ­აც­ებ­ის ხან­გრძლი­ვი და დი­დი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო.

 

წიგ­ნში გან­ხი­ლუ­ლია შე­რი­გე­ბის ორ­დი­ნა­ლუ­რი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს შუ­ამ­ავ­ლე­ბის მოს­ვლას და­ზა­რა­ლე­ბულ მხა­რეს­თან მი­სი შე­რი­გე­ბა­ზე და­ყო­ლი­ებ­ის მიზ­ნით, რაც შე­საძ­ლოა არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რი­ყო სა­ჭი­რო კონ­კრე­ტუ­ლი სი­ტუ­აცი­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე. წიგ­ნში ას­ევე გან­ხუ­ლუ­ლია შე­რი­გე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ფაქ­ტო­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა: შვი­ლად აყ­ვა­ნა, სუ­ლი­ერი ნა­თე­სა­ობ­ის დამ­ყა­რე­ბა, და­მოყ­ვრე­ბა, დაძ­მო­ბი­ლე­ბა და სხვა. სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ კუთხე­ში კი ფიქ­სირ­დე­ბა მხო­ლოდ ამ კუთხი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი შე­რი­გე­ბის წე­სი, მა­გა­ლი­თად, ხევ­სუ­რეთ­ში, ხევ­ში, სვა­ნეთ­ში, აჭ­არ­აში. წიგ­ნში მხა­რე­ებ­ის შე­რი­გე­ბის პრო­ცე­სი ამ კუთხე­ებ­ში ცალ-ცალ­კეა გან­ხი­ლუ­ლი. დე­ტა­ლუ­რა­დაა გან­ხი­ლუ­ლი შე­რი­გე­ბის ყვე­ლა ეტ­აპი, შე­სა­ბა­მი­სი ცე­რე­მო­ნი­ალ­ები და რი­ტუ­ალ­ები, შე­რი­გე­ბის სუფ­რა და სხვა. მა­გა­ლი­თად, ხევ­სუ­რეთ­სა და ხევ­ში მკვლე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მკვლე­ლის და სის­ხლის აღ­ებ­ის სხვა ობი­ექ­ტე­ბის შე­რი­გე­ბა და­ზა­რა­ლე­ბულ მხა­რეს­თან ეტ­აპ­ობ­რი­ვად ხდე­ბო­და — ჯერ მკვლე­ლის უფ­რო შო­რე­ული ნა­თე­სა­ვე­ბი ურ­იგ­დე­ბოდ­ნენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს სის­ხლის აღ­ებ­ის ობი­ექ­ტთა წრი­დან, შემ­დეგ უფ­რო ახ­ლო ნა­თე­სა­ვებს და ბო­ლოს თვით მკვლელს“, — გან­მარ­ტავს მკვლე­ვა­რი.

 

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხის კვლე­ვის მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე მდგო­მა­რე­ობს იმ­აში, რომ ჩვე­ულ­ებ­ითი სა­მარ­თა­ლი და­უწ­ერ­ელ კა­ნო­ნებს მო­იც­ავს. მეც­ნი­ერ­ები ამ სა­კითხს, ძი­რი­თა­დად, სა­ვე­ლე-ეთ­ნოგ­რა­ფი­ული მუ­შა­ობ­ის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ისა და სა­არ­ქი­ვო ცნო­ბე­ბის სა­ფუ­ძელ­ზე იკ­ვლე­ვენ. გი­ორ­გი და­ვი­თაშ­ვილ­მა ნაშ­რომ­ზე მუ­შა­ობ­ის­ას XIX-XX სა­უკ­უნე­ებ­ში შეკ­რე­ბი­ლი მა­სა­ლე­ბი გა­მო­იყ­ენა.

 

„ამ მა­სა­ლე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იყ­ოს ალ­ექ­სი ოჩიაურის, ვე­რა ბარ­და­ვე­ლი­ძის, რუ­სუ­დან ხა­რა­ძის მი­ერ შეკ­რე­ბი­ლი მა­სა­ლე­ბი, რო­მელ­თა გა­რე­შეც შე­უძ­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნად­მე ღი­რე­ბუ­ლი ნაშ­რო­მის შექ­მნა ქარ­თულ ჩვე­ულ­ებ­ით სა­მარ­თალ­ში. ას­ევე, კვლე­ვი­სას ფარ­თედ ვი­ყე­ნებ ცნო­ბი­ლი იურ­ის­ტის, თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის მი­ხე­ილ (მი­ხა­კო) კე­კე­ლი­ას მი­ერ მე-20 სა­უკ­უნ­ის 60-90-იან წლებ­ში შეკ­რე­ბილ ცნო­ბებს და მი­სი ინ­იცი­ატ­ივ­ით 1986 წელს და­არ­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის პრე­ზი­დი­უმ­თან არ­სე­ბუ­ლი ერ­ოვ­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ებ­ის ცენ­ტრის („ქარ­თუ­ლი ჩვე­ულ­ებ­ითი სა­მარ­თლის შემ­სწავ­ლე­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია“) თა­ნამ­შრო­მელ­თა მი­ერ 1986-1993 წელს შეკ­რე­ბილ მა­სა­ლებს“, — ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი.

 

გი­ორ­გი და­ვი­თაშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი ჩვე­ულ­ებ­ითი სა­მარ­თლის კვლე­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მარ­თალ­წეს­რი­გის კონ­ტექ­სტშიც გა­ნი­ხი­ლავს.

 

„ჩვე­ულ­ებ­ითი სა­მარ­თა­ლი ეს იგ­ივე ხალ­ხუ­რი სა­მარ­თა­ლია, რო­მე­ლიც ხალ­ხუ­რი მარ­თლშეგ­ნე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბას წარ­მო­ად­გენს. ჩვე­ულ­ებ­ითი სა­მარ­თა­ლი ყვე­ლა­ზე უკ­ეთ გა­მო­ხა­ტავს სა­ზო­გა­დო­ებ­ის ფა­სე­ულ­ობ­ებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. ამ­დე­ნად, თა­ნა­მედ­რო­ვე კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ერ­ოვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და სუ­ლის­კვე­თე­ბის ას­ახ­ვი­სათ­ვის სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყ­ოს ქარ­თუ­ლი ჩვე­ულ­ებ­ითი სა­მარ­თლის გარ­კვე­ული კომ­პო­ნენ­ტე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მე­დი­აცი­ის, კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ებ­ის შე­რი­გე­ბის, სა­მე­ზობ­ლო და­ვე­ბის გა­დაწყვე­ტის თვალ­საზ­რი­სით“, — გან­მარ­ტავს ავ­ტო­რი.

 

წიგ­ნის სა­მიზ­ნე აუდ­იტ­ორია არ შე­მო­იფ­არ­გლე­ბა მხო­ლოდ სა­მარ­თლის სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბით, გა­მო­ცე­მა გათ­ვლი­ლია ქარ­თუ­ლი სუ­ლი­ერი და სა­მარ­თლებ­რი­ვი კულ­ტუ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკითხველ­ზეც. მი­სი შე­ძე­ნა „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ათა ქსელ­ში და „იურ­ის­ტე­ბის სამ­ყა­რო­შია“ შე­საძ­ლე­ბე­ლი.

 

თარიღი: 31/10/2021