საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

როგორ ვიშოვოთ ახალი დისტანციური სამსახური - თსუ-ის ფიზიკოსი სტუდენტის კონკრეტული რჩევები

ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­ულ­მა რე­ალ­ობ­ამ (სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით) სა­ზო­გა­დო­ებ­ის გარ­კვე­ულ ნა­წილს, მათ შო­რის, სტუ­დენ­ტებ­საც და­აკ­არ­გვი­ნა სამ­სა­ხუ­რი. ეს პრობ­ლე­მა რამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ული ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სის ფონ­ზე, ჯერ არ­ავ­ინ იც­ის.

თსუ გა­ზე­თის რე­დაქ­ცი­ამ სტუ­დენ­ტუ­რი გა­მო­კითხვე­ბი­სას მი­აგ­ნო თსუ-ის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის მე-4 კურ­სის სტუ­დენ­ტს მა­მუ­კა გო­გუ­აძ­ეს, რო­მელ­მაც დის­ტან­ცი­ური მუ­შა­ობ­ის სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გაგ­ვი­ზი­არა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის და­სახ­მა­რებ­ლად (რა­თა მათ შეძ­ლონ ამ რთულ პე­რი­ოდ­ში ფუ­ლის ონ­ლა­ინ გა­მო­მუ­შა­ვე­ბა) გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა ინ­ფორ­მა­ცია თან­დარ­თუ­ლი ის­ნტრუქ­ცი­ით — რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ახ­ალ დის­ტან­ცი­ურ სამ­სა­ხურს მი­ვაგ­ნოთ? რო­გორ გა­მო­ვი­მუ­შა­ოთ ფუ­ლი და რა უნ­არ­ებს უნ­და ვფლობ­დეთ ამ­ის­თვის? — ამ კითხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი, რჩე­ვე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ები მო­ცე­მუ­ლია მა­მუ­კა გუ­გუ­აძ­ის მი­ერ გა­მოგ­ზავ­ნილ სა­ინ­ფორ­მა­ციო წე­რილ­ში ყვე­ლა სა­ჭი­რო აქ­ცენ­ტით.

რო­გორ ვი­შო­ვოთ ფუ­ლი ონ­ლა­ინ?

კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გა­მო აქ­ტუ­ალ­ური გახ­და დის­ტან­ცი­ური მუ­შა­ობა. მინ­და გა­გი­ზი­არ­ოთ ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა იმ­ის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ იმ­უშა­ოთ სახ­ლი­დან და გა­მო­იმ­უშა­ოთ ფუ­ლი ონ­ლა­ინ.

მე ვარ მა­მუ­კა გო­გუ­აძე — თსუ-ის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტი. სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად უკ­ვე 3 წელ­ზე მე­ტია დის­ტან­ცი­ურ­ად ვმუ­შა­ობ Financer.com/ge-ზე.

Financer.com/ge არ­ის სრუ­ლად დის­ტან­ცი­ური (სრუ­ლად ციფ­რუ­ლი) კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც აერ­თი­ან­ებს 40 თა­ნამ­შრომ­ლის­გან შემ­დგარ გუნ­დს და ოპ­ერ­ირ­ებს მსოფ­ლი­ოს 26 ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, ერთ-ერ­თია სა­ქარ­თვე­ლო. გუნ­დში ვართ ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი, დე­ვე­ლო­პე­რე­ბი, პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული მე­ნე­ჯე­რი.

ჩვე­ნი სა­თაო ოფ­ის­იც ვირ­ტუ­ალ­ურია. ერ­თმა­ნეთ­თან სა­კო­მუ­ნი­კა­ცი­ოდ აქ­ტი­ურ­ად ვი­ყე­ნებთ slack-ს და ძა­ლი­ან კარ­გად გვაქ­ვს მორ­გე­ბუ­ლი 26-ვე ქვეყ­ნის სა­მუ­შაო პრო­ცეს­ზე.

რაც შე­ეხ­ება ერ­თმა­ნე­თის რე­ალ­ურ ცხოვ­რე­ბა­ში გაც­ნო­ბას, წე­ლი­წად­ში 2-ჯერ ვაწყობთ ერთ თვი­ან team building-ს და მთე­ლი გუნ­დი ვიკ­რი­ბე­ბით — თან ვის­ვე­ნებთ, თან ვმუ­შა­ობთ ყვე­ლა ერ­თად.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თი შე­ხედ­ვით სა­ოც­ნე­ბო სამ­სა­ხურს ჰგავს არა? რე­ალ­ურ­ად კი არც ისე რთუ­ლია მსგავ­სი სამ­სა­ხუ­რის მო­ძებ­ნა, თუ აქ­ტი­ურ­ად და­იწყებთ მუ­შა­ობ­ას freelancing-ის პლატ­ფორ­მებ­ზე. მინ­და გა­გი­ზი­არ­ოთ ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­გორ და­ვიწყე ონ­ლა­ინ მუ­შა­ობა და ამ რთულ პე­რი­ოდ­ში (კო­რო­ნა­ვი­რუ­სის დროს) შეძ­ლოთ ფუ­ლის შოვ­ნა ინ­ტერ­ნე­ტით.

გახ­დით Freelancer და იმ­უშ­ავ­ეთ ნე­ბის­მი­ერ დროს ნე­ბის­მი­ერი ად­გი­ლი­დან

რო­დე­საც პირ­ველ კურ­სზე ვი­ყა­ვი, და­ვიწყე ფიქ­რი იმ­აზე, თუ რო­გორ მე­შო­ვა ფუ­ლი ონ­ლა­ინ, რა­თა სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მქო­ნო­და სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი. აქ­ტი­ურ­ად ვკითხუ­ლობ­დი რჩე­ვებს ფო­რუ­მებ­ზე, რა­თა გა­მე­გო — რა არ­ხე­ბი და პლატ­ფორ­მე­ბი არ­სე­ბობ­და ამ­ის­თვის. ერთ-ერთ სტა­ტი­აში მი­ვა­გე­ნი Upwork.com-ს, სა­დაც კომ­პა­ნი­ები და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი დე­ბენ სა­კუ­თარ მოკ­ლე­ვა­დი­ან და გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტებს, შე­სას­რუ­ლე­ბელ და­ვა­ლე­ბებს, ფრი­ლან­სე­რებს კი შე­უძ­ლი­ათ, გა­მო­ეხ­მა­ურ­ონ და გა­აკ­ეთ­ონ ესა თუ ის პრო­ექ­ტი შე­სა­ბა­მი­სი ან­აზღა­ურ­ებ­ის სა­ნაც­ვლოდ.

მინ­და გითხრათ, რომ ნე­ბის­მი­ერს შე­გიძ­ლი­ათ, და­რე­გის­ტრირ­დეთ Upwork.com-ზე, გა­მო­აქ­ვეყ­ნოთ თქვე­ნი პრო­ფი­ლი და და­იწყოთ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ობა. რაც მთა­ვა­რია, მარ­ტი­ვად იპ­ოვ­ით პრო­ექ­ტს, თუ შე­გიძ­ლი­ათ:

  • ვებ-გვერ­დის შექ­მნა
  • ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გი: Facebook, SEO, Google ad...
  • სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ებ­ის წე­რა
  • ვი­დეოების, სუ­რა­თე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა
  • დო­კუ­მენ­ტე­ბის ფორ­მა­ტი­რე­ბა
  • სხვა­დას­ხვა ენ­აზე თარ­გმნა

და­რე­გის­ტრირ­დით, იპ­ოვ­ეთ თქვენს უნ­არ­ებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სა­მუ­შაო და გა­მო­იმ­უშ­ავ­ეთ თან­ხა სახ­ლი­დან! მარ­თლაც, ტექ­ნო­ლო­გი­ებს თუ ფეხს აუწყობთ, შე­ამ­ჩნევთ, რომ ჩვენ გარ­შე­მო ფუ­ლის შოვ­ნის უს­ას­რუ­ლოდ ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს. შე­გიძ­ლი­ათ გახ­დეთ თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი (ე.წ. freelancer) და ეც­ად­ოთ გა­მო­იმ­უშა­ოთ მე­ტი თან­ხა ან მო­ძებ­ნოთ მსგავ­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ის­ევ და ის­ევ ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მე­ბით.

 

3 მთა­ვა­რი რჩე­ვა დამ­წყებ­თათ­ვის

  • არ გა­მო­ეხ­მა­ურ­ოთ ყვე­ლა პრო­ექ­ტს, გა­მო­ეხ­მა­ურ­ეთ მხო­ლოდ ის­ეთ­ებს, რო­მელ­თა გა­კე­თე­ბაც შე­გიძ­ლი­ათ, რად­გან თუ ვერ შე­ას­რუ­ლებთ საქ­მეს, დამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი ცუდ შე­ფა­სე­ბას და­გი­წერთ. დამ­საქ­მებ­ლის შე­ფა­სე­ბას კი დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს მო­მა­ვა­ლი პრო­ექ­ტე­ბის აღ­ებ­ის­ას, ამ­იტ­ომ აღ­ებ­ული საქ­მის შე­სას­რუ­ლებ­ლად მაქ­სი­მუ­მი გა­აკ­ეთ­ეთ.
  • კარ­გად წა­იკ­ითხეთ სა­მუ­შა­ოს აღ­წე­რა და გა­მოხ­მა­ურ­ება და­წე­რეთ კონ­კრე­ტუ­ლი მოთხოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თუ არ­ის პრო­ექ­ტი IT სფე­რო­დან, ხა­ზი გა­უს­ვით თქვენს უნ­არ­ებ­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას ამ სფე­რო­ში; აღ­წე­რეთ თქვენ მი­ერ აქ­ამ­დე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი; თუ გაქ­ვთ მა­გა­ლი­თი, თვალ­სა­ჩი­ნო­ებ­ის­თვის გა­უგ­ზავ­ნეთ. ხში­რად სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ებ­ლე­ბი აკ­ოპ­ირ­ებ­ენ თა­ვი­ანთ რე­ზი­უმე­ებს და ყვე­ლას ერ­თსა და იმ­ავე რე­ზი­უმ­ეს უგ­ზავ­ნი­ან, რაც, ცხა­დია, არ­ას­წო­რია, რად­გან დამ­საქ­მე­ბე­ლი ხვდე­ბა, რომ თქვენ მი­ერ გაგ­ზავ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ­ის შაბ­ლო­ნუ­რი და არ არ­ის მის პრო­ექ­ტზე მორ­გე­ბუ­ლი.
  • შექ­მე­ნით პორ­თფო­ლიო — ახ­ალ­და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ფრი­ლან­სე­რე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­გორც წე­სი, ფრი­ლან­სე­რე­ბი იმ­აზე უფ­რო და­ბა­ლი ან­აზღა­ურ­ებ­ით მუ­შა­ობ­ენ, ვიდ­რე რე­ალ­ურ­ად მა­თი უნ­არ­ები და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ღირს. ამ­ის მი­ზე­ზი კი არ­ის პორ­თფო­ლი­ოს შექ­მნა. მათ პრო­ფილ­ზე არ ფიქ­სირ­დე­ბა აქ­ამ­დე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და, შე­სა­ბა­მი­სად, დამ­საქ­მე­ბელს უჭ­ირს ენ­დოს ის­ეთ ფრი­ლან­სერს, რო­მელ­საც არ­ას­დროს აუღია პრო­ექ­ტი, ანუ არ აქ­ვს სხვა დამ­საქ­მებ­ლის მი­ერ და­წე­რი­ლი შე­ფა­სე­ბა და არ იც­ის, რამ­დე­ნად სან­დოა. ეს იმ­იტ­ომ ხდე­ბა, რომ პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტის აღ­ება სა­სი­ცოცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა­თა სა­მო­მავ­ლოდ სხვა დამ­ქი­რა­ვებ­ლებს გა­უჩ­ნდეთ ნდო­ბა და თქვენს პრო­ფილ­ზე ნა­ხონ, რომ კარ­გად შე­ას­რუ­ლეთ წი­ნა პრო­ექ­ტე­ბი. ამ­იტ­ომ, გირ­ჩევთ, რომ პირ­ველ პრო­ექ­ტებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ, და­აგ­რო­ვოთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, თუნ­დაც იმ­აზე იაფი გა­და­გი­ხა­დონ, ვიდ­რე თვლით, რომ ღირს თქვე­ნი სა­მუ­შაო. და­საწყის­ში ცო­ტა რთუ­ლი იქ­ნე­ბა პრო­ექ­ტე­ბის აღ­ება, თუმ­ცა არ უნ­და და­ნებ­დეთ და ყო­ვე­ლი შემ­დე­გი პრო­ექ­ტის აღ­ება ბევ­რად გა­გი­მარ­ტივ­დე­ბათ.

იმ­ედი მაქ­ვს, და­გეხ­მა­რე­ბათ ჩე­მი რჩე­ვე­ბი! თუ და­მა­ტე­ბი­თი კითხვე­ბი გექ­ნე­ბათ ან რჩე­ვა დაგ­ჭირ­დე­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ, მი­პო­ვოთ სო­ცი­ალ­ურ ქსელ­ში (facebook.com/M.goguadze3.14) და მომ­წე­როთ. მად­ლო­ბა თსუ გა­ზეთს, რომ მომ­ცა თქვენ­თან შეხ­მი­ან­ებ­ის და რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის გა­წე­ვის სა­შუ­ალ­ება! 

გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს!

 ესა­უბ­რა ნი­ნო კა­კუ­ლია

თარიღი: 08/04/2020