საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რუ­სუ­დან ჯან­ჯა­ლაშ­ვი­ლი ჩა­ნა­ხა­ტე­ბის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია

თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ნა­ხა­ტე­ბის კონ­კურ­სი — „გზა ტყვე­ობ­იდ­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე“ ჩა­ტარ­და. კონ­კურ­სი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დღეს მი­ეძ­ღვნა.

 

„ზუ­ტად 102 წლის წინ, 1918 წელს, სა­ქარ­თვე­ლომ და­იბ­რუ­ნა დი­დი ხნის ნა­ნატ­რი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა და გა­მო­ეყო რუ­სე­თის იმ­პე­რი­ას. ეს დღე ქარ­თვე­ლი ერ­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღია და გან­სა­კუთ­რე­ბულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. ჩა­ნა­ხა­ტე­ბის კონ­კურ­სიც სწო­რედ ზე­მოთხსე­ნე­ბუ­ლის აღ­ას­ან­იშ­ნა­ვად ჩა­ვა­ტა­რეთ“, — აღ­ნიშ­ნა­ვენ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

 

კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის IV სე­მეს­ტრის

სტუ­დენ­ტი რუ­სუ­დან ჯან­ჯა­ლაშ­ვი­ლი და­სა­ხელ­და. გთა­ვა­ზობთ რუ­სუ­დან ჯან­ჯა­ლაშ­ვი­ლის ჩა­ნა­ხატს.

 

გზა ტყვე­ობ­იდ­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე

 

სარ­კმლი­დან „დღის თვა­ლის“ ოქ­როს­ფერ ფო­ჩე­ბად დაღ­ვრილ ნა­თელ­ში გახ­ვე­ულ სა­ვარ­ძელ­ში მყუდ­როდ მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი პა­პას წინ ვდგა­ვარ. თუ­თუ­ნი­სა და პიტ­ნის ნაც­ნო­ბი სურ­ნე­ლი მცემს და მე­ღი­მე­ბა. ყურ­თას­მე­ნა და­ძა­ბუ­ლი მაქ­ვს, დაც­ქვე­ტი­ლი იმ ქარ­თვე­ლის ყუ­რე­ბი­ვით, რომ­ლამ­დეც ის-ისაა „დე­პე­შით მი­ღე­ბულ­მა რე­ვო­ლუ­ცი­ამ“ მო­აღ­წია.

 

მრა­ვალ­მა წყალ­მა ჩაიარა სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა, „სამ­წლი­ანი ოქ­როს ხა­ნის“ შემ­დეგ, ჩე­მი ინ­ტე­რე­სი კი არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლო მე­ოცე სა­უკ­უნ­ეში უდ­იდ­ესი გან­ძია, ეს პე­რი­ოდი ხომ ტკბილ­მწა­რე მო­გო­ნე­ბე­ბის შე­უდ­არ­ებ­ელი მა­გა­ლი­თია: უხ­ვია ცრემ­ლი­ანი ცოდ­ნით, აღ­ზე­ვე­ბით, შემ­დგომ გა­საბ­ჭო­ებ­ით და კვლავ მო­პო­ვე­ბუ­ლი „ყვე­ლა ნა­ყოფ­ზე ტკბი­ლი ნა­ყო­ფით“ — თა­ვი­სუფ­ლე­ბით... გუ­ლის ამ­აფ­ორი­აქ­ებ­ლად სიმ­ბო­ლუ­რია ვარ­დის სურ­ნე­ლით გაჟღენ­თი­ლი მა­ისი — ერ­თი სა­უკ­უნე გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კა გა­მოცხად­და, სა­ფუძ­ვე­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ას — ერ­ოვ­ნუ­ლი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის მარ­გა­ლიტს ჩა­ეყ­არა, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს დღე­ვან­დე­ლო­ბა გა­დაწყდა.

 

— პა­პაა, დრო არ ით­მენს, სა­უკ­უნ­ეზე ორი წლით მე­ტი შეს­რულ­დე­ბა მა­ლე, — ჩე­მი სიტყვე­ბის დას­ტუ­რად კედ­ლის სა­ათ­მა ნა­შუ­ადღევს ჩა­მოჰ­კრა, — ახ­ლა მა­ინც ხომ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბა?

 

პა­პას ცე­რად ეღ­იმ­ება.დრო­ით და­ღა­რულ შუბ­ლზე თით­ქოს ნა­ოჭ­ები აკ­ლდე­ბა და ოდ­ეს­ღაც ჭრო­ღა, ახ­ლა — ბუნ­დო­ვან, გა­ცის­ფრე­ბულ თვა­ლებ­ში ეშ­მა­კუ­ნე­ბი უც­იმ­ციმ­დე­ბა იმ პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით, რო­მელ­საც თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი ნუგ­ბა­რის აღ­წე­რას სთხო­ვენ.

 

„დრო­ში მოგ­ზა­ურ­ის გე­ნი“? გა­მო­იყ­ენე. უკ­ვე დროა.

 

გა­ოგ­ნე­ბუ­ლი შევ­ცქე­რი. ისე ვი­მე­ორ­ებ — „დრო­ში მოგ­ზა­ურ­ის გე­ნი“, რო­გორც „სამ­წლი­ან ოქ­როს ხა­ნა­ში“ მცხოვ­რე­ბი ჩე­მი თა­ნა­ტო­ლი გა­იმე­ორ­ებ­და ფრა­ზას — „სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უკ­იდ­ებ­ელიაო“, თით­ქოს ჯე­რაც ვერ და­ეჯ­ერ­ებ­ინა მომ­ხდა­რი... რო­გორც 1921 წლის 21 თე­ბერ­ვალს სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად გუ­ლან­თე­ბუ­ლი იტყო­და, ქარ­თულ სიტყვას არ მოვ­შლიო ჩემს სამ­შობ­ლო­ში, თით­ქოს სხე­ულ­მა წო­ნა და­კარ­გა და სუ­ლი მაღ­ლა, ვარ­სკვლა­ვე­ბის­კენ აიჭ­რაო...

 

გა­ხა­რე­ბუ­ლი იმ­ით, რომ რო­გორც იქ­ნა ამ „გე­ნის“ გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მეძ­ლე­ვა, სი­ნათ­ლის სხი­ვის სის­წრა­ფით სხვე­ნის­კენ გავ­რბი­ვარ. იატ­აკი მა­ლე­ვე ჩემს ფეხ­ქვეშ ჭრა­ჭუ­ნებს. ქა­რის ტალ­ღე­ბით დარ­წე­ული სა­ხუ­რა­ვი­დან მტვე­რი ცვი­ვა. ხარ­ბად ვი­სუნ­თქავ წარ­სუ­ლის მემ­კვიდ­რე­ობ­ის მშრალ სუნს... დრო­ჟა­მის „მათ­რო­ბე­ლა“ მო­გო­ნე­ბე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი თი­თოეული სა­გა­ნი და­უმ­თავ­რე­ბე­ლი მუ­სი­კის სულს ჰგავს, რო­მე­ლიც ეულ­ად და­ეხ­ეტ­ება სხვენ­ში. აქ მთა­ვა­რი ატ­მოს­ფე­რო დროა... აქ ყო­ვე­ლი უჯ­რა პა­ტა­რა კუ­ბოა, დრო­ჟა­მის პა­ტა­რა სა­ცა­ვი, მო­გო­ნე­ბა­თა საფ­ლა­ვი. თი­თოეული კო­ლო­ფი, ფარ­დის თი­თოეული ნა­ოჭი სავ­სეა ქარ­თუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბით, ქარ­თუ­ლი აზ­რით, ქარ­თუ­ლი სიტყვით, ქარ­თვე­ლის მო­პო­ვე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბით... აქ ქარ­თუ­ლი დრო­ის მძლავ­რი გუ­ლის­ცე­მა გა­ის­მის...

 

აკ­ან­კა­ლე­ბუ­ლი ხე­ლი­თა და აჩ­ქა­რე­ბუ­ლი გუ­ლის­ცე­მით ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი ძველ კა­რა­დას გე­ნის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად. თვა­ლებს ვხუ­ჭავ და...

 

1918 წე­ლი, 26 მა­ისი, კავ­კა­სი­ის მე­ფის­ნაც­ვლის ყო­ფი­ლი რე­ზი­დენ­ცია, ერ­ოვ­ნუ­ლი საბ­ჭოს კრე­ბა:

 

ვხე­დავ, თუმ­ცა­ღა ვერ მხე­და­ვენ. თი­თოეული წი­ნაპ­რის გუ­ლი­დან ამ­ოს­ული ძა­ხი­ლი მეს­მის, თუმ­ცა­ღა ყელ­ში ჯი­უტ­ად მობ­ჯე­ნი­ლი ჩე­მი ძა­ხი­ლი — მათ არა. ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი რომც იყ­ოს, ის­ედ­აც ვერც გა­იგ­ებ­დნენ, ქუ­ჩის ჟრი­ამ­ულ­ში ჩა­იკ­არ­გე­ბო­და ჩე­მი ათ­რთო­ლე­ბუ­ლი შო­რის­დე­ბუ­ლე­ბი. ერ­თა­დერ­თი ხმა სჭექს ყვე­ლა­ზე მძლავ­რად მხო­ლოდ:

 

„ამი­ერ­იდ­გან სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხი სუ­ვე­რე­ნულ უფ­ლე­ბა­თა მა­ტა­რე­ბე­ლია და სა­ქარ­თვე­ლო სრუ­ლუფ­ლე­ბო­ვა­ნი და­მო­უკ­იდ­ებ­ელი სა­ხელ­მწი­ფოა.“

 

„შევ­ძე­ლით“, „გა­ვა­კე­თეთ“, „მი­ვაღ­წი­ეთ, უფ­ალო!“, „ჩრდი­ლო­ეთ­ის უღ­ელი გა­და­ვაგ­დეთ“, „და­ვა­მარ­ცხეთ გვე­ლე­შა­პი“, „გა­დავ­რჩით, ღმერ­თო“, „სა­კუ­თა­რი თა­ვი აწი თა­ვად გვე­ყუდ­ნის, ხალ­ხო!“, — დღე­სა­ვით ცხა­დად ჩა­მეს­მის სა­უკ­უნ­ის წინ მცხოვ­რებ წი­ნა­პარ­თა ხმე­ბი, იმ გზა­ზე მო­არ­ულ თა­ნა­მედ­რო­ვე­თა გუ­ლი­ანი ამ­ოძ­ახ­ილ­ები, ტყვე­ობ­იდ­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა­კენ რომ და­უღ­ალ­ავ­ად გა­იკ­ვა­ლეს და გა­იგ­ნეს...

 

ჰა­ერი გაჟღენ­თი­ლა გვი­ანი გა­ზაფხუ­ლის მოტ­კბო სურ­ნე­ლით. უფ­ერო ნის­ლით ავ­სე­ბულ თვა­ლებ­ში მცემს გა­ღე­ბულ ფან­ჯა­რა­ში შე­მოღ­წე­ული მზის ცელ­ქი ათ­ინ­ათი. თით­ქოს ირ­გვლივ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სუფ­ლე­ბის სურ­ნე­ლი ას­დის, წვი­მის შემ­დეგ რომ იც­ის ხოლ­მე, ის­ეთი. 1918 წლის მზე ის­ეთ­ივე ყო­ფი­ლა, რო­გორც 2020-ისა...

 

შე­უჩ­ერ­ებ­ლად ვა­ცე­ცებ ირ­გვლივ თვა­ლებს — ამ ხალ­ხმა ჩრდი­ლო­ეთ­ის ქა­რის გამ­ყი­ნავ ქრო­ლას და თავ­სხმა წვი­მას გა­უძ­ლო ცი­სარ­ტყე­ლის და­სა­ნა­ხად, ეს ცი­სარ­ტყე­ლა კი ახ­ლა­ხანს გა­მოცხა­დე­ბუ­ლი სიტყვა იყო, ძლი­ერი, მრავ­ლის­მეტყვე­ლი და ნა­ირ­ფე­რი.

 

უზ­ომ­ოდ რთუ­ლი იყო ეს გზა. უზ­ომ­ოდ. მაგ­რამ იმ მტან­ჯველ ეპ­ოქ­ებ­ში ჩვე­ნებს, ჩვენს წი­ნაპ­რებს სწო­რედ იმ­ედი ათ­ბობ­დათ. მო­მავ­ლის იმ­ედი. ერთ მუშ­ტად შეკ­რულ ხალ­ხს მტე­რი ვერ მო­ერ­ევა... სირ­სვე­ლა­სა­ვით მო­დე­ბუ­ლი, უს­ამ­არ­თლო, შხა­მი­ანი და ბო­რო­ტი ვე­რას­დროს დად­გე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ზე მაღ­ლა, ვე­რას­დროს აღ­ზევ­დე­ბა, ვე­რას­დროს გა­იმ­არ­ჯვებს, თუ­კი ალ­ალ­მარ­თა­ლი მიზ­ნით შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხი ამ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას და­იც­ავს... მთა­ვა­რია, ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გას, ერ­თმა გა­ბე­დოს, პა­ტა­რა ნა­კა­დუ­ლი დიდ მდი­ნა­რედ გა­და­აქ­ცი­ოს, ად­იდ­დეს, ზღვას შეუერთდეს, ოკე­ან­ედ­აც კი გა­და­იქ­ცე­ვა, ოღ­ონ­დაც პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გას, ოღ­ონ­დაც გა­ბე­დონ...

 

შეძ­ლეს. გა­ბე­დეს. და გა­მო­უვ­იდ­ათ.

 

ცხა­დად ვგრძნობ­დი — სის­ხლაჩ­ქრო­ლე­ბულ, უჩ­ვე­ულო აღ­ტყი­ნე­ბით ავ­სე­ბულ ამ ხალ­ხს ის­ეთ ის­ეთი გან­ცდა დაეუფლა, თით­ქოს მთებ­საც დაძ­რავ­და, თით­ქოს მტრის მი­ერ დახ­ლი­ლი ტყვი­აც კი ვე­რას და­აკ­ლებ­და, არ­აფ­ერი და­ემ­არ­თე­ბო­და, აღ­არ­აფ­ერი, რად­გან მი­ზანს მი­აღ­წია — სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უკ­იდ­ებ­ელ სა­ხელ­მწი­ფოდ გა­მო­აცხა­და. მათ­მა სი­მა­მა­ცემ ბე­დის­წე­რის მძლავ­რი დარ­ტყმე­ბი არ­არა­ობ­ად აქ­ცია. ამ ხალ­ხს სიკ­ვდი­ლი­საც არ ეშ­ინ­ოდა, ოღ­ონ­დაც სა­კუ­თა­რი ენა გა­და­ერ­ჩი­ნა, ის ენა, რო­მელ­ზეც პირ­ვე­ლად თქვა „დე­და“, რო­მე­ლიც თვა­ლის პირ­ვე­ლად გა­ხე­ლის მო­მენ­ტი­დან ეს­მო­და, რო­მე­ლიც ეს­ოდ­ენ ძვირ­ფა­სი იყო თი­თოეულისთვის... მთე­ლი ქარ­თვე­ლო­ბის­თვის.

 

მო­ულ­ოდ­ნე­ლად ქა­რის ძლი­ერი ნა­კა­დით დარ­წე­ული სხვე­ნის ფიც­რუ­ლი იატ­აკ­ის კვნე­სა მაფხიზ­ლებს და რე­ალ­ობ­აში მაბ­რუ­ნებს. დაბ­ლა ვი­ხე­დე­ბი.

 

ხე­ლებ­ში ფო­ლი­ან­ტის მსგავ­სი უზ­არ­მა­ზა­რი ალ­ბო­მი მი­ჭი­რავს, რომ­ლის ხა­ვერ­დო­ვან ყდა­ზეც ნა­თე­ლი ოქ­როს­ფე­რი წარ­წე­რა — „დრო­ში მოგ­ზა­ურ­ის გე­ნი“ მო­ჩანს. მახ­სენ­დე­ბა, რომ ეს ფრა­ზა გა­სუ­ლი წლის 26 მა­ისს და­ვა­წე­რე, თით­ქოს ამ უბ­რა­ლო „რი­ტუ­ალ­ით“ აღ­ვნიშ­ნე ეს დღე, ჩვე­ნი, ყვე­ლა­სი. ძველ კა­რა­და­ში ვი­ნა­ხავ­დი ამ ალ­ბომს, სავ­სეს გარ­და­სულ დრო­თა მო­გო­ნე­ბე­ბით — სი­გე­ლე­ბით, სტა­ტი­ებ­ით, მედ­ლე­ბით, ბა­რა­თე­ბით, წე­რი­ლე­ბით, სხვა­თა მო­ნა­ყო­ლი ამ­ბე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ებ­ებ­ით, ფო­ტო­ებ­ით...

 

ფან­ჯა­რას ჭრი­ალ­ით ვა­ღებ. „უჰ, ერთ კარგ დე­ფენ­სტრა­ცი­ას კი მო­ვუწყობ­დი ის­ტო­რი­ის მთელ უს­ამ­არ­თლო­ბას“, — მი­ელ­ვებს გო­ნე­ბა­ში. ღი­მი­ლი­თა და ცრემ­ლი­ანი ცოდ­ნით აბ­რჭყვი­ალ­ებ­ული თვა­ლე­ბით ვი­ხე­დე­ბი ქუ­ჩა­ში. სა­ღა­მოს ბინ­დბუნ­დში ეზ­ოში მო­თა­მა­შე ბავ­შვებს ვლან­დავ... ეს ბინ­დბუნ­დი არ არ­ის საბ­ჭო­ეთ­ივ­ით შა­ვი და უიმ­ედო. უფ­რო კამ­კა­მაა, წვი­მის სურ­ნე­ლი­ვით თა­ვი­სუ­ფა­ლი. ეს ბინ­დი მო­მავ­ლის გა­რიჟ­რა­ჟია — ტყვე­ობ­იდ­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე ტან­ჯვით გაკ­ვა­ლულ გზა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

 

მარ­თა­ლია, მთე­ლი ეს „წარ­სულ­ში მოგ­ზა­ურ­ობა“ ჩემს გო­ნე­ბა­ში ფორ­მირ­და, რე­ალ­ურ­ად მხო­ლოდ წარ­სუ­ლის ერთ-ერ­თი კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღის ამ­სახ­ველ მა­სა­ლას დავ­ცქე­რო­დი და ვიკ­ვლევ­დი, მაგ­რამ...

 

მაგ­რამ ვინ თქვა, რომ სწო­რედ ამ­იტ­ომ ეს სი­ნამ­დვი­ლე არაა?!

 

ცხად­ზე ცხა­დია, რომ ჩვენ გა­დავ­რჩით. სა­ბო­ლო­ოდ, უზ­არ­მა­ზარ, დამ­ღუპ­ველ, წი­თელ მონ­სტრს გა­და­ვურ­ჩით, იქ­ამ­დეც კი­დევ მრა­ვალ­ჯერ დატ­რი­ალ­ებ­ულა ბე­დის ბორ­ბა­ლი უკ­უღ­მა, მაგ­რამ... ქარ­თუ­ლი თვით­მყო­ფა­დო­ბა გა­დაგ­ვირ­ჩი­ნეს. დე­და „ნა­ნას“ ის­ევ ქარ­თუ­ლად გვიმ­ღე­რის.

 

შეძ­ლეს. გა­ბე­დეს. და გა­მო­უვ­იდ­ათ. გა­დავ­რჩით. და გა­დავ­რჩე­ბით.

თარიღი: 31/05/2020