საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რო­მელ არ­ხს ვირ­ჩევთ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სას­მე­ნად და რო­მელს - არა!

 დღის ახ­ალ რუ­ტი­ნა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი

ნი­ნო ჭა­ლა­გა­ნი­ძე

 

— რო­გორ არ­თმევს ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა თავს „კო­ვიდ-19“-ის თა­ობ­აზე ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­შუ­ქე­ბას?

— ვფიქ­რობ, რომ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­მა კი­დევ ერ­თხელ ცხა­დად დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ჩვე­ნი პრო­ფე­სია მე­ტად სა­ჭი­რო და არ­სე­ბი­თია სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის. ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხვე­ვით და პა­ტი­ვის­ცე­მას და­ვუ­დას­ტუ­რებ ყვე­ლა კო­ლე­გას, ვინც ამ რთულ და და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში, რის­კის ფა­სად, სა­ზო­გა­დო­ებ­ის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის შრო­მობს. მარ­თა­ლი, გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­ცუ­ლო­ბა­სა და უს­აფ­რთხო­ებ­ას ნიშ­ნავს. აქ­ვე აუც­ილ­ებ­ლად აღ­ვნიშ­ნავ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­შიც ის­ეთ­ივე კვა­ლი­ფი­ცი­ური სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი გვყავს, რო­გორც ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში. შე­სა­ნიშ­ნა­ვია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლი­სა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ინ­იცი­ატ­ივა — „ტე­ლეს­კო­ლა“. ას­ეთი შრო­მი­თა და მო­ბი­ლი­ზე­ბით ბევ­რი დი­დი ქვეყ­ნის მა­ღალ­ბი­უჯ­ეტი­ანი მე­დია ვერ და­იკ­ვეხ­ნის.

— თა­ვად რო­მელ სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხს ირ­ჩევთ, რო­ცა გინ­დათ ინ­ფორ­მა­ცი­ის მოს­მე­ნა ამ რთულ პე­რი­ოდ­ში?

— ჩე­მი, ასე ვთქვათ, იერ­არ­ქია მაქ­ვს: სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლის პირ­ვე­ლი არ­ხით ვიწყებ ხოლ­მე, ტრა­დი­ცი­ულ­ად, და თუ ეთ­ერ­ში იმ მო­მენ­ტში არ იქ­ნა ახ­ალი ამ­ბე­ბის გა­მოშ­ვე­ბა, მე­რე „იმ­ედ­ზე“ ვრთავ. ას­ევე, ვეყ­რდნო­ბი და ვენ­დო­ბი ციფ­რუ­ლი მე­დი­ის მო­ნა­ცე­მებ­საც, უპ­ირ­ატ­ეს­ად, IPN-ს.

— რომელ სატელევიზიო არხს უცხადებთ ბოიკოტს, რათა არ დაითრგუნოთ?

— ბოიკოტს არცერთს არ ვუცხადებ. ჟურნალისტის მხრიდან ეს სწორი არ იქნებოდა. თუმცა, გამოცდილებიდან გამომდინარე, სანდოობის თვალსაზრისით, არ ვარ „მთავარის“, „ფორმულასა“ და, ბოლო დროს, „ტვ პირველის“ მაყურებელი.

— სახ­ლში გა­მო­კეტ­ვის პი­რო­ბებ­ში რას საქ­მი­ან­ობთ?

— სახ­ლში გა­მო­კე­ტილს, გა­ცი­ლე­ბით მე­ტი საქ­მე მაქ­ვს, ვიდ­რე ოდ­ეს­მე. ვწერ სა­კითხავ მა­სა­ლებს თი­თოეული ლექ­ცი­ის­თვის. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, სტუ­დენ­ტებს გა­ვუიოლო ის­ედ­აც მძი­მე პე­რი­ოდი. ას­ევე, დის­ტან­ცი­ურ­ად ვე­წე­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის საქ­მი­ან­ობ­ის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას; პა­რა­ლე­ლუ­რად, ვმუ­შა­ობ ახ­ალ დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მზე და ოჯ­ახ­ის საქ­მე­საც რა გა­მო­ლევს: ბავ­შვის მე­ცა­დი­ნე­ობ­ით დაწყე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი, რი­სი კე­თე­ბაც, სტან­დარ­ტუ­ლად, დი­ას­ახ­ლისს უწ­ევს.

— რო­გორ გა­არ­თვით თა­ვი დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვლის პრო­ცესს?

— რო­გორც სუ­დენ­ტე­ბის­თვის, ისე პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის გა­მოწ­ვე­ვა იყო სწავ­ლე­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლა. გა­მომ­დი­ნა­რე იქ­იდ­ან, რომ მე, წლე­ბია, მულ­ტი­მე­დია ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში ვმუ­შა­ობ, თსუ-ს E-Learning-ის პლატ­ფორ­მაც წლე­ბის წინ მქონ­და ნა­ცა­დი და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ნაკ­ლე­ბად გა­მი­ჭირ­და, თუმ­ცა ერ­თია ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბა, რაც აუდ­იტ­ორი­აში მუ­შა­ობ­ის პა­რა­ლე­ლუ­რად ით­ვა­ლის­წი­ნებს დამ­ხმა­რე დის­ტან­ცი­ური ხელ­საწყო­ებ­ის გა­ამ­ოყ­ენ­ებ­ას და მე­ორე, რო­დე­საც სტუ­დენ­ტს მხო­ლოდ ეკ­რა­ნი­დან იც­ნობ. მა­ინც მგო­ნია, რომ ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა და მეც გა­ვარ­თვით თა­ვი ამ რთულ საქ­მეს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვე­კი­დეთ და უკ­ვე ახ­ალი გა­მოც­დი­ლე­ბაც და­ვაგ­რო­ვეთ. მთა­ვა­რი შემ­ფა­სე­ბე­ლი კი მა­ინც სტუ­დენ­ტია.

— რა არ­ის პო­ზი­ტი­ური და რა - უარ­ყო­ფი­თი ემ­ოცი­ის აღ­მძვრე­ლი ახ­ალი დღის რუ­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში?

— უარ­ყო­ფი­თია გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ყოფ­ნა: რა იქ­ნე­ბა, რამ­დენ ხანს გას­ტანს? — ამ­აზე ფიქ­რი. უდ­იდ­ესი ემ­ოცი­ური დატ­ვირ­თვაა მსოფ­ლი­ოში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა. არ მინ­და დრა­მა­ტი­ზე­ბა, მაგ­რამ გო­ნი­ერი ად­ამი­ანი ხე­დავს, თუ რო­გორ იც­ვლე­ბა მის ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი რე­ალ­ობა. ვფიქ­რობ, მსოფ­ლიო აღ­არ­ას­ოდ­ეს იქ­ნე­ბა ის­ეთი, რო­გო­რიც „კო­ვიდ- 19“-ის გა­მო­ჩე­ნამ­დე იყო. მთა­ვა­რია, რომ „კო­რო­ნას გაკ­ვე­თი­ლებ­მა" რა­ღაც გვას­წავ­ლოს და უკ­ეთ­ეს­ობ­ის­კენ შეგ­ვცვა­ლოს.

რაც შე­ეხ­ება პო­ზი­ტი­ურს: ნებ­სით თუ უნ­ებ­ლი­ედ, მე­ტი დრო გა­მოგ­ვი­თა­ვი­სუფ­ლდა ოჯ­ახ­ის წევ­რებ­თან კონ­ტაქ­ტის­თვის, მათ­ზე ზრუნ­ვის­თვის. და კი­დევ — ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რამ­ხე­ლა კმა­ყო­ფი­ლე­ბას მა­ნი­ჭებს თი­თოეული ჩა­წე­რი­ლი ლექ­ცი­ის შემ­დგომ იმ­აზე და­ფიქ­რე­ბა, რომ სა­სარ­გებ­ლო საქ­მე მო­ვი­ლიე. ჟა­მი­ან­ობ­ის შე­დე­გი იქ­ნე­ბა ლექ­ცი­ებ­ის სრუ­ლი ვი­დე­ოც­იკ­ლი საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რაც მშვი­დო­ბი­ან პე­რი­ოდ­შიც ძა­ლი­ან გა­მოგ­ვად­გე­ბა.

 P.S. ნი­ნო ჭა­ლა­გა­ნი­ძემ ცო­ტა ხნის წინ სო­ცი­ალ­ურ ქსელ­ში დის­შვი­ლის — 7 წლის ნი­ნო ძი­ძი­გუ­რის ჩა­ნა­ხა­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც სულ პა­ტა­რა გო­გო­ნას გან­ცდე­ბი და იმ­ედი ჩანს სწო­რედ ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის თე­მა­ზე. სი­ტუ­აცი­ის იმ­დე­ნად კე­თი­ლი ბავ­შვუ­რი აღ­წე­რაა ამ ჩა­ნა­ხატ­ში, რომ გა­დავ­წყვი­ტეთ მი­სი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, რა­თა დარ­ჩეს ის­ტო­რი­ას არ რთუ­ლი პე­რი­ოდ­ის ბავ­შვუ­რი აღ­ქმე­ბი.

ესაუბრა ნინო კაკულია

 

 

თარიღი: 10/04/2020