საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რატომ მიაჩნია წარუმატებლობა და შეცდომა მამოძრავებელ ძალად

მი­ხე­ილ კა­პა­ნა­ძე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტია. თვლის, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, მას­თან ას­ოც­ირ­ებ­ული უნ­არ­ები ახ­ლოს არ­ის იურ­ის­პრუ­დენ­ცი­ას­თან თუ პო­ლი­ტი­კას­თან და ამ­იტ­ომ ამ პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლა მის აკ­ად­ემი­ურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე და­დე­ბით გავ­ლე­ნას იქ­ონი­ებს. ამ მიზ­ნით გა­დის მი­ხე­ილი თსუ პუბ­ლი­ცის­ტი­კი­სა და ელ­ეტ­რო­ნუ­ლი მე­დია ცენ­ტრის სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მას. მი­სი შე­ფა­სე­ბით, ქარ­თულ მე­დი­აში დღეს ობი­ექ­ტუ­რო­ბის პრინ­ცი­პი დარ­ღვე­ულია, რაც ხალ­ხში კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­აცი­ას აღ­ვი­ვებს. სურს, რომ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შეც­ვლა­ში აქ­ტი­ური მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღ­ოს. მი­ხე­ილ კა­პა­ნა­ძეს ცხოვ­რე­ბის გზა­ზე შეხ­ვედ­რი­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა და შეც­დო­მა მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლად მი­აჩ­ნია, რაც სა­კუ­თა­რი სი­სუს­ტის და­ნახ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად მი­სი დაძ­ლე­ვის­კენ უბ­იძ­გებს — „ეს მიქ­მნის მო­ტი­ვა­ცი­ას — არ გავ­რჩერ­დე, სა­ნამ და­სა­ხულ მი­ზანს არ მი­ვაღ­წევ“, — ამ­ბობს მი­ხე­ილი და სა­მოქ­მე­დე­მო გეგ­მას აყ­ალ­იბ­ებს: „უნ­და მი­ვაღ­წიო ფი­ნან­სურ და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბას. მინ­და ოჯ­ახ­ის შექ­მნა ის­ეთ ად­ამი­ან­თან, ვის­თა­ნაც ემ­ოცი­ური სი­ახ­ლო­ვე მექ­ნე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო და თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე მო­გო­ნე­ბე­ბი მინ­და და­მიგ­როვ­დეს“.

თარიღი: 31/10/2021