საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სა­ქარ­თვე­ლოს სი­ნამ­დვი­ლე­ში, ვი­რუს­თან ბრძო­ლის მხრივ, ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ვე­ლი გვაქ­ვს

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი რუ­სუ­დან ქარ­სე­ლა­ძე

ესა­უბ­რა ნი­ნო კა­კუ­ლია

- „კო­ვიდ-19“-ზე ვი­რუ­სო­ლო­გებ­მა გვითხრეს, რომ სახ­ლში დარ­ჩე­ნა კი­დევ დიდ­ხანს მოგ­ვი­წევს, სა­ნამ იმ­უნ­ური ფე­ნა არ შე­იქ­მნე­ბაო. იქ­ნებ გან­გვი­მარ­ტოთ — უმ­რავ­ლე­სო­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შია იმ­უნ­ური ფე­ნის გა­ჩე­ნა მხო­ლოდ შე­საძ­ლე­ბე­ლი თუ არ­სე­ბობს სხვა გა­მო­სა­ვა­ლი ვი­რუ­სის და­სა­მარ­ცხებ­ლად?

- ამ მე­ტად რთუ­ლი კითხვის პა­სუ­ხად მო­გახ­სე­ნებთ, რომ ბუ­ნე­ბით ოპ­ტი­მის­ტი ად­ამი­ანი ვარ, მაგ­რამ რე­ალ­ობ­ას ვერ მოვ­წყდე­ბი და ჯერ კი­დევ არ­ას­აკ­მა­რისს, მაგ­რამ უკ­ვე არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და­ვეყ­რდნო­ბი. გა­მომ­დი­ნა­რე იქ­ედ­ან, რომ ეს ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სი დღემ­დე შე­უც­ნო­ბა­დია, საკ­მა­რი­სად არ არ­ის შეს­წავ­ლი­ლი და არ­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კა არ იძ­ლე­ვა პროგ­ნო­ზი­რე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ას, ვი­რუ­სო­ლო­გებს და ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგ­ებს უნ­და და­ვე­თან­ხმოთ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, წი­ნა წლებ­ში აღ­წე­რი­ლი პან­დე­მი­ებ­ის მსგავ­სი ვი­რუ­სუ­ლი პა­თო­ლო­გი­ებ­ის რეტ­როს­პექ­ტუ­ლი ან­ალ­იზი — მო­მა­ვალ­ში იმ­უნ­ური ფე­ნის გა­ჩე­ნა, ამ­ას­თა­ნა­ვე ვი­რუ­სის აგ­რე­სი­ულ­ობ­ის შემ­ცი­რე­ბა და გო­ნივ­რულ ვა­და­ში ვაქ­ცი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა — იძ­ლე­ვა იმ­ის ვა­რა­უდ­ის სა­შუ­ალ­ებ­ას, რომ დრო­ის რა­ღაც მო­ნაკ­ვე­თის შემ­დეგ ვი­რუსს და­ვა­მარ­ცხებთ. აქ­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სი­ნამ­დვი­ლე­ში ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ვე­ლი გვაქ­ვს. ამ­ის თქმის უფ­ლე­ბას მაძ­ლევს ად­რე­ულ სტა­დი­აზ­ევე ეპ­იდ­ემი­ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი და ოპ­ერ­ატი­ული მარ­თვა ყვე­ლა რგოლ­ში. ამ­დე­ნად, თქვენს კითხვას რომ ვუ­პა­სუ­ხო, ჯერ-ჯე­რო­ბით ამ ვი­რუ­სის და­სა­მარ­ცხე­ბე­ლი სხვა რე­ალ­ური გზა არ არ­სე­ბობს გარ­და იმ­ისა, რომ, ჯერ-ჯე­რო­ბით, კი­დევ „დარ­ჩი სახ­ლში“!

- ბავ­შვებს და პა­ტა­რებს რა­ტომ ემ­არ­თე­ბათ ნაკ­ლე­ბად ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სი — ამ­ას აქ­ვს თა­ვი­სი ახ­სნა?

- ამ კითხვა­ზე ცალ­სა­ხა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პა­სუ­ხი დღე­ის­ათ­ვის არ არ­სე­ბობს. მე­დი­ცი­ნა­ში ნე­ბის­მი­ერ სა­კითხზე არ­სე­ბუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა/ჩა­რე­ვა ეფ­უძ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა დო­ნის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს (Evidence Based Medicine). კერ­ძოდ, A-დო­ნის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას აქ­ვს უმ­აღ­ლე­სი სარ­წმუ­ნო­ება და მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სი დი­ზა­ინ­ით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, გან­საზღვრუ­ლი ეტ­აპ­ებ­ის გავ­ლა ეს­აჭ­ირო­ება, რომ დას­კვნა და­იდ­ოს. მას შემ­დეგ, დო­ნე­ებ­ის მი­ხედ­ვით, მოჰ­ყვე­ბა B, C და D-დო­ნის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა — ეს შე­ეხ­ება ეტი­ოლ­ოგი­ას, პა­თო­გე­ნეზს, პროგ­ნოზს თუ მკურ­ნა­ლო­ბას. ამ­დე­ნად, დღეს A და B დო­ნის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ, ვერ გვექ­ნე­ბა, ვი­ნა­იდ­ან საქ­მე გვაქ­ვს ახ­ალ, ჯერ კი­დევ შე­უც­ნობ ვი­რუს­თან. C-დო­ნის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს ჩი­ნე­თის და აშშ-ს დაკ­ვირ­ვე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ, რო­გორც უკ­ვე აღ­ვნიშ­ნე, მას ვერ გა­მო­ვი­ყე­ნებთ მყარ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად, თუმ­ცა ეს მო­ნა­ცე­მე­ბი ძა­ლი­ან სა­ყუ­რადღე­ბოა. ჩე­მი, რო­გორც კლი­ნი­ცის­ტის და აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის, პა­სუ­ხი დღეს იქ­ნე­ბა D-დო­ნის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა (ექ­სპერ­ტის აზ­რი, ემ­პი­რი­ული დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გი).

თუ რა­ტომ აღ­ენ­იშ­ნე­ბათ ბავ­შვებს და ჩვი­ლებს ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სი შე­და­რე­ბით და­ბა­ლი სიხ­ში­რით და რო­ცა ემ­არ­თე­ბათ, გა­ცი­ლე­ბით მსუ­ბუ­ქად რა­ტომ მიმ­დი­ნა­რე­ობს — ამ კითხვა­ზე პა­სუ­ხად ზუს­ტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს. სა­ვა­რა­უდ­ოდ, ამ­ის ერ­თერთ მი­ზე­ზად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცია -ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის და წი­თე­ლა-წი­თუ­რას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო. ას­ევე, ბავ­შვებს შე­და­რე­ბით ჩა­მო­უყ­ალ­იბ­ებ­ელი იმ­უნ­ური სის­ტე­მა გა­აჩ­ნი­ათ. ამ­დე­ნად, ჩა­მო­უყ­ალ­იბ­ებ­ელი და უმ­წი­ფა­რი იმ­უნ­ური სის­ტე­მა უფ­რო მსუ­ბუ­ქად რე­აგ­ირ­ებს, ვიდ­რე მოზ­რდი­ლი ად­ამი­ან­ის იმ­უნ­ური სის­ტე­მა.

შემ­დე­გი კითხვაა — ბავ­შვებს თუ ემ­არ­თე­ბათ, გა­ცი­ლე­ბით მსუ­ბუ­ქად რა­ტომ მიმ­დი­ნა­რე­ობს? ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ კი­დევ მწი­რი, მაგ­რამ, არ­სე­ბუ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე იგი ახ­სნა­დია. კერ­ძოდ, ცნო­ბი­ლია, რომ „COVID-19“ ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­თო­გე­ნე­ზუ­რი რგო­ლია (გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შუ­ალო და მძი­მე პნევ­მო­ნი­ით მიმ­დი­ნა­რე­ობ­ის­ას) ორ­გა­ნიზ­მში არ­სე­ბუ­ლი ACE-2 რე­ცეპ­ტო­რე­ბის მი­მართ. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ცეპ­ტო­რე­ბი ფილ­ტვებ­შია და სწო­რედ ამ რე­ცეპ­ტო­რებს გა­აჩ­ნი­ათ სპე­ცი­ალ­ური მგრძნო­ბე­ლო­ბა კო­რო­ნა­ვი­რუს­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, მოზ­რდი­ლებ­ში პნევ­მო­ნი­ით გარ­თუ­ლე­ბა და მი­სი მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ობა უფ­რო მკვეთ­რია, ვი­ნა­იდ­ან, ეს რე­ცეპ­ტო­რე­ბი ნაკ­ლე­ბია ბავ­შვებ­ში; ამ რე­ცეპ­ტო­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმ­ით­აც, რომ ბავ­შვებ­ში ფილ­ტვის ქსო­ვი­ლიც მო­ცუ­ლო­ბა­ში ნაკ­ლე­ბია; ამ­ას­თა­ნა­ვე, ბავ­შვებს მეტ-ნაკ­ლე­ბად ქრო­ნი­კუ­ლი და­ავ­ად­ებ­ები არ აქ­ვთ. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ნა­პი­რო­ბებს ბავ­შვებ­ში ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის უფ­რო მსუ­ბუქ მიმ­დი­ნა­რე­ობ­ას. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ჯერ­ჯე­რო­ბით, ბო­ლომ­დე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სხვა რა­იმე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.

- იმ­უნ­იტ­ეტი რო­გორ გა­ვიძ­ლი­ერ­ოთ და ეს თუ არ­ის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან თა­ვის დაც­ვა?

- ამ კითხვა­ზე ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი ას­ეთია: მას ეს­აჭ­ირო­ება ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური მიდ­გო­მა და არ­ანა­ირი იმ­უნო მო­დუ­ლა­ტო­რი თუ სტი­მუ­ლა­ტო­რი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან ად­ამი­ანს ვერ და­იც­ავს. ჩე­მი, რო­გორც პე­დი­ატ­რის და ალ­ერ­გო­ლოგ-იმ­უნ­ოლ­ოგ­ის, რჩე­ვაა — არ­ამც და არ­ამც არ გა­მო­იყ­ენ­ოთ, ექ­იმ­ის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე, არც ერ­თი იმ­უნო-მო­დუ­ლა­ტო­რი თუ იმ­უნო-სტი­მუ­ლა­ტო­რი. იმ­უნ­იტ­ეტ­ის გა­საძ­ლი­ერ­ებ­ლად რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ჯან­სა­ღი კვე­ბა და სუფ­თა ჰა­ერ­ზე სე­ირ­ნო­ბა.

- რო­გორც მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ამ დის­ტან­ცი­ური რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში რას საქ­მი­ან­ობთ? რო­გო­რია თქვე­ნი რუ­ტი­ნა?

- ვერ გეტყვით, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქ­ვს. დღის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი ყო­ველ­დღი­ურ­ად სრუ­ლად და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ სტუ­დენ­ტებ­თან დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბით — ლექ­ცია-სე­მი­ნა­რე­ბით. კვი­რა­ში რა­მო­დე­ნი­მე სა­ათი ვმუ­შა­ობ, ას­ევე, დის­ტან­ცი­ურ­ად დოქ­ტო­რან­ტებ­თან. გარ­და ამ­ისა, კლი­ნი­კა­ში, გარ­კვე­ული პე­რი­ოდ­ულ­ობ­ით, ვა­ტა­რებ ალ­ერ­გი­ული პა­ცი­ენ­ტე­ბის კონ­სულ­ტა­ცი­ას.

- რო­გორც მე­დი­ცი­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რას ეტყვით და­მა­იმ­ედ­ებ­ელს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ებ­ას?

- ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, თუ დღის ფრა­ზად ვაქ­ცევთ:

სა­მი რამ, რაც არ უნ­და დავ­კარ­გოთ:

  • სიმ­შვი­დე
  • იმ­ედი
  • ღირ­სე­ბა

გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას და წარ­მა­ტე­ბებს!

თარიღი: 24/04/2020