საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სასურველია შეიცვალოს ფაკულტეტისთვის ბიუჯეტის გამოყოფის პრინციპი

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

რო­გორც თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი თა­მარ ზა­რან­დია აცხა­დებს, იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ამ ეტ­აპ­ზე, კრი­ტი­კულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძ­ენს, იურ­იდი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, ფა­კულ­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური გუნ­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და გაძ­ლი­ერ­ება, რაც პირ­და­პირ არ­ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის ბი­უჯ­ეტ­ის ფორ­მი­რე­ბი­სას სა­ხელ­ფა­სო გა­ნაკ­ვე­თე­ბის ზრდის აუც­ილ­ებ­ლო­ბას­თან.

 

„ფა­კულ­ტე­ტი და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი მუდ­მი­ვად უნ­და ზრუ­ნავ­დეს პრო­ფე­სო­რე­ბის მდგო­მა­რე­ობ­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით აფ­ილ­ირ­ებ­ის იმ წე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ იქ­ნა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახ­ალი სტან­დარ­ტით. არ არ­ის და­სა­მა­ლი, რომ იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის მთა­ვა­რი სიძ­ლი­ერე ის აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლია, რო­მე­ლიც, წლე­ბია, ამ ფა­კულ­ტეტ­ზე არ­ის და რაც გა­ნა­პი­რო­ბებს ფა­ულ­ტე­ტის მა­ღალ ცნო­ბა­დო­ბას და დიდ მოთხოვ­ნებს მის მი­მართ, რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან პირ­ვე­ლი შე­მო­ხაზ­ვის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით, ას­ევე ში­და თუ გა­რე მო­ბი­ლო­ბის აქ­ტუ­ალ­ურ­ობ­ის კუთხით. ჩვენ ვა­მა­ყობთ იმ­ით, რომ ჩვენ­თან აკ­ად­ემი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არი­ან პრო­ფე­სო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ქმნი­ან ქარ­თულ იურ­ის­პრუ­დენ­ცი­ას. ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს საკ­მა­ოდ კარ­გი სო­ცი­ალ­ური დაც­ვის გა­რან­ტი­ები აქ­ვთ და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა და ფა­კულ­ტეტ­მა შეს­თა­ვა­ზოს სა­კუ­თარ პრო­ფე­სო­რებს ღირ­სე­ული ან­აზღა­ურ­ება და ის სო­ცი­ალ­ური დაც­ვის გა­რან­ტი­ები, რაც პრო­ფე­სორს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს — სრუ­ლად და­კავ­დეს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სა­მეც­ნი­ერო და აკ­ად­ემი­ური საქ­მი­ან­ობ­ით. ამ­ას პირ­და­პირ უკ­ავ­შირ­დე­ბა გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ფარ­გლებ­ში უცხო­ელი ექ­სპერ­ტე­ბის მი­ერ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­თვის მი­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია, რომ სა­სურ­ვე­ლია შე­იც­ვა­ლოს ფა­კულ­ტე­ტის­თვის ბი­უჯ­ეტ­ის გა­მო­ყო­ფის პრინ­ცი­პი. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ფა­კულ­ტეტს უფ­რო მეტ თან­ხას უნ­და აძ­ლევ­დეს თა­ვად ფა­კულ­ტე­ტის მი­ერ მო­პო­ვე­ბუ­ლი თან­ხე­ბი­დან. ცხა­დია, ყვე­ლა ფა­კულ­ტეტს უნ­და ჰქონ­დეს მის მი­ერ გა­წე­ული მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­დე­გად შე­მო­ტა­ნი­ლი თან­ხე­ბი­დან სა­კუ­თა­რი აკ­ად­ემი­ური გუნ­დის ღირ­სე­ული გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ფა­კულ­ტეტ­მა შეძ­ლოს აფ­ილ­ირ­ებ­ული აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლი­სათ­ვის სო­ცი­ალ­ური დაც­ვის უფ­რო მყა­რი გა­რან­ტი­ებ­ის შექ­მნა, რაც შე­იძ­ლე­ბა მიღ­წე­ულ იქ­ნეს მხო­ლოდ ფა­კულ­ტე­ტე­ბი­სათ­ვის მე­ტი ფი­ნან­სუ­რი ავ­ტო­ნო­მი­ის მი­ნი­ჭე­ბით (რაც ის­ედ­აც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნით), რა­თა ფა­კულ­ტე­ტებ­მა თვი­თონ და­გეგ­მონ და გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ონ სა­კუ­თა­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ფა­კულ­ტე­ტის პერ­სპექ­ტი­ვი­დან არ­სე­ბობს. სამ­წუ­ხა­როდ, ამ თვალ­საზ­რი­სით, იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტს აქ­ვს მთე­ლი რი­გი პრე­ტენ­ზი­ები ცენ­ტრა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­მართ, რაც გა­მო­იხ­ატა მიმ­დი­ნა­რე წლის სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ბი­უჯ­ეტ­ის დამ­ტკი­ცე­ბის პრო­ცეს­შიც“, — აცხა­დებს თა­მარ ზა­რან­დია.

თარიღი: 16/02/2022