საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - ,,ციფრული კომპეტენციები და სოციალური პასუხისმგებლობა“

თა­მარ და­დი­ანი

 

კობ­ლენ­ცის (გერ­მა­ნია) გა­მო­ყე­ნე­ბით მეც­ნი­ერ­ებ­ათა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტი­სა და აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­იმ­არ­თა მე-6-ე, უკ­ვე ტრა­დი­ცი­ად ქცე­ული სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა — „ციფ­რუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ები და სო­ცი­ალ­ური პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა“. სკო­ლის მუ­შა­ობ­აში ას­ევე მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­მი აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ული უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და თბი­ლი­სის ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი.

 

 

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა სა­ზე­იმო ვი­თა­რე­ბა­ში და­იხ­ურა. ცე­რე­მო­ნი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ პარ­ტნი­ორი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის, არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ისა და დიპ­ლო­მა­ტი­ური კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან, სკო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­სა და სტუ­დენ­ტებს მი­ეს­ალ­მა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ობა მი­ულ­ოცა თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა, პრო­ფე­სორ­მა გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძემ, რო­მელ­მაც იმ­ედი გა­მოთ­ქვა, რომ მო­მა­ვა­ლი წლი­სათ­ვის, პან­დე­მი­ის­გან თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში გვექ­ნე­ბა შეკ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

 

2016 წელს აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლა ბა­ქო­ში ჩა­ტარ­და. 2017 და 2018 წლებ­ში მას თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი მას­პინ­ძლობ­და, მა­შინ მრავ­ლად გვეს­ტუმ­რნენ გერ­მა­ნე­ლი და აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელი სტუ­დენ­ტე­ბი. 2019 წელს შეკ­რე­ბის ად­გი­ლი კვლავ აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ის დე­და­ქა­ლა­ქი იყო, სა­დაც ას­ევე ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ხო­ლო 2020 და 2021 წლებ­ში, გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის გა­მო, სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა დის­ტან­ცი­ურ­ად, ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში გა­იმ­არ­თა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­დან, თსუ-ის სტუ­დენ­ტე­ბის გარ­და, მას ბტუ-ს სტუ­დენ­ტე­ბიც შე­მოუერთდნენ.

 

დღი­დან და­არ­სე­ბი­სა, პრო­ექ­ტის სა­ერ­თო ხელ­მძღვა­ნე­ლია გერ­მა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი მაგ­და­ლე­ნა შტულ­ბი, თა­ნა­ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი: პრო­ფე­სო­რი გაბ­რი­ელა ვოლ­ფი და სვენ ბინ­დე­რი. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის კო­ორ­დი­ნა­ტო­რია თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი უჩა გოგ­რი­ჭი­ანი.

 

თე­ორი­ულ მე­ცა­დი­ნე­ობ­ებს უძ­ღვე­ბი­ან გერ­მა­ნე­ლი, ქარ­თვე­ლი და აზ­რბა­იჯ­ან­ელი პე­და­გო­გე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ თა­მარ კბი­ლა­ძე და სო­ფი­კო ჯვარ­შე­იშ­ვი­ლი.

 

ჩვე­ულ­ებ­ის­ამ­ებრ, სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ თე­ორი­ული, არ­ამ­ედ პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ობ­ებ­იც. ამ მიზ­ნით, წელს, სა­მი­ვე მო­ნა­წი­ლე ქვე­ყა­ნა­ში წი­ნას­წარ შე­ირ­ჩა არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ები, სო­ცი­ალ­ური, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის, ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­დან.

 

რას ამ­ბო­ბენ 2021 წლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის მო­ნა­წი­ლე თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი?

 

ლუ­კა ხმა­ლა­ძე — „ჩემ­თვის კავ­კა­სი­ის სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ობა ერთ-ერთ შე­სა­ნიშ­ნავ მო­გო­ნე­ბად დარ­ჩე­ბა. პრო­ექ­ტი საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო, ვი­ნა­იდ­ან გა­ვე­ცა­ნით გან­სხვა­ვე­ბულ თე­მებს გა­რე­მო­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ. ას­ევე გა­ვი­ცა­ნით სხვა ქარ­თვე­ლი, აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელი და გერ­მა­ნე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და ლექ­ტო­რე­ბი. პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან ინ­ტე­რაქ­ტი­ული იყო. სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­ურ ჯგუ­ფე­ბად ვი­ყა­ვით და­ყო­ფი­ლი, მოგ­ვი­წია ინ­ტერ­ვიუების მომ­ზა­დე­ბა და ჩა­წე­რა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, შემ­დგომ კი ან­ალ­იზი და პრე­ზენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა. არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვნიშ­ნო არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის­თვის შექ­მნი­ლი პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც უამ­რა­ვი თა­მა­შით იყო აღ­ჭურ­ვი­ლი და სა­შუ­ალ­ებ­ას იძ­ლე­ოდა გან­ტვირ­თუ­ლი­ყა­ვი პრო­დუქ­ტი­ული სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ.“

 

ან­არ მა­მე­დო­ვი — „კავ­კა­სი­ის სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ალ­ებ­ას გვაძ­ლევს მი­ვი­ღოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­რე­მო­ში სწავ­ლი­სა და მუ­შა­ობ­ის გა­მოც­დი­ლე­ბა. წლე­ვან­დელ სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ით მე შე­ვის­წავ­ლე დე­დუქ­ცი­ური მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით თვი­სობ­რი­ვი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, გა­მო­ვი­მუ­შა­ვე ის­ეთი უნ­არ­ები, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­როა მრა­ვალ­კულ­ტუ­რულ გუნ­დში მუ­შა­ობ­ის­თვის, ას­ეთ გუნ­დში წარ­მოქ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის, გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და უცხო ენ­აზე მი­სი წარ­დგე­ნის­თვის. მი­ვი­ღე ინ­ტერ­ვი­უს აღ­ებ­ის გა­მოც­დი­ლე­ბა და გა­ვა­ან­ალ­იზე — თუ რა კრი­ტე­რი­უმ­ებ­ით სარ­გებ­ლო­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ები ახ­ალი წევ­რე­ბის სა­მუ­შა­ოზე აყ­ვა­ნი­სას და რა რჩე­ვებს აძ­ლე­ვენ ახ­ალ­გაზ­რდებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სტუ­დენ­ტებს.“

 

ია სი­ხა­რუ­ლი­ძე — „პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ები იყ­ვნენ რო­გორც ქარ­თვე­ლი, ას­ევე გერ­მა­ნე­ლი და აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელი სტუ­დენ­ტე­ბი. 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მე მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მათ­თან ერ­თად შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, სა­ხა­ლი­სო პრაქ­ტი­კუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი და ამ­ას­თან ერ­თად გა­მე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა ჩე­მი უნ­არ­ები. მი­უხ­ედ­ავ­ად დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი­სა, დი­დი სი­ამ­ოვ­ნე­ბით ვას­რუ­ლებ­დი ყვე­ლა და­ვა­ლე­ბას. პან­დე­მი­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­ექ­ტი დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა პრო­ექ­ტის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, სა­ზაფხუ­ლო სკო­ლამ ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბით ჩაიარა. ჩე­მი აზ­რით, ეს პრო­ექ­ტი ყვე­ლა სტუ­დენ­ტს სა­შუ­ალ­ებ­ას აძ­ლევს მი­იღ­ოს ძა­ლი­ან დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა. ჩვენ გა­ვი­ცა­ნით და ძა­ლი­ან და­ვუ­ახ­ლოვ­დით რო­გორც უშუ­ალ­ოდ სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის მო­ნა­წი­ლე­ებს, ას­ევე გა­ვე­ცა­ნით აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ისა და გერ­მა­ნი­ის კულ­ტუ­რას. სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ რო­გორც მსგავ­სე­ბა, ას­ევე გან­სხვა­ვე­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე სამ ქვე­ყა­ნას შო­რის. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს უნ­ივ­ერ­სი­ტეტს, რო­მელ­მაც მომ­ცა სა­შუ­ალ­ება მი­მე­ღო მსგავს პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობა და, რა თქმა უნ­და, ამ სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლებს.“

 

ლი­კა სა­რა­ჯიშ­ვი­ლი — „ეს პრო­ექ­ტი ჩემ­თვის ძა­ლი­ან დი­დი სი­ახ­ლე და ამ­ას­თა­ნა­ვე კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბაც იყო. გარ­და იმ­ისა, რომ შევ­ხვდი არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რივ ად­ამი­ან­ებს, მო­ნა­წი­ლე­ობა მი­ვი­ღე ის­ეთ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რო­მელ­თა სა­შუ­ალ­ებ­ით­აც საკ­მა­ოდ ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა შეხ­ვდე ად­ამი­ან­ებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ებ­ის მქო­ნეს და ისა­უბ­რო მათ­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა თე­მებ­ზე, ერ­თად შე­ას­რუ­ლოთ ესა თუ ის და­ვა­ლე­ბა, ერ­თად გა­უმ­კლავ­დეთ სირ­თუ­ლე­ებს და ა.შ. ას­ეთ დროს აც­ნო­ბი­ერ­ებ, რომ ამ სამ­ყა­რო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი და შე­ხე­დუ­ლე­ბა არ­სე­ბობს, მე კი ამ პრო­ექ­ტის სა­შუ­ალ­ებ­ით ეს იდე­ები პი­რა­დად მო­ვის­მი­ნე და ვფიქ­რობ საკ­მა­ოდ ბევ­რიც ვის­წავ­ლე.“

 

სა­ზა­ხუ­ლო სკო­ლა ინ­გლი­სურ ენ­აზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სტუ­დენ­ტებს გა­და­ეც­ათ სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი. მო­მა­ვა­ლი წლის­თვის ას­ევე იგ­ეგ­მე­ბა ტრა­დი­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბა და სა­მი ქვეყ­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა.

თარიღი: 24/09/2021