საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს 12 უნივერსიტეტისთვის ერთობლივი კვლევითი პლატფორმა ჩამოყალიბდა

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

სა­ქარ­თვე­ლო­ში მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი „HERD: „სა­ქარ­თვე­ლოს უმ­აღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა“ გან­ხორ­ცი­ელ­და. შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­ქარ­თვე­ლოს 12 უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­თვის ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვი­თი პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს მიზ­ნობ­რივ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში კვლე­ვი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მვას, და­ნერ­გვა­სა და შე­ფა­სე­ბას; პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში უკ­ვე შე­იქ­მნა სა­ქარ­თვე­ლოს კვლე­ვი­თი ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტა­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით — HERD, რო­მელ­შიც ას­ახ­ული იქ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ აკ­ად­ემი­ურ ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­ვო­ბე­ბის, ად­ამი­ან­ური რე­სურ­სე­ბის და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის შე­სა­ხებ. ამ დრო­ის­თვის პორ­ტალ­ზე უკ­ვე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 4166 მომ­ხმა­რე­ბე­ლი. იგ­ეგ­მე­ბა აქ­ტი­ვო­ბე­ბი უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული პერ­სო­ნა­ლის­თვის კვლე­ვე­ბის მე­ნეჯ­მენ­ტი­სა და მო­ნა­ცემ­თა ან­ალ­იზ­ის და­მუ­შა­ვე­ბის­თვის სა­ჭი­რო უნ­არ­ებ­ის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. წევრ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში კვლე­ვის პო­ტენ­ცი­ალ­ის გაზ­რდის ხელ­შე­საწყო­ბად, ას­ევე, და­გეგ­მი­ლია კვლე­ვი­თი ტრან­სფე­რი­სა და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი-ინ­დუს­ტრი­ას შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

 

პრო­ექ­ტის კონ­სორ­ცი­უმი შედ­გე­ბა 17 სრუ­ლი და 3 ას­ოც­ირ­ებ­ული პარ­ტნი­ორ­ის­გან, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან ერ­თად მათ შო­რი­საა: სა­ქარ­თვე­ლოს 11 უმ­აღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა (რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო), 5 სამ­თავ­რო­ბო სა­აგ­ენ­ტო და 3 ევ­რო­პუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი (2 ფრან­გუ­ლი და 1 გერ­მა­ნუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი).

 

ქარ­თვე­ლი მკვლევ­რე­ბის­თვის ახ­ალი სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი პლატ­ფორ­მის და მთლი­ან­ად პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ვი­ცე რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

 

 

რა­ში გა­მო­იხ­ატ­ება­ახ­ალი სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი პლატ­ფორ­მის უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ები

 

ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვი­ლი: „ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის გა­მა­ერ­თი­ან­ებ­ელი კვლე­ვი­თი პლატ­ფორ­მა ერთ-ერ­თი მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, სა­მეც­ნი­ერო მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იქ­მნა. პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი 12 უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან თი­თოეულ პრო­ფე­სორს, მკვლე­ვარს აქ­ვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ნა­თავ­სოს სა­კუ­თა­რი ბი­ოგ­რა­ფია, სა­კუ­თა­რი კვლე­ვე­ბი, სა­კუ­თა­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ამ პორ­ტალ­ზე. მკვლევ­რე­ბი რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის უნ­და შე­ვიდ­ნენ პლატ­ფორ­მა­ზე — tsu.vidatum.emis.ge. პრო­ექ­ტი სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით ევ­რო­კავ­ში­რის გა­მო­ყო­ფი­ლი გრან­ტის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. ამ გრან­ტმა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვცა — შეგ­ვე­ძი­ნა ციფ­რუ­ლი პლატ­ფორ­მა. მი­სი ავ­ტო­რი არ­ის ირ­ლან­დი­ური კომ­პა­ნია „Vidatum Academic“, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია ეს გა­მოც­დი­ლე­ბა. ქარ­თვე­ლებ­მა პლატ­ფორ­მა ორ­ენ­ოვ­ანი გავ­ხა­დეთ, რაც სე­რი­ოზ­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რად­გან, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ციფ­რუ­ლი ენა ახ­ლა შე­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში. კომ­პი­უტ­ერ­ული ტერ­მი­ნო­ლო­გია ჯერ კი­დევ ად­აპ­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­შია და ამ­იტ­ომ და­სა­ზუს­ტებ­ლად საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი მუ­შა­ობა მოგ­ვიხ­და. შე­იძ­ლე­ბა დღეს ვინ­მემ კი­დევ ნა­ხოს რა­ღაც უზ­უს­ტო­ბე­ბი, თუმ­ცა ჩვენ მზად ვართ მი­ვი­ღოთ შე­ნიშ­ვნე­ბი და მათ შო­რის, ქარ­თულ ენ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.“

 

 

კვლე­ვე­ბის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად რა და­მა­ტე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა პრო­ექ­ტი HERD?

 

ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლა­ში­ლი: „უმ­თავ­რე­სია, რომ კვლე­ვი­თი საქ­მი­ან­ობ­ის აუდ­იტი ჩა­ვა­ტა­როთ ჩვენ­სა­ვე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში: რა ტი­პის კვლე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რამ­დე­ნად კარგ და მა­ღალ­ხა­რის­ხი­ან ჟურ­ნა­ლებ­ში ვაქ­ვეყ­ნებთ პუბ­ლი­კა­ცი­ებს. ამ­ის­თვის აუდ­იტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ პლატ­ფორ­მას გა­მო­იყ­ენ­ებ­ენ შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­მეც­ნი­ერო ფონ­დი და მეც­ნი­ერ­ებ­ისა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სამ­თავ­რო­ბო პარ­ტნი­ორია ამ პრო­ექ­ტში. რო­დე­საც საქ­მე მიდ­გე­ბა გრან­ტე­ბის გა­ცე­მა­სა და მო­მა­ვა­ლი კვლე­ვე­ბის და­გეგ­მვა­ზე, ეს პორ­ტა­ლი მათ დიდ დახ­მა­რე­ბას გა­უწ­ევს. აუდ­იტი, ერ­თი მხრივ, სა­შუ­ალ­ებ­ას მოგ­ვცემს — სწო­რად დავ­გეგ­მოთ მო­მა­ვა­ლი კვლე­ვე­ბი და, ამ­ავე დროს, გან­ხორ­ცი­ელ­ება შე­ვა­ფა­სოთ. ამ შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში გრან­ტე­ბის მე­ნეჯ­მენ­ტი და თა­ნა­პარ­ტნი­ორ­ებ­ის მო­ძი­ება სხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში. მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს აქ­ვს უნ­იკ­ალ­ური აპ­არ­ატი, რომ­ლის მხო­ლოდ 7%-ს იყ­ენ­ებს. ამ აპ­არ­ატს გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი აქ­ვს მარ­გი ქმე­დე­ბის კო­ეფ­იცი­ენ­ტი. სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია — რო­დე­საც პორ­ტალ­ზე იქ­ნე­ბა ატ­ვირ­თუ­ლი ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბიც, სხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მკვლევ­რე­ბის ნა­წილ­მა ჩვენს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან ერ­თად და­გეგ­მოს ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვა, რო­მე­ლიც ხა­რის­ხობ­რი­ვად და ში­ნა­არ­სობ­რი­ვა­დაც გა­ცი­ლე­ბით უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად: მე­დი­კო­სებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იყ­ენ­ონ ის კე­თილ­დღე­ობა და ცოდ­ნა, რაც აქ­ვთ ქი­მი­კო­სებს, ბი­ოლ­ოგ­ებს, ფი­ზი­კო­სებს, ფსი­ქო­ლო­გებს და, ერ­თობ­ლი­ვად, კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე წარ­მო­ად­გი­ნონ ახ­ალი ცოდ­ნის საწყი­სი. აი, ეს არ­ის ძი­რი­თა­დი კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვლად უდ­ევს კვლე­ვი­თი პლატ­ფორ­მის შექ­მნას.

 

პრო­ექ­ტის მი­ზანს არ წარ­მო­ად­გენს მხო­ლოდ სტა­ტი­კუ­რი ვე­ლის შექ­მნა. ეს არ­ის ძა­ლი­ან დი­ნა­მი­ური პრო­ცე­სი. გარ­კვე­ული პე­რი­ოდ­ულ­ობ­ით, წე­ლი­წად­ში ერ­თხელ მა­ინც, მეც­ნი­ერ­ებ­მა, მკვლევ­რებ­მა უნ­და გა­ნა­ახ­ლონ, თა­ვი­ან­თი პროგ­რე­სის შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვი­ან­თი ბი­ოგ­რა­ფია, მო­ნა­ცე­მე­ბი. მე­ორე მხრივ, ამ პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო ის, რომ აგ­ვე­ღო სა­უკ­ეთ­ესო პრაქ­ტი­კის მა­გა­ლი­თე­ბი ევ­რო­პუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის­გან. ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს საქ­პა­ტენ­ტი („სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური სა­კუთ­რე­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრი“), ჯი­ტა („სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ოვ­აცი­ებ­ისა და ტექ­ნლო­გი­ებ­ის სა­აგ­ენ­ტო“) და ყვე­ლა ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მეც­ნი­ერ­ებ­ის პრო­დუქ­ტის აღი­არ­ებ­აშია ჩარ­თუ­ლი.

 

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს 12 ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, მათ შო­რი­საა: ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი და, ვთქვათ, ის­ეთი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ფი­ლის მქო­ნე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­გო­რი­ცაა კონ­სერ­ვა­ტო­რია. ამ 12 პარ­ტნი­ორ­ში ჩვენ გვყავს რე­გი­ონ­ული უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბიც, ეს­ენია: ქუ­თა­ის­ის, ბა­თუ­მის, თე­ლა­ვის. ამ პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი მხო­ლოდ პორ­ტა­ლის ყიდ­ვა არ იყო.

 

„HERD“ გუ­ლის­ხმობს კვლე­ვებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ თა­ნა­მო­აზ­რე­თა ერ­თობ­ლი­ობ­ას.

თარიღი: 28/02/2022