საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საახალწლო სურვილი 7 - მინდა მეტი სტუდენტური სივრცე თსუ-ში!

მა­რი­ამ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი, თსუ-ის სტუ­დენ­ტი:

 

– მინ­და, რომ ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა კორ­პუ­სის ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­წეს­რიგ­დეს, სტუ­დე­ნუ­რი სივ­რცე­ები მო­ეწყოს, რომ აუდ­იტ­ორი­ებ­ში დრო­ის გა­ტა­რე­ბა მხო­ლოდ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა და ლექ­ცი­ის მოს­მე­ნის გა­მო აღ­არ დამ­ჭირ­დეს. მინ­და, რომ სივ­რცე, სა­დაც ვარ, ვი­ზუ­ალ­ურ­ად სა­სი­ამ­ოვ­ნოდ გა­მო­იყ­ურ­ებ­ოდ­ეს.

 

ლა­შა სა­ღი­ნა­ძე, თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

 

– ჩვენ და­ვიწყეთ სტუ­დენ­ტუ­რი სივ­რცე­ებ­ის მოწყო­ბა ყვე­ლა კორ­პუს­ში. პირ­ველ ეტ­აპ­ზე ეს მო­ეწყო მაღ­ლივ კორ­პუს­ში, რად­გან მაღ­ლი­ვი კორ­პუ­სის სტუ­დენ­ტე­ბი თავს ყო­ველ­თვის და­ჩაგ­რუ­ლად გრძნობ­დნენ. ამ­იტ­ომ იქ უკ­ვე გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულია ეს პრო­ექ­ტი, თუმ­ცა სტუ­დენ­ტებს ჯერ­ჯე­რო­ბით ფი­ზი­კუ­რად არ მო­უწი­ათ ამ სივ­რცით ტკბო­ბა. ან­ალ­ოგი­ური ტი­პის სივ­რცე­ები ეწყო­ბა ეტ­აპ­ობ­რი­ვად და თით­ქმის დას­რუ­ლე­ბის ეტ­აპ­ზე ვართ. თე­ბერ­ვლის თვე­ში დას­რულ­დე­ბა და რო­გორც მე­ექ­ვსე, ისე მე­ორე, მე­ხუ­თე, მეშ­ვი­დე, ბი­ოლ­ოგ­ებ­ის და ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის კორ­პუ­სებ­ში, ას­ევე, მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე, მორ­ფო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ტე­რი­ტო­რი­აზე, მო­ეწყო­ბა სტუ­დენ­ტუ­რი სივ­რცე­ები შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რით, ავ­ეჯ­ით. ეხ­ლაც შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ, რა­ღაც ეტ­აპი უკ­ვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა შევ­სე­ბა ჯერ კი­დევ ხდე­ბა.

 

რაც შე­ეხ­ება მე მე-6-ე კორ­პუსს, მას აქ­ვს ყვე­ლა­ზე სე­რი­ოზ­ული პრობ­ლე­მა – აქ არ არ­ის ღია სივ­რცე, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ამ­გვა­რი ად­გი­ლე­ბის მოწყო­ბა.

 

ვფიქ­რობ, რომ საკ­მა­ოდ კარ­გი სივ­რცე გა­მო­ვი­და ცენ­ტრა­ლუ­რი ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის ფოიეშიც. ვი­საც არ გქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უკ­ვე შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ, რომ მთლი­ან­ად რე­აბ­ილ­იტ­ირ­და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის ფოიე თა­ვი­სი კარ-ფან­ჯრე­ბით, შე­სას­ვლე­ლით. ეს სივ­რცეც აღ­იჭ­ურ­ვე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ავ­ეჯ­ით, პუ­ფე­ბით, რომ სტუ­დენ­ტებს უშუ­ალ­ოდ ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის სივ­რცე­ში, სამ­კითხვე­ლო დარ­ბაზ­ში შეს­ვლამ­დე შე­ეძ­ლოთ დას­ვე­ნე­ბა, მა­სა­ლის გა­და­კითხვა, მე­ცა­დი­ნე­ობა და ა.შ. ჩვენ გვინ­და, ამ შე­ნო­ბის რებ­რენ­დი­გი გა­ვა­კე­თოთ.

თარიღი: 30/12/2021