საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სად არის შესაძლებელი - ვისწავლოთ დრონის მართვა?

ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ცოდ­ნის გა­და­ცე­მი­სა და ინ­ოვ­აცი­ებ­ის ცენ­ტრის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი სა­მო­მავ­ლო გეგ­მაა სა­მე­წარ­მეო ჰა­ბის და­არ­სე­ბა. რო­გორც ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი გან­მარ­ტავს, ვი­ნა­იდ­ან სტუ­დენ­ტე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა სწო­რედ მე­წარ­მე­ობ­ას ეხ­ება, სა­მე­წარ­მეო ჰა­ბის არ­სე­ბო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს სპე­ცი­ალ­ურ­ად მა­თი სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სას­წავ­ლო, პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სე­ბის და­გეგ­მვას და ჩა­ტა­რე­ბას. კი­დევ რა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს თსუ-ის ცოდ­ნის გა­და­ცე­მი­სა და ინ­ოვ­აცი­ებ­ის ცენ­ტრი მე­წარ­მე­ობ­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სტუ­დენ­ტებს, ამ­ის შე­სა­ხებ ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნი­ნო ქურ­და­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

 

— ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნო, რა საქ­მი­ან­ობ­ას ეწ­ევა დღეს თსუ-ის ცოდ­ნის გა­და­ცე­მი­სა და ინ­ოვ­აცი­ებ­ის ცენ­ტრი?

 

— ცენ­ტრის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­სა და კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლებ­ში სტარ­ტაპ და სა­მე­წარ­მეო ინ­ტე­რე­სე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა. ამ­ის მი­საღ­წე­ვად ინ­ტენ­სი­ურ­ად ვა­ტა­რებთ სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებს, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ები უკ­ვე ახ­ერ­ხე­ბენ მცი­რე მე­წარ­მე­ობ­ის წა­მოწყე­ბას, სა­კუ­თა­რი იდე­ებ­ის­თვის გრან­ტის მო­პო­ვე­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­ღე­ბას. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ოთხწლი­ანი მუ­შა­ობ­ის შე­დე­გად კარ­გი შე­დე­გი მი­ვი­ღეთ. ჩვე­ნი კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი და­მო­უკ­იდ­ებ­ლად აგ­რძე­ლე­ბენ მე­წარ­მე­ობ­ას და ას­ევე რაც არ­ან­აკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ცენ­ტრმა შე­იძ­ინა სტუ­დენ­ტის „მე­გობ­რის“ და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და ჩვენს ბე­ნე­ფი­ცი­არ­ებ­თან ვაგ­რძე­ლებთ კონ­ტაქ­ტს და მათ­თვის სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას.

 

— ფაბ­ლაბ-თან თქვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ... რა ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ობთ?

 

— ფაბ­ლა­ბი ცენ­ტრის ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რიაა, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია იმ მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ური და­ნად­გა­რე­ბით, რაც სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ან­ობ­აში გა­მო­იყ­ენ­ება. ას­ეთია, მა­გა­ლი­თად, ლა­ზე­რუ­ლი მჭრე­ლი, სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ანი პრინ­ტე­რი, UV პრინ­ტე­რი, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ მყარ ზე­და­პირ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გა­დაყ­ვა­ნა. ფაბ­ლა­ბის მე­ნე­ჯე­რი ნი­კო­ლოზ მნა­თო­ბიშ­ვი­ლი აქ­ტი­ურ­ადაა ჩარ­თუ­ლი ცეტ­რის მი­ერ და­გეგ­მილ ყვე­ლა პრო­ექ­ტში. მას თა­ვად მე­წარ­მე­ობ­ის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა აქ­ვს და ფაბ­ლა­ბის და­ნად­გა­რე­ბიც სწო­რედ მე­წარ­მე­ობ­ის­ათ­ვის გა­მო­იყ­ენ­ება.

 

— რო­გორც ვი­ცით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, ფაბ­ლა­ბის სივ­რცე­ში მო­ეწყო დრო­ნე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია. რა არ­ის ამ ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შექ­მნის მი­ზა­ნი და რა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს ის ამ სა­კითხით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს?

 

— დრო­ნე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია შე­იქ­მნა ევ­რო­კო­მი­სი­ის მხარ­და­ჭე­რით „Erasmus +“-ის პრო­ექ­ტის (Educational for Drones – eDrone) ფარ­გლებ­ში. ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მი­ზა­ნია და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პი­რებ­მა მი­იღ­ონ რო­გორც დრო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის თე­ორი­ული ცოდ­ნა, ას­ევე პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. ვგეგ­მავთ დრო­ნე­ბის კო­ლექ­ცი­ის შევ­სე­ბას, რაც სა­შუ­ალ­ებ­ას მოგ­ვცემს დრო­ნის სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბის კურ­სე­ბი მო­ვაწყოთ არა მხო­ლოდ ფო­ტო-ვი­დეო გა­და­ღე­ბის­თვის, არ­ამ­ედ სა­მეც­ნი­ერო მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბი­სათ­ვის.

 

— თუ ფიქ­რობთ სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ურ­თი­ერ­თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას?

 

— ჩვე­ნი ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი სა­მო­მავ­ლო გეგ­მაა სა­მე­წარ­მეო ჰა­ბის და­არ­სე­ბა, რად­გან აქ­ამ­დე მი­ღე­ბულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ გვაჩ­ვე­ნა, რომ სტუ­დენ­ტე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა სწო­რედ მე­წარ­მე­ობ­ას ეხ­ება. სა­მე­წარ­მეო ჰა­ბის არ­სე­ბო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს სპე­ცი­ალ­ურ­ად მა­თი სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სას­წავ­ლო, პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სე­ბის და­გეგ­მვას და ჩა­ტა­რე­ბას.

 

სა­მო­მავ­ლოდ უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ ცოდ­ნის გა­და­ცე­მი­სა და ინ­ოვ­აცი­ებ­ის ცენ­ტრი, თსუ-ის სტუ­დენ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის ას­ამ­აღ­ლებ­ლად, სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის ორ­გა­ნი­ზე­ბას გეგ­მავს. გა­იზ­რდე­ბა თსუ-ის ფაბ­ლა­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს სტუ­დენ­ტე­ბის ცოდ­ნის ამ­აღ­ლე­ბას ბიზ­ნე­სის დაწყე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის კუთხით.

 

რაც შე­ეხ­ება სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, 2020 წელს ჩვე­ნი პარ­ტნი­ორ­ები იყ­ვნენ: სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი, სა­რეკ­ლა­მო სა­აგ­ენ­ტო „რედ­ბე­რი“, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის კომ­პა­ნია Optio.ai, ბიზ­ნეს სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრი „ჯეპ­რა“, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ოვ­აცი­ებ­ისა და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის სა­აგ­ენ­ტო, კომ­პა­ნია Agro Solutions. სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტნი­ორ­ები იყ­ვნენ ბრი­ტა­ნე­თის სა­კონ­სუ­ლო, ჩე­ხუ­რი კომ­პა­ნია unico.ai და სომ­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი. unico.ai კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ვა­ხორ­ცი­ელ­ებთ გა­ერ­ოს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა­ში გა­მარ­ჯვე­ბულ პრო­ექ­ტს, სომ­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან ერ­თად კი Visegrad-ის გრან­ტი მო­ვი­პო­ვეთ, რაც ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის კო­მერ­ცი­ალ­იზ­აცი­ას მოხ­მარ­დე­ბა.

 

ბუ­ნებ­რი­ვია, შემ­დე­გი წლი­დან ვგეგ­მავთ კი­დევ უფ­რო მეტ ად­გი­ლობ­რივ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

 

მო­ამ­ზა­და თა­მარ და­დი­ან­მა

 

 

თარიღი: 23/12/2020