საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რას სთა­ვა­ზობს „კო­ვიდ-19“-ის პი­რო­ბებ­ში სახ­ლში გა­მო­კე­ტილ პა­ტა­რებს თუ მოზ­რდი­ლებს თსუ სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი?

რა მოხ­დე­ბა, თუ­კი სა­მი გო­ჭი სამ რო­ბო­ტად იქ­ცე­ვა, რომ­ლე­ბიც კა­ცობ­რი­ობ­ის­ათ­ვის თავ­შე­საფ­რებს აშ­ენ­ებ­ენ, ხო­ლო მგე­ლი ჰა­კე­რი გახ­დე­ბა, რო­მელ­საც რო­ბო­ტე­ბის გან­ზრახ­ვის ჩაშ­ლა უნ­და? რო­გორ შე­ვიყ­ვანთ თა­ნა­მედ­რო­ვე გმი­რებს: ზომ­ბებს, ელ­ფებს, მონ­სტრებს, რო­ბო­ტებს, ავ­ატ­არ­ებს და სხვებს ცნო­ბილ ზღაპ­რებ­ში? — „კო­ვიდ-19“-ის პი­რო­ბებ­ში სახ­ლში გა­მო­კე­ტილ ჩვენს პა­ტა­რებს ამ ახ­ალ გა­სარ­თობ­სა და სა­აზ­როვ­ნო „თავ­სა­ტეხს“ სთა­ვა­ზობს თსუ სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი.

მოს­წავ­ლე­ებ­ში ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის, ფარ­თო თვალ­სა­წი­ერ­ის გან­ვი­თა­რე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ის­ად­მი ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბის მიზ­ნით თსუ სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი არ­აფ­ორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას წლე­ბია სთა­ვა­ზობს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის კონ­კრე­ტულ სეგ­მენ­ტს (სკო­ლის მოს­წავ­ლე­ები, აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი). ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­ულ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტიც გა­და­ეწყო დის­ტან­ცი­ურ საქ­მი­ან­ობ­აზე და უკ­ვე თვე­ზე მე­ტია, მოს­წავ­ლე­ებს, მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მშობ­ლებს უზი­არ­ებს ვი­დეოებს, სთა­ვა­ზობს სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბებს და კონ­კურ­სებს.

თსუ სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტორ­თან, პრო­ფე­სორ ნი­ნო პო­პი­აშ­ვილ­თან ერ­თად შე­იმ­უშ­ავა და ახ­ორ­ცი­ელ­ებს ლექ­ცი­ებ­ის ციკ­ლს — „სა­უბ­რე­ბი ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე“, სა­დაც გა­ნი­ხი­ლე­ბა მრა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან (ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­რი­ოდ­იზ­აცია; ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ონ­ალ­ური ლი­ტე­რა­ტუ­რის კა­ნო­ნი; ქარ­თუ­ლი ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ის გან­ვი­თა­რე­ბის, პრო­ზე­ლი­ტიზ­მის, იგ­ავ-არ­აკ­ის, რო­გორც ჟან­რის, სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ან­ის „სიბ­რძნე სიც­რუ­ის“ საკ­ვან­ძო სა­კითხე­ბი; პო­ეტ­ური ენ­ისა და პო­ეტ­ური ლექ­სი­კის თე­მა და სხვ.).

დოქ­ტორ ნი­ნო პო­პი­აშ­ვი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით, თსუ სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა ამ­ჯე­რად და­იწყო კონ­კურ­სი დაწყე­ბი­თი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­ის­თვის. კონ­კუ­სის სა­ხელ­წო­დე­ბაა — „ზღა­პა­რი და მი­სი ტრან­სფორ­მა­ცია 21-ე სა­უკ­უნ­ეში“.

„მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა უნ­ივ­ერ­სა­ლუ­რი ფე­ნო­მე­ნია. სხვა­დას­ხვა დროს და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­სტე­ბი, ზღაპ­რე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­მხრი­ვი ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ის წყა­როა დღე­საც. რო­გო­რია თა­ნა­მე­რო­ვე ზღა­პა­რი? რა ელ­ემ­ენ­ტებს შე­იტ­ანს თა­ნა­მედ­რო­ვე ვირ­ტუ­ალ­ური სივ­რცე ზღაპ­რის ტრან­სფორ­მა­ცი­ის­ას? — სწო­რედ ამ­აზე გას­ცემს პა­სუხს ჩვე­ნი კონ­კურ­სის შე­დე­გე­ბი. სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ჩვენ შე­ვარ­ჩი­ეთ ოთხი ცნო­ბი­ლი ზღა­პა­რი: „სა­მი გო­ჭის ზღა­პა­რი“, „წი­თელ­ქუ­და“, „კომ­ბლე“ და „ნა­ცარ­ქე­ქია“. კონ­კურ­სის­თვის გა­მო­ვიწ­ვი­ეთ თბი­ლი­სის კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის I (5) კლა­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­ონა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი და თბი­ლი­სის 133-ე სა­ჯა­რო სკო­ლის IV (ე) კლა­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი ხა­თუ­ნა ლო­ლო­მა­ძე, ას­ევე, ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე. მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და გა­მოგ­ზავ­ნონ ნა­ხა­ტე­ბი, კო­მიქ­სე­ბი, ვი­დეოები, ამ­ბე­ბი, სა­დაც ცნო­ბი­ლი ზღაპ­რე­ბის გმი­რე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან. მოს­წავ­ლე­ებ­ის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი უნ­და გად­მო­იგ­ზავ­ნოს ელ.ფოს­ტა­ზე — junior@tsu.ge, რის შემ­დე­გაც გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის facebook-გვერ­დზე. კონ­კურ­სს უკ­ვე გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ები, მა­თი პე­და­გო­გე­ბი და მშობ­ლე­ბი. ნაშ­რო­მე­ბის მი­ღე­ბა კვლა­ვაც გრძელ­დე­ბა. დე­ტა­ლუ­რად თსუ სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ახ­ალი გა­მოწ­ვე­ვის შე­სა­ხებ იხ­ილ­ეთ ბმულ­ზე: https://www.youtube.com/watch?v=2ZiOobKKm6c", — აცხა­დებს კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ნი­ნო პო­პი­აშ­ვი­ლი.

გა­ზე­თი „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი“ ახ­ლო მო­მა­ვალ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ მოს­წავ­ლე­თა მი­ერ აღ­ქმუ­ლი ზღაპ­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ებს.

 

ონ­ლა­ინ სა­გა­ზაფხუ­ლო სკო­ლა

ახ­ალი ინ­იცი­ატ­ივ­ებ­ის და წა­მოწყე­ბის თო­ბა­ზე თსუ-ის სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ნე ლო­მო­ური გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ახ­ალ­მა ვი­თა­რე­ბამ ათ­ას­გვა­რი გარ­კვე­ული პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვიქ­მნა და, მათ შო­რის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა. თუმ­ცა ჩვენ ად­რე­ვე და­ვი­ჭი­რეთ თა­და­რი­გი, რად­გან ჩვე­ნი გეგ­მა მარ­ტის თვის­თვის (ამ გეგ­მას ჯერ კი­დევ ახ­ალი წლი­დან ვა­მუ­შა­ვებ­დით) იყო სა­გა­ზაფხუ­ლო სკო­ლის მოწყო­ბა უფ­როს­კლა­სე­ლე­ბის­თვის. ამ მიზ­ნით ვამ­ზა­დებ­დით მა­სა­ლებს, გავ­წე­რეთ გან­რი­გი ლექ­ტო­რებ­თან ერ­თად. ამ წი­ნა სა­მუ­შაო პე­რი­ოდ­ში, თე­ბერ­ვალ­ში და­იწყო სწო­რედ სა­უბ­არი გლო­ბა­ლურ, სე­რი­ოზ­ულ ეპ­იდ­ემი­ურ მდგო­მა­რე­ობ­აზე და მა­შინ­ვე აშ­კა­რა გახ­და, რომ ეს ვი­რუ­სი სა­ქარ­თვე­ლომ­დეც მო­აღ­წევ­და. ჩვენ ვი­ფიქ­რეთ, რომ ას­ეთ პი­რო­ბებ­ში არ გვაქ­ვს უფ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ები და­ვა­ყე­ნოთ რის­კის ქვეშ და ამ­იტ­ომ მა­შინ­ვე გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ სა­გა­ზაფხუ­ლო სკო­ლის პრო­ექ­ტი დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში გან­გვე­ხორ­ცი­ელ­ებ­ინა.

გარ­და ჩვე­ნი ძვე­ლი არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი მიზ­ნე­ბი­სა და საქ­მი­ან­ობ­ის ფორ­მა­ტი­სა, ახ­ალ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში გა­დავ­წყვი­ტეთ — მე­ტად მიგ­ვექ­ცია ყუ­რადღე­ბა იმ სირ­თუ­ლე­ებ­ის­ათ­ვის, რის წი­ნა­შეც აღ­მოჩ­ნდნენ მოს­წავ­ლე­ები და მა­თი მშობ­ლე­ბიც, რო­დე­საც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს დის­ტან­ცი­ურ­ად მო­უწი­ათ გაკ­ვე­თი­ლე­ბის და სკო­ლის პროგ­რა­მის ათ­ვი­სე­ბა. ჩვენ მივ­მარ­თეთ რამ­დე­ნი­მე ჩვენს მე­გო­ბარ პრო­ფე­სორს, ვის­თა­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, რომ დაგ­ვხმა­რე­ბოდ­ნენ და მოს­წავ­ლე­ბი­სა და მა­თი მშობ­ლე­ბის­თვის რა­იმე სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მი­ეწ­ოდ­ებ­ინ­ათ. აუც­ილ­ებ­ლად უნ­და ვახ­სე­ნო ჩვე­ნი ახ­ალ­გაზ­რდა პრო­ფე­სო­რი ნი­ნო პო­პი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აქ­ტი­ურ­ად ჩა­ება ამ საქ­მე­ში და ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის თა­ნა­მედ­რო­ვე ხედ­ვე­ბის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ლექ­ცია-ჩა­ნა­წე­რი გა­აკ­ეთა, რაც გან­ვა­თავ­სეთ ჩვენს ონ­ლა­ინ ვე­ლებ­ში. მად­ლო­ბა მინ­და ვუთხრა არ­ქი­ტექ­ტორ ზუ­რაბ ბაქ­რა­ძეს, რო­მელ­მაც მოს­წავ­ლე­ებ­ის­თვის თბი­ლი­სი, რო­გორც ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მა­გა­ლი­თი, მი­მო­იხ­ილა. ას­ევე, სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცი­ებს ატ­არ­ებ­ენ გია თორ­თლა­ძე და ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი. ჩვენ მო­მავ­ლის­თვის კი­დევ უფ­რო მე­ტის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებთ. ახ­ლა, რო­დე­საც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ თა­ვის თავ­ზე აიღო ტე­ლე­ვი­ზი­ით გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და ამ­ან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ხა­სი­ათი მი­იღო, ჩვენც ვეც­დე­ბით უკ­ვე ნა­წი­ლობ­რივ ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ზღვარ­ზე შევ­თა­ვა­ზოთ მოს­წავ­ლე­ებს რა­იმე სა­ინ­ტე­რე­სო. მა­გა­ლი­თად, ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი ავ­ელ­ინა და­ვი­თუ­ლი­ანი ამ­ზა­დებს მა­თე­მა­ტი­კის კონ­კურ­სს უმ­ცროს­კლა­სე­ლე­ბის­თვის. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

გარ­და ამ­ისა, ახ­ალ გა­მოწ­ვე­ვებ­საც, მა­გა­ლი­თად, მარ­ნე­ულ­სა და ბოლ­ნის­ში სე­რი­ოზ­ული ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ური აფ­ეთ­ქე­ბის­თა­ნა­ვე, ასე ვუ­პა­სუ­ხეთ — ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ქვე­მო ქარ­თლის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ბი­ურ­ოს და მა­თაც შევ­თა­ვა­ზეთ დის­ტან­ცი­ური დახ­მა­რე­ბა. მათ სჭირ­დე­ბო­დათ ფსი­ქო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცი­ები. მათ ას­ეთი დახ­მა­რე­ბა ჩვენ გა­ვუ­წი­ეთ. ახ­ლა, ამ ვი­თა­რე­ბა­ში, არა მარ­ტო მოს­წავ­ლე­ებს და მათ მშობ­ლებს, სა­ერ­თოდ ყვე­ლას სჭირ­დე­ბა გარ­კვე­ული მხარ­და­ჭე­რა, რა­საც ვცდი­ლობთ, რომ გა­ვა­კე­თოთ.

თსუ სა­ბავ­შო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა ამ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­კვე­ული ავ­ტო­რი­ტე­ტი, გარ­კვე­ული ცნო­ბა­დო­ბა მო­იპ­ოვა. უკ­ვე 10 წე­ლია, რაც ვარ­სე­ბობთ. ჩვენ უკ­უკ­ავ­ში­რის სა­შუ­ალ­ებ­ით ვა­ფა­სებთ ჩვე­ნი საქ­მი­ან­ობ­ის ეფ­ექ­ტუ­რო­ბას. ყო­ველ­თვის ვგრძნობთ, რომ ჩვენ მი­ერ ნათ­ქვა­მი სიტყვა, შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სი­უჟ­ეტი, გა­მოს­ვლა, ლექ­ცია და ა.შ. პო­ულ­ობს თა­ვის მა­ყუ­რე­ბელს თუ მსმე­ნელს. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით. ყვე­ლას აქ­ვს სა­შუ­ალ­ება გა­მოთ­ქვას თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა, გაგ­ვი­ზი­არ­ოს თა­ვი­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და ხედ­ვა, რა­საც სი­ამ­ოვ­ნე­ბით ვი­ღებთ და ამ კონ­ტაქ­ტით, მით უფ­რო დღე­ვან­დელ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში, ვაძ­ლი­ერ­ებთ ურ­თი­ერ­თო­ბებს.

 

„დის­ტან­ცი­ური დეს­პა­ნი“

ახ­ალ წა­მოწყე­ბა­ზე და ახ­ალ დღის წეს­რიგ­ზე თსუ სტუ­დენ­ტუ­რი სერ­ვი­სე­ბი­სა და კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი გრი­გო­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

-კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბის მხრივ ჩვენ სტუ­დენ­ტებს ვთა­ვა­ზობთ ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცი­ებს, რო­გორც კა­რი­ერ­ის და­გეგ­მვის კუთხით, ას­ევე, შრო­მის ბა­ზარ­ზე პი­რა­დი პრო­ფე­სი­ული ორი­ენ­ტა­ცი­ის მხრივ, რაც ას­ევე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა­თა მათ სწო­რად გა­აკ­ეთ­ონ არ­ჩე­ვა­ნი — რა აირ­ჩი­ონ? რა დროს და სად სჯობს სტა­ჟი­რე­ბის გავ­ლა? რო­გორ გან­ვი­თარ­დნენ კა­რი­ერ­ულ­ად? უკ­ვე თით­ქმის 70 სტუ­დენ­ტზე მეტ­მა გაიარა ჩვენ­თან ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცია და დის­ტან­ცი­ურ­ად აქ­ტი­ურ­ად ჩა­ვერ­თეთ ამ პრო­ექ­ტში.

დღის წეს­რიგ­ში გვაქ­ვს სა­ხელ­მწი­ფო სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტის მოს­ვლას და წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბის გა­კე­თე­ბას. სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ბი­ურ­ოს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ მი­ვი­ღეთ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, რომ თან­ხმო­ბის მო­პო­ვე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის­გან დის­ტან­ცი­ურ­ად, ელ­ექ­ტრო­ნუ­ლად გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. პრო­ექ­ტში 200-ზე მე­ტი სტუ­დენ­ტია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. საქ­მის წარ­მო­ებ­აც მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­და­ვიყ­ვა­ნეთ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში. სტუ­დენ­ტს აღ­არ მო­უწ­ევს ად­გილ­ზე ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებ­თან მოს­ვლა. სტუ­დენ­ტურ საცხოვ­რებ­ლებ­ში მათ ყვე­ლა­ნა­ირ­ად ვუწყობთ ხელს, რომ იქ ცხოვ­რე­ბა მე­ტად შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოდ.

სამ­წუ­ხა­როდ, არ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რა­საც უშუ­ალ­ოდ კონ­ტაქ­ტი სჭირ­დე­ბა და დის­ტან­ცი­ურ­ად პრო­ცესს ვერ მარ­თავ. მა­გა­ლი­თად, დამ­საქ­მებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რა, ამ ეტ­აპ­ზე, გა­მო­რიცხუ­ლია და, შე­სა­ბა­მი­სად, და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მის ონ­ლა­ინ შე­თა­ვა­ზე­ბაც სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, შე­უძ­ლე­ბე­ლია, მით უფ­რო, ჩვენც არ ვი­ცით — პოსტ ვი­რუ­სუ­ლი პე­რი­ოდ­ის შემ­დეგ ჩვე­ნი ეკ­ონ­ომ­იკა რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა. ალ­ბათ, შემ­დეგ­ში უფ­რო აქ­ტი­ურ­ად ვი­მუ­შა­ვებთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ახ­ლა კი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სე­რი­ოზ­ულ დამ­საქ­მე­ბელ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა ონ­ლა­ინ სტა­ჟი­რე­ბე­ბის და ონ­ლა­ინ ვა­კან­სი­ებ­ის შე­მო­თა­ვა­ზე­ბის კუთხით. პირ­ველ ეტ­აპ­ზე ეს ეხ­ებ­ოდა კომ­პი­უტ­ერ­ულ აიტი ტექ­ნო­ლო­გი­ებს, ას­ევე, ინ­ოვ­აცი­ებ­ის და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის სა­აგ­ენ­ტოს. ამ­ის თა­ობ­აზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვენ ვავ­რცე­ლებთ ყვე­ლა იმ ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის სა­შუ­ალ­ებ­ით, რაც თსუ-ს ხელ­თაა.

ჩვენ გვაქ­ვს ბევ­რის­თვის უკ­ვე კარ­გად ცნო­ბი­ლი პრო­ექ­ტი — „თსუ დეს­პა­ნი“, რაც გუ­ლის­ხმობ­და არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში სტუ­დენ­ტის მი­ერ მშობ­ლი­ურ სკო­ლა­ში წას­ვლას და მოს­წავ­ლე­ებ­ის (აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბის) მრა­ვალ­მხრივ ინ­ფორ­მი­რე­ბას თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, პრო­ექ­ტე­ბის და ა.შ. ირ­გვლივ. შექ­მნილ სი­ტუ­აცი­აში ეს პრო­ექ­ტიც დის­ტან­ცი­ურ­ად ავ­ამ­უშ­ავ­ეთ და და­ვარ­ქვით „დის­ტან­ცი­ური დეს­პა­ნი“. რას გუ­ლის­მობს ეს? ნე­ბის­მი­ერი ჩვე­ნი სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც არ­ის რე­გი­ონ­ში და დის­ტან­ცი­ურ­ად მო­ნა­წი­ლე­ობს თსუ-ის ყვე­ლა სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო პრო­ცეს­ში, მათ ვატ­რე­ნინ­გებთ დის­ტან­ცი­ურ­ად. ამ პრო­ექ­ტში უკ­ვე ჩა­ერ­თო 200-ზე მე­ტი სტუ­დენ­ტი. რა არ­ის ძი­რი­თა­დი მე­სი­ჯი? აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, რო­მე­ლიც წელს აბ­არ­ებს უმ­აღ­ლეს­ში, ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია აქ­ვს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის, მი­სი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით. რა­ტომ? იმ­იტ­ომ, რომ ჩვენ და ყვე­ლა სხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ღია კა­რის დღე­ებს და აბ­ტუ­რი­ენ­ტებ­თან გაც­ნო­ბით შეხ­ვედ­რებს ვიწყებ­დით თე­ბერ­ვლის ბო­ლოს, მარ­ტი­დან. შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ობ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ღია კა­რის დღე­ებ­ის მოწყო­ბა არ გა­მოგ­ვი­ვი­და არც ერთ უნ­ივ­ერ­სი­ტეტს. ბევ­რი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი გა­და­ვი­და ღია კა­რის დღე­ებ­ის ონ­ლა­ინ მოწყო­ბა­ზე და სწო­რედ ამ­ის გაგ­რძე­ლე­ბაა ეს პრო­ექ­ტიც. თსუ-ის სტუ­დენ­ტე­ბი და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს დის­ტან­ცი­ურ­ად აწ­ვდი­ან ამ­ომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ზე, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე, ას­ევე — რო­გორ ხდე­ბა ჩვენ­თან სწავ­ლა? რო­გო­რია სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა?

კი­დევ ერთ და­მა­ტე­ბით სერ­ვისს, რა­საც აბ­იტ­ური­ენ­ტებს ვთა­ვა­ზობთ, ეს არ­ის ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცია. სა­ბავ­შო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი დე­მეტ­რე მო­დე­ბა­ძე აბ­იტ­ური­ენ­ტებს კვი­რა­ში რა­მო­დე­ნი­მე დღე სთა­ვა­ზობს ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ ჩარ­თვას, რა დრო­საც უწ­ევს კონ­სულ­ტა­ცი­ას — რო­გორ შე­ავ­სონ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის, ფა­კულ­ტე­ტე­ბის სია? რას უნ­და მი­აქ­ცი­ონ ყუ­რადღე­ბა? რა შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს პრი­ორ­იტ­ეტი? რო­მე­ლი სა­გა­ნია ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი და ასე შემ­დეგ. ამ მხრივ ჩვე­ნი კონ­ტაქ­ტი აბ­იტ­ური­ენ­ტებ­თან კი­დევ უფ­რო მე­ტად ეფ­ექ­ტუ­რი გახ­და ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში.

გარ­და თსუ-ის ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მე­ბი­სა, ვი­ყე­ნებთ ჩვენს ფე­ის­ბუქ-გვერ­დსაც, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა იმ სა­კონ­ტაქ­ტო პი­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტშია ჩარ­თუ­ლი. კი­დევ ერ­თხელ მივ­მარ­თავ ყვე­ლა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტელს — ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის, მა­გის­ტრა­ტუ­რის თუ დოქ­ტუ­რან­ტუ­რის სტუ­დენ­ტს — ამ რთულ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში მო­ახ­ერ­ხონ თა­ვის გარ­შე­მო მყოფ აბ­იტ­ური­ენ­ტებს თუ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თაც უშუ­ალო კონ­ტაქ­ტე­ბი ახ­ლა შეზღუ­დუ­ლი აქ­ვთ და მარ­თლაც აინ­ტე­რე­სებთ — რა ხდე­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, მი­აწ­ოდ­ონ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია დის­ტან­ცი­ურ­ად.

იმ­ედი მაქ­ვს, რომ ეს მდგო­მა­რე­ობ­აც მა­ლე გა­ივ­ლის და რაც კარ­გი მი­ვი­ღეთ ამ დის­ტან­ცი­ური საქ­მის წარ­მო­ებ­იდ­ან, რო­გორც კარგ გა­მოც­დი­ლე­ბას, დავ­ტო­ვებთ მო­მა­ვალ­შიც, მათ შო­რის, სტუ­დენ­ტებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მხრივ. რა­მაც კი­დევ უფ­რო მე­ტად დაგ­ვა­ფიქ­რა, რომ სა­ჭი­როა უშუ­ალო კონ­ტაქ­ტე­ბი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­საც კი­დევ უფ­რო ეფ­ექ­ტურს გავ­ხდით მო­მა­ვალ­ში. მა­გა­ლი­თად, სა­უბ­არია სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლე­ბის — ლი­სის და ბა­გე­ბის საქ­მი­ან­ობ­ის სა­მე­ურ­ნეო ნა­წილ­ზე. არ­ის სა­კითხე­ბი, რო­დე­საც გვჭი­დე­ბა უშუ­ალ­ოდ კონ­ტაქ­ტი, თუმ­ცა ამ მდგო­მა­რე­ობ­ას ჩა­ვარ­დნა არ მოჰ­ყო­ლია და ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ საქ­მი­ან­ობ­ას.

ესაუბრა ნინო კაკულია

თარიღი: 21/04/2020