საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რატომ აღმოჩნდა დოქტორანტ თეა გოგოლიშვილისთვის 2021 წელი განსაკუთრებით პროდუქტიული

შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი

 

თსუ-ის მე­დი­ევ­ის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის დოქ­ტო­რან­ტის­თვის თეა გო­გო­ლიშ­ვი­ლის­თვის 2021 წე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით პრო­დუქ­ტი­ული აღ­მოჩ­ნდა: მან DAAD-ის კვლე­ვი­თი გრან­ტი მო­იპ­ოვა და 2021 წლის შე­მოდ­გო­მის სე­მეს­ტრში გერ­მა­ნი­აში, იენ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ში გა­იმ­დიდ­რებს ცოდ­ნას. მან, ას­ევე, თსუ-ის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის სტი­პენ­დია მო­იპ­ოვა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც 2022 წლის გა­ზაფხუ­ლის სე­მეს­ტრში ვე­ნე­ცი­აში, კა’ფოს­კა­რის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლებს სწავ­ლას.

 

„დი­დი მო­ლო­დი­ნით ვე­ლი უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან მუ­შო­ბის დაწყე­ბას. მსგავ­სი სა­ხის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გარ­კვე­ულ­წი­ლად, გა­ნა­პი­რო­ბებს ახ­ალ­გაზ­რდა სტუ­დენ­ტის სა­მეც­ნი­ერო მო­მა­ვალს. მი­ხა­რია, რომ ეს წე­ლი ძა­ლი­ან პრო­დუქ­ტი­ული აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის, გაც­ვლით პროგ­რა­მებს და­ემ­ატა არ­ან­აკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა — შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის დოქ­ტო­რან­ტთა გრან­ტი მო­ვი­პო­ვე. გრან­ტის ფარ­გლებ­ში და­ვა­მუ­შა­ვებ ჩე­მი სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ის ერთ-ერთ მო­ნაკ­ვეთს და შემ­დეგ მო­ნოგ­რა­ფი­ის სა­ხით გა­მოვ­ცემ. თა­ვის­თა­ვად კარ­გია, რო­დე­საც გრან­ტს იგ­ებ, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს ნამ­დვი­ლად პრეს­ტი­ჟი და დი­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც არა მარ­ტო რუს­თა­ვე­ლის ფონ­დის, არ­ამ­ედ ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის წი­ნა­შეც მა­კის­რია, რად­გან, პირ­ველ რიგ­ში, თსუ-ის სა­ხეს წარ­მო­ვად­გენ. ჩე­მი აზ­რით, თვი­თონ გრან­ტის მო­გე­ბა­ზე უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ის ის, რო­დე­საც სხვა, შენ­ზე გა­მოც­დი­ლი მეც­ნი­ერ­ები გა­ფა­სე­ბენ... ჩემ­თვის ეს ერ­თგვა­რი გა­მოწ­ვე­ვა და დი­დი სტი­მუ­ლია. მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩე­მი სა­მუ­შო პირ­ნათ­ლად შე­ვას­რუ­ლო და ჩე­მი მო­ნოგ­რა­ფია აკ­ად­ემი­ურ და სა­მეც­ნი­ერო კონ­ტექ­სტში ღი­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყ­ოს. აქ­ვე მინ­და ვუთხრა ყვე­ლა სტუ­დენ­ტს: ვინც კი ამ­ას წა­იკ­ითხავს, შე­უძ­ლე­ბე­ლი არ­აფ­ერია, მთა­ვა­რია მი­ზა­ნი და­ის­ახ­ოთ, გაიაზროთ — რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა და შემ­დეგ და­გეგ­მოთ მი­სი მიღ­წე­ვის გზე­ბი. მი­იღ­ეთ უფ­რო­სი კო­ლე­გე­ბის და პე­და­გო­გე­ბის რჩე­ვე­ბი, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ მა­თი ობი­ექ­ტუ­რი შე­ნიშ­ვნე­ბი, რად­გან ეს თქვენ პი­როვ­ნულ ზრდა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ“, — აბ­ობს თეა გო­გო­ლიშ­ვი­ლი.

თარიღი: 31/10/2021