საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ,,30 წელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში“

მაია ტო­რა­ძე

 

„30 წე­ლი გა­ერ­თი­ან­ებ­ული ერ­ებ­ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­აში“ — ასე ერ­ქვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ას, რო­მე­ლიც 21 მა­ისს თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­იმ­არ­თა.\

 

1992 წლის 31 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა გა­ერ­ოს 179-ე წევ­რი გახ­და. ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ული მოვ­ლე­ნი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია და პირ­ვე­ლი სე­სია გახ­სნა ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა თე­დო დუნ­დუ­ამ, რო­მელ­მაც შე­სა­ვალ სიტყვა­ში ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რო­გორც ევ­რო­პის სა­ინ­ტეგ­რა­ციო ზო­ნის შე­მად­გე­ნელ ნა­წილ­ზე.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ობ­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ქარ­თვე­ლი და უცხო­ელი მეც­ნი­ერ­ები, რომ­ლებ­მაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ერო თე­მა­ტი­კა გა­შა­ლეს: ან­ჯეი პუქ­შტომ (ლი­ეტ­უვ­ის ვი­ტა­უტ­ას დი­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი) ისა­უბ­რა ლი­ეტ­უვ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­არ­ებ­აზე და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნი­დან გა­ერ­ოში გა­წევ­რი­ან­ებ­ამ­დე: „ჩვენ მი­ვი­ღეთ და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა 1990 წლის 11 მარ­ტს და ეს დღე ოფ­იცი­ალ­ური დას­ვე­ნე­ბის დღეა ლი­ეტ­უვ­აში", — თქვა მან.

 

ედ­გარს ენ­გი­ზერ­სმა (ბალ­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­ად­ემია; ლატ­ვი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო) ისა­უბ­რა ლატ­ვი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­არ­ებ­აზე და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნი­დან გა­ერ­ოში გა­წევ­რი­ან­ებ­ამ­დე.

 

სერ­გეი ტამ­ბიმ (ტარ­ტუს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, ეს­ტო­ნე­თი) ისა­უბ­რა ეს­ტო­ნე­თის გა­ერ­ოსა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­აზე და ქვეყ­ნის­თვის ამ მოვ­ლე­ნა­თა მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე: „ეს მი­სია ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია მრა­ვალ მო­ვა­ლე­ობ­აზე, მათ შო­რის, უს­აფ­რთხო­ებ­ის, სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის დაც­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე", — აღ­ნიშ­ნა მან.

 

სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს ქარ­თველ­მა მეც­ნი­ერ­ებ­მა. ნა­თია ფი­ფი­ამ (თსუ) ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­არ­ებ­აზე და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნი­დან გა­ერ­ოში გა­წევ­რი­ან­ებ­ამ­დე, ხო­ლო ლე­რი თა­ვა­ძემ (თსუ) ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ალი ერ­ოვ­ნუ­ლი იდ­ენ­ტო­ბის შე­სა­ხებ: „ეს მო­ნო­ნა­ცი­ონ­ალ­ური და მულ­ტი­ეთ­ნი­კუ­რი შუა სა­უკ­უნე­ებ­ის სა­ქარ­თვე­ლო მი­სა­ბა­ძი ნი­მუ­ში ხდე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი იდ­ენ­ტო­ბის გა­ნახ­ლე­ბი­სას", — თქვა მან.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის წი­ნა­შე მოხ­სე­ნე­ბით — „სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ებ­ის პო­ზი­ცია და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დროს (1991 წე­ლი)“ წარ­სდგა დი­მიტ­რი შვე­ლი­ძე (თსუ), რო­მელ­მაც პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მოს დაწ­ვრი­ლე­ბი­თი ან­ალ­იზ­ის სა­ფუძ­ველ­ზე არა­ერ­თი სა­გუ­ლის­ხმო მიგ­ნე­ბა გა­უზი­არა სა­ზო­გა­დო­ებ­ას.

 

ამ­ავე სე­სი­აზე თსუ-ის დოქ­ტო­რან­ტმა გი­ორ­გი არ­ქა­ნი­ამ ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გა­ერ­თი­ან­ებ­ული ერ­ებ­ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან: „ჩვენ­თვის მთა­ვა­რია პი­რო­ბა, რომ ყვე­ლა კა­ნო­ნი და სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტი იყ­ოს შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­თან“, — აღ­ნიშ­ნა მან.

 

აკ­აკი ჩი­ქო­ბა­ვამ (თსუ) თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის ის­ტო­რი­აზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა: „ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია თუ აპ­ირ­ებ­და ქარ­ხნე­ბის ნა­წი­ლობ­რივ პრი­ვა­ტი­ზე­ბას, ის არ აპ­ირ­ებ­და ქარ­თუ­ლი მი­წის, რო­გორც რე­სურ­სის, პრი­ვა­ტი­ზე­ბას. მი­სი ოპ­ონ­ენ­ტე­ბი კი სა­უბ­რო­ბენ, რო­გორც მის ნა­ცი­ონ­ალ­ის­ტურ ბუ­ნე­ბა­ზე, რომ სწო­რედ ამ­იტ­ომ არ აპ­ირ­ებ­და ამ მი­წე­ბის პრი­ვა­ტი­ზე­ბას, რა­თა ის უცხო­ელ­ებ­ის ხელ­ში არ აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. ეს, ჩე­მი აზ­რით, აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბაა.“

 

კონ­ფე­რენ­ცი­აზე ბო­ლო მოხ­სე­ნე­ბა წა­რად­გი­ნა ნი­კო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა (თსუ), რო­მელ­მაც ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე მა­თი გა­ერ­ოში მი­ღე­ბის შემ­დეგ.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­ივე სე­სი­ის შემ­დგომ სა­ინ­ტე­რე­სო დის­კუ­სია გა­იმ­არ­თა.

 

თარიღი: 01/06/2022