საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

როგორ გახადა ბულინგის თემამ ნატა ასათიანი საზოგადოებისთვის აქტუალური

მაია ტო­რა­ძე

 

პო­პუ­ლა­რულ ოჯ­ახ­ში გა­იზ­არ­და, მაგ­რამ არ­ას­ოდ­ეს უგ­რძვნია, რომ ეს მის­თვის პრი­ვი­ლე­გია იყო — ოჯ­ახ­მა გა­დაწყვი­ტა ასე, რო­ცა შვი­ლებს ცხოვ­რე­ბის ის წე­სი შეს­თა­ვა­ზა, რო­გო­რი­თაც მის გარ­შე­მო სხვე­ბი ცხოვ­რობ­დნენ — ბუ­ნებ­რი­ვი, ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, თავ­მდაბ­ლო­ბა და შრო­მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად უნ­ერ­გავ­დნენ. თა­ვად ამ­ბობს, რომ ირ­მა სო­ხა­ძის და რე­ზო ას­ათი­ან­ის შვი­ლო­ბა ბედ­ნი­ერ­ებაა, მაგ­რამ არა გა­მორ­ჩე­ულ­ობ­ის ნი­შა­ნი, „ვი­ღა­ცის დე­და გაკ­ვე­თილს ატ­არ­ებს, ვი­ღა­ცი­სა — ლექ­ცი­ას, ვი­ღაც კარ­გი ექ­იმია, დე­და­ჩე­მი კი, ისე, რო­გორც მა­მა და ბა­ბუა, არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვად მღე­რის. ამ­აში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ­აფ­ერია, ამ გა­რე­მო­ში გა­ვი­ზარ­დე და მუდ­მი­ვად მეს­მო­და, რომ მა­თი მიღ­წე­ვა მა­თი მიღ­წე­ვაა, ხო­ლო მე და ჩემს დას თა­ვად უნ­და გაგ­ვეკ­ვა­ლა გზა. ას­ეც მოხ­და. მე არ და­მიმ­თავ­რე­ბია კერ­ძო სკო­ლა, სა­ჯა­რო სკო­ლა­ში დავ­დი­ოდი და ვი­ყა­ვი ჩვე­ულ­ებ­რი­ვი მოს­წავ­ლე. ჩემს პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე სწო­რედ ამ გა­რე­მო­ებ­ამ მო­ახ­დი­ნა დი­დი გავ­ლე­ნა. სხვა­თა შო­რის, ჩე­მი შვი­ლე­ბიც სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­დი­ან და ვფიქ­რობ, ამ კუთხით სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე“, — ასე აღ­წერს თა­ვის გაკ­ვა­ლულ გზას ნა­ტა ას­ათი­ანი, რო­მელ­მაც პრო­ფე­სი­აც ისე აირ­ჩია, რომ არც დე­დის და არც მა­მის სპე­ცი­ალ­ობ­ას გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია. „ცო­ტა ჩე­მი უფ­რო­სი და და­მეხ­მა­რა — ის უკ­ვე იმ ას­აკ­ში იყო, რომ შე­ეძ­ლო რჩე­ვა მო­ეცა და ერ­თად მი­ვე­დით იმ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბამ­დე, რომ ფსი­ქო­ლო­გია შე­მეს­წავ­ლა“, — გვითხრა ნა­ტამ.

 

და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი. მა­გის­ტრა­ტუ­რა კი უკ­ვე პრა­ღის ნიუ იორ­კის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში (UNYP) სტრა­ტე­გი­ული კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით აირ­ჩია და დღემ­დე ამ სეგ­მენ­ტს ემ­სა­ხუ­რე­ბა. მის სამ­სა­ხუ­რებ­რივ გა­მოც­დი­ლე­ბა­ში ჩა­იწ­ერა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, თსუ რექ­ტო­რის კონ­სულ­ტან­ტი სა­ზო­გა­დო­ებ­ას­თან ურ­თი­ეთ­ობ­ის სა­კითხებ­ში, კავ­კა­სი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი... მშობ­ლი­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რო­ბის­თვის, ალ­ბათ, ჯერ ემ­ზა­დე­ბა, რა­მე­თუ წელს პრო­ფე­სორ მზია წე­რეთ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია თე­მა­ზე: „ბუ­ლინ­გის ფსი­ქო­ლო­გი­ური ბუ­ნე­ბა და მი­სი გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი (სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი მო­ზარ­დე­ბის მა­გა­ლით­ზე)“.

 

სა­დი­სერ­ტა­ციო თე­მა იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა, რომ ნა­ტა ას­ათი­ანი ტე­ლე­ეკ­რა­ნის ხში­რი სტუ­მა­რი გახ­და – ბუ­ლინ­გი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის ერთ–ერ­თი ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მაა და, ბუ­ნებ­რი­ვია, მი­სი გა­დაჭ­რის გზე­ბით მე­დი­აც ინ­ტე­რეს­დე­ბა.

 

გა­ზე­თი „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტიც“ ამ­ით და­ინ­ტე­რეს­და – რა­ტომ გა­დაწყვი­ტა ამ თე­მა­ზე მუ­შა­ობა და რა რე­კო­მენ­და­ცი­ებს გას­ცემ­და სკო­ლე­ბი­სა და, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის.

 

— ნა­ტა, რა­ტომ აირ­ჩი­ეთ საკ­ვლე­ვად ბუ­ლინ­გის თე­მა, რამ გა­მო­იწ­ვია ამ პრობ­ლე­მი­სად­მი სა­მეც­ნი­ერო ინ­ტე­რე­სი?

 

— მო­გეხ­სე­ნე­ბათ, საკ­მაო ხა­ნი ვი­მუ­შა­ვე გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტრო­ში, სა­დაც ცხა­დად და­ვი­ნა­ხე, რომ ნე­ბის­მი­ერი მცდე­ლო­ბა, ნე­ბის­მი­ერი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის თუ ნე­ბის­მი­ერი სხვა თვალ­საზ­რი­სით, ფუ­ჭი და წყალ­ში გა­დაყ­რი­ლი იყო მა­შინ, რო­ცა სკო­ლებ­ში არ­სე­ბობ­და ძა­ლა­დო­ბი­სა და ბუ­ლინ­გის გახ­ში­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი.

 

მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არც დღეს არი­ან და არც მა­შინ იყ­ვნენ გულ­გრილ­ნი ბუ­ლინ­გის თე­მი­სად­მი, ეს პრობ­ლე­მა მა­ინც პრობ­ლე­მად რჩე­ბო­და და წერ­ტი­ლო­ვა­ნი მცდე­ლო­ბე­ბი, ვთქვათ, ცნო­ბი­ერ­ებ­ის ას­ამ­აღ­ლე­ბე­ლი კამ­პა­ნი­ები, რო­მელ­საც ძლი­ერი ცენ­ტრა­ლუ­რი სკო­ლე­ბი პრო­ექ­ტე­ბის სა­ხით ახ­ორ­ცი­ელ­ებ­დნენ, არ იყო საკ­მა­რი­სი – სტა­ტის­ტი­კა წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბო­და. რა პე­რი­ოდ­იც ვი­მუ­შა­ვე გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში, კვი­რა არ გა­ვი­დო­და, რომ ბუ­ლინ­გის შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლი­ყო რო­მე­ლი­მე სკო­ლა­ში. ნე­ბის­მი­ერი ას­ეთი შემ­თხვე­ვის დროს სკო­ლის ჰარ­მო­ნი­ული ცხოვ­რე­ბა მთლი­ან­ად ირ­ღვე­ვა. ჩემ­თვის კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი, რომ მეც­ნი­ერ­ული თვალ­საზ­რი­სით მეკ­ვლია ქცე­ვის ეს ფე­ნო­მე­ნი, იყო ხო­რა­ვას ქუ­ჩის ტრა­გე­დია, რო­მელ­საც ბუ­ლინ­გის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა უს­წრებ­და წინ.

 

— რა იყო კვლე­ვის მი­ზა­ნი და რა მე­თო­დე­ბით იკ­ვლი­ეთ სა­კითხი?

 

— პირ­ველ რიგ­ში, და­ვინ­ტე­რეს­დი, რა არ­ის ას­ეთი შემ­თხვე­ვე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ური მე­ქა­ნიზ­მი და რა უძ­ღვის წინ ამ ქცე­ვას. ჩვენ გვყავს კვა­ლი­ფი­ცი­ური ფსი­ქო­ლო­გე­ბი, მკვლევ­რე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ები, რომ­ლე­ბიც ბუ­ლინ­გის პრობ­ლე­მა­ზე მუ­შა­ობ­ენ, მაგ­რამ ქარ­თულ ენ­აზე სა­მეც­ნი­ერო ლი­ტე­რა­ტუ­რა ძა­ლი­ან ცო­ტაა. ამ­იტ­ომ გა­დავ­წყვი­ტე, ჩე­მი წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა და კვლე­ვის სა­ხით შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა სის­ტე­მის­თვის გარ­კვე­ული თე­ორი­ები და რე­კო­მენ­და­ცი­ები.

 

ბუ­ლინ­გის მე­ქა­ნიზ­მის კვლე­ვის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი თე­ორია არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც გა­მოგ­ვად­გე­ბო­და, იქ­ნე­ბა ეს ქცე­ვის მო­დე­ლი­რე­ბა თუ სხვა, მაგ­რამ მე ჩე­მი თე­მის ხელ­მძღვა­ნელ­თან ერ­თად გა­დავ­წყვი­ტე, რომ კვლე­ვის პლატ­ფორ­მად გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა ქარ­თუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ური სკო­ლა და ის­ეთი თვით­მყო­ფა­დი თე­ორია, რო­გო­რიც გახ­ლავთ დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის გან­წყო­ბის თე­ორია.

 

აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ და­ვუშ­ვით, რომ გან­წყო­ბა არ­ის მე­ქა­ნიზ­მი, რო­მელ­ზეც შეგ­ვიძ­ლია მო­ვახ­დი­ნოთ გავ­ლე­ნა და ას­ეთი ფორ­მით ვმარ­თოთ ბუ­ლინ­გის შემ­თხვე­ვე­ბი.

 

ჩვე­ნი საკ­ვლე­ვი ჰი­პო­თე­ზა და­ახ­ლო­ებ­ით ასე ჩა­მო­ყა­ლიბ­და: თუ გა­რე­მო არ­ის კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და სა­იმ­ედო, აგ­რე­სია, თუნ­დაც ის არ­სე­ბობ­დეს მოს­წავ­ლე­ებ­ში, არ გა­და­იზ­რდე­ბა ბუ­ლინ­გში და მსგავს ქცე­ვა­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლა­დად შე­მო­ვი­ტა­ნეთ გა­რე­მო და ვთქვით, რომ თუ მოს­წავ­ლე აღ­იქ­ვამს კე­თილ­გან­წყო­ბილ გა­რე­მოს მის ირ­გვლივ, თუ იც­ის, რომ მას ყო­ველ­თვის მე­გობ­რუ­ლად მი­უდ­გე­ბი­ან და მას­წავ­ლე­ბე­ლი გვერ­დში და­უდ­გე­ბა, ის აღ­არაა მოწყვლა­დი და არ გახ­დე­ბა მსხვერ­პლი.

 

კვლე­ვის შე­დე­გად და­დას­ტურ­და კი­დეც, რომ გა­რე­მოს შე­უძ­ლია დი­დი ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნოს, მათ შო­რის, ბუ­ლე­რის ანუ აგ­რე­სო­რის გან­წყო­ბა­ზეც და სა­ბო­ლოო ჯამ­ში აგ­რე­სია ვერ გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

 

აპ­ირ­ებთ თუ არა ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვლე­ვის გაც­ნო­ბას სკო­ლე­ბის­თვის?

 

— დი­ახ, ვა­პი­რებ. ფა­კულ­ტე­ტის დახ­მა­რე­ბით ჩე­მი ნაშ­რო­მი წიგ­ნად და­იბ­ეჭ­დე­ბა და გა­დაწყვე­ტი­ლი მაქ­ვს, რომ შე­დე­გე­ბი გა­ვაც­ნო რო­გორც აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებს, ას­ევე სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ებ­ას­აც. კვლე­ვა და სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა არ­ის სა­ჭი­რო იმ­ის­თვის, რომ პრობ­ლე­მას ეშ­ვე­ლოს.

 

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სწო­რედ ამ გა­რე­მოს შექ­მნას სჭირ­დე­ბა პე­და­გო­გე­ბის დი­დი ძა­ლის­ხმე­ვა, რად­გან მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად ემ­პა­თი­ური იქ­ნე­ბა მოს­წავ­ლის გა­რე­მოც­ვა. რო­გორ ფიქ­რობთ, რა ფორ­მით უნ­და ჩა­ერ­თოს ბუ­ლინ­გის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი?

 

– მას­წავ­ლე­ბე­ლი არ­ის ამ ყვე­ლა­ფერ­ში მთა­ვა­რი რგო­ლი. ძა­ლი­ან ბევ­რმა ქარ­ტე­ხილ­მა გა­დაიარა ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის თავ­ზე და ამ ფონ­ზე სწო­რედ ის­ინი არი­ან მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პი­რე­ბი სას­კო­ლო კლი­მა­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ნა­წილ­ში, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია. სა­ნამ მათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, აქ­ვე უნ­და ვთქვა, რომ ყვე­ლა ცვლი­ლე­ბა მათ შე­ეხ­ოთ — სის­ტე­მა არ­სე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს ხან კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას უწ­უნ­ებ­და, ხან გა­მოც­დებს აბ­არ­ებ­ინ­ებ­და, ხან ტრე­ნინ­გე­ბის ციკ­ლს უტ­არ­ებ­და, რა­მაც დაგ­ვა­ნა­ხა, რომ არ მო­იტ­ანა შე­დე­გი და ეს იმ­იტ­ომ, რომ დღეს ქვე­ყა­ნა­ში მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ციკ­ლი არ არ­ის აწყო­ბი­ლი. ჯერ მომ­ზა­დე­ბის სის­ტე­მა უნ­და აეწყოს და შემ­დეგ ვი­ფიქ­როთ გა­დამ­ზა­დე­ბა­ზე (ტრე­ნინ­გებ­ზე და პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე). რე­ალ­ური რე­ფორ­მა უნ­და იწყე­ბო­დეს არა სკო­ლა­ში, არ­ამ­ედ უმ­აღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც მო­ამ­ზა­დე­ბენ პე­და­გოგს და მხო­ლოდ ამ­ის შემ­დეგ უნ­და ზრუ­ნავ­დეს სის­ტე­მა მის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი არა არ­სე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა­ზე, არ­ამ­ედ სის­ტე­მა­ში ახ­ალი, მომ­ზა­დე­ბუ­ლი კად­რე­ბის შეშ­ვე­ბა­ზე უნ­და გა­კეთ­დეს. ძა­ლი­ან კარ­გი იდეაა ორი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბე­ლი პროგ­რა­მე­ბის არ­სე­ბო­ბა, რაც ცალ­კე­ული დარ­გის სპე­ცი­ალ­ის­ტებს მას­წავ­ლებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც მის­ცემს. თსუ უკ­ვე შე­ვი­და ამ ინ­იცი­ატ­ივ­ით პარ­ლა­მენ­ტში და ვე­ლო­დე­ბით და­დე­ბით გა­დაწ­ვე­ტას.

 

ამ ყვე­ლა­ფერ­ზე იმ­იტ­ომ ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რადღე­ბას, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი სწო­რედ ამ პო­ზი­ტი­ური სას­კო­ლო კლი­მა­ტის ფორ­მი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით მთა­ვა­რი და­საყ­რდე­ნია. დღეს გა­ნათ­ლე­ბა აღ­არ გა­ნი­ხი­ლე­ბა მხო­ლოდ ცოდ­ნის გა­და­ცე­მად, დღეს გა­ნათ­ლე­ბის ქვეშ მო­ვი­აზ­რებთ მოს­წავ­ლის (მთლი­ან­ობ­ით) ჰო­ლის­ტურ გან­ვი­თა­რე­ბას, ეს კი პრაქ­ტი­კუ­ლად მი­უღ­წე­ვე­ლია, რო­ცა მოს­წავ­ლეს არ ვუქ­მნით კე­თილ­გან­წყო­ბილ, მშვიდ, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ გა­რე­მოს და არ ვახ­ვედ­რებთ სკო­ლა­ში კვა­ლი­ფი­ცი­ურ პე­და­გოგს.

 

რა უნ­და გა­კეთ­დეს სკო­ლებ­ში ბუ­ლინ­გთან ბრძო­ლის თვალ­საზ­რი­სით? სკო­ლა­ში უნ­და არ­სე­ბობ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი. უფ­რო სწო­რად, რო­დე­საც ბუ­ლინ­გზე გვაქ­ვს სა­უბ­არი, სკო­ლამ რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და იმ­უშა­ოს: ერ­თი არ­ის ის, რომ უნ­და არ­სე­ბობ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი გზამ­კვლე­ვი, ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა, რა­საც მის­დევს სკო­ლა. თუ ბუ­ლინ­გის ფაქ­ტი გა­მომ­ჟღავ­ნდა, ეს დო­კუ­მენ­ტი უნ­და იყ­ოს ყვე­ლას მი­ერ გა­ზი­არ­ებ­ული. მას­წავ­ლე­ბელ­მა, დი­რექ­ცი­ამ, მოს­წავ­ლემ და მშო­ბელ­მაც უნ­და იც­ოდ­ეს ამ გზამ­კვლე­ვის თა­ობ­აზე.

 

რა­ში გვეხ­მა­რე­ბა ეს? ერ­თი მხრივ, იც­ავს პო­ტენ­ცი­ურ მსხვერ­პლს და მე­ორე მხრივ, აფ­რთხი­ლებს პო­ტენ­ცი­ურ მო­ძა­ლა­დეს – პო­ტენ­ცი­ურ­მა მსხვერ­პლმა იც­ის, რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გმე­ბა, თუ ის გახ­დე­ბა მსხვერ­პლი და მო­ძა­ლა­დე­მაც იც­ის, რომ სა­კუ­თარ ქცე­ვა­ზე პა­სუ­ხი აუც­ილ­ებ­ლად მო­ეთხო­ვე­ბა. რო­დე­საც ასე გარ­კვე­ულია ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, უფ­რო ნაკ­ლე­ბი შან­სია ბუ­ლინ­გის შემ­თხვე­ვე­ბის და ეს აუც­ილ­ებ­ლად უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს სკო­ლამ.

 

ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში არ­ის ას­ეთი პრაქ­ტი­კა: არ­სე­ბობს მე­დი­ატ­ორ­ის პო­ზი­ცია, რო­მელ­საც იკ­ავ­ებს კვლი­ფი­ცი­ური ად­ამი­ანი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს გან­ვი­თა­რე­ბის ფსი­ქო­ლო­გი, ბავ­შვთა ფსი­ქო­ლო­გი ან კონ­ფლიქ­ტებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კონ­სულ­ტან­ტი, რო­მელ­მაც იც­ის, თუ რო­გორ ჩა­ერი­ოს ბუ­ლინ­გის სა­კითხში. ბუ­ლინ­გი ხომ სო­ცი­ალ­ური ქცე­ვაა? ამ­იტ­ომ არ­ას­დროს უნ­და წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ერ­თი მო­ძა­ლა­დე ან ერ­თი მსხვერ­პლია. მათ აუც­ილ­ებ­ლად ჰყავთ ე.წ. „დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი“ – ჩარ­თუ­ლე­ბი ან ნაკ­ლე­ბად ჩარ­თუ­ლე­ბი პრო­ცეს­ში. დამ­კვირ­ვე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა არ ერ­თვე­ბო­დეს ამ პრო­ცეს­ში, მაგ­რამ გულ­გრი­ლო­ბით და პა­სი­ურ­ობ­ით პო­ზი­ცი­ას მა­ინც აფ­იქ­სი­რებს. ამ­დე­ნად, ეს კომ­პლექ­სუ­რი სა­კითხია და ას­ეთ­ივე კომ­პლექ­სურ მიდ­გო­მას სა­ჭი­რო­ებს, რა­ზეც ზრუნ­ვაც უნ­და და­იწყოს.

 

რა ად­გი­ლი უჭ­ირ­ავს ამ პრო­ცეს­ში მშო­ბელს, რამ­დე­ნა­დაა მყა­რი დღეს მშობ­ლის და სკო­ლის კავ­ში­რე­ბი?

 

— ბავ­შვთა შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის დროს ხში­რად გაგ­ვი­გია მშობ­ლე­ბის­გა­ნაც და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გა­ნაც – „ბავ­შვე­ბი არი­ან და თა­ვად გა­არ­კვე­ვენ“, „ვის არ უჩხუ­ბია“, „მე­რე რა მოხ­და“ და ა.შ. ამ­ით იწყე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი ტრა­გე­დია.

 

დღეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მორ­ღვე­ულია მშობ­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა. ზო­გა­დად, მშობ­ლე­ბის პე­და­გო­გი­ზა­ცია კი­დევ ცალ­კე მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რო­მელ­ზეც სა­ხელ­მწი­ფომ უნ­და აიღ­ოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. აი, ახ­ლაც, პან­დე­მი­ამ ცხა­დად გვაჩ­ვე­ნა, რომ მშობ­ლე­ბი არ ვი­ყა­ვით მზად, რომ აგ­ვე­ღო ხელ­ში ჩვე­ნი შვი­ლე­ბის სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი. ამ­ას­თან, არც ის ვი­ცით, რო­გორ და­ვუ­ჭი­როთ ემ­ოცი­ურ­ად მათ მხა­რი, ამ­ას არ­ავ­ინ გვას­წავ­ლის. ჩემს ოჯ­ახ­შიც ხში­რად გა­მი­გია ჩე­მი შვი­ლე­ბის მი­სა­მარ­თით მა­თი ბე­ბია-ბა­ბუ­ებ­ის­გან გას­რო­ლი­ლი ფრა­ზა, რო­მელ­საც არ ვუ­ფიქ­რდე­ბით: „გო­გო ხომ არ ხარ, რა გა­ტი­რებს?!“. ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, ჩვენ­და­უნ­ებ­ურ­ად, კი­დევ უფ­რო ვაღ­რმა­ვებთ იმ სტე­რე­ოტ­იპ­ებს, რომ­ლე­ბიც გა­მო­სას­წრე­ბე­ლი და მო­სა­შო­რე­ბე­ლია. ჩვენ უნ­და და­ვიწყოთ ამ­აზე სა­უბ­არი და ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ რა­ღაც ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე.

 

მე­სა­მე მე­ქა­ნიზ­მი ბუ­ლინ­გთან ბრძო­ლი­სა არ­ის ის (თუმ­ცა ეს­ეც სა­ყო­ველ­თაო უნ­და იყ­ოს და არა წერ­ტი­ლო­ვა­ნი), რომ ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად უნ­და და­იგ­ეგ­მოს ცნო­ბი­ერ­ებ­ის ას­ამ­აღ­ლე­ბე­ლი გრძელ­ვა­დი­ანი და ქმე­დი­თი კამ­პა­ნია ბუ­ლინ­გთან მი­მარ­თე­ბა­ში. ყვე­ლა რგოლ­მა უნ­და გა­იგ­ოს, რომ ეს არ­ის სა­მარ­ცხვი­ნო ქცე­ვა, რო­მელ­საც ერ­თად უნ­და ვებ­რძო­ლოთ. ამ­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, უბ­რა­ლოდ, ამ პრობ­ლე­მი­სად­მი თვა­ლის გას­წო­რე­ბა და მუ­შა­ობაა სა­ჭი­რო.

 

შვი­ლე­ბი ახ­სე­ნეთ და... თა­ვად თუ ცდი­ლობთ, ამ­გვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩა­უნ­ერ­გოთ შვი­ლებს?

 

— სულ ის გან­ცდა მაქ­ვს, რომ მე არ ვარ ის­ეთი დე­და, რო­გო­რიც მინ­და, ვი­ყო. ვერ გეტყვით ნამ­დვი­ლად, რომ რა­ღა­ცებს სხვა დე­დე­ბის­გან უკ­ეთ­ეს­ად და გა­მორ­ჩე­ულ­ად ვა­კე­თებ. მეც სა­კუ­თა­რი ეჭ­ვე­ბი მაქ­ვს და ვფიქ­რობ, რა­ღა­ცებს უკ­ეთ­ეს­ად უნ­და ვა­კე­თებ­დე. ოღ­ონდ, ვცდი­ლობ, რომ მე­ტად ემ­პა­თი­ური და გამ­გე­ბი ვი­ყო, ეს ხან გა­მოგ­ვდის, ხან – არა. ამ დროს უნ­და დაგ­ვეხ­მა­როს სკო­ლა.

 

თქვე­ნი სა­უბ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სკო­ლამ ცოდ­ნის გა­და­ცე­მა­ზე მე­ტი რამ უნ­და აიღ­ოს თა­ვის თავ­ზე. მა­ინც, ვინ უნ­და აღ­ზარ­დოს გა­ნათ­ლე­ბის ამ სა­ფე­ხურ­მა – ნი­ჭი­ერი ახ­ალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც სწავ­ლას უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლებს თუ ად­ამი­ანი, რო­მელ­საც სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ექ­ნე­ბა?

 

— გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ, სკო­ლა­მაც და უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მაც, პირ­ველ რიგ­ში, მო­ქა­ლა­ქე უნ­და აღ­ზარ­დოს — აკ­ად­ემი­ური გა­ნათ­ლე­ბა და აღ­ზრდა ერ­თი მთლი­ან­ის ორ გა­ნუ­ყო­ფელ კომ­პო­ნენ­ტად უნ­და წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ. ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ის­ტო­რია სწო­რად გა­აზ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იძ­ლე­ვა ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფიქ­რე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ას და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა სა­გა­ნი ამ­ას უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს.

 

— პატ­რი­ოტ­ული გრძნო­ბე­ბიც სკო­ლამ უნ­და აღ­ძრას? ბო­ლო დროს რა­ღაც­ნა­ირ­ად სა­ქი­ლი­კო გახ­და ეს სიტყვაც და ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ებ­იც...

 

— სკო­ლას და მით უმ­ეტ­ეს უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს, ზო­გა­დად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცია ეკ­ის­რე­ბათ იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ იმ­არ­თე­ბო­დეს დის­კუ­სი­ები, მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს ან­ალ­იზი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის, აწ­მყოს, მი­სი ტრა­დი­ცი­ებ­ის თუ იდ­ენ­ტო­ბის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ. ეს რთუ­ლი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბი არ უნ­და იყ­ოს სტა­ტი­კუ­რი, ის­ინი ფიქ­რს და გან­სჯას სა­ჭი­რო­ებს. დი­დი რო­ლი აქ­ვს მე­დი­ას­აც — ჩვენ­ში რიგ­მა მე­დი­ას­აშუ­ალ­ებ­ებ­მა გა­ნა­პი­რო­ბეს ის, რომ პატ­რი­ოტ­იზ­მი დღეს გა­შარ­ჟე­ბუ­ლი ფორ­მი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ტოკ-შოუებში რე­იტ­ინ­გის აწ­ევ­ის მიზ­ნით დამ­კვიდ­რდა ტენ­დენ­ცია, რო­ცა გვაჩ­ვე­ნე­ბენ ორ რა­დი­კა­ლურ პო­ლუსს, რო­მე­ლიც ხში­რად წარ­მო­სახ­ვი­თია და არ ას­ახ­ავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­ის რე­ალ­ობ­ას და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას. „ტრა­დი­ცი­ებ­ის დამ­ცვე­ლე­ბად“ ხში­რად გვევ­ლი­ნე­ბი­ან სა­ეჭ­ვო წარ­სუ­ლის და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, ხო­ლო მათ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­ად, ასე ვთქვათ, „წინ წა­სუ­ლე­ბად“, თუ „თა­ნა­მედ­რო­ვე­ებ­ად“ მიჩ­ნე­ულ­ები, ვის­თა­ნაც მო­სახ­ლე­ობ­ის დი­დი ნა­წი­ლი თავს ვერ აიგ­ივ­ებს. დის­კუ­სია შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ხმა­მა­ღა­ლი, ემ­ოცი­ური ფრა­ზე­ბით და ყვი­რი­ლით გა­და­იფ­არ­ება ხოლ­მე. და ეს, მათ შო­რის, იწ­ვევს იმ­ას­აც, რომ „პატ­რი­ოტ­იზ­მი“ და „ტრა­დი­ცია“არ­ას­წო­რა­დაა აღ­ქმუ­ლი. დის­კუ­სია და გან­სჯა სწო­რედ იმ­ის შე­სა­ხე­ბაა სა­ჭი­რო, თუ რას ნიშ­ნავს ტრა­დი­ცია, რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­ის სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ყო­ფა, თა­ნაცხოვ­რე­ბა, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი თუ რი­ტუ­ალ­ები, რა გან­საზღვრავს ჩვენს კო­ლექ­ტი­ურ იდ­ენ­ტო­ბას. და ამ­აში რო­გორც სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა, ისე მე­დი­ამ და მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­ამ უნ­და მი­იღ­ოს მო­ნა­წი­ლე­ობა.

 

– პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­მა უარ­ყო­ფით­თან ერ­თად რა­ღაც და­დე­ბი­თიც მო­იტ­ანა – ზოგ­მა ახ­ალი ნი­ჭი აღ­მო­აჩ­ინა სა­კუ­თარ თავ­ში, ზოგ­მაც დაწყე­ბუ­ლი და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე­ები მი­იყ­ვა­ნა ბო­ლომ­დე. თქვენ, რო­გორ ჩანს, მე­ორე ჯგუფს გა­ნე­კუთ­ვნე­ბით, რად­გან დი­სერ­ტა­ცი­ას­თან ერ­თად კი­დევ ერ­თი კარ­გი და სა­შუ­რი საქ­მე გა­აკ­ეთ­ეთ – გა­მო­სა­ცე­მად მო­ამ­ზა­დეთ წიგ­ნი „ყვე­ლა­ფე­რი სა­ჯა­როდ სა­უბ­რის შე­სა­ხებ“...

 

– ზო­გა­დად ერთ ად­გი­ლას ვერ ვჩერ­დე­ბი და არ შე­მიძ­ლია იმ­ის გან­ცდა, რომ არ­აფ­ერს ვა­კე­თებ. ეს წიგ­ნიც ერ­თგვა­რი მი­ზა­ნი იყო ჩემ­თვის – რად­გან პან­დე­მიაა და აქ­ტი­ური ცხოვ­რე­ბა უც­ებ ძა­ლი­ან პა­სი­ური გახ­და, მინ­დო­და, და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა ჩე­მი სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მი და და­მეც­ვა დრო­ულ­ად. ამ­ას­თან, იქ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მრა­ვა­ლი წე­ლია ვას­წავ­ლი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლის ხე­ლოვ­ნე­ბას, სურ­ვი­ლი მქონ­და, ლექ­ცი­ები შე­მეკ­რა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ. ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მე და ეს შრო­მა ჩემ­თვის ერ­თი დი­დი სი­ამ­ოვ­ნე­ბა იყო. იმ­დე­ნად მიყ­ვარს ის, რაც დავ­წე­რე, რომ, პი­რი­ქით, მო­მე­ნატ­რა კი­დეც ეს პე­რი­ოდი.

 

რაც შე­ეხ­ება გა­მო­ცე­მას, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა შე­მა­გუ­ლი­ანა, რომ წიგ­ნი გა­მეგ­ზავ­ნა პა­ლიტ­რა L-სთვის, რო­მე­ლიც წიგ­ნე­ბის ერთ-ერ­თი მსხვი­ლი გა­მომ­ცე­მე­ლია და აქ­ვს ხა­ზი „ლურ­ჯი ოკე­ანე“, რო­მე­ლიც ცნო­ბილ ან მნიშ­ვნე­ლო­ვან ბიზ­ნეს–ლი­ტე­რა­ტუ­რას ბეჭ­დავს. პირ­ვე­ლი ორი თა­ვი რომ გავ­გზავ­ნე, მათ­გან ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­ურ­ება მი­ვი­ღე და ამ­ან მომ­ცა მო­ტი­ვა­ცია, ბო­ლომ­დე მი­მეყ­ვა­ნა საქ­მე. ახ­ლა დი­ზა­ინ­იც მზად არ­ის, უკ­ვე და­კა­ბა­დო­ნე­ბუ­ლია და ვე­ლო­დე­ბი, რომ გა­მოს­ცე­მენ და სექ­ტემ­ბრის­თვის ჩე­მი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­თი ვას­წავ­ლი სტუ­დენ­ტებს.

თარიღი: 06/07/2021