საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რატომ არ ექნება მიღება 2021 წელს საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამას?

პან­დე­მი­ამ ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის სრულ­ყო­ფი­ლე­ბა­ზე ნაკ­ლე­ბად სა­უბ­რო­ბენ სტუ­დენ­ტე­ბი და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი, უნ­და ით­ქვას, რომ ზო­გი რამ აშ­კა­რად სა­სი­კე­თოდ გარ­და­იქ­მნა – ონ­ლა­ინ-სწავ­ლე­ბა­ზე ფორ­სი­რე­ბუ­ლი გა­დას­ვლის შე­დე­გად მო­იძ­ებ­ნა სხვა­დას­ხვა გზა სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, და­იხ­ვე­წა სა­ლექ­ციო მა­სა­ლე­ბი, გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნდა და­ვა­ლე­ბე­ბი და თუ აქ­ამ­დე პრო­ფე­სუ­რა ნაკ­ლე­ბად იყ­ენ­ებ­და ელ­ექ­ტრო­ნულ სას­წავ­ლო პორ­ტალს, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია მთლი­ანი სე­მეს­ტრის სას­წავ­ლო მა­სა­ლა, ამ ეტ­აპ­ზე სტუ­დენ­ტებს და­უბ­რკო­ლებ­ლად შე­უძ­ლი­ათ მათ­თვის ხელ­საყ­რელ დროს გა­ეც­ნონ სას­წავ­ლო და და­მა­ტე­ბით ლი­ტე­რა­ტუ­რას, მო­უს­მი­ნონ ვი­დე­ოლ­ექ­ცი­ებ­სა და ონ­ლა­ინ-ლექ­ცი­ებ­ის ჩა­ნა­წე­რებს.

 

მუ­შა­ობ­ის ფორ­მე­ბი გარ­დაქ­მნა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ­აც. მო­იძ­ებ­ნა სტუ­დენ­ტებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფორ­მე­ბი და მათ­თვის ნე­ბის­მი­ერი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა უკ­ვე ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ფორ­მი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ პრო­ცე­სებ­ში ტრა­დი­ცი­ულ­ად გა­მო­ირ­ჩე­ვა თსუ-ის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მელ­საც კონ­კურ­სე­ბი გაც­ვლით პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მსურ­ველ­თათ­ვის არ შე­უწყვე­ტია. რო­გორ გა­და­ეწყვნენ დრო­ის შე­სა­ბა­მი­სად და რო­გორ იმ­უშ­ავ­ეს აპ­ლი­კან­ტებ­თან? — გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი

თეა გერ­გე­და­ვა:

 

– რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა პან­დე­მი­ამ თსუ-ის გაც­ვლით პროგ­რა­მებ­ზე და იყო თუ არა COVID19-ის გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბე­ბი ხე­ლის­შემ­შლე­ლი ქარ­თვე­ლი და უცხო­ელი გაც­ვლი­თი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის?

 

– მი­უხ­ედ­ავ­ად პან­დე­მი­ისა, სტუ­დენ­ტე­ბის მო­ბი­ლო­ბა ორ­ივე მი­მარ­თუ­ლე­ბით არ შეწყვე­ტი­ლა. მხო­ლოდ 2020 წლის შე­მოდ­გო­მის სე­მეს­ტრი­დან, ამ მო­მენ­ტის ჩათ­ვლით, 36-ზე მე­ტი კონ­კურ­სი ჩა­ვა­ტა­რეთ, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღო 558-მა სტუ­დენ­ტმა. ამ კონ­კურ­სე­ბის გარ­კვე­ული ნა­წი­ლი იყო ერთ-კომ­პო­ნენ­ტი­ანი, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი იყო მრა­ვალ-კომ­პო­ნენ­ტი­ანი კონ­კურ­სი. მრა­ვალ-კომ­პო­ნენ­ტი­ანი კონ­კურ­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სტუ­დენ­ტს სა­შუ­ალ­ება ეძ­ლე­ვა პო­ტენ­ცი­ურ მიმ­ღებ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტად აირ­ჩი­ოს არა­უმ­ეტ­ეს სა­მი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა.

 

ჩვენ მი­ერ მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს გა­იცა მო­ბი­ლო­ბის 141 სტი­პენ­დია. შე­მოდ­გო­მის სე­მეს­ტრში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი (51 სტუ­დენ­ტი) მიმ­დი­ნა­რე სე­მეს­ტრს ატ­არ­ებ­ენ მიმ­ღებ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, ხო­ლო ამ სე­მეს­ტრში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი (90 სტუ­დენ­ტი) მო­მა­ვა­ლი აკ­ად­ემი­ური წლის შე­მოდ­გო­მის სე­მეს­ტრს გა­ატ­არ­ებ­ენ საზღვარ­გა­რეთ.

 

– თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რო­მე­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან აქ­ტი­ურ­ობ­ით და ძი­რი­თა­დად რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში აგ­რძე­ლე­ბენ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი სწავ­ლას?

 

– ფა­კულ­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით მი­ღე­ბუ­ლი სტი­პენ­დი­ებ­ის რა­ოდ­ენ­ობ­ებია: სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი — 44; იურ­იდი­ული — 30; ეკ­ონ­ომ­იკა და ბიზ­ნე­სი — 27 (მათ შო­რის, ISET — 15); ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტი — 23; ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ები — 10; ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი — 4; მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტი — 3.

 

უნ­და ვთქვათ, რომ, პან­დე­მი­ის მი­უხ­ედ­ავ­ად, ინ­ტე­რე­სი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის მი­მართ მზარ­დია. მათ შო­რის გა­იზ­არ­და სწავ­ლე­ბის ერ­თსა­ფე­ხურ­ზე მე­ორე და მე­ტი სტი­პენ­დი­ის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის რა­ოდ­ენ­ობა, თუმ­ცა, ამ­ავე დროს, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და არა­ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან ად­გი­ლებ­ზე აპ­ლი­კან­ტე­ბის რა­ოდ­ენ­ობა (რო­გორც იც­ით, ჩვენ სტა­ბი­ლუ­რი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი გვაქ­ვს ის­ეთ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში, სა­დაც სწავ­ლე­ბის ენაა გერ­მა­ნუ­ლი, იტ­ალი­ური, ეს­პა­ნუ­რი, ფრან­გუ­ლი, თურ­ქუ­ლი, პორ­ტუ­გა­ლი­ური). აქ­ვე უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ ძა­ლი­ან მცი­რეა იმ სტუ­დენ­ტე­ბის რა­ოდ­ენ­ობა, რომ­ლებ­საც ენ­ის ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ვა­ლი­დუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტი აქ­ვს (ზო­გი­ერ­თი მიმ­ღე­ბი ქვე­ყა­ნა სტუ­დენ­ტუ­რი ვი­ზის წი­ნა­პი­რო­ბად მო­ითხოვს ას­ეთ სერ­ტი­ფი­კატს, მა­გა­ლი­თად, ირ­ლან­დია. შე­სა­ბა­მი­სად, ირ­ლან­დი­აში ჩვე­ნი პარ­ტნი­ორი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი არ იღ­ებ­ენ თსუ-ს ინ­სტი­ტუ­ცი­ონ­ალ­ური ტეს­ტის შე­დე­გებს).

 

– რო­გორ მო­ხერ­ხდა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში კონ­კურ­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რა და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის გა­მარ­თვა გახ­და სა­ჭი­რო, რომ ეს პრო­ცე­სი ობი­ექ­ტუ­რი და გამ­ჭვირ­ვა­ლე ყო­ფი­ლი­ყო?

 

– პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ული დაბ­რკო­ლე­ბე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს ორ­ჯერ მო­ვა­ხერ­ხეთ ორ­გა­ნი­ზე­ბა 8 უცხო­ურ ენ­აში ინ­სტი­ტუ­ცი­ური ტეს­ტი­რე­ბი­სა (სე­მეს­ტრე­ბის და­საწყის­ში), რო­მელ­ზეც 1248 აპ­ლი­კან­ტი იყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი; მათ შო­რის, მიმ­დი­ნა­რე ტეს­ტი­რე­ბებ­ზე გა­მოცხად­და მხო­ლოდ 648, რო­მელ­თა­გან მი­ნი­მა­ლუ­რი (71 ქუ­ლა 100-დან) ზღვა­რი 394-მა სტუ­დენ­ტმა გა­და­ლა­ხა.

 

ამ­ას­თა­ნა­ვე, ნა­წი­ლობ­რი­ვად პან­დე­მი­ის „წყა­ლო­ბით“ ძა­ლი­ან სწრაფ ტემ­პში და­ვას­რუ­ლეთ სტუ­დენ­ტთა და პერ­სო­ნა­ლის მო­ბი­ლო­ბის მარ­თვის ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი პორ­ტა­ლის (mobility.tsu.ge) აწყო­ბა, გა­ტეს­ტვა და რე­ალ­ურ რე­ჟიმ­ში გაშ­ვე­ბა.

 

ჩვენ მი­ერ ად­მი­ნის­ტრი­რე­ბუ­ლი მო­ბი­ლო­ბის ყვე­ლა პრო­ექ­ტის მარ­თვა მიმ­დი­ნა­რე აკ­ად­ემი­ური წლი­დან მხო­ლოდ ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი პორ­ტა­ლის მეშ­ვე­ობ­ით ხორ­ცი­ელ­დე­ბა; ამ წუ­თას მიმ­დი­ნა­რე­ობს პორ­ტა­ლის ინ­გლი­სუ­რი ვა­რი­ან­ტის ტეს­ტი­რე­ბა (თუმ­ცა, ცალ­კე­ული კომ­პო­ნენ­ტე­ბი პორ­ტა­ლის პირ­ვე­ლი ფა­ზი­დან­ვე ორ­ენ­ოვ­ანია). აღ­ნიშ­ნუ­ლი პორ­ტა­ლი სა­შუ­ალ­ებ­ას იძ­ლე­ვა ვმარ­თოთ მთე­ლი პრო­ცე­სი ელ­ექ­ტრო­ნუ­ლად, ენ­ის ტეს­ტზე რე­გის­ტრა­ცი­იდ­ან სტი­პენ­დი­ის მი­ნი­ჭე­ბის ჩათ­ვლით (მათ შო­რის, სა­აპ­ლი­კა­ციო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ატ­ვირ­თვა, რე­კო­მენ­და­ცი­ის მო­პო­ვე­ბა, ენ­ის ტეს­ტი­რე­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლის ნახ­ვა და სხვ.). პრო­ცე­სის ყვე­ლა ეტ­აპ­ზე სტუ­დენ­ტის მი­ერ მიღ­წე­ული პროგ­რე­სის თა­ობ­აზე შეტყო­ბი­ნე­ბა ელ­ექ­ტრო­ნუ­ლია, სტუ­დენ­ტს რე­გის­ტრა­ცი­ის­თა­ნა­ვე ენ­იჭ­ება უნ­იკ­ალ­ური სა­რე­გის­ტრა­ციო კო­დი და ყვე­ლა შემ­დეგ ეტ­აპ­ზე ინ­ფორ­მა­ცია და­შიფ­რუ­ლად, კო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით მოძ­რა­ობს. ეს ყვე­ლა­ფე­რი გვი­ზო­გავს დროს და ამ­ას­თა­ნა­ვე, გვი­ცავს პე­რო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან.

 

პორ­ტალ­ზე შე­სარ­ჩე­ვი კო­მი­სი­ის ყვე­ლა წევ­რის­თვის იქ­მნე­ბა შე­ფა­სე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური გვერ­დი, სა­დაც მას დაშ­ვე­ბა აქ­ვს მხო­ლოდ იმ აპ­ლი­კან­ტებ­ზე, რო­მელ­მაც წარ­მა­ტე­ბით გაიარეს იმ კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი ეტ­აპი (აპ­ლი­კა­ცი­ის შევ­სე­ბა და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შე­მოწ­მე­ბა), სა­დაც მო­ცე­მუ­ლი წევ­რი და­სა­ხელ­და კო­მი­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ფა­კულ­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­ერ. კო­მი­სი­ის თი­თოეული წევ­რი და­მო­უკ­იდ­ებ­ელია გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში. პორ­ტალ­ზე შე­ფა­სე­ბის შეყ­ვა­ნის ან/და ქუ­ლის შეს­წო­რე­ბის უფ­ლე­ბა იზღუ­დე­ბა გა­სა­უბ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, რაც გა­მო­რიცხავს შე­დე­გის გა­მოცხდე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში პო­ტენ­ცი­ურ ჩა­რე­ვას.

 

მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ სტუ­დენ­ტე­ბი ყო­ველ­გვა­რი დაბ­რკო­ლე­ბის გა­რე­შე იყ­ენ­ებ­ენ პორ­ტალს mobility.tsu.ge, ჩვენ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ პორ­ტა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის დე­ტა­ლურ ინ­სტრუქ­ცი­ას (ჯერ ქარ­თულ ენ­აზე, მოგ­ვი­ან­ებ­ით კი — ინ­გლი­სუ­რა­დაც).

 

– პან­დე­მი­ის მე­სა­მე ტალ­ღამ კი­დევ ერ­თხელ შე­აფ­ერ­ხა ცხოვ­რე­ბის ჩვე­ული რიტ­მი მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში. ამ ფონ­ზე რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი 2021–22 წლებ­ში?

 

– 2021 წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დიტ მო­ბი­ლო­ბის პროგ­რა­მას, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, პრო­ექ­ტე­ბის მი­ღე­ბა არ ექ­ნე­ბა; უახ­ლო­ესი პე­რი­ოდი, რო­ცა ამ ან მსგავს პროგ­რა­მა­ზე ევ­რო­კავ­ში­რი პარ­ტნი­ორი ქვეყ­ნე­ბის­თვის პრო­ექ­ტე­ბის მი­ღე­ბას და­იწყებს, 2022 წლის შე­მოდ­გო­მაა, თუმ­ცა 2020 წელს და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ღა­ლი რიცხვი და მა­თი გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის პე­რი­ოდი (2023 წლის 30 ივ­ნი­სამ­დე) სა­შუ­ალ­ებ­ას მაძ­ლევს ვი­ვა­რა­უდო, რომ მი­უხ­ედ­ავ­ად სა­კონ­კურ­სო წლის "ჩაგ­დე­ბი­სა", ევ­რო­კავ­ში­რის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი მო­ბი­ლო­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის უწყვე­ტად შეგ­ვეძ­ლე­ბა (იმ დაშ­ვე­ბით, რომ ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ური ვი­თა­რე­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა). ამ­ას, ცხა­დია, ემ­ატ­ება ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ული ბი­ლა­ტე­რა­ლუ­რი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი.

 

– ბევ­რი სტუ­დენ­ტი აღ­იშ­ნავს, რომ ზოგ­ჯერ გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი კრე­დი­ტე­ბის აღი­არ­ებ­ის პრო­ცე­სი ჭი­ან­ურ­დე­ბა. ხომ არ არ­ის და­გეგ­მი­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ები ამ პრო­ცე­სის და­საჩ­ქა­რებ­ლად?

 

– კრე­დი­ტე­ბის აღი­არ­ებ­ის პრო­ცე­სის გა­მარ­ტი­ვე­ბის და პრო­ექ­ტე­ბის ან­გა­რი­შე­ბის­თვის აუც­ილ­ებ­ელი სტა­ტის­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბის მიზ­ნით, ვმუ­შა­ობთ მო­ბი­ლო­ბის მარ­თვის პორ­ტალ­ში კრე­დი­ტე­ბის აღი­არ­ებ­ის გვერ­დის და­მა­ტე­ბა­ზე, სა­დაც ფა­კულ­ტე­ტის მას­შტა­ბით პა­სუ­ხის­მგე­ბელ პირს აღი­არ­ებ­ული კრე­დი­ტე­ბის რა­ოდ­ენ­ობ­ის და სხვა რე­ლე­ვან­ტუ­რი დე­ტა­ლე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის სა­შუ­ალ­ება მი­ეც­ემა აღი­არ­ებ­ის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე. გვჯე­რა, რომ ეს პრო­ცეს­ში ჩარ­თულ ყვე­ლა მხა­რეს დაგ­ვი­ზო­გავს მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს.

 

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

თარიღი: 04/05/2021