საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სა­ქარ­თვე­ლომ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში აჩ­ვე­ნა კონ­სო­ლი­და­ცი­ის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მენ­ცი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ბი­ოლ­ოგი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ფე­სო­რი

ნა­ნუ­ლი დო­რე­ული:

 

– რა პა­რა­ლელს გა­ავ­ლებ­დით 30–40 წლის წი­ნან­დე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­სა და დღე­ვან­დელ სა­ზო­გა­დო­ებ­ას შო­რის – რა არ­ის მათ შო­რის სა­ერ­თო და გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი?

– კრი­ზი­სულ პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ება ყო­ველ­თვის თა­ვის სი­მაღ­ლე­ზე დგე­ბა ხოლ­მე და, სა­კუ­თარ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სწორ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბებს იღ­ებს. ვფიქ­რობ, მან დღე­საც იპ­ოვა ძა­ლა და, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­თან ერ­თად, სო­ლი­და­რუ­ლო­ბის სა­ოც­არი უნ­არი აჩ­ვე­ნა. ამ­ას, ცხა­დია, ხელს უწყობს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბა და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის მა­ღა­ლი დო­ნე, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ებ­ის გა­ერ­თი­ან­ებ­ასა და თა­ნად­გო­მა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­იტ­ანა. 30–40 წლის წი­ნან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­აც არ იყო სო­ლი­და­რუ­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი. სწო­რედ იმ სა­ზო­გა­დო­ებ­ამ შეძ­ლო და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა და ერ­თი მიზ­ნის­თვის გა­ერ­თი­ან­ება, მაგ­რამ დღეს მე­ტად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ეპ­ოქაა და, ცხა­დია, სა­ერ­თო საქ­მის და მიზ­ნი­სათ­ვის გა­ერ­თი­ან­ებ­აც ად­ვი­ლია.

ისე მოხ­და, რომ მე 90-იან წლებ­ში აქ არ ვიყ­ვი. გერ­მა­ნი­იდ­ან ვა­დევ­ნებ­დი თვალს თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. მახ­სენ­დე­ბა, ერთ დღეს ჩე­მი ფრან­გი კო­ლე­გა რო­გორ წუხ­და, რომ მა­ღა­ზი­აში ის შო­კო­ლა­დი ვერ იპ­ოვა, რო­მე­ლიც მას უნ­დო­და; მე კი ვპა­სუ­ხობ­დი, რომ ეს არაა პრობ­ლე­მა, პრობ­ლე­მა ისაა, რომ ექ­ვსი დღეა სა­ქარ­თვე­ლო­ში შუ­ქი, გა­ზი, წყა­ლი არ არ­ის. მას შემ­დეგ დი­დი დრო გა­ვი­და და დღეს სწო­რედ ის თა­ობაა სა­ზო­გა­დო­ებ­ის ძი­რი­თა­დი ძა­ლა, რო­მე­ლიც იმ წლებ­ში და­იბ­ადა. ეს სხვა თა­ობაა, რო­მელ­საც სხვა იმ­უნ­იტ­ეტი გა­მოჰ­ყვა, რო­მელ­მაც ჩვენც კი შეგ­ვცვა­ლა და რა­ღაც სა­კითხე­ბი სხვაგ­ვა­რად დაგ­ვა­ნა­ხა. ის აღ­არ და­უშ­ვებს იმ­ას, რაც იმ 90-იან წლებ­ში გა­მო­ვი­არ­ეთ. ვფიქ­რობ, ეს არ­ის ამ ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე დი­დი იმ­ედი. მე ორი შვი­ლი მეზ­რდე­ბა და მინ­და, რომ ის­ინი უფ­რო ძლი­ერ­ები იყ­ვნენ, ვიდ­რე მე ვი­ყა­ვი. მთა­ვა­რია, მათ მივ­ცეთ იმ­ის სა­შუ­ალ­ება, რომ აკ­ეთ­ონ თა­ვის­თვის, ჩვენ­თვის და თუნ­დაც ჩვე­ნი უფ­რო­სი თა­ობ­ის­თვის საქ­მე, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას წა­ად­გე­ბა.

ძა­ლი­ან ამ­აყი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში აჩ­ვე­ნა კონ­სო­ლი­და­ცი­ის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი, რომ ად­ამი­ან­ებ­მა იზ­ოლ­აცი­ის ამ რთულ პე­რი­ოდ­შიც მო­ძებ­ნეს ერ­თმა­ნე­თი და გა­ერ­თი­ან­დნენ. დავ­რჩეთ სახ­ლში და ერ­თმა­ნეთს შო­რი­დან მო­ვე­სიყ­ვა­რუ­ლოთ – ეს­ეც ერ­თგვა­რი კონ­სო­ლი­და­ციაა.

– რო­გორ შე­აფ­ას­ებთ ამ გა­და­სა­ხე­დი­დან – შედ­გა თუ არა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ება და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის და დე­მოკ­რა­ტი­ული ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის­თვის ბრძო­ლის პრო­ცეს­ში?

– რა თქმა უნ­და, შედ­გა! 90-იანი წლე­ბის თა­ობა მიხ­ვდა, რომ შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნ­და გა­მო­იჩ­ინ­ოს. დღეს ჩვენ ყვე­ლა ვცდი­ლობთ, რომ უფ­რო შემ­დგა­რი და მარ­თა­ლი ვი­ყოთ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და სხვე­ბის წი­ნა­შე. შე­დე­გად, რაც წი­ნა სა­უკ­უნ­ეში თით­ქოს მი­სა­ღე­ბი და ნორ­მა­ლუ­რი იყო, ახ­ლა აღ­არ არ­ის, რომ შვილს სა­გა­ნი კი არ უნ­და ჩა­უწყოს, არ­ამ­ედ გა­და­უხ­ად­ოს და ას­წავ­ლოს, რად­გან ცოდ­ნა არ­ის გა­დარ­ჩე­ნის სა­შუ­ალ­ება. თა­ვის მხრივ, სა­ხელ­მწი­ფოც ხვდე­ბა, რომ ყვე­ლა­ზე დი­დი თან­ხა გა­ნათ­ლე­ბა­ში უნ­და და­აბ­ან­დოს. მა­გა­ლი­თად, კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გამ­კლა­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ­იტ­ომ ვართ შე­და­რე­ბით უკ­ეთ მდგო­მა­რე­ობ­აში, რომ მთავ­რო­ბამ მო­უს­მი­ნა პრო­ფე­სი­ონ­ალ­ებს.

მო­დით, ვუს­მი­ნოთ პრო­ფე­სი­ონ­ალ­ებს და აღ­ვზარ­დოთ მო­მა­ვა­ლი თა­ობა, მივ­ცეთ მათ გე­ზი და ჩვენ ნამ­დვი­ლად გა­დავ­რჩე­ბით. გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და შემ­დგა­რი თა­ობა და­მო­უკ­იდ­ებ­ელი თა­ობაა და ეს თა­ობა შეძ­ლებს, რომ გა­მო­იყ­ვა­ნოს ქვე­ყა­ნა ნე­ბის­მი­ერი კრი­ზი­სი­დან.

ესაუბრა მაია ტორაძე

თარიღი: 08/04/2020