საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო აქტივობის მიხედვით თსუ ლიდერის სტატუსს ინარჩუნებს

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი აქ­ტი­ვო­ბის მხრივ ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, 2021 წელ­საც პირ­ველ პო­ზი­ცი­აზეა. სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წლი­ური ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, 2021 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თსუ-ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და 200-ზე მე­ტი (მათ შო­რის 19 სა­ერ­თა­შო­რი­სო) სა­მეც­ნი­ერო პრო­ექ­ტი შემ­დე­გი დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის და­ფი­ნან­სე­ბით: შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დი, EC (H2020, Erasmus+), US (Embassy, NIH, The East-West Management Institute, USAID, UNDP, UNICEF, US Department of State), United Kingdom Research and Innovation/Global Challenges Research Fund — UKRI/GCRF; Austrian Development Agency, BMBF … და სხვა. ევ­რო­კო­მი­სი­ის ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის „და­ფი­ნან­სე­ბის და ტენ­დე­რე­ბის პორ­ტა­ლის“ მო­ნა­ცე­მე­ბით, ევ­რო­კო­მი­სი­ის ჩარ­ჩო პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბით, 2021 წელს თსუ ჩა­ერ­თო 6 ახ­ალ პრო­ექ­ტში (4 EPLUS, 1 Horizon2020-MSCA-RISE და 1 Horizon2020-RIA).

 

ელ­სე­ვი­ერ­ის Scopus-ის ბა­ზის მო­ნა­ცე­მე­ბით თსუ-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ავ­ტო­რო­ბით გა­მოქ­ვეყ­ნდა 492 პუბ­ლი­კა­ცია (2022 წლის 11 მარ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით), აქ­ედ­ან უმ­ეტ­ესი ნა­წი­ლი ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბას უჭ­ირ­ავს. ამ დრომ­დე თსუ ერ­თა­დერ­თი უმ­აღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ას­ევე მთე­ლი კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­იდ­ან, რო­მე­ლიც თა­იმ­სის რან­ჟი­რე­ბით (Times Higher Education World University Rankings) მსოფ­ლიო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია.

 

2021 წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში 91 სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მია და­ცუ­ლი, აქ­ედ­ან: ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ები — 11; იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი — 19; ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი — 21; სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი — 5; ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტი — 19; მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტი — 9 და ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი — 7.

 

2021 წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნულ სა­მეც­ნი­ერო ფონ­დში 410 კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტი წა­რად­გი­ნა, აქ­ედ­ან და­ფი­ნან­სდა — 148. შე­დე­გად, თსუ-ს წარ­მა­ტე­ბის ინ­დექ­სმა 36% შე­ად­გი­ნა.

 

„გა­სუ­ლი წლის სა­მეც­ნი­ერო პრო­დუქ­ტი­ულ­ობ­აზე თუ ვი­სა­უბ­რებთ, ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა შეგ­ვიძ­ლია გა­მოვ­ყოთ:

 

1. თსუ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­ღალ­რე­იტ­ინ­გუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ის რა­ოდ­ენ­ობ­ით ლი­დე­რია, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უჭ­ირ­ავს. რო­გორც წე­სი, თსუ-ს სა­ხე­ლით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ები და­ახ­ლო­ებ­ით 400-დან 600-მდე მერ­ყე­ობს ხოლ­მე. კო­ვიდ­პან­დე­მი­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე ცო­ტა და­ძა­ბუ­ლი იყო გა­სუ­ლი წე­ლი. შე­საძ­ლოა, წელს შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი პუბ­ლი­კა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდეს, თუმ­ცა ეს რიცხვი წი­ნა წლებ­შიც ვა­რი­რებ­და. აქ­ვე და­ვა­მა­ტებ, რომ თსუ დი­დი ორ­გა­ნი­ზა­ციაა და, შე­სა­ბა­მი­სად, უკ­იდ­ურ­ესი სა­ჭი­რო­ებაა, რომ ეს რიცხვი გა­იზ­არ­დოს. ამ მიზ­ნით ჩვენ უკ­ვე გა­დავ­დგით შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბი, ამ­ოქ­მედ­და პოსტ დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­ფე­ხუ­რი, აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლი­სა და ახ­ალ­გაზ­რდა მკვლევ­რე­ბის­თვის და­ვა­წე­სეთ ფუ­ლა­დი ჯილ­დო, რო­მელ­საც ის­ინი მა­ღალ­რე­იტ­ინ­გულ ჟურ­ნა­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ებ­ის­თვის იღ­ებ­ენ.

 

2. უშუ­ალ­ოდ საგ­რან­ტო პრო­ექ­ტებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის კუთხით 2021 წე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ფუნ­და­მენ­ტუ­რი კვლე­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი გრან­ტე­ბის რა­ოდ­ენ­ობ­ის ჩვე­ნი­ვე რე­კორ­დი მოვ­ხსე­ნით. სხვა უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­თან შე­და­რე­ბით სხვა საგ­რან­ტო კონ­კურ­სებ­შიც საკ­მა­ოდ დი­დი უპ­ირ­ატ­ეს­ობა გვაქ­ვს. თუმ­ცა, ჩვენ უნ­და ვიზ­რუ­ნოთ ჩვე­ნი­ვე შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დოქ­ტო­რან­ტუ­რი­სა და სა­მა­გის­ტრო გრან­ტე­ბის მო­პო­ვე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდა, რად­გან ახ­ალ­გაზ­რდე­ბი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მო­მა­ვა­ლი აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლია. მი­მაჩ­ნია, რომ გა­სუ­ლი წე­ლი, სა­მეც­ნი­ერო პრო­დუქ­ტი­ულ­ობ­ის თვალ­საზ­რი­სით, გა­მორ­ჩე­ულ­ად კარ­გი იყო,“ — აღ­ნიშ­ნავს თსუ-ის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ღვე­დაშ­ვი­ლი.

 

2021 წელს შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნულ სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­სებ­ში თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მკვლევ­რე­ბის შე­დე­გე­ბის სტა­ტის­ტი­კა ას­ეთია:

 

  • ფუნ­და­მენ­ტუ­რი კვლე­ვე­ბი­სათ­ვის სა­ხელ­მწი­ფო სა­მეც­ნი­ერო გრან­ტე­ბის კონ­კურ­სში 187 წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტი­დან და­ფი­ნან­სდა — 49, რაც აღ­ემ­ატ­ება სა­ქარ­თვე­ლოს სხვა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლი­სა თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ მი­ღე­ბულ გრან­ტებს. ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა სა­კუ­თა­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც გაიუმჯობესა და ამ კონ­კურ­სის ის­ტო­რი­აში წელს ყვე­ლა­ზე მე­ტი გრან­ტი მო­იპ­ოვა (აქ­ამ­დე თსუ-ს 2012 წელს და­უფ­ინ­ან­სდა ყვე­ლა­ზე მე­ტი — 42 პრო­ექ­ტი).
  • საზღვარ­გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი მა­ტე­რი­ალ­ური და სუ­ლი­ერი მემ­კვიდ­რე­ობ­ის კვლე­ვის კონ­კურ­სში წარ­დგე­ნი­ლი 14 პრო­ექ­ტი­დან და­ფი­ნან­სდა — 2; 
  • დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის საგ­რან­ტო კონ­კურ­სში წარ­დგე­ნი­ლი — 89-დან და­ფი­ნან­სდა 35 პრო­ექ­ტი;
  • ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა კვლე­ვე­ბის კონ­კურ­სში წარ­დგე­ნი­ლი — 38-დან და­ფი­ნან­სდა — 14;
  • სა­გა­მომ­ცემ­ლო სა­ხელ­მწი­ფო სა­მეც­ნი­ერო გრან­ტებ­ში წარ­დგე­ნი­ლი 18-დან და­ფი­ნან­სდა 13 პრო­ექ­ტი.
  • კავ­კა­სი­ოლ­ოგი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის ხელ­შეწყო­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის საგ­რან­ტო კონ­კურ­სში წარ­დგე­ნი­ლი 3-დან და­ფი­ნან­სდა 2 პრო­ექ­ტი.
  • მეც­ნი­ერ­ებ­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­ათ­ვის მიზ­ნობ­რი­ვი საგ­რან­ტო კონ­კურ­სში წარ­დგე­ნი­ლი 3-დან და­ფი­ნან­სდა 2 პრო­ექ­ტი.
  • სა­ქარ­თვე­ლოს საზღვრის­პი­რა რე­გი­ონ­ებ­ის შემ­სწავ­ლე­ლი სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის ხელ­შეწყო­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის საგ­რან­ტო კონ­კურ­სში წარ­დგე­ნი­ლი 7-დან და­ფი­ნან­სდა 1 პრო­ექ­ტი.
  • სა­ქარ­თვე­ლოს ოკ­უპ­ირ­ებ­ული ტე­რი­ტო­რი­ებ­ის შემ­სწავ­ლე­ლი სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის ხელ­შეწყო­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის საგ­რან­ტო კონ­კურ­სში წარ­დგე­ნი­ლი 9-დან და­ფი­ნან­სდა 2 პრო­ექ­ტი.
  • სსიპ — უმ­აღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­მო­უკ­იდ­ებ­ელი სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი ერ­თე­ულ­ებ­ის მა­ტე­რი­ალ­ურ ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის გა­ნახ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის კონ­კურ­სში წარ­დგე­ნი­ლი 25-დან და­ფი­ნან­სდა 18 პრო­ექ­ტი.
  • მა­გის­ტრან­ტთა სას­წავ­ლო-კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის გრან­ტით და­ფი­ნან­სე­ბის კონ­კურ­სში წარ­დგე­ნი­ლი 17-დან და­ფი­ნან­სდა 10 პრო­ექ­ტი.

 

„თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ყვე­ლა საგ­რან­ტო პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ერო კონ­კურ­სზე იგ­ზავ­ნე­ბა. პრო­ექ­ტის ინ­იცი­ირ­ებ­იდ­ან მის დას­რუ­ლე­ბამ­დე ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კონ­სულ­ტა­ცი­ას, მათ შო­რის, ზოგ­ჯერ რამ­დე­ნი­მე­ჯერ, და ტექ­ნი­კურ დახ­მა­რე­ბას უწ­ევ­ენ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რებს, რო­გორც ფონ­დის სა­კონ­კურ­სო პი­რო­ბე­ბის, ას­ევე, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პრო­ექ­ტი ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით გა­მარ­თუ­ლი იყ­ოს. რაც არ უნ­და კარ­გი კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტი იყ­ოს, ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა გა­ნაცხა­დი კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი­ვე ეტ­აპ­იდ­ან მო­იხ­სნას. კო­ვიდ სი­ტუ­აცი­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე საგ­რან­ტო კონ­კურ­სე­ბი­სათ­ვის სა­კონ­სულ­ტა­ციო პე­რი­ოდი საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა დე­პარ­ტა­მენ­ტის­თვის. თუმ­ცა, ჩვენ კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ებ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მუ­შა­ობ­ის ჰიბ­რი­დუ­ლი რე­ჟი­მი დავ­ნერ­გეთ, რა­მაც, ვფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბით იმ­უშ­ავა. რის­თვი­საც, ჩვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს მინ­და დი­დი მად­ლო­ბა ვუთხრა,“ — აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ღვე­დაშ­ვილ­მა.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის 2021 წლის სა­მეც­ნი­ერო აქ­ტი­ვო­ბის დე­ტა­ლუ­რი ან­ალ­იზი იხ­ილ­ეთ: https://bit.ly/3vOAiFm

თარიღი: 16/03/2022