საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საუკუნის მოვლენად შეფასებული გრიცკო ხალიმონენკოს წიგნის გამოცემა

2020 წე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ინ­ის ლი­ტე­რა­ტუ­რულ და კულ­ტუ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა მრა­ვალ­ფე­რო­ვან ის­ტო­რი­აში იმ­დე­ნად მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნით სრულ­დე­ბა, რომ მას შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ არა წლის, არ­ამ­ედ სა­უკ­უნ­ის მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლი სა­ჩუ­ქა­რია, რო­გორც უკ­რა­ინ­ელი, ისე ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ათ­ვის.

 

სულ ახ­ლა­ხანს კი­ევ­ში გა­მო­იცა გრიც ხა­ლი­მო­ნენ­კოს უნ­იკ­ალ­ური ნაშ­რო­მი „ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რია“ („Історія грузинської літератури“). წიგ­ნი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სი­თა და აგ­ებ­ულ­ებ­ით მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. ეს გახ­ლავთ მო­ნოგ­რა­ფია, რო­მე­ლიც აერ­თი­ან­ებს ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ნი­მუ­შებს, ახ­ალი და უახ­ლე­სი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პრო­ზა­სა და პო­ეზი­ას. მკითხველს სა­შუ­ალ­ება აქ­ვს გა­ეც­ნოს არა მხო­ლოდ ტექ­სტებს, არ­ამ­ედ მათ ავ­ტო­რი­სე­ულ ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ასა და ან­ალ­იზს.

 

ორი­ოდე სიტყვით ავ­ტო­რის შე­სა­ხებ: ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, მთარ­გმნე­ლი, კრი­ტი­კო­სი, აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე, ქარ­თვე­ლო­ლო­გი და თურ­ქო­ლო­გი გრიც ხა­ლი­მო­ნენ­კო უკ­რა­ინ­ის მწე­რალ­თა ერ­ოვ­ნუ­ლი კავ­ში­რის წევ­რი, მო­ნოგ­რა­ფი­ებ­ისა და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ის ავ­ტო­რია. მას კარ­გად იც­ნო­ბენ აკ­ად­ემი­ურ და ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ურ წრე­ებ­ში. მი­სი კო­ლე­გე­ბი და მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვად ფლობს ქარ­თულ ენ­ას და თა­ვი­სუფ­ლად, უაქ­ცენ­ტოდ სა­უბ­რობს ქარ­თუ­ლად.

 

ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­იწყო: „1964 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და სტუ­დენ­ტთა პირ­ვე­ლი გაც­ვლა თბი­ლი­სი­სა და კი­ევ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებს შო­რის. მომ­დევ­ნო წლის და­საწყის­ში კი თბი­ლის­ში ქარ­თუ­ლი ენ­ისა და ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­სას­წავ­ლად ჩა­მო­ვიდ­ნენ კი­ევ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი — ნე­ონ­ილა ბი­ლი­ჩენ­კო და გრი­გო­რი ხა­ლი­მო­ნენ­კო. სა­ქარ­თვე­ლო­ში სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად წარ­მოგ­ზავ­ნილ­მა გრი­გოლ ხა­ლი­მო­ნენ­კომ სა­ფუძ­ვლი­ან­ად შე­ის­წავ­ლა ქარ­თუ­ლი ენა. მას ქარ­თულ ენ­ას ას­წავ­ლი­და თვით პრო­ფე­სო­რი ვარ­ლამ თო­ფუ­რია. მას უკ­რა­ინ­ელ სტუ­დენ­ტებ­თან მუ­შა­ობ­აში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­ები ნა­თე­ლა რა­მიშ­ვი­ლი და ნია აბ­ეს­აძე“ (ოთ­არ ბა­ქა­ნი­ძე, „კი­ევ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი — ქარ­თვე­ლი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის სა­ვა­ნე“, თბი­ლი­სი 2015). „უკ­რა­ინ­ული ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რია“ სწო­რედ ვარ­ლამ თო­ფუ­რი­ას ხსოვ­ნას მი­უძ­ღვნა უკ­რა­ინ­ელ­მა მეც­ნი­ერ­მა — „და­უვ­იწყა­რი მას­წავ­ლებ­ლის, პრო­ფე­სორ ვარ­ლამ თო­ფუ­რი­ას ხსოვ­ნას“ — ვკითხუ­ლობთ წიგ­ნის პირ­ვე­ლი­ვე გვერ­დზე.

 

სა­ქარ­თვე­ლო­დან სამ­შობ­ლო­ში შემ­დგარ ქარ­თვე­ლო­ლო­გად, თურ­ქუ­ლი ენ­ის კარგ მცოდ­ნედ ბრუნ­დე­ბა გრიც ხა­ლი­მო­ნენ­კო და გა­ნაგ­რძობს სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით მოღ­ვა­წე­ობ­ას. პა­რა­ლე­ლუ­რად თარ­გმნის ქარ­თულ მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას. რო­გორც ჩანს, იგი არ­ას­დროს მი­უტ­ოვ­ებია ფიქ­რს ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ზე, ქარ­თველ მწერ­ლებ­ზე, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გმი­რებ­ზე, მათ ერ­ოვ­ნუ­ლო­ბა­სა და ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ­ობ­აზე. მო­საზ­რე­ბებ­მა, დას­კვნებ­მა ნარ­კვევ­თა სა­ხე მი­იღო, ამ­ას და­ემ­ატა ცალ­კე­ულ ავ­ტორ­თა მი­მო­ხილ­ვა, რის შე­დე­გა­დაც უკ­ვე მო­ნოგ­რა­ფი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და და მრა­ვალ­წლი­ანი შრო­მის შე­დე­გად და­იბ­ადა „ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რია“.

 

წიგ­ნის პირ­ველ თავ­ში მი­მო­ხი­ლუ­ლია ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა: აგი­ოგ­რა­ფი­ული მოთხრო­ბა­ნი, აპ­ოკ­რი­ფე­ბი, იაკ­ობ ცურ­ტა­ვე­ლი, იოანე სა­ბა­ნის­ძე და გი­ორ­გი მერ­ჩუ­ლე. მე­ორე თავ­ში შო­თა რუს­თა­ველ­თან ერ­თად იოანე შავ­თელს, ჩახ­რუ­ხა­ძეს, არ­ჩილ ბაგ­რა­ტი­ონს, თე­იმ­ურ­აზ პირ­ველს, მა­მუ­კა ბა­რა­თაშ­ვილს, საიათნოვასა და ბე­სიკ გა­ბაშ­ვილს შეხ­ვდე­ბა მკითხვე­ლი. მომ­დევ­ნო თა­ვებ­ში იგი გა­იც­ნობს: ალ­ექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის, გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ან­ის, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის, გი­ორ­გი წე­რეთ­ლის, აკ­აკი წე­რეთ­ლის, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას, პა­ოლო იაშ­ვი­ლის, გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძის, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის, გი­ორ­გი ლე­ონ­იძ­ის, რე­ვაზ ინ­ან­იშ­ვი­ლის, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი­სა და სხვა­თა შე­მოქ­მე­დე­ბას. რო­გორც ვხე­დავთ, გრიც ხა­ლი­მო­ნენ­კოს ინ­ტე­რე­სის არე­ალ­ში სხვა­დას­ხვა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობა მოქ­ცე­ულა: რო­მან­ტიზ­მის, რე­ალ­იზ­მის, მო­დერ­ნიზ­მი­სა და პოს­ტმო­დერ­ნიზ­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­სა­ხებ საკ­მა­ოდ ვრცელ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის იგი მკითხველს. ვრცე­ლია წიგ­ნში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სი­აც.

 

„ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ის“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, გა­ზეთ „ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ქარ­თვე­ლო­ში“ და­იბ­ეჭ­და მწერ­ლი­სა და მთარ­გმნე­ლის, აკ­ად­ემ­იკ­ოს რა­ულ ჩი­ლა­ჩა­ვას სტა­ტია „საზღვარ­გა­რე­თუ­ლი ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის უნ­იკ­ალ­ური შე­ნა­ძე­ნი“. რა­ულ ჩი­ლა­ჩა­ვა იხ­სე­ნებს: მას, ვინც გა­სუ­ლი სა­უკ­უნ­ის სა­მო­ცი­ან წლებ­ში თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ყო­ფი­ლა, შე­უძ­ლე­ბე­ლია არ ახ­სოვ­დეს კი­ევ­იდ­ან ჩა­მო­სუ­ლი მკვირ­ცხლი უკ­რა­ინ­ელი ჭა­ბუ­კი, რო­მე­ლიც აღ­მო­სავ­ლემ­ცოდ­ნე­ობ­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ქარ­თულ და თურ­ქულ ენ­ებს ეუფ­ლე­ბო­და. ამ ჭა­ბუკს, რო­მელ­საც გრიც­კო ერ­ქვა და გვა­რად ხა­ლი­მო­ნენ­კო იყო, იც­ნობ­დნენ არა მარ­ტო მო­მა­ვა­ლი ფი­ლო­ლო­გე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, არ­ამ­ედ ფი­ზი­კო­სე­ბი და ბი­ოლ­ოგ­ებ­იც, ის­ტო­რი­კო­სე­ბი­ცა და მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბიც, რად­გან ყვე­ლას ერ­თნა­ირ­ად ხიბ­ლავ­და და სი­ამ­ოვ­ნებ­და მი­სი რა­ღაც­ნა­ირ­ად უც­ნა­ური, მაგ­რამ საყ­ვა­რე­ლი აქ­ცენ­ტით წარ­მოთ­ქმუ­ლი ქარ­თუ­ლი სიტყვე­ბი“ (რა­ულ ჩი­ლა­ჩა­ვა, „საზღვარ­გა­რე­თუ­ლი ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის უნ­იკ­ალ­ური შე­ნა­ძე­ნი“, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო, N 21, 2. 10. 2020).

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სწო­რედ რა­ულ ჩი­ლა­ჩა­ვა გახ­ლავთ წიგ­ნის რე­ცენ­ზენ­ტი პრო­ფე­სორ მი­ხა­ილო ნა­ენ­კოს­თან ერ­თად. ქარ­თულ ტექ­სტებ­ზე კი უმ­უშ­ავია ფი­ლო­ლოგ­სა და პუბ­ლი­ცის­ტს სო­სო ჩო­ჩი­ას, რო­მელ­საც ავ­ტო­რი გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას უხ­დის.

 

მე­ტი სიცხა­დის­თვის, აუც­ილ­ებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია მკითხვე­ლი­სათ­ვის გრიც­კო ხა­ლი­მო­ნენ­კოს შე­სა­ვა­ლი სიტყვი­დან ამ­ონ­არ­იდ­ის გაც­ნო­ბა: „მე ხომ მას ვწერ­დი ქარ­თვე­ლი ერ­ის დე­და­ქა­ლაქ­ში სწავ­ლის ბედ­ნი­ერი წლე­ბი­სად მი­სი ყვა­რუ­ლი­თა და მად­ლი­ერ­ებ­ით. და კი­დევ: მად­ლი­ერ­ებ­ისა და სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ობ­ად ვთვლი­დი გა­მო­მე­ხა­ტა აღ­ტა­ცე­ბა ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი ლი­ტე­რა­ტუ­რით, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო კულ­ტუ­რის სა­გან­ძურ­ში შე­იტ­ანა არ­ცთუ ისე მრა­ვალ­რიცხო­ვან­მა ქარ­თველ­მა ერ­მა. ამ­ას­აც ვიტყო­დი: უკ­რა­ინ­ული ლი­ტე­რა­ტუ­რის სრუ­ლად შეც­ნო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის შეც­ნო­ბას­თან ერ­თად“, — წერს უკ­რა­ინ­ელი მეც­ნი­ერი.

 

გრიც ხა­ლი­მო­ნენ­კოს „ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რია“ უდ­ავ­ოდ უდ­იდ­ესი მოვ­ლე­ნაა (უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტია) მსოფ­ლიო ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ასა და უკ­რა­ინ­ის­ტი­კა­ში. ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და უკ­რა­ინ­ის­ტი­კის ცენ­ტრის სა­ხე­ლით ვუ­ლო­ცავთ ბა­ტონ გრიც ხა­ლი­მო­ნენ­კოს ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ნაშ­რო­მის გა­მო­ცე­მას და მად­ლი­ერ­ებ­ას გა­მოვ­თქვამთ მი­სი მრა­ვალ­წლი­ანი ნა­ყო­ფი­ერი ღვაწ­ლი­სა და უბ­ად­ლო დამ­სა­ხუ­რე­ბის გა­მო ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის წი­ნა­შე.

სო­ფიო ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლი

ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი

უკ­რა­ინ­ის­ტი­კის ს./კ. ცენ­ტრი

თარიღი: 17/11/2020