საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

როგორ იხსენებენ შორენა ჩარბაძესა და ასმათ გზობავას კოლეგები და თანამშრომლები

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კო­ლე­გებს შო­რე­ნა ჩარ­ბა­ძე­სა და ას­მათ გზო­ბა­ვას იხ­სე­ნე­ბენ. შო­რე­ნა ჩარ­ბა­ძე და ას­მათ გზო­ბა­ვა იმ უამ­რავ ად­ამი­ან­თა რიცხვში შე­დი­ან, რომ­ლე­ბიც კო­ვიდ­პან­დე­მი­ამ შე­იწ­ირა.

 

„სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თბი­ლი, კო­ლე­გი­ალ­ური და მი­სა­ბა­ძია. ეს ად­ამი­ან­ები ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ლა­მაზ და მტკივ­ნე­ულ ის­ტო­რი­ად იქ­ცნენ...“ — ამ­ბო­ბენ ფა­კულ­ტეტ­ზე.

 

იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი თა­მარ ზა­რან­დია: „გუ­ლის­ტკი­ვი­ლით უნ­და ით­ქვას, რომ იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის­თვის 2021 წე­ლი მძი­მე და და­ნა­კარ­გი­ანი იყო. სა­ყო­ველ­თაო პან­დე­მი­ამ ჩვენს ფა­კულ­ტეტს ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი — ას­მათ გზო­ბა­ვა და შო­რე­ნა ჩარ­ბა­ძე გა­მო­აც­ალა.

 

ას­მათ გზო­ბა­ვა და შო­რე­ნა ჩარ­ბა­ძე ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის იმ თა­ნამ­შრო­მელ­თა რიცხვში იყ­ვნენ, რო­მელ­თა ასე უდ­რო­ოდ წას­ვლა დი­დი ტკი­ვი­ლი და და­ნაკ­ლი­სია თი­თოეული ჩვენ­თა­გა­ნი­სათ­ვის. ას­მა­თი და შო­რე­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობ­დნენ რო­გორც სტუ­დენ­ტებ­ში, ისე აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალ­ში. მათ­მა ტრა­გი­კულ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ მთელ ფა­კულ­ტეტს დას­წყვი­ტა გუ­ლი. ამ­იტ­ომ, ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა ნე­ბის­მი­ერი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სივ­რცე­ში მყო­ფი სტუ­დენ­ტი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლის სი­ცოცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კითხთან არ­ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.“

 

იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი მაია ივ­ან­იძე: „მო­ნატ­რე­ბა, სევ­და, გუ­ლის­ტკი­ვი­ლი... — ამ სიტყვებს, ერ­თად აღ­ებ­ულს, არ შე­უძ­ლია იმ გან­ცდის გად­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი კო­ლე­გე­ბის — შო­რე­ნა ჩარ­ბა­ძი­სა და ას­მათ გზო­ბა­ვას გახ­სე­ნე­ბი­სას მე­უფ­ლე­ბა.

 

ორ­ივე საქ­მი­ანი, თბი­ლი და გუ­ლის­ხმი­ერი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლდათ. სამ­წუ­ხა­როდ, ორ­ივე ქალ­ბა­ტო­ნი პან­დე­მი­ამ იმ­სხვერ­პლა.

 

შო­რე­ნა ჩარ­ბა­ძე და ას­ამ­ათ გზო­ბა­ვა იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­მი­ან­ობ­დნენ და თა­ვი­სი ერ­თგუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით მხო­ლოდ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს იმ­სა­ხუ­რებ­დნენ. სწო­რედ ეს სიყ­ვა­რუ­ლი დაგ­ვი­ტო­ვეს მათ.

 

შო­რე­ნა პან­დე­მი­ამ­დე, ბო­ლოს, უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში საქ­მი­ანი შეხ­ვედ­რი­სას ვნა­ხე... მა­შინ მითხრა პირ­ვე­ლად, რომ ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს ეკ­ლე­სი­აში გა­ლობ­და... ძა­ლი­ან გა­მე­ხარ­და... 2021 წლის ზაფხულ­ში კო­ლე­გებ­მა ჯერ ას­მა­თის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ობ­ის შე­სა­ხებ შე­ვიტყვეთ, შემ­დეგ კი შო­რე­ნას ავ­ად­მყო­ფო­ბამ ყვე­ლა­ნი დაგ­ვზაფ­რა. სამ­წუ­ხა­როდ, ორ­ივე შემ­თხვე­ვა ტრა­გი­კუ­ლად დამ­თავ­რდა.

 

სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თბი­ლი, კო­ლე­გი­ალ­ური და მი­სა­ბა­ძია. ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ლა­მა­ზი ნა­წი­ლი იყო ჩვე­ნი შო­რე­ნა და ას­მა­თი — ორ­ივე სი­კე­თით სავ­სე, მზრუნ­ვე­ლი და პო­ზი­ტი­ური.

 

მუ­დამ ას­ეთი მე­მახ­სოვ­რე­ბით ძვირ­ფა­სო ქალ­ბა­ტო­ნე­ბო!“

 

იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სი მი­რან­და მინ­და­ძე: „თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე მუ­შა­ობა 2009 წელს და­ვიწყე და იმ­ავე დღეს გა­ვი­ცა­ნი შო­რე­ნა. ჩე­მი ყუ­რადღე­ბა იმ­ით მი­იქ­ცია, რომ ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი ად­ამი­ანი იყო, მა­შინ­ვე დავ­მე­გობ­რდით. ის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში 2007 წლი­დან მუ­შა­ობ­და და იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სას­წავ­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი სპე­ცი­ალ­ის­ტი იყო. პრო­ფე­სი­ით იურ­ის­ტი მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­ჭით გა­მო­ირ­ჩე­ოდა და უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში თა­ვის საქ­მი­ან­ობ­ას გა­ლო­ბას, მე­და­ვით­ნე­ობ­ასა და რე­გენ­ტო­ბა­საც (მგა­ლო­ბელ­თა გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი) უთ­ავ­სებ­და. გა­ლობ­და უამ­რავ ტა­ძარ­ში, მათ შო­რის, რე­გი­ონ­ებ­შიც და თა­ნაც — სრუ­ლი­ად უს­ას­ყიდ­ლოდ. მი­სი ის­ტო­რია მეც ახ­ლა­ხანს გა­ვი­გე, არ უყ­ვარ­და სა­კუ­თარ თავ­ზე სა­უბ­არი, ჩრდილ­ში ყოფ­ნა და საქ­მის კარ­გად კე­თე­ბა ერ­ჩია. ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ანი ად­ამი­ანი იყო და მე­გობ­რებ­თან, მშობ­ლებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სას სით­ბო­თი და ყუ­რადღე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდა. უს­აზღვროდ კო­ლე­გი­ალ­ური იყო — კო­ვიდ­პან­დე­მი­ის დაწყე­ბი­დან სამ­სა­ხურ­ში მო­რი­გე­ობა გვი­წევ­და და თუ იც­ოდა, რომ მე მარ­ტო უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მო­დი­ოდა და ჩემ­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და. იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ტრან­სპორ­ტი არ მოძ­რა­ობ­და, თა­ვი­სი მან­ქა­ნით აუც­ილ­ებ­ლად მი­გიყ­ვან­და სახ­ლში, მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­და ად­ამი­ან­ებს გაფ­რთხი­ლე­ბო­და. დოქ­ტო­რან­ტებ­თან მე­გობ­რობ­და, ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად ჰქონ­და გა­წე­რი­ლი და ცდი­ლობ­და — მაქ­სი­მა­ლუ­რად დახ­მა­რე­ბო­და. იმ­დე­ნად არ უყ­ვარ­და ად­ამი­ან­ებ­ის შე­წუ­ხე­ბა, ცუ­დად რომ იყო, მა­ში­ნაც კი, მი­სი გარ­თუ­ლე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ობ­ის შე­სა­ხებ, უცხო ად­ამი­ან­მა დაგ­ვი­რე­კა და გვითხრა.“

 

იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი შო­რე­ნა წენ­გუ­აშ­ვი­ლი: „ძნე­ლია წარ­სულ­ში ისა­უბ­რო ის­ეთ ძვირ­ფას ად­ამი­ან­ზე, რო­გო­რიც გახ­ლდათ ას­მათ გზო­ბა­ვა. ქალ­ბა­ტო­ნი ას­მა­თი სა­მი ათე­ული წე­ლი იყო იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი — გა­მორ­ჩე­ულ­ად თავ­მდა­ბა­ლი, კე­თილ­შო­ბი­ლი, მშრო­მე­ლი, ერ­თგუ­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მზრუნ­ვე­ლი, ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი — „ყვე­ლას ას­მა­თუ­ნა“. იშ­ვი­ათ­ად მო­იძ­ებ­ნე­ბა ად­ამი­ანი, რო­მელ­საც ას­ეთი უზ­არ­მა­ზა­რი სიყ­ვა­რუ­ლი და გუ­ლის­ტკი­ვი­ლი გა­ყო­ლო­და თან კო­ლე­გე­ბის, მე­გობ­რე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის, სტუ­დენ­ტე­ბი­სა თუ კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის. ქალ­ბა­ტო­ნი ას­მა­თი რამ­დე­ნი­მე წე­ლი ებ­რძო­და ონ­კო­ლო­გი­ურ და­ავ­ად­ებ­ას. ეს სიფ­რი­ფა­ნა ქა­ლი უძ­ლი­ერ­ესი აღ­მოჩ­ნდა სი­ცოცხლი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში, მაგ­რამ ამ ვე­რაგ­მა პან­დე­მი­ამ შე­იწ­ირა მი­სი ბრძო­ლით და წვა­ლე­ბით შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი სი­ცოცხლე.“

თარიღი: 16/02/2022