საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

როგორ აანალიზებენ პროფესიონალები ყველა ტიპის ენერგეტიკული რესურსების გამოყენების მიზანშეწონილობას

ნა­მახ­ვან­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კითხს ცო­ტა ხნის წინ დი­დი მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ებ­ის აზ­რი ორ­ად გა­ყო: ნა­წი­ლი მი­სი მშე­ნებ­ლო­ბის მომ­ხრეა, ნა­წილ­მა კი მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბა ერ­თგვარ „გა­მარ­ჯვე­ბად“ და „გა­დარ­ჩე­ნად“ შე­აფ­ასა. მი­უხ­ედ­ავ­ად აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ობ­ისა, ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის შე­სა­ხებ ქარ­თულ მე­დი­აში ნაკ­ლე­ბი ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცა პრო­ფე­სი­ონ­ალ­თა მო­საზ­რე­ბებს – რა და­დე­ბი­თი ან უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და ნა­მახ­ვა­ნის აშ­ენ­ებ­ას, ან რა შემ­ხვედ­რი ღო­ნის­ძი­ებ­ები უნ­და გა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო ტყის გა­ჩეხ­ვის, დაც­ლი­ლი სოფ­ლე­ბის და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სა­ვარ­გუ­ლე­ბის კომ­პენ­სა­ცი­ის­თვის.

 

ცო­ტა ხნის წინ თსუ-ის მ. ნო­დი­ას სა­ხე­ლო­ბის გე­ოფ­იზ­იკ­ის ინ­სტი­ტუ­ტის ვებ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ჰიდ­რო­ენ­ერ­გე­ტი­კულ პო­ტენ­ცი­ალს და ეკ­ოლ­ოგი­ური პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზებს გვთა­ვა­ზობს. ნაშ­რომ­ში ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ზუ­რაბ კე­რე­სე­ლი­ძე და ზა­მი­რა არ­ზი­ანი აან­ალ­იზ­ებ­ენ ყვე­ლა ტი­პის ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში და გა­მოკ­ვე­თენ იმ ფაქ­ტო­რებს, რო­მელ­საც ქვეყ­ნის ენ­ერ­გო­რე­სურ­სე­ბით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა შე­უძ­ლია.

 

სა­ქარ­თვე­ლოს ჰიდ­რო­ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ტენ­ცი­ალ­ის შე­ფა­სე­ბა და ეკ­ოლ­ოგი­ური პრობ­ლე­მე­ბი

ზუ­რაბ კე­რე­სე­ლი­ძე, ზა­მი­რა არ­ზი­ანი

 

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ყოფ­ნი­სას სა­ქარ­თვე­ლო იყო იმ რეს­პუბ­ლი­კა­თა შო­რის, რო­მე­ლიც ენ­ერ­გო­მა­ტა­რებ­ლებ­ზე, კერ­ძოდ, ელ­ექ­ტრო­ენ­ერ­გი­აზე სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბით მოთხოვ­ნი­ლე­ბას ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თარ­და საკ­მა­ოდ ღრმა ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც დღეს მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ არ­ის დაძ­ლე­ული. წარ­სუ­ლის მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რი­სათ­ვის აშ­კა­რა გახ­და, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნის სრუ­ლი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის მიღ­წე­ვა ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის გა­რე­შე. ცხა­დია, რომ ქვეყ­ნი­სათ­ვის სა­სი­ცოცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ამ პრობ­ლე­მის გა­დაწყვე­ტის ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რია იმ ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სის რა­ცი­ონ­ალ­ურ­ად გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გა­აჩ­ნია.

 

ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ჩვე­ნი მთა­ვა­რი სიმ­დიდ­რეა ჰიდ­რო რე­სურ­სი, რომ­ლის პო­ტენ­ცი­ალ­ის ხე­ლა­ხა­ლი გა­და­ფა­სე­ბა დღეს მწვა­ვე კა­მა­თის სა­განს წარ­მო­ად­გენს, რაც, ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს ად­რე დაგ­რო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­მართ ნი­ჰი­ლის­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ფონ­ზე. ამ­ის მთა­ვარ მი­ზე­ზად მიგ­ვაჩ­ნია აშ­კა­რა ფაქ­ტი, რომ დის­კუ­სი­აში ჩარ­თუ­ლი ად­ამი­ან­ებ­ის უმ­ეტ­ეს­ობ­ას გა­აჩ­ნია კომ­პე­ტენ­ცი­ის დე­ფი­ცი­ტი ენ­ერ­გე­ტი­კის სფე­რო­ში.

 

მი­უხ­ედ­ავ­ად ჰიდ­რო­რე­სურ­სე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­დიდ­რი­სა, მა­თი ათ­ვი­სე­ბის დო­ნით სა­ქარ­თვე­ლო საგ­რძნობ­ლად ჩა­მორ­ჩე­ბა მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს. ამ მხრივ გა­სა­ოც­არ შე­დეგს მი­აღ­წი­ეს ნორ­ვე­გი­აში, რო­მე­ლიც, სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სად, ჰიდ­რო­რე­სურ­სე­ბით მდი­და­რი ქვე­ყა­ნაა და ამ­ჟა­მად იგი პირ­ველ ად­გილ­ზეა მსოფ­ლი­ოში ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე ელ­ექ­ტრო­ენ­ერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის მი­ხედ­ვით.

 

ჰიდ­რო­რე­სურ­სე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს არ გა­აჩ­ნია ენ­ერ­გე­ტი­კა­ში აუც­ილ­ებ­ელი ნავ­თო­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი აირ­ის სე­რი­ოზ­ული მა­რა­გე­ბი, თუმ­ცა მა­თი დაზ­ვერ­ვა საბ­ჭო­თა ეპ­ოქ­ის შემ­დე­გაც სის­ტე­მა­ტი­ურ­ად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პერ­სპექ­ტი­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი. კერ­ძოდ, დრო­დად­რო ჩნდე­ბა იმ­ედი, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლო და­იკ­მა­ყო­ფი­ლებს ნედლ ნავ­თობ­ზე მთლი­ანი მოთხოვ­ნი­ლე­ბის ნა­ხე­ვარს მა­ინც, ანუ არ­ან­აკ­ლებ ერთ მი­ლი­ონ ტო­ნას წე­ლი­წად­ში. არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მად გა­აჩ­ნია და­ახ­ლო­ებ­ით 12 მი­ლი­ონი ტო­ნა ნავ­თო­ბის რე­სურ­სი, ხო­ლო ოპ­ტი­მის­ტუ­რი პროგ­ნო­ზით, თუ შა­ვი ზღვის სა­ნა­პი­რო შელ­ფზე აღ­მოჩ­ნდე­ბა ნავ­თო­ბი, ეს ციფ­რი რამ­დე­ნი­მე ათე­ულ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა გა­იზ­არ­დოს და 500 მი­ლი­ონ ტო­ნას მი­აღ­წი­ოს. დღეს ეს ოც­ნე­ბას უფ­რო ჰგავს, ვიდ­რე რე­ალ­ობ­ას. რაც შე­ეხ­ება ბუ­ნებ­რივ აირს, ვა­რა­უდ­ობ­ენ, რომ ჩვე­ნი წი­აღი მას შე­იც­ავს 2-დან 100 მი­ლი­არდ კუ­ბურ მეტ­რამ­დე, თუმ­ცა დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ზის სამ­რეწ­ვე­ლო მო­პო­ვე­ბა არ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულა. გარ­და ნავ­თო­ბი­სა, გარ­კვე­ული პერ­სპექ­ტი­ვა გა­აჩ­ნია, აგ­რეთ­ვე, გე­ოთ­ერ­მუ­ლი წყლე­ბის მო­პო­ვე­ბას და მათ სამ­რეწ­ვე­ლო ექ­სპლო­ატ­აცი­ას. ამ­ას­თან, უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ თუ ეს პრო­ცე­სი სრუ­ლი დატ­ვირ­თვით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით მიღ­წე­ული იქ­ნე­ბა ის­ეთი ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი ეფ­ექ­ტი, რო­მე­ლიც არ­ან­აკ­ლებ 1,3-1,5 მი­ლი­ონი ტო­ნა პი­რო­ბი­თი საწ­ვა­ვის ექ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რია.

 

ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე მე­ტი ოდ­ენ­ობ­ით გა­აჩ­ნია საკ­მა­ოდ და­ბა­ლი ხა­რის­ხის ქვა­ნახ­ში­რი. სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, მი­სი მა­რა­გი ტყი­ბულ­ში, ტყვარ­ჩელ­ში და ახ­ალ­ცი­ხე­ში 700 მი­ლი­ონ ტო­ნას აღ­წევს. რაც შე­ეხ­ება მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ქვა­ნახ­შირს, ამ საწ­ვა­ვით სა­ქარ­თვე­ლო არც ის­ეთი მდი­და­რი ქვე­ყა­ნაა, ამ­იტ­ომ გა­მარ­თლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მი­სი არ­აპ­ირ­და­პი­რი მოხ­მა­რე­ბა, ანუ გარ­დაქ­მნა აირ­ად და თხე­ვად პულ­პად, რაც ეკ­ოლ­ოგი­ურ­ად გა­ამ­არ­თლებს მის გა­მო­ყე­ნე­ბას.

 

რამ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ქარ­თვე­ლოს ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა

 

ბევ­რს მი­აჩ­ნია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ურ ფაქ­ტორ­თა შო­რის, რომ­ლებ­მაც უნ­და უზ­რუნ­ველ­ყონ სა­ქარ­თვე­ლოს ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლი შე­იძ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლოს ქა­რი­სა და მზის ენ­ერ­გი­ამ. ზო­გა­დად, ეს იდეა ყო­ველ­მხრივ მიმ­ზიდ­ვე­ლია, თუმ­ცა, მი­სი ფარ­თო მას­შტა­ბი­ანი რე­ალ­იზ­აცია შო­რე­ული პერ­სპექ­ტი­ვის სა­გა­ნია. დღეს ალ­ტერ­ნა­ტი­ული წყა­რო­ებ­ის გა­მო­ყე­ნე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ელ­ექ­ტრო­ენ­ერ­გია ეკ­ონ­ომი­ურ­ად უფ­რო მომ­გე­ბი­ანი იქ­ნე­ბა მდი­და­რი ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვის, ვიდ­რე ღა­რი­ბე­ბი­სათ­ვის.

 

რო­დე­საც ენ­ერ­გი­ის არ­ატ­რა­დი­ცი­ულ გა­ნახ­ლე­ბად წყა­რო­ებ­ზე ვმსჯე­ლობთ, აუც­ილ­ებ­ლად უნ­და შე­ვე­ხოთ ბიოენერგეტიკის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. აშ­კა­რაა, რომ ჩვე­ნი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი საკ­მა­ოდ შე­სა­ფე­რი­სია ბი­ომ­ას­ის დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ით წარ­მო­ებ­ის­ათ­ვის. უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ გარ­კვე­ული ეკ­ონ­ომ­იკ­ურ-ტექ­ნი­კუ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი გა­აჩ­ნია ბი­ოგ­აზ­ის მიმ­ღე­ბი და­ნად­გა­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას­აც. გან­სა­კუთ­რე­ბით პერ­სპექ­ტი­ულია ას­ეთი და­ნად­გა­რე­ბი მთი­ან­ეთ­ის პი­რო­ბებ­ში, სა­დაც მე­სა­ქონ­ლე­ობა მო­სახ­ლე­ობ­ის საქ­მი­ან­ობ­ის ტრა­დი­ცი­ულ სა­ხეს წარ­მო­ად­გენს.

 

შე­იძ­ლე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­ში ისე ვა­წარ­მო­ოთ ახ­ალი ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, ან უკ­ვე არ­სე­ბუ­ლის ექ­სპლო­ატ­აცია, რომ მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვიყ­ვა­ნოთ ნე­გა­ტი­ური ზე­მოქ­მე­დე­ბა გა­რე­მო­ზე? მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ, სა­თა­ნა­დო სურ­ვი­ლი­სა და და­ფი­ნან­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია და­საშ­ვებ ფარ­გლე­ბამ­დე და­ვიყ­ვა­ნოთ, ან სუ­ლაც მთლი­ან­ად ავ­იც­ილ­ოთ ტექ­ნო­გე­ნუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა ბუ­ნებ­რივ წო­ნას­წო­რო­ბა­ზე. მა­გა­ლი­თი­სათ­ვის გან­ვი­ხი­ლოთ წყალ­სა­ცა­ვე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა.

 

სა­კითხი, თუ რამ­დე­ნად სა­ჭი­როა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბე­ბით დი­დი წყალ­სა­ცა­ვე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით პრინ­ცი­პუ­ლი და­ვის სა­გა­ნი გახ­და ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა ეპ­ოქ­იდ­ან მო­ყო­ლე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მე ათ­წლე­ულ­ის წინ დაწყე­ბუ­ლი გაცხა­რე­ბუ­ლი პო­ლე­მი­კა, ერ­თი მხრივ, ენ­ერ­გე­ტი­კო­სებ­სა და ჰიდ­რომ­შე­ნებ­ლებს, ხო­ლო, მე­ორე მხრივ, ბუ­ნე­ბის დამ­ცვე­ლებს შო­რის, კვლავ მთე­ლი ძა­ლით გაღ­ვივ­და ჯერ ხუ­დო­ნის, დღეს კი ნა­მახ­ვან­ჰე­სის პრო­ექ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით. გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჰიდ­რო­რე­სურ­სებს ახ­ასი­ათ­ებს სე­ზო­ნუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში მდი­ნა­რე­თა ჩა­მო­ნა­დე­ნის მკვეთრ შემ­ცი­რე­ბას­თან. იმ­ის­ათ­ვის, რომ და­იფ­არ­ოს წყლის დე­ფი­ცი­ტი, უნ­და ხდე­ბო­დეს მი­სი აკ­უმ­ულ­ირ­ება ხე­ლოვ­ნურ რე­ზერ­ვუ­არ­ებ­ში. წყალ­სა­ცა­ვე­ბი სა­შუ­ალ­ებ­ას იძ­ლე­ვა ჰიდ­რო­ელ­ექ­ტრო­სად­გუ­რებ­ზე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ელ­ექ­ტრო­ენ­ერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის მეტ-ნაკ­ლე­ბად სტა­ბი­ლუ­რი დო­ნე. ეს ნიშ­ნავს, რომ, გარ­და­უვ­ალი აუც­ილ­ებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იარ­სე­ბებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ჰე­სე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნოთ არა მარ­ტო ენ­ერ­გი­აზე პი­კუ­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­სა­ფა­რა­ვად, არ­ამ­ედ, სა­ჭი­რო­ებ­ის მი­ხედ­ვით, გარ­კვე­ული დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის­ინი ვა­მუ­შა­ოთ ბა­ზი­სურ რე­ჟიმ­ში. გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ ახ­ლო წარ­სულ­ში, სა­ში­ნე­ლი ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი კრი­ზი­სის დროს, ბა­ზი­სურ რე­ჟიმ­ში მო­მუ­შა­ვე ენ­გურ­ჰე­სი აღ­მოჩ­ნდა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ქვეყ­ნის გა­დამ­რჩე­ნე­ლი სრუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ურ-სო­ცი­ალ­ური კო­ლაფ­სი­სა­გან. ამ­იტ­ომ, თუ ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი პრობ­ლე­მის ჩვე­ნი ძა­ლე­ბით გა­დაწყვე­ტა მარ­თლაც გვინ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ან უნ­და შე­იქ­მნას თბო­ელ­ექ­ტრო­სად­გუ­რე­ბის ძლი­ერი ბა­ზა, ან უნ­და აშ­ენ­დეს ახ­ალი, საკ­მა­ოდ მძლავ­რი ჰე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც, სა­ჭი­რო­ებ­ის შემ­თხვე­ვა­ში, გარ­კვე­ული დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბა­ზი­სურ რე­ჟიმ­ში იმ­უშ­ავ­ებ­ენ. მაგ­რამ, ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, თუ რო­გორ შევ­ძლებთ თა­ნა­მედ­რო­ვე, მძლავ­რი ჰიდ­რო­ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის შექ­მნას, საკ­მაო მო­ცუ­ლო­ბის მქო­ნე, წყლის ხარ­ჯის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი წყალ­სა­ცა­ვე­ბის გა­რე­შე..

 

სა­ქარ­თვე­ლო ღა­რი­ბია ბუ­ნებ­რი­ვი ში­და წყალ­სა­ტე­ვე­ბით. ჩვენს ტე­რი­ტო­რი­აზე სულ 200-მდე ბუ­ნებ­რი­ვი ტბაა, თა­ნაც ძი­რი­თად ძა­ლი­ან მცი­რე ზე­და­პი­რუ­ლი ფარ­თის მქო­ნე. ხე­ლოვ­ნუ­რი წყალ­სა­ცა­ვე­ბის ზო­მე­ბიც არც თუ ისე დი­დია. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ, რო­ცა კაშ­ხა­ლის სა­შუ­ალ­ებ­ით ხდე­ბა მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის გა­და­კეტ­ვა და წყლის დატ­ბორ­ვა, იკ­არ­გე­ბა ჩვე­ნი, ის­ედ­აც მცი­რე­მი­წი­ანი ქვეყ­ნი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში წყლით იფ­არ­ება სოფ­ლე­ბი. ამ­იტ­ომ, ყვე­ლა წყალ­სა­ცა­ვის საპ­რო­ექ­ტო ხარ­ჯებ­ში აუც­ილ­ებ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იყ­ოს ტყის და­ნა­კარ­გე­ბის, ე.ი. მერ­ქნის რე­სურ­სის კომ­პენ­სა­ცია, ანუ უნ­და მოხ­დეს და­ნა­კარ­გის ტოლ­ფა­სი ტყის გა­შე­ნე­ბის ფი­ნან­სი­რე­ბა.

 

წყალ­სა­ცა­ვე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას ხში­რად თან ახ­ლავს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უარ­ყო­ფი­თი მო­მენ­ტი, სოფ­ლე­ბის გა­და­სახ­ლე­ბა. იმ­ის გა­რან­ტი, რომ მშე­ნებ­ლო­ბი­დან აყ­რი­ლი ოჯ­ახ­ებ­ის წევ­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ახ­ალ­გაზ­რდებს მი­ეც­ემ­ათ შე­სა­ფე­რი­სი კომ­პენ­სა­ცია და გა­უჩ­ნდე­ბათ ღირ­სე­ული მო­მავ­ლის პერ­სპექ­ტი­ვა, უნ­და იყ­ოს სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლია, პირ­ველ რიგ­ში და­იც­ვას მო­სახ­ლე­ობ­ის, ხო­ლო შემ­დგომ მშე­ნებ­ლის ან ჰიდ­რო­ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი ობი­ექ­ტის ექ­სპლო­ატ­ატ­ორ­ის ინ­ტე­რე­სე­ბი.

 

არ­სე­ბობს, აგ­რეთ­ვე, დი­დი წყალ­სა­ცა­ვე­ბის მშე­ნებ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­ული, პრაქ­ტი­კუ­ლად ძნე­ლად კომ­პენ­სი­რე­ბა­დი ზა­რა­ლი, რო­მე­ლიც მდი­ნა­რე­ებ­ის იხ­ტიო ფა­უნ­ას ეხ­ება. კაშ­ხლე­ბი ზღუ­და­ვენ თევ­ზის მიგ­რა­ცი­ისა და გამ­რავ­ლე­ბის ბუ­ნებ­რივ გზებს.

 

გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მას­შტა­ბე­ბის ეკ­ოლ­ოგი­ურ და ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ზა­რალს იწ­ვევს მდი­ნა­რე­ებ­ის მყა­რი ნა­ტა­ნის აკ­უმ­ულ­ირ­ება ხე­ლოვ­ნურ წყალ­სა­ცა­ვებ­ში. სწო­რედ ეს ქმნის მყა­რი ნა­ტა­ნის დე­ფი­ციტს შა­ვი ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლ­ში და თუ არ მოხ­და ამ ინ­ერ­ტუ­ლი მა­სის და­ნა­კარ­გის ხე­ლოვ­ნუ­რი კომ­პენ­სა­ცია, ჩვე­ნი პლი­აჟ­ები დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ობ­აში აღ­მოჩ­ნდეს.

 

ეკ­ოლ­ოგ­ებ­ის აზ­რით, დი­დი წყალ­სა­ცა­ვე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აზე აუც­ილ­ებ­ლად უნ­და მოხ­დეს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, რაც, თა­ვის მხრივ, გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ად­გი­ლობ­რივ მე­ტე­ორ­ოლ­ოგი­ურ პი­რო­ბებ­ზე და ფლო­რა­ზე. არ­სე­ბობს მსოფ­ლიო მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ობი­ექ­ტუ­რად მეტყვე­ლე­ბენ ას­ეთ ცვლი­ლე­ბებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დი ხე­ლოვ­ნუ­რი წყალ­სა­ცა­ვე­ბის რაიონებში. თუმ­ცა, ჩვენ­თან, მა­გა­ლი­თად, ენ­გუ­რის ან ჟინ­ვა­ლის წყალ­სა­ცა­ვე­ბის გავ­ლე­ნით კლი­მა­ტუ­რი და ატ­მოს­ფე­რუ­ლი გე­ოფ­იზ­იკ­ური პა­რა­მეტ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა არ ფიქ­სირ­დე­ბა.

 

სა­ზო­გა­დოდ, მიკ­როკ­ლი­მა­ტურ ცვლი­ლე­ბებ­ზე აპ­რი­ორი ცალ­სა­ხად უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტში ლა­პა­რა­კი არ­აკ­ორ­ექ­ტუ­ლია, რად­გა­ნაც უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ ატ­მოს­ფე­რო არ წარ­მო­ად­გენს ჩა­კე­ტილ ფი­ზი­კურ (თერ­მო­დი­ნა­მი­კურ) სის­ტე­მას. ამ­იტ­ომ, ატ­მოს­ფე­რუ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბის მცი­რე ლო­კა­ლურ შეშ­ფო­თე­ბას არ შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი მას­შტა­ბუ­რი კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ხით.

 

სტა­ტი­ის სრუ­ლი სა­ხით წა­კითხვა შე­გიძ­ლი­ათ მი­სა­მარ­თზე: (http://ig-geophysics.ge/IG/language/ka/archives/1373)

 

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

თარიღი: 31/10/2021