საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო ენის სტრატეგიის განხილვა

შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი

 

სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სტრა­ტე­გი­ის შე­სა­ხებ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის გან­ხილ­ვა სექ­ტემ­ბერ­ში ზუ­მის პლატ­ფორ­მა­ზე გა­იმ­არ­თა. დო­კუ­მენ­ტის მუ­შა­ობ­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ები, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი­სა და კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

 

თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის თი­ნა­თინ ბოლ­ქვა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეკ­რე­ბილ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­ამ გა­ნი­ხი­ლა სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სტრა­ტე­გი­ის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი — სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ფუნ­ქცი­ონ­ირ­ება და ამ­ოც­ან­ები: სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ისა და სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ის სრუ­ლი ციკ­ლის გა­მარ­თვა, ფორ­მა­ლუ­რი და არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა დო­ნე­ზე სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სწავ­ლე­ბის შე­დე­გი­ან­ობ­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ქარ­თვე­ლუ­რი ენ­ებ­ისა და აფხა­ზუ­რის მეც­ნი­ერ­ული შეს­წავ­ლა, აფხა­ზუ­რი ენ­ის ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ისა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბა, ენ­ობ­რი­ვი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ენ­ობ­რი­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის დაც­ვა. გა­მო­ით­ქვა შე­ნიშ­ვნე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აის­ახ­ება სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სტრა­ტე­გი­აში.

 

„აღ­სა­ნიშ­ნა­ვი და ამ­ას­თან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ „სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სტრა­ტე­გია“ (ერ­თი­ანი პროგ­რა­მა) უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­აზე ქარ­თუ­ლის, ხო­ლო აფხა­ზეთ­ში ქარ­თულ­თან ერ­თად აფხა­ზუ­რის კონ­სტი­ტუ­ცი­ური სტა­ტუ­სის გან­მტკი­ცე­ბას, სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სრულ­ფა­სო­ვან ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში, მი­სი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ობ­ის გა­მა­ერ­თი­ან­ებ­ლის რო­ლის გაზ­რდას, სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ენ­ებ­ის დაც­ვა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. სტრა­ტე­გი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ება ემ­სა­ხუ­რე­ბა ქარ­თუ­ლი ენ­ის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ერ­თო­ბის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბას, ქარ­თვე­ლუ­რი ენ­ობ­რი­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ცოცხა­ლი კულ­ტუ­რის დაც­ვას, კვლე­ვა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას; სა­ქარ­თვე­ლოს უმ­ცი­რე­სო­ბა­თა ენ­ებ­ის დაც­ვა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას, მა­თი ინ­ტეგ­რა­ცი­ისა და ქვე­ყა­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო თან­ხმო­ბის მი­საღ­წე­ვად სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი და­უფ­ლე­ბი­სათ­ვის პი­რო­ბე­ბის შექ­მნას. დო­კუ­მენ­ტი მომ­ზა­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2019 წლის 20 დე­კემ­ბრის N 629-ე დად­გე­ნი­ლე­ბის − „პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის, მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და შე­ფა­სე­ბის წე­სის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. „სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სტრა­ტე­გია 2021-2030“ ეფ­უძ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, ას­ევე, სა­ქარ­თვე­ლოს იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც ენ­ობ­რივ სა­კითხებს, გა­ნათ­ლე­ბის თა­ნას­წორ პი­რო­ბებ­სა და სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სი­კე­თე­ებ­ის თა­ნას­წორ გა­მო­ყე­ნე­ბას, სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ასა და ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბებს მი­ემ­არ­თე­ბა,“ — ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში.

 

დო­კუ­მენ­ტის გან­ხილ­ვი­სას სტრა­ტე­გი­ის მიზ­ნე­ბი­სა და ამ­ოც­ან­ებ­ის გან­საზღვრა­სა და სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზე­ბის გა­მოკ­ვე­თა­ში მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღ­ეს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მათ შო­რის, ქარ­თუ­ლი ენ­ის სწავ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა, ერ­ოვ­ნუ­ლი სა­გა­მოც­დო ცენ­ტრის, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის, სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და პე­და­გო­გებ­მა, თსუ არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას სა­ხე­ლო­ბის ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებ­ის ინ­სტი­ტუ­ტის სა­მეც­ნი­ერო საბ­ჭომ, სა­ქარ­თვე­ლოს წამ­ყვა­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა.

თარიღი: 30/09/2021