საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის სტუ­დენ­ტთა გა­ერ­თი­ან­ებ­ის წევ­რი გახ­და

სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­დენ­ტუ­რი ას­ოცი­აცია ევ­რო­პის სტუ­დენ­ტთა გა­ერ­თი­ან­ებ­ის (EშU) ოფ­იცი­ალ­ური წევ­რი გახ­და. ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­დუ­რის აქ­ტი­ური მო­ნა­წი­ლე და ერთ-ერ­თი ინ­იცი­ატ­ორ­იც თსუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა იყო. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა აქ­ტუ­ალ­ურ სა­კითხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი უკ­ვე ჩა­ერ­თვნენ. ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ევ­რო­პის სტუ­დენ­ტთა გა­ერ­თი­ან­ება ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე სა­ხელ­მწი­ფო­ებს, ევ­რო­კავ­შირს, ევ­რო­საბ­ჭოს და სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს უგ­ზავ­ნის. ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­დენ­ტთა ას­ოცი­აცია გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის სა­კითხზე სა­კუ­თარ ხედ­ვას აყ­ალ­იბ­ებს და ქვე­ყა­ნა­ში გა­რე­მოს დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დო­კუ­მენ­ტს ამ­ზა­დებს ევ­რო­პის სტუ­დენ­ტთა გა­ერ­თი­ან­ებ­აში გა­საგ­ზავ­ნად. სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში სტუ­დენ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბას­თან და არ­ას­ამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ. 
„სა­მუ­შაო ჯგუ­ფი 7 წევ­რის­გან შედ­გე­ბა, მა­თი უმ­ეტ­ეს­ობა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია, რად­გან გა­წევ­რი­ან­ებ­ის პრო­ცეს­ში თსუ მო­წი­ნა­ვე იყო და ჩვენ ყვე­ლა სა­მუ­შაო ეტ­აპ­ზე თა­ვი­დან­ვე აქ­ტი­ურ­ად ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი. ამ სტუ­დენ­ტებს არ აქ­ვთ ენ­ობ­რი­ვი ბა­რი­ერი და აქ­ვთ ცოდ­ნა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, რა­ზეც EშU-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სას გვი­წევს მუ­შა­ობა. გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის სა­კითხებს ევ­რო­პის სტუ­დენ­ტთა გა­ერ­თი­ან­ება უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ნი­ხი­ლავს და, რა თქმა უნ­და, მი­ვაწ­ვდით ჩვენს ხედ­ვას აღ­ნიშ­ნულ სა­კითხთან და­კავ­ში­რე­ბით“, — გა­ნაცხა­და თსუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტმა არ­ჩილ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.
ევ­რო­პის სტუ­დენ­ტთა გა­ერ­თი­ან­ებ­ამ სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ან­ებ­ას მხა­რი გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბრის და­საწყის­ში გა­მარ­თულ ბორ­დის სხდო­მა­ზე ერ­თხმად და­უჭ­ირა. ამ­ჟა­მად, EშU-ს რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის მი­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­დენ­ტთა ას­ოცი­აცი­ის წეს­დე­ბის ცვლი­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­ნიშ­ვნე­ბი ას­ოცი­აცი­ის მე­ნეჯ­მენ­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და ახ­ალ­გაზ­რდულ პრო­ექ­ტებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რდას ით­ვა­ლის­წი­ნებს. EშU-ს მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფი გა­ერ­თი­ან­ებ­ის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სტუ­დენ­ტურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, და­ახ­ლო­ებ­ით, 2-3 წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ამ­ოწ­მებს.

თარიღი: 27/02/2020