საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რო­გორ „ას­ამ­არ­თლებს“ ახ­ალ კო­რო­ნა­ვი­რუსს თსუ-ის პრო­ფე­სო­რი სტრას­ბურ­გი­დან

ბლიც-ინ­ტერ­ვიუ ლა­დო ჭან­ტუ­რი­ას­თან

 

სტრას­ბურ­გის ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე სა­ქარ­თვე­ლო­დან, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ლა­დო ჭან­ტუ­რია „COVID-19“-ის პან­დე­მი­ით დამ­დგარ რე­ალ­ობ­ას სტრას­ბურ­გის მა­გა­ლი­თით გვაც­ნობს. თსუ-ის პრო­ფე­სო­რი ემ­ზა­დე­ბა დის­ტან­ცი­ური სწავ­ლის პრო­ცეს­ში ჩარ­თვის­თვის და ამ­ბობს, რომ „ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­ცა სახ­ლში დარ­ჩე­ნით დი­დი სი­კე­თის და კარ­გი საქ­მის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა“.

- რა ვი­თა­რე­ბაა თქვენ­თან ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით?

- 12 მარ­ტის შემ­დეგ სტრას­ბურ­გში ყვე­ლა­ფე­რი და­იკ­ეტა, ის­ევე, რო­გორც მთელს საფ­რან­გეთ­ში. ქა­ლა­ქი და­ცა­რი­ელ­და. ქუ­ჩებ­ში მოძ­რა­ობა თით­ქმის აღ­არ არ­ის. ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია სი­ცოცხლით სავ­სე ამ ქა­ლაქ­ში და­კე­ტი­ლი პარ­კე­ბი, ცა­რი­ელი ქუ­ჩე­ბი, მო­ედ­ნე­ბი, სკვე­რე­ბი, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ობა ამ­ას გა­გე­ბით და მშვი­დად ხვდე­ბა. ქუ­ჩა­ში გა­სას­ვლე­ლად სა­ვალ­დე­ბუ­ლოა სპე­ცი­ალ­ური ფორ­მუ­ლა­რის შევ­სე­ბა.

- რო­გორ მუ­შა­ობთ ამ ეტ­აპ­ზე?

- მარ­თა­ლია, ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბა და­კე­ტი­ლია, მაგ­რამ მუ­შა­ობა მა­ინც გრძელ­დე­ბა. პრო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბაც ხდე­ბა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ საქ­მი­ან­ობა არ შეწყვე­ტი­ლა.

- რას ამ­ბო­ბენ თქვენ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბა­ზე ქარ­თუ­ლი მთავ­რო­ბის რე­აგ­ირ­ებ­ის ხა­რის­ხზე?

- კო­ლე­გე­ბი ერ­თმა­ნეთს ვუ­ზი­არ­ებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის თა­ობ­აზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბულ­მა ღო­ნის­ძი­ებ­ებ­მა, რო­გორც ჩანს, და­დე­ბი­თი შე­დე­გი გა­მო­იღო, რაც უდ­ავ­ოდ იმ­სა­ხუ­რებს ქე­ბას.

- რო­გორც თსუ-ის პრო­ფე­სო­რი, თუ ჩა­ერ­თეთ დის­ტან­ცი­ური სწავ­ლის რე­ჟიმ­ში?

- ვემ­ზა­დე­ბი დის­ტან­ცი­ური სწავ­ლის რე­ჟი­მის­თვის, რად­გან ჩე­მი კურ­სი მოგ­ვი­ან­ებ­ით იწყე­ბა.

- რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის ამ რთულ დროს მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სო­ლი­და­რო­ბა?

- ამ უაღ­რე­სად რთულ ვი­თა­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დი­დი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სო­ლი­და­რო­ბა არ­ის სახ­ლში დარ­ჩე­ნა, სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ისა და და­წე­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბის მკაც­რად დაც­ვა. ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­ცა ნაკ­ლე­ბი აქ­ტი­ურ­ობ­ით დი­დი სი­კე­თის და კარ­გი საქ­მის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა. იმ­ედი მაქ­ვს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­დე­ბით შე­დე­გებს გა­მო­იღ­ებს და ცხოვ­რე­ბა მა­ლე ის­ევ ნორ­მა­ლურ კა­ლა­პოტს და­უბ­რუნ­დე­ბა.

 ესა­უბ­რა ნი­ნო კა­კუ­ლია

თარიღი: 08/04/2020