საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რომელი სტუდენტური პროექტები დააფინანსა თსუ-მ?

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბი 2021 წელს 800 000 ლა­რით და­ფი­ნან­სდე­ბა. თე­მა­ტი­კა მო­იც­ავს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, კულ­ტუ­რულ, სა­მეც­ნი­ერო და სპორ­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს. პრო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვა, წლის მან­ძილ­ზე, სამ ეტ­აპ­ად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის წე­სის შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ექ­ტებს სპე­ცი­ალ­ურ­ად შექ­მნი­ლი სა­კონ­კურ­სო საბ­ჭო დე­ტა­ლუ­რად გა­წე­რი­ლი კრი­ტე­რი­უმ­ებ­ის მი­ხედ­ვით გა­ნი­ხი­ლავს. საბ­ჭო თი­თოეული პრო­ექ­ტის მიზ­ნი­სა და ამ­ოც­ან­ებ­ის, პრო­ექ­ტის ბე­ნე­ფი­ცი­არ­ებ­ის, პრო­ექ­ტის და­სა­ბუ­თე­ბის, და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის, მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბის, პრო­ექ­ტის მდგრა­დო­ბის, ბი­უჯ­ეტ­ისა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მის გა­ან­ალ­იზ­ებ­ის შე­დე­გად ავ­ლენს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს.

 

2021 წლის პირ­ვე­ლი სა­კონ­კურ­სო ეტ­აპ­ის სა­უკ­ეთ­ესო პრო­ექ­ტე­ბი უკ­ვე გა­მოვ­ლე­ნი­ლია — თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი 42 სტუ­დენ­ტურ პრო­ექ­ტს და­აფ­ინ­ან­სებს, მათ შო­რის არ­ის: „დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლი­კის შემ­სწავ­ლე­ლი პლატ­ფორ­მა"; „ამ­ერ­იკ­ელი მოგ­ზა­ურ­ები სა­ქარ­თვე­ლო­ში (XIX სა­უკ­უნ­ის I ნა­ხე­ვა­რი)“; „CD-180 გა­შუ­ალ­ებ­ული სა­სიგ­ნა­ლო გზე­ბი Mec1 უჯ­რე­დულ ხაზ­ში“; „ნა­ნო­ნა­წი­ლა­კე­ბი­სა და ქი­მი­ოთ­ერ­აპი­ული მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შეს­წავ­ლა სიმ­სივ­ნის ექ­სპე­რი­მე­ტა­ლურ მო­დელ­ში“; „ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, ტუ­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გე­ოგ­რა­ფი­ული კვლე­ვა“; „ვის­წავ­ლოთ, რო­გორ ვას­წავ­ლოთ“; „სა­ქარ­თვე­ლო შუა სა­უკ­უნე­ებ­ის ევ­რო­პუ­ლი და აღ­მო­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რის კონ­ტექ­სტში“; „სო­ფელ ხა­ნის ეთ­ნოგ­რა­ფი­ული კვლე­ვა“; „რა­ჭის არ­ქე­ოლ­ოგი­ური სა­დაზ­ვერ­ვო ექ­სპე­დი­ცია“; „ესე­ებ­ის კონ­კურ­სი — წარ­მა­ტე­ბა და წარ­მა­ტე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა“; „სტუ­დენ­ტუ­რი ექ­სპე­დი­ცია გუ­რი­აში“; „სტუ­დენ­ტუ­რი ექ­სპე­დი­ცია სვა­ნეთ­ში“; „სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფეს­ტი­ვა­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის“; „აიღე თსუ“; „და­ინ­ახე და და­ან­ახე“; „მე­ლო­მა­ნია“; „სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა და სფი­ჩის წე­რა“; „უპ­ას­უხე თსუ-ს“; „კონ­ფე­რენ­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით“; „კონ­ფე­რენ­ცია სა­მარ­თლის მე­თო­დე­ბი­სა და ის­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით“; „კონ­ფე­რენ­ცია სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით“; „კონ­ფე­რენ­ცია სა­ჯა­რო სა­მარ­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით“; „კონ­ფე­რენ­ცია სის­ხლის სა­მარ­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით“; „შექ­მე­ნი კა­ნონ­პრო­ექ­ტი“; ტრე­ნინ­გი „არტ-თე­რა­პია“; ტრე­ნინ­გი „გეშ­ტალ­ტთე­რა­პია“; „გო­ნე­ბის თა­მა­შე­ბი“; „ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­თა ბრძო­ლა“; „რა სად რო­დის“; „სტარ­ტა­პე­რი“; „სტუ­დენ­ტუ­რი კონ­ფე­რენ­ცია“; „ფო­ტო­კონ­კურ­სი — გა­აც­ანი შე­ნი თა­ვი“; „ყვე­ლა­ზე ჭკვი­ანი“; „ოლ­იმ­პი­ადა ბი­ოლ­ოგია-ქი­მი­აში“; „ოლ­იმ­პი­ადა ფი­ზი­კა­ში“; „ბრი­ტა­ნუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო სტი­ლის დე­ბა­ტე­ბი“; „ინ­ტე­ლექტ-ლი­გა“; „სა­კა­ლათ­ბურ­თო ტურ­ნი­რი 2021“; „მი­ნი ფეხ­ბურ­თის ტურ­ნი­რი“; „პრო­ფე­სი­ული ორი­ენ­ტა­ცი­ის დღე­ები“; „სტუ­დენ­ტუ­რი სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია 2021“; „ჭად­რა­კის ტურ­ნი­რი“.

 

რო­გორც სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის გან­მსაზღვრე­ლი საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, თსუ-ის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი მაია მეს­ტვი­რიშ­ვი­ლი აცხა­დებს: „ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში შექ­მნი­ლი სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის გან­მსაზღვრე­ლი საბ­ჭოს სა­ხელ­ზე შე­მო­სუ­ლი 64 პრო­ექ­ტი­დან და­ფი­ნან­სდა 42. კო­მი­სია მუ­შა­ობ­და ერ­თი პრინ­ცი­პით: მაქ­სი­მა­ლუ­რად ხე­ლი შეგ­ვეწყო იმ პრო­ექ­ტე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც ტექ­ნი­კუ­რად და ში­ნა­არ­სობ­რი­ვად დე­ბუ­ლე­ბით გა­წე­რილ მოთხოვ­ნებს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად თა­ნაბ­რად გა­და­ნა­წილ­და ფა­კულ­ტე­ტე­ბის და სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნილ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე“.

 

მაია მეს­ტვი­რიშ­ვილ­მა სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის გან­მსაზღვრე­ლი საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლის პოს­ტზე თსუ-ის ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი თა­მარ გა­გო­ში­ძე მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვლის თვე­ში ჩა­ან­აც­ვლა.

 

„აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ვა­ლე­ობ­ის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ჩემ­თვის მთა­ვა­რი პრი­ორ­იტ­ეტ­ები იქ­ნე­ბა კვლე­ვე­ბის ინ­იც­ირ­ებ­ის და გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის, სტუ­დენ­ტუ­რი სა­მეც­ნი­ერო ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ისა და სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თვის გა­მიზ­ნუ­ლი შე­მეც­ნე­ბი­თი-გა­სარ­თო­ბი პრო­ექ­ტე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად ხე­ლის შეწყო­ბა. ჩვენ, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ სტუ­დენ­ტე­ბის ყვე­ლა ინ­იცი­ატ­ივა წა­ვა­ხა­ლი­სოთ“, — აღ­ნიშ­ნა მაია მეს­ტვი­რიშ­ვილ­მა.

 

სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის გან­მსაზღვრე­ლი საბ­ჭოს ახ­ალი ხელ­მძღვა­ნე­ლი, თსუ-ის ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი მაია მეს­ტვი­რიშ­ვი­ლი 15 სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მის ავ­ტო­რია. მი­სი კვლე­ვის სფე­რო სო­ცი­ალ­ური იდ­ენ­ტო­ბე­ბის, მო­რა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის, სელ­ფი­სა და მი­სი ფუნ­ქცი­ებ­ის სა­კითხებს უკ­ავ­შირ­დე­ბა.

 

მიმ­დი­ნა­რე წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად კონ­კურ­სს კი­დევ ორ­ჯერ გა­მო­აცხა­დებს. გა­ნაცხა­დე­ბის მი­ღე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი თსუ-ის ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სდე­ბა.

 

მო­ამ­ზა­და ნა­ტო ობ­ოლ­აძ­ემ

თარიღი: 13/03/2021