საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რატომ დაჯილდოვდნენ ეთნიკურად არაქართველი საქართველოს მოქალაქეები?

ნი­ნო კა­კუ­ლია

 

14 აპ­რილს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­შიც მო­ახ­ერ­ხა ქარ­თუ­ლი ენ­ის კარ­გად ფლო­ბის­თვის და­ჯილ­დო­ებ­ის ცე­რე­მო­ნია წა­რე­მარ­თა. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ენ­ის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ება უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­იმ­არ­თა. რექ­ტორ გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძეს­თან ერ­თად ცე­რე­მო­ნი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ენ­ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ალ­იბ­ეგ­აშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ური კორ­პუ­სის, სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, აკ­ად­ემი­ური წრე­ებ­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი.

 

ეთ­ნი­კუ­რად არ­აქ­არ­თვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის წა­ხა­ლი­სე­ბა ქარ­თუ­ლი ენ­ის დაც­ვის დღეს იმ ტრა­დი­ცი­ებ­ზე პა­სუ­ხია, რაც სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მის კე­თე­ბის­თვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მუდ­მივ პო­ზი­ცი­ონ­ირ­ებ­ას უკ­ავ­შირ­დე­ბა. რო­ცა ქვე­ყა­ნა­ში უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გებ­ლე­ბის­თვის ქარ­თუ­ლის შეს­წავ­ლის პრობ­ლე­მა სხვა­დას­ხვა კუთხით იჩ­ენს ხოლ­მე თავს, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჟეს­ტი დიდ სტი­მუ­ლად აღ­იქ­მე­ბა. მი­სია შეს­რუ­ლე­ბუ­ლია, კერ­ძოდ: ქარ­თუ­ლი ენ­ის სწავ­ლა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ური მი­სი­ებ­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და­ჯილ­დოვ­დნენ. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ სპე­ცი­ალ­ური სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ოქ­როს მედ­ლე­ბი გა­დას­ცა დი­დი ბრი­ტა­ნე­თის გა­ერ­თი­ან­ებ­ული სა­მე­ფოს ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ელ­ჩს სა­ქარ­თვე­ლო­ში მარკ კლე­იტ­ონს, იტ­ალი­ის ელ­ჩს სა­ქარ­თვე­ლო­ში ენ­რი­კო ვალ­ვოს, გერ­მა­ნი­ის ელ­ჩს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰუ­ბერტ ქნირ­შს, ავ­სტრი­ის ელ­ჩს სა­ქარ­თვე­ლო­ში თო­მას მი­ულ­მანს და ლი­ეტ­უვ­ის ელ­ჩს სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­დრი­უს კა­ლინ­დრას.

 

„ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ამ­ოვ­ნოა ქარ­თუ­ლი ენ­ის დღის აღ­სა­ნიშ­ნავ ღო­ნის­ძი­ებ­აზე დას­წრე­ბა, ის­ევე რო­გორც ქარ­თუ­ლი ენ­ის სწავ­ლის პრო­ცე­სი. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მე­გობ­რებ­თან და კო­ლე­გებ­თან ერ­თად გვაქ­ვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­ვი­ტა­ნოთ ჩვე­ნი წვლი­ლი ქარ­თუ­ლი ენ­ისა და კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში,“ — აღ­ნიშ­ნა იტ­ალი­ის ელ­ჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ენ­რი­კო ვალ­ვომ.

 

ჯილ­დო­ები ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ქარ­თუ­ლი ენ­ით მეტყვე­ლე­ბის­თვის გა­და­ეც­ათ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტებს ლი­ანა მარ­ქა­რი­ანს და რა­მი­ლია ალი­ევ­ას. 14 აპ­რილს და­ჯილ­დოვ­დნენ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის „1+4“ პროგ­რა­მის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი და ესე­ებ­ის კონ­კურ­სში „ჩე­მი სა­ხელ­მწი­ფო ენა — ქარ­თუ­ლი“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი.

თარიღი: 18/04/2021