საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სალომე ჩანადირის ,,გამომზეურებული“ ინტერესები

თა­მარ და­დი­ანი

 

და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბას, ფეხ­ზე მყა­რად დგო­მას, მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რულს და სირ­თუ­ლე­ებ­ის გა­და­ლახ­ვას ბავ­შვო­ბი­დან­ვე ას­წავ­ლიდ­ნენ. ფიქ­რობს, რომ ბავ­შო­ბის­დო­ინ­დელ­მა სამ­ყა­რომ, სივ­რცემ, გა­რე­მომ დიდ­წი­ლად გან­საზღვრა მი­სი დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა და, ზო­გა­დად, გა­რე­სამ­ყა­როს და სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. „ყო­ველ­დღი­ურ­ად ვიზ­რდე­ბი, ვგრძნობ, რო­გორ ვიც­ვლე­ბი, ჩე­მი ხედ­ვაც იც­ვლე­ბა, მაგ­რამ ფუნ­და­მენ­ტი, რო­მელ­ზეც ვდგა­ვარ, რწმე­ნით, სიძ­ლი­ერ­ითა და სიყ­ვა­რუ­ლით არ­ის ნა­შე­ნე­ბი“, — აცხა­დებს თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი სა­ლო­მე ჩა­ნა­დი­რი.

 

ზო­გი ჭი­რი მარ­გე­ბე­ლიაო და პან­დე­მი­ის გა­მო შექ­მნილ­მა სი­ტუ­აცი­ამ, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გაგ­რძე­ლე­ბამ სა­ლო­მეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა უფ­რო მეტ სას­წავ­ლო და მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას გას­ცნო­ბო­და, რამ­დე­ნი­მე სას­წავ­ლო კურ­სის მსმე­ნე­ლიც გამ­ხდა­რი­ყო, სამ სტუ­დენ­ტურ-სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­აშ­იც მი­ეღო მო­ნა­წი­ლე­ობა და მიმ­დი­ნა­რე სე­მეს­ტრის შე­დე­გე­ბით სტი­პენ­დი­აც აეღო. თა­ნა­ტო­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა — რომ პან­დე­მია ხელს უშ­ლის ხა­რის­ხი­ანი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, სა­ლო­მეს შემ­თხვე­ვა­ში ნამ­დვი­ლად უს­აფ­უძ­ვლოა.

 

სკან­დი­ნა­ვის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა ერთ-ერ­თმა პრო­ფე­სორ­მა ურ­ჩია და ამ გა­მოწ­ვე­ვა­საც ღირ­სე­ულ­ად იღ­ებს: „ვფიქ­რობ, სკან­დი­ნა­ვის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე სწავ­ლა ჩემს თვალ­სა­წი­ერს გა­აფ­არ­თო­ებს, ბევრ ახ­ალ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოც­დი­ლე­ბას, ცოდ­ნას შე­ვი­ძენ“, — ამ­ბობს სა­ლო­მე, რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ათ­ვის აუც­ილ­ებ­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნ­და გახ­დეს. „აქ ის­ეთი ცოდ­ნაა თავ­მოყ­რი­ლი, რო­მელ­საც აუც­ილ­ებ­ლად სჭირ­დე­ბა „გა­მომ­ზე­ურ­ება“. ეს მეც­ნი­ერ­ებაა და არ უნ­და იყ­ოს სა­კუ­თარ ნა­ჭუჭ­ში ჩა­კე­ტი­ლი!“ — აცხა­დებს სა­ლო­მე, ვის­თვი­საც თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ობაა წარ­მა­ტე­ბის გა­სა­ღე­ბი. თუ რო­გორ აპ­ირ­ებს მწვერ­ვა­ლე­ბის დაპყრო­ბას და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი სა­ლო­მე ჩა­ნა­დი­რი, ამ­ის შე­სა­ხებ კითხვებს გულ­წრფე­ლად პა­სუ­ხობს...

 

— რა მნიშ­ვნე­ლო­ბას ან­იჭ­ებ სა­კუ­თარ ბავ­შვო­ბას დღეს?

 

— ბავ­შვო­ბა ძა­ლი­ან თბი­ლად მახ­სენ­დე­ბა. ოჯ­ახ­ის წევ­რე­ბი ყო­ველ­თვის გვერ­დში მედ­გნენ – ბავ­შვო­ბა­შიც და ახ­ლაც – და ბევ­რი ის­ეთი სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვა­ში და­მეხ­მარ­ნენ, რო­მელ­თან მარ­ტო გამ­კლა­ვე­ბაც მა­შინ ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. მი­ბიძ­გეს, რომ და­მო­უკ­იდ­ებ­ელი პი­როვ­ნე­ბა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, და­მა­ნა­ხეს, რომ ძლი­ერი ად­ამი­ანი ვარ, რომ მონ­დო­მე­ბით და სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ობ­ით ყვე­ლაფ­რის გა­და­ლახ­ვა და მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა. მინ­და, ამ რწმე­ნის ყვე­ლას სჯე­რო­დეს და სულ ვცდი­ლობ, ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი სხვა­საც გა­დავ­ცე (შო­რე­ული იქ­ნე­ბა თუ ახ­ლო­ბე­ლი). ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს...

 

ვფიქ­რობ, რომ ბავ­შვო­ბი­დან­ვე შექ­მნილ­მა სივ­რცემ დიდ­წი­ლად გან­საზღვრა ჩე­მი დღე­ვან­დე­ლი ხედ­ვა და, ზო­გა­დად, გა­რე­სამ­ყა­როს და სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ ჩე­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მარ­თა­ლია, ახ­ლაც ვგრძნობ, რო­გორ ვიც­ვლე­ბი, ჩე­მი ხედ­ვაც იც­ვლე­ბა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვგრძნობ რა­ღაც პო­ზი­ტი­ურ ფუნ­და­მენ­ტს, რო­მელ­ზეც ყვე­ლა ჩე­მი „აგ­ურია“ და­შე­ნე­ბუ­ლი. ამ რწმე­ნის­თვის, სიძ­ლი­ერ­ის­თვის ყვე­ლას მად­ლო­ბას ვუხ­დი!

 

— რამ გა­ნა­პი­რო­ბა შე­ნი პრო­ფე­სი­ული არ­ჩე­ვა­ნი?

 

— სკო­ლა ისე და­ვამ­თავ­რე, რომ სა­ბო­ლო­ოდ გა­დაწყვე­ტი­ლი არ მქონ­და, რე­ალ­ურ­ად რა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­სურ­ვებ­დი გან­ვი­თა­რე­ბას. უფ­რო ფი­ლო­ლო­გი­ის ან ფსი­ქო­ლო­გი­ის მხა­რეს ვიხ­რე­ბო­დი. თუმ­ცა ძა­ლი­ან ვყოყ­მა­ნობ­დი. რო­ცა თსუ-ში ჩა­ვი­რიცხე, გა­დავ­წყვი­ტე ერ­თი სე­მეს­ტრი დავ­კვირ­ვე­ბო­დი და შემ­დეგ, თუ სა­ჭი­როდ ჩავ­თვლი­დი, თა­ვი­სუ­ფალ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­და­მე­ტა­ნა სა­ბუ­თე­ბი „მარ­თვი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის ფა­კულ­ტეტ­ზე“. ვფიქ­რობ­დი, რომ იქ ბევრ გან­სხვა­ვე­ბულ სფე­როს­თან შე­ხე­ბა სა­ბო­ლო­ოდ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ იმ­დე­ნად და­ვინ­ტე­რეს­დი ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ით, რომ თსუ-ში დარ­ჩე­ნა გა­დავ­წყვი­ტე. მე­ორე კურ­სი­დან მა­ინ­ორ პროგ­რა­მად ფსი­ქო­ლო­გი­აც ავ­ირ­ჩიე. ახ­ლა, მა­ლე ბა­კა­ლავ­რი­ატს ვამ­თავ­რებ და ვთვლი, რომ სწო­რად მო­ვი­ქე­ცი, სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა რომ თსუ-ში, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე გა­დავ­წყვი­ტე.

 

ბევ­რს შე­იძ­ლე­ბა გა­უკ­ვირ­დეს, მაგ­რამ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვლა ჩემს შრო­მის ნა­ყო­ფი­ერ­ებ­აზე და­დე­ბი­თად აის­ახა. მე­ტი დრო მრჩე­ბო­და და­მა­ტე­ბი­თი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­საც­ნო­ბად, ჩვენს ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის პორ­ტალ­ზე რამ­დე­ნი­მე და­მა­ტე­ბით კურ­სზე გავ­წევ­რი­ან­დი და აქ­აც და­მო­უკ­იდ­ებ­ლად ვსწავ­ლობ­დი. ჩვე­ულ­ებ­რივ სას­წავ­ლო რე­ჟიმ­ში ნაკ­ლე­ბად ვა­ხერ­ხებ­დი უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით და­კა­ვე­ბას. მე­ორე კურ­სზე მო­ნა­წი­ლე­ობა მი­ვი­ღე „ზამ­თრის ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ურ სკო­ლა­ში“ და სულ ეს იყო... წი­ნა სე­მეს­ტრში კი კი­დევ სამ კონ­ფე­რენ­ცი­აზე მო­ვა­ხერ­ხე მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­ღე­ბა. რა თქმა უნ­და, ეს ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და აკ­ად­ემი­ურ მოს­წრე­ბა­ზეც და­დე­ბი­თად აის­ახა. ახ­ლა სტი­პენ­დი­აც ავ­იღე წი­ნა სე­მეს­ტრის შე­დე­გე­ბით. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ...

 

ამ სე­მეს­ტრში მუ­შა­ობ­ის დაწყე­ბაც შევ­ძე­ლი „ქო­ფი­რა­ით­ერ­ად“: ერთ-ერ­თი ფარ­თო კომ­პა­ნი­ის ტექ­სტუ­ალ­ური რე­დაქ­ტო­რი ვარ. ის­იც მა­ხა­რებს, რომ ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის მან­ძილ­ზე შე­ძე­ნილ ცოდ­ნას აქ­ტი­ურ­ად ვი­ყე­ნებ. მე­ორე მხრივ, რო­გორც მარ­კე­ტინ­გის სფე­რო, დი­დი სი­ახ­ლე და გა­მოწ­ვე­ვაა ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტის­თვის. ყო­ველ­დღი­ურ­ად ბევრ ახ­ალს ვსწავ­ლობ და ვცდი­ლობ, რომ ამ სფე­რო­შიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვი­ყო.

 

— მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ად სკან­დი­ნა­ვი­ური ენ­ებ­ის ცოდ­ნა აირ­ჩიე, რამ გა­და­გაწყვე­ტი­ნა არ­ჩე­ვა­ნი ამ ენ­აზე შე­გე­ჩე­რე­ბი­ნა?

 

— ჯერ კი­დევ გა­სულ სე­მეს­ტრში არ ვი­ცო­დი — სად შე­იძ­ლე­ბო­და სწავ­ლა.გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე. სკან­დი­ნა­ვის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ჩა­ბა­რე­ბა ერთ-ერ­თმა ლექ­ტორ­მა მირ­ჩია. ასე გა­ვი­გე მი­სი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. ეს სე­მეს­ტრი დი­დი სი­ახ­ლე­ებ­ის და გა­მოწ­ვე­ვე­ბის პე­რი­ოდია და ამ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბაც ერთ-ერ­თი ას­ეთი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, სკან­დი­ნა­ვის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე სწავ­ლა ჩემს თვალ­სა­წი­ერს გა­აფ­არ­თო­ებს, ბევრ ახ­ალ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოც­დი­ლე­ბას, ცოდ­ნას მი­ვი­ღებ. სკან­დი­ნა­ვი­ური ქვეყ­ნე­ბის მდი­და­რი კულ­ტუ­რა და დღე­ის­ათ­ვის, მა­თი წამ­ყვა­ნი რო­ლი ბევრ სფე­რო­ში (გა­ნათ­ლე­ბის, ეკ­ონ­ომ­იკ­ის თუ სხვა) ძა­ლი­ან მი­ზი­დავს. ენ­ებ­ის შეს­წავ­ლა ახ­სე­ნეთ და – დი­ახ, ენ­ებ­ის­ად­მი ინ­ტე­რე­სიც დიდ როლს თა­მა­შობს ჩემს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა­ში. ახ­ალი ენ­ის შეს­წავ­ლით სი­ამ­ოვ­ნე­ბას ვი­ღებ. ასე რომ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მრა­ვალ­მხრივ და­ვინ­ტე­რეს­დი და მინ­და, რომ ეს გა­მოწ­ვე­ვა ღირ­სე­ულ­ად მი­ვი­ღო.

 

— ფი­ლო­ლო­გო­ბა არ­აკ­ომ­ერ­ცი­ულ, და­ბა­ლა­ნაზღა­ურ­ებ­ად პრო­ფე­სი­ად ით­ვლე­ბო­და. ფიქ­რობ­დნენ, რომ ძნე­ლია ამ პრო­ფე­სი­ით კა­რი­ერ­ის გა­კე­თე­ბა. რას ნიშ­ნავს შენ­თვის პრო­ფე­სია ფი­ლო­ლო­გი, რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქ­ვს დღეს კარგ ფი­ლო­ლოგს?

 

— დი­ახ, ეს არც ისე შო­რე­ული წარ­სუ­ლის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბია. დღე­საც ფი­ლო­ლო­გო­ბა არ­აპ­ერ­სპექ­ტი­ულ საქ­მი­ან­ობ­ად ით­ვლე­ბა და­ბა­ლა­ნაზღა­ურ­ებ­ადი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის გა­მო. ამ­აზე მეც ვღე­ლავ­დი, რო­ცა ქარ­თულ ფი­ლო­ლო­გი­ას პრო­ფე­სი­ად ვირ­ჩევ­დი. ჩე­მი სა­ბო­ლოო გა­დაწყვე­ტი­ლე­ბაც წე­რი­სა და კითხვის სიყ­ვა­რულ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. ამ­აში და­სა­ნა­ნი არ­აფ­ერია, პი­რი­ქით, ყვე­ლას ვურ­ჩევ­დი, რომ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას სწო­რედ სა­კუ­თარ მიდ­რე­კი­ლე­ბებს და­ეყ­რდნონ და არა მხო­ლოდ პერ­სპექ­ტი­ვას.

 

მინ­და აქ­ვე ვთქვა, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე ის­ეთი ცოდ­ნაა თავ­მოყ­რი­ლი, რო­მელ­საც აუც­ილ­ებ­ლად სჭირ­დე­ბა „გა­მომ­ზე­ურ­ება“. ეს მეც­ნი­ერ­ებაა და არ უნ­და იყ­ოს სა­კუ­თარ ნა­ჭუჭ­ში ჩა­კე­ტი­ლი. ყო­ველ­დღი­ურ­ობ­აში ხში­რია პო­ლე­მი­კა ქარ­თუ­ლი ენ­ის სიმ­დიდ­რის, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. რა­ტომ ხდე­ბა, რომ მსგავს პო­ლე­მი­კა­ში აქ­ტი­ურ­ად ჩარ­თვა და ქარ­თუ­ლი ენ­ისა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მთე­ლი დი­დე­ბუ­ლე­ბის (არ ვა­ჭარ­ბებ) და­ნახ­ვა მხო­ლოდ ფი­ლო­ლო­გებს შე­უძ­ლი­ათ. ეს ასე არ უნ­და იყ­ოს! ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის, რო­გორც მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ერ დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნა ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნ­და გახ­დეს — ეს უპ­ირ­ვე­ლე­სად სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს. აუც­ილ­ებ­ელია, რომ სკო­ლებ­ში ახ­ალ თა­ობ­ებს სრულ­ყო­ფი­ლად და პრო­ფე­სი­ონ­ალ­ურ­ად გა­და­ეც­ეს ცოდ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ — ეს უნ­და ოყ­ოს მას­წავ­ლებ­ლე­ბის ახ­ალი თა­ობ­ის უპ­ირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლე­ობა! მეც, რო­ცა დავ­რწმუნ­დე­ბი, რომ შე­მიძ­ლია ეს მო­ვა­ლე­ობა ღირ­სე­ულ­ად შე­ვას­რუ­ლო, მას­წავ­ლე­ბე­ლი გავ­ხდე­ბი. ამ მიზ­ნის­თვის ნამ­დვი­ლად ღირს და­უღ­ალ­ავ­ად შრო­მა...

 

რაც შე­ეხ­ება კა­რი­ერ­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, დღეს ტექ­სტუ­ალ­ურ რე­დაქ­ტო­რად სწო­რედ ქარ­თულ ფი­ლო­ლო­გი­აზე სწავ­ლის მან­ძილ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ვმუ­შა­ობ. ამ პრო­ფე­სი­ას კა­რი­ერ­ული თვალ­საზ­რი­სით კარ­გი პერ­სპექ­ტი­ვა აქ­ვს. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლის უპ­ერ­სპექ­ტი­ვო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩე­მი ში­ში არ გა­მარ­თლდა. ამ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლი­სას მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა მრა­ვალ­მხრივ გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას იძ­ლე­ვა.

 

— რო­გორ ფიქ­რობ, რა უნ­და გა­აკ­ეთო იმ­ის­თვის, რომ შრო­მის ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანი გახ­დე?

 

— ჩე­მი აზ­რით, აუც­ილ­ებ­ელი სწო­რედ სა­კუ­თა­რი თა­ვის ძირ­ფეს­ვი­ან­ად შეს­წავ­ლაა. რო­გორც დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი იტყო­და „მო­სა­ზე­ლი ცო­მი ხარ“, ანუ შე­ნი თა­ვის­გან რა­ღაც უნ­და გა­მო­იძ­ერ­წოს, რა­ღაც კარ­გი უნ­და „გა­მოცხვეს“. ეს სა­ხუ­მა­რო მე­ტა­ფო­რე­ბია, მაგ­რამ ვგუ­ლის­ხმობ, რომ თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ობაა წარ­მა­ტე­ბის გა­სა­ღე­ბი. ამ­ის მჯე­რა და მინ­და, რომ ოდ­ეს­მე ჩემს თავს ეს სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­თაც და­ვუმ­ტკი­ცო.

 

— რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა და რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გაქ­ვთ ახ­ალ­გაზ­რდებს?

 

— ვერ ვიტყვი, რომ დი­დი ხელ­შეწყო­ბაა კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით. ჩემს გარ­შე­მო სტუ­დენ­ტე­ბის უმ­ეტ­ეს­ობა თა­ვი­სით ეძ­ებს და პო­ულ­ობს სამ­სა­ხურს, მათ შო­რის – მეც. თუმ­ცა, ხში­რად მხვდე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მე­ბი და ა.შ. არ ვი­ცი, მე ამ პროგ­რა­მით არ მი­სარ­გებ­ლია.

 

მე­ორე მხრივ, აქ­ტი­ურ­ად მოქ­მე­დებს სტუ­დენ­ტუ­რი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი. მა­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ჩე­მი მე­გობ­რე­ბი­დან ბევ­რი უცხო­ეთ­ში წა­ვი­და სას­წავ­ლებ­ლად და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან. ერთ-ერ­თმა ის­იც მითხრა, „სუ­ლის სიმ­შვი­დე ვი­პო­ვე ამ ქა­ლაქ­შიო“. მსგავ­სი სიტყვე­ბის მოს­მე­ნა ყო­ველ­თვის მა­ხა­რებს. ეს სიტყვე­ბი ჩემ­თვის ნიშ­ნავს, რომ ად­ამი­ან­მა სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ალ­იზ­ებ­ის გზას მი­აგ­ნო. შე­საძ­ლოა, მსგავ­სი პროგ­რა­მით მეც ვი­სარ­გებ­ლო მო­მა­ვალ­ში. ამ­ის სურ­ვი­ლიც მაქ­ვს, თუმ­ცა გეგ­მა — ჯერ არა.

 

სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა, გარ­თო­ბაც იგ­ულ­ის­ხმე­ბო­დეს, სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად სად­მე წას­ვლა, ლაშ­ქრო­ბე­ბი და ა.შ. სი­მარ­თლე გითხრათ, პან­დე­მი­ას­თან ერ­თად ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის ას­ეთი „სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა“ დას­რულ­და და მთლი­ან­ად სწავ­ლა­ზე გა­და­ვერ­თეთ. რო­გორც კი მშვი­დო­ბა და­ის­ად­გუ­რებს, სად­მე სა­ლაშ­ქროდ წა­ვალთ და ერ­თმა­ნე­თის მო­ნატ­რე­ბით გა­მოწ­ვე­ულ და­ნა­კარ­გს სი­ამ­ოვ­ნე­ბით ავ­ინ­აზღა­ურ­ებთ.

თარიღი: 23/06/2021