საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია „კოვიდ 19 პანდემია და ეკონომიკა“

8 თე­ბერ­ვალს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­იმ­არ­თა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის 104 და ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის 100 წლის იუბ­ილ­ეს­ად­მი მიძ­ღვნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია: „კო­ვიდ 19 პან­დე­მია და ეკ­ონ­ომ­იკა“.

 

კონ­ფე­რენ­ცი­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე უცხო­ელი მეც­ნი­ერ­ები, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი და დოქ­ტო­რან­ტე­ბი. კონ­ფე­რენ­ცი­აზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო 90 მომ­ხსე­ნებ­ლის 67 სა­მეც­ნი­ერო სტა­ტია. კონ­ფე­რენ­ცი­აზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მო კო­ვიდ პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნის შე­ფა­სე­ბა­სა და სა­მო­მავ­ლო პროგ­ნო­ზებს.

 

პლე­ნა­რულ სხდო­მას უძ­ღვე­ბო­და თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე, მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სიტყვით გა­მო­ვიდ­ნენ თსუ-ის რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტროს უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო წე­რე­თე­ლი და აკ­ად­ემ­იკ­ოსი ავ­თან­დილ სი­ლა­გა­ძე.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მოხ­სე­ნე­ბით გა­მო­ვი­და აკ­ად­ემ­იკ­ოსი ვლა­დი­მერ პა­პა­ვა „მი­წო­დე­ბის ჩე­ინ­ფლა­ცი­ის შე­სა­ხებ“ (On the Supply –Chainflation). ხო­ლო სლო­ვე­ნი­ელ და­მო­უკ­იდ­ებ­ელ მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა ვა­სია რობ­ლე­კის, მაია მეს­კოს და ნე­ნედ პეტ­რო­ვი­ჩის შე­მად­გენ­ლო­ბით წარ­მო­ად­გი­ნა მოხ­სე­ნე­ბა თე­მა­ზე: „თა­ნა­მედ­რო­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი პოსტ-კო­ვიდ-19 სამ­ყა­რო­ში“ (Challenges of Modern Organization in the Post-Covid-19 World).

 

პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მუ­შა­ობა გაგ­რძელ­და სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ერო თე­მა­ტი­კის მი­ხედ­ვით შექ­მნილ 10 სა­მუ­შაო სექ­ცი­აში.

თარიღი: 16/02/2022