საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რას ფიქრობენ და რატომ ირჩევენ თსუ-ს ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები?

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის შერ­ჩე­ვი­სას მოს­წავ­ლე­ები უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ცნო­ბა­დო­ბას, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხს, კვლე­ვის კომ­პო­ნენ­ტსა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რებს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ — ამ­ის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პირ­ველ­კურ­სე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან, რომ­ლებ­მაც 2021 წლის ერ­თი­ან ერ­ოვ­ნულ გა­მოც­დებ­ში, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ერთ-ერ­თი სა­უკ­ეთ­ესო შე­ფა­სე­ბა მი­იღ­ეს.

 

* * *

თა­მარ ბე­დოშ­ვი­ლი სწავ­ლას თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ში აგ­რძე­ლებს. თა­მა­რის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა­ზე, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად, გავ­ლე­ნა კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბაც იქ­ონია.

 

„პიტ­სბურ­გის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რის რო­ბი­ზონ ხუ­ბუ­ლაშ­ვი­ლის სე­მი­ნა­რი მო­ვის­მი­ნე მიკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მო­დე­ლი­რე­ბა­ზე, რო­მელ­მაც თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ერ­ის ყვე­ლა­ზე მნივ­შვნე­ლო­ვან ეტ­აპ­ზე ისა­უბ­რა — მან ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის — ISET მა­გის­ტრა­ტუ­რა და­ამ­თავ­რა. ამ­ან გა­ნა­პი­რო­ბა ჩე­მი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა — სა­სურ­ველ პრო­ფე­სი­ას და­ვუფ­ლე­ბო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე გა­მოც­დილ სა­ერ­თა­შო­რი­სო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, რომ­ლის ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის კუ­რი­კუ­ლუ­მიც შედ­გე­ნი­ლია და­სავ­ლუ­რი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის სა­უკ­ეთ­ესო პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ტოპ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის დიდ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლევს და მსოფ­ლიო და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანს მხდის“, — გვიყ­ვე­ბა თა­მარ ბე­დოშ­ვი­ლი.

 

* * *

თსუ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი გი­ორ­გი გი­ორ­გა­ძე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ას სტუ­დენ­ტე­ბის ეთ­ნი­კურ და კულ­ტუ­რულ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ში ხე­დავს.

 

„გარ­და იმ­ისა, რომ თსუ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერ­თი მო­წი­ნა­ვეა, აქ სწავ­ლო­ბენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ეთ­ნო­სი­სა და სხვა­დას­ხვა კუთხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ახ­ალ­გაზ­რდე­ბი, რაც სა­შუ­ალ­ებ­ას მომ­ცემს სრუ­ლად გა­ვიც­ნო თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო, მი­სი სა­ზო­გა­დო­ება და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა“, — ამ­ბობს გი­ორ­გი გი­ორ­გა­ძე.

 

* * *

„თსუ სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით საქ­მი­ან­ობ­ასა და, სა­ერ­თოდ, ქვე­ყა­ნა­ში „აკ­ად­ემი­ურ ამ­ინ­დს“ ქმნის. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­მეც­ნი­ერო ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მელ­საც არა­ერთ უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში იყ­ენ­ებ­ენ, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბის მი­ერ არ­ის და­წე­რი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, თსუ-ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა მი­სი ას­წლო­ვა­ნი კვლე­ვი­თი ტრა­დი­ცი­ის, აქ­ტი­ური სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობ­ისა და სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­არ­ებ­ის გა­მო გა­დავ­წყვი­ტე“, — გვიყ­ვე­ბა ბე­ქა გე­ლაშ­ვი­ლი-ჩორ­გო­ლი­ანი, რო­მე­ლიც თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ის­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტია და ფიქ­რობს, რომ ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა და სიღ­რმი­სე­ულ­ად გა­აზ­რე­ბა დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლი­ოს უკ­ეთ აღ­ქმა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

 

* * *

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აკ­ად­ემი­ურ­მა პერ­სო­ნალ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ნი­ნო შერ­გა­ლაშ­ვი­ლის არ­ჩე­ვა­ნი. ნი­ნო თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის პირ­ველ­კურ­სე­ლია.

 

„თსუ-ს კავ­კა­სი­აში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ძლი­ერი სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტი აქ­ვს. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­ფე­სი­ას და­ვე­უფ­ლო იმ ლექ­ტო­რე­ბის მეშ­ვე­ობ­ით, რომ­ლე­ბიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ას­წავ­ლი­ან“, — ამ­ბობს ნი­ნო შერ­გა­ლაშ­ვი­ლი.

 

* * *

„ოჯ­ახ­ის წევ­რე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი იყო იმ ხა­რის­ხი­ანი პრო­ფე­სი­ული გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც მი­ვი­ღებ­დი თსუ-ში ჩა­ბა­რე­ბით. დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მქონ­და გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ, რა­მაც კი­დევ უფ­რო გა­ნამ­ტკი­ცა ჩე­მი სურ­ვი­ლი“, — გან­მარ­ტავს სა­კუ­თარ არ­ჩე­ვანს ფსი­ქო­ლო­გი­ის სპე­ცი­ალ­ობ­ის პირ­ველ­კურ­სე­ლი თა­მარ ნაჭყე­ბია.

 

* * *

„ბევ­რმა ად­ამი­ან­მა მირ­ჩია თსუ, რად­გან აქ თა­ვი­ან­თი საქ­მის პრო­ფე­სი­ონ­ალ­ები ას­წავ­ლი­ან, რაც პირ­ვე­ლი­ვე ლექ­ცი­ებ­იდ­ან უკ­ვე შევ­ნიშ­ნე. ას­ევე მითხრეს, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტებს მაქ­სი­მა­ლუ­რად უწყობს ხელს, რომ მათ სწავ­ლა საზღვარ­გა­რეთ გა­აგ­რძე­ლო­ნო“, — გვითხრა ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტმა მა­რი­ამ შენ­გე­ლი­ამ.

 

სხვა ფაქ­ტო­რე­ბი

 

აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბის არ­ჩე­ვან­ზე გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბის საკ­მა­ოდ ფარ­თო სპექ­ტრი ახ­დენს გავ­ლე­ნას — ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ალ­ური, ეკ­ონ­ომ­იკ­ური, კულ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი პირ­და­პირ­პრო­პორ­ცი­ულ­ად აიას­ახ­ება მათ ინ­ტე­რე­სებ­ზე. სტუ­დენ­ტებს სურთ, რომ ყო­ველ­თვის ჰქონ­დეთ კითხვე­ბის — რა­ტომ? რო­გორ? — დას­მი­სა და მათ­ზე პა­სუ­ხე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ალ­ება.

 

„მე გო­რი­დან ვარ — ამ­ბობს გი­ორ­გი გი­ორ­გა­ძე — 5 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ომი და­იწყო და ყო­ველ­თვის მქონ­და უს­ამ­არ­თლო­ბი­სა და არ­ას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდა. ჩე­მი აზ­რით, ქვეც­ნო­ბი­ერ­ის დო­ნე­ზე ომ­მა დი­დი გავ­ლე­ნა იქ­ონია ჩემს ინ­ტე­რე­სებ­ზე, შემ­დეგ კი და­ვინ­ტე­რეს­დი ის­ტო­რი­ით, გე­ოგ­რა­ფი­ით, კულ­ტუ­რე­ბი­თა და პო­ლი­ტი­კით. სწო­რედ ჩემ­მა ინ­ტე­რე­სი­ის სფე­რო­ებ­მა ლო­გი­კუ­რად გა­ნა­პი­რო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არ­ჩე­ვა და ბავ­შვო­ბი­დან ამ სფე­რო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ურ­ობა. მო­რი­დე­ბის გა­რე­შე ვიტყვი, რომ ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ­ად ვი­ყა­ვი მრა­ვალ კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი, ას­ევე, ვარ უამ­რა­ვი კლუ­ბის, ად­გი­ლობ­რი­ვი თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი. მო­ნა­წი­ლე­ობ­ას ვი­ღებ­დი მრა­ვალ გაც­ვლით პროგ­რა­მა­ში სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით, მათ შო­რის, გერ­მა­ნი­აში, და­ნი­აში, პო­ლო­ნეთ­ში, სომ­ხეთ­სა და აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ში. ამ პროგ­რა­მებ­მა და პან­დე­მი­ის დროს მრა­ვალ­მა ონ­ლა­ინ პრო­ექ­ტმა მომ­ცა სა­შუ­ალ­ება — გან­მე­ვი­თა­რე­ბი­ნა ჩე­მი ინ­გლი­სუ­რის დო­ნე, გა­მეც­ნო უამ­რა­ვი ად­ამი­ანი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კონ­ტი­ნენ­ტი­დან და მეს­წავ­ლა რა­ღაც ახ­ალი, გა­და­მე­ფა­სე­ბი­ნა ჩე­მი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა“.

 

* * *

„კო­მა­როვ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქონ­და მა­თე­მა­ტი­კის­თვის დი­დი დრო და­მეთ­მო. ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სხვა­დას­ხვა ოლ­იმ­პი­ად­ებ­ში. წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ებ­ის­ათ­ვის სკო­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით სა­ზაფხუ­ლო ბა­ნა­კე­ბი ეწყო­ბო­და, სა­დაც ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად არ­აფ­ორ­მა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებ­შიც ვერ­თვე­ბო­დი. ვხვდე­ბო­დით სხვა­დას­ხვა წარ­მა­ტე­ბულ ად­ამი­ანს, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­არ­ებ­დნენ, რაც ჩე­მი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის გა­აზ­რე­ბულ არ­ჩე­ვა­ში და­მეხ­მა­რა. ეკ­ონ­ომ­იკა საკ­მა­ოდ კომ­პლექ­სუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან შედ­გე­ბა, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო და, ამ­ავე დროს, სა­ჭი­რო და მოთხოვ­ნა­დია თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­ში“, — გან­მარ­ტა თა­მარ ბე­დოშ­ვილ­მა.

 

* * *

„ალ­ბათ, ვე­რას­დროს ვერ ვიქ­ნე­ბი კმა­ყო­ფი­ლი ჩე­მი გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბით, თუ მე­ცო­დი­ნე­ბა, რომ არ შე­ვე­ჭი­დე ის­ეთ რთულ­სა და სა­ინ­ტე­რე­სო კითხვებს, რომ­ლებ­ზეც პა­სუ­ხი ფი­ზი­კას უნ­და ჰქონ­დეს. მე არ მინ­და ოდ­ეს­მე გა­მო­მე­ლი­ოს კითხვე­ბის — რა­ტომ? და რო­გორ? — დას­მის სა­შუ­ალ­ება, არ მინ­და, რომ ოდ­ეს­მე და­მე­კარ­გოს ინ­ტე­რე­სი ჩე­მი საქ­მი­სად­მი. ფი­ზი­კის კომ­პლექ­სუ­რო­ბა კი უფ­რო მიმ­ზიდ­ველს ხდის მას და მე­ტად მიმ­ძაფ­რებს მი­სი შეც­ნო­ბის სურ­ვილს, ამ­იტ­ომ­აც შე­ვა­ჩე­რე არ­ჩე­ვა­ნი ამ დარ­გზე“, — ამ­ბობს მა­რი­ამ შენ­გე­ლია.

 

* * *

„მინ­და, მო­ნა­წი­ლე­ობა მი­ვი­ღო კვლე­ვით საქ­მი­ან­ობ­აში, აკ­ად­ემი­ურ სფე­რო­ში ვა­პი­რებ დარ­ჩე­ნას და ეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია....“; „ვფიქ­რობ, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი მომ­ცემს იმ სა­ჭი­რო გა­ნათ­ლე­ბა­სა და უნ­არ-ჩვე­ვებს, რაც ჩემს მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ან­ობ­აში გა­მო­მად­გე­ბა და ამ ყვე­ლა­ფერს ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ გა­მო­ვი­ყე­ნებ....“; ვფიქ­რობ, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სტუ­დენ­ტებ­თან და­მე­გობ­რე­ბა და მა­თი კულ­ტუ­რუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გაც­ნო­ბა სწავ­ლე­ბის პრო­ცესს უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის...“; „იმ­ედი მაქ­ვს, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კავ­ში­რე­ბი კვლე­ვით ცენ­ტრებ­თან, კონ­ფე­რენ­ცი­ები, გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი სა­შუ­ალ­ებ­ას მომ­ცემს გა­ვუ­წიო კონ­კუ­რენ­ცია სტუ­დენ­ტებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი­დან...“ — მა­ღალ­რე­იტ­ინ­გულ სტუ­დენ­ტებს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­გან საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მო­ლო­დი­ნი აქ­ვთ. პრო­ფე­სი­ული გან­ვი­თა­რე­ბის გარ­და, მა­თი მო­ლო­დი­ნი სწავ­ლე­ბის სააუდიტორო ფორ­მატ­ში გა­დას­ვლა­საც უკ­ავ­შირ­დე­ბა. სტუ­დენ­ტე­ბი თა­ვად უკ­ვე ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ფიქ­რო­ბენ, რომ პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა სა­მეც­ნი­ერო აზ­რის ნდო­ბა და ვაქ­ცი­ნა­ციაა.

თარიღი: 30/09/2021