საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რო­გორ აგ­რძე­ლე­ბენ სწავ­ლას პან­დე­მი­ამ­დე გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით საზღვარ­გა­რეთ წა­სუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი

ესა­უბ­რა თა­მარ და­დი­ანი

 

„covid-19“-ის გავ­რცე­ლე­ბის გლო­ბა­ლურ­მა საფ­რთხემ მსოფ­ლი­ოში დღის წეს­რი­გი შეც­ვა­ლა, მათ შო­რის, სტუ­დენ­ტე­ბის­თვი­საც რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ას­ევე, მის ფარ­გლებს გა­რეთ. საზღვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლი ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუნ­და, ნა­წი­ლი კი საზღვარ­გა­რეთ დარ­ჩა. ქარ­თველ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც უცხო­ეთ­ში დარ­ჩნენ და დახ­მა­რე­ბა ეს­აჭ­ირო­ებ­ათ, შე­უძ­ლი­ათ მი­მარ­თონ „დი­ას­პო­რე­ბის ალი­ან­სს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“.

პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ თუ რა ბე­დი ეწი­ათ თსუ-ის სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ საზღვარ­გა­რეთ, ამ­ის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა გერ­გე­და­ვა.

 

- ამ ახ­ალ რე­ალ­ობ­აში რა არ­ჩე­ვა­ნი გა­აკ­ეთ­ეს ქარ­თველ­მა სტუ­დენ­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც გაც­ვლი­თი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბით საზღვარ­გა­რე­თის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ?

- ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა დარ­ჩა საზღვარ­გა­რეთ და მო­ბი­ლო­ბას აგ­რძე­ლებს ად­გილ­სამ­ყო­ფელ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში. მცი­რე ნა­წი­ლი კი, რო­მე­ლიც მარ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, სწავ­ლას თსუ-ში აგ­რძე­ლებს ან მიმ­ღებ უცხო­ურ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­დის სას­წავ­ლო პროგ­რა­მას ელ­ექ­ტრო­ნუ­ლად.

- რა კო­მუ­ნი­კა­ცია გაქ­ვთ გაც­ვლით პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც არ ან ვერ ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დად­გნენ ის­ინი და რო­გორ ეხ­მა­რე­ბა თსუ ას­ეთ სტუ­დენ­ტებს?

- თსუ-ის ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო გაც­ვლი­თი სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე სე­მეს­ტრში უნ­და ჩა­მო­სუ­ლი­ყო თბი­ლის­ში, ჩა­მო­ვი­და პან­დე­მი­ის გა­მოცხა­დე­ბამ­დე.

- რო­გორ ფიქ­რობთ, პან­დე­მი­ის გა­მო ხომ არ არ­ის მო­სა­ლოდ­ნე­ლი საზღვარ­გა­რეთ სწავ­ლის მსურ­ველ­თა რიცხვი შემ­ცირ­დეს?

- ჩე­მი აზ­რით, პან­დე­მია არ იქ­ონი­ებს მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის მო­ტი­ვა­ცი­აზე ის­წავ­ლონ საზღვარ­გა­რეთ გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის ფარ­გლებ­ში. 2020-2021 სას­წავ­ლო წლის შე­მოდ­გო­მის სე­მეს­ტრის მო­ბი­ლო­ბე­ბის­თვის კონ­კურ­სი უკ­ვე გა­მოცხა­დე­ბუ­ლია სწავ­ლე­ბის სა­მი­ვე სა­ფე­ხურ­ზე მყო­ფი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის და აპ­ლი­კან­ტთა მხრი­დან აქ­ტი­ურ­ობა მა­ღა­ლია.

- ახ­ალ რე­ალ­ობ­აში რო­გორ მუ­შა­ობთ და რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­დე­ქით?

- მივ­ყვე­ბით მთავ­რო­ბის რე­გუ­ლა­ცი­ებ­სა და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­ერ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულ ცვლი­ლე­ბებს; სტუ­დენ­ტებ­თან, ის­ევე რო­გორც თსუ-ს სხვა­დას­ხვა რგოლ­თან და დე­პარ­ტა­მენ­ტის შიგ­ნით თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის ვი­ყე­ნებთ ჩვენს ხელთ არ­სე­ბულ ელ­ექ­ტრო­ნულ სა­შუ­ალ­ებ­ებს. მა­გა­ლი­თად, 2020 წლის 27 აპ­რილს გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა გავ­მარ­თეთ Facebook Live-ის მეშ­ვე­ობ­ით; შეხ­ვედ­რა ერთ სა­ათ­ზე მეტ ხანს გაგ­რძელ­და, 100-ზე მე­ტი შე­კითხვა და­ის­ვა პო­ტენ­ცი­ური აპ­ლი­კან­ტე­ბის მხრი­დან და Live-ის მა­ყუ­რე­ბელ­თა რა­ოდ­ენ­ობ­ამ 2700-ს გა­და­აჭ­არ­ბა.

თარიღი: 05/05/2020