საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რასაც ოთარ ბაქანიძე იტყოდა, იმასვე ამბობს დღეს თსუ უკრაინისტიკის ცენტრი

ნი­ნო კა­კუ­ლია

 

რას იტყო­და და რას მო­იმ­ოქ­მე­დებ­და უკ­რა­ინ­აში რუ­სე­თის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ანი აგ­რე­სი­ის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის პირ­ვე­ლი­ვე დღეს უკ­რა­ინ­ოლ­ოგი, ბა­ტო­ნი ოთ­არ ბა­ქა­ნი­ძე, ცოცხა­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო? — ეს კითხვა და­ვუს­ვით თსუ-ის უკ­რა­ინ­ის­ტი­კის ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მელს, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტორს ივ­ანე მჭე­დე­ლა­ძეს, რო­მელ­მაც გვი­პა­სუ­ხა, რომ ცენ­ტრი აგ­რძე­ლებს ოთ­არ ბა­ქა­ნი­ძის ტრა­დი­ცი­ას. ივ­ანე მჭე­დე­ლა­ძე უკ­რა­ინ­აში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს მყი­სი­ერ­ად ეხ­მა­ურ­ება და უკ­რა­ინ­ელ კო­ლე­გებს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს.

 

„ჩვენ, რო­გორც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ნა­წი­ლი, ვი­ზი­არ­ებთ ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პო­ზი­ცი­ას — დღეს უკ­რა­ინ­ელი ერ­ის მხარ­დამ­ჭე­რი სლო­გა­ნი გა­მოქ­ვეყ­ნდა და ვგმობთ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას უკ­რა­ინ­ის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვენ გა­ცი­ლე­ბით მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვაქ­ვს უკ­რა­ინ­ის და უკ­რა­ინ­ელი ხალ­ხის წი­ნა­შე, ას­ევე პი­რა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და მო­რა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. მათ­თან მუდ­მი­ვად გვაქ­ვს კავ­ში­რი და ვცდი­ლობთ მათ მხარ­ში დგო­მას იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. ყვე­ლა ერ­თსა და იგ­ივ­ეს გვპა­სუ­ხობს — არი­ან ქა­ლაქ­ში და ემ­ორ­ჩი­ლე­ბი­ან იმ რე­გუ­ლა­ცი­ებს, რაც გა­ცე­მუ­ლია (იც­ით თქვენ — სამ­ხედ­რო მდგო­მა­რე­ობაა გა­მოცხა­დე­ბუ­ლი და ად­ვი­ლად ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან); ცდი­ლო­ბენ, რომ არ აყ­ვნენ პა­ნი­კას; სკო­ლე­ბი არ მუ­შა­ობს, სკო­ლე­ბი და ბა­ღე­ბი გა­ჩე­რე­ბუ­ლია. მზად ვი­ყა­ვით, რომ ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ ჩვენ­თან ოჯ­ახ­ებ­ით, თუ მათ­თვის ეს უფ­რო უს­აფ­რთხო იქ­ნე­ბო­და. ფო­რუ­მებ­ზე ვა­დევ­ნებ თვალ-ყურს და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ბევ­რი ქარ­თვე­ლი გა­მოთ­ქვამს სურ­ვილს და მზად­ყოფ­ნას, რომ შე­იფ­არ­ოს ის უკ­რა­ინ­ელ­ები, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან.

 

ჩვენ, ას­ევე, მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ­დით და ვცდი­ლობთ, რომ უკ­რა­ინ­ის ის­ტო­რი­ამ, კულ­ტუ­რამ, მწერ­ლო­ბამ ქარ­თულ სა­მეც­ნი­ერო დის­კურ­სში ღირ­სე­ული ად­გი­ლი და­იკ­ავ­ოს. სა­უბ­არია არა მარ­ტო უკ­რა­ინ­ის, არ­ამ­ედ, ზო­გა­დად, და­სავ­ლეთ ევ­რო­პის კვლე­ვებ­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან აქ­ტუ­ალ­ურია და ჩვენს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში დი­დი ტრა­დი­ცი­ები აქ­ვს.

 

გა­ვიხ­სე­ნებ 2013-2014 წლე­ბის „ევ­რო­მა­იდ­ან­ის“ ცნო­ბილ პრო­ცე­სებს... მა­შინ ძა­ლი­ან დი­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრე­სი იყო და­გეგ­მი­ლი. 200 მეც­ნი­ერი ვი­ყა­ვით მიწ­ვე­ული და მხო­ლოდ 10 ჩა­ვი­და, ამ 10-დან 4 ქარ­თვე­ლი მკვლე­ვა­რი ვი­ყა­ვით. ეს მათ­თვის დი­დი მხარ­და­ჭე­რა იყო, ჩვენ­თვის კი — დი­დი რის­კის შემ­ცვე­ლი,“ — აღ­ნიშ­ნავს ივ­ანე მჭე­დე­ლა­ძე.

 

უკ­რა­ინ­ის­ტი­კის დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ოთ­არ ბა­ქა­ნი­ძის სა­ხელს უკ­ავ­შირ­დე­ბა. ცენ­ტრში ამ­ბო­ბენ, რომ სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი სკო­ლა, რო­მე­ლიც ოთ­არ ბა­ქა­ნი­ძემ 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­აყ­ალ­იბა, დღეს წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს საქ­მი­ან­ობ­ას.

 

„ჩვე­ნი ამ­ოც­ანაა — ვუ­პა­სუ­ხოთ იმ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს, რაც მეც­ნი­ერ­ებ­ის წი­ნა­შე დგას, ავ­იღ­ოთ თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ცეფ­ცი­ები და მიდ­გო­მე­ბი, რი­თიც ხდე­ბა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი კა­ცობ­რი­ობ­ის კულ­ტუ­რუ­ლი მო­ნა­პო­ვა­რის კვლე­ვა. აი, ამ­ას ვან­ხორ­ცი­ელ­ებთ რო­გორც ჩვენს უკ­რა­ინ­ელ კო­ლე­გებ­თან, ას­ევე, ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნე­ბის სპე­ცი­ალ­ის­ტებ­თან ერ­თად“, — აცხა­დებს ივ­ანე მჭე­დე­ლა­ძე.

თარიღი: 28/02/2022