საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რას სთა­ვა­ზობს მოს­წავ­ლე­ებს, აბ­იტ­ური­ენ­ტებს და ზრდას­რუ­ლებს თსუ-ის უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრი ახ­ალ რე­ალ­ობ­აში

ესა­უბ­რა თა­მარ და­დი­ანი

 

კო­რო­ნა­ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­ულ­მა პან­დე­მი­ამ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ახ­ალი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­აყ­ენა. სას­წავ­ლო აუდ­იტ­ორი­ასა და საკ­ლა­სო ოთ­ახს მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი მოს­წავ­ლე­ებ­ისა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უწყვე­ტი პრო­ცე­სის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სის­ტე­მა დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და. თუ რო­გორ არ­თმევს თავს თსუ უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრი შექ­მნილ მდგო­მა­რე­ობ­ას, ამ­აზე გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი გია მა­მუ­ლაშ­ვი­ლი:

- რო­გორ მუ­შა­ობს ახ­ალ რე­ალ­ობ­აში თსუ-ის უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრი?

- მსოფ­ლი­ოს ახ­ალ­მა დღის წეს­რიგ­მა თსუ-ის უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრს ბიძ­გი მის­ცა მუ­შა­ობ­ის ფორ­მა­ტი სრუ­ლად დის­ტან­ცი­ური გა­ეხ­ადა. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობ­ის გა­მოცხა­დე­ბას და­ემ­თხვა სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბელ კურ­სებ­ზე მსურ­ველ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის პე­რი­ოდი და ეს პრო­ცე­სი მთლი­ან­ად დის­ტან­ცი­ურ­ად წარ­ვმარ­თეთ. ვე­ცა­დეთ, მსურ­ვე­ლე­ბის­თვის რე­გის­ტრა­ცია მაქ­სი­მა­ლუ­რად გაგ­ვე­მარ­ტი­ვე­ბი­ნა. მა­გის­ტრან­ტებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი ელ­ექ­ტრო­ნუ­ლად შე­ვავ­სე­ბი­ნეთ და ჩვენ­ვე მო­ვი­ძი­ეთ რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტე­ბი. ამ­ჟა­მად ამ კურ­სებ­ზე სწავ­ლა უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია. ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ვი­ყე­ნებთ სას­წავ­ლო პლატ­ფორ­მა Zoom-ს. მი­სი მეშ­ვე­ობ­ით შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქ­ვს ლა­ივ რე­ჟიმ­ში ვი­ყოთ ჩარ­თუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბა­ში, ვი­მუ­შა­ოთ წყვი­ლებ­ში ან ჯგუფ­ში, დავ­სვათ კითხვე­ბი, გვქონ­დეს კო­მუ­ნი­კა­ცია მოს­წავ­ლე­ებ­თან და კო­ლე­გებ­თან.

გარ­და ამ­ისა, დის­ტან­ცი­ურ­ად და­ვას­რუ­ლეთ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ბის გა­მოცხა­დე­ბამ­დე დაწყე­ბუ­ლი სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო კურ­სე­ბი სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ ეტ­აპ­ზე დის­ტან­ცი­ურ­ად უკ­ვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ტრე­ნე­რე­ბის ტრე­ნინ­გი დამ­წყებ­თათ­ვის, მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­გის­ტრა­ცია მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­მოც­დი­სათ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბელ კურ­სზე ქარ­თულ ენ­ასა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში.

ვემ­ზა­დე­ბით სხვა კურ­სე­ბის დის­ტან­ცი­ურ­ად ჩა­სა­ტა­რებ­ლა­დაც. ჩვენს რე­ალ­ობ­აში დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბა ახ­ალი გა­მოწ­ვე­ვაა, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და ტრე­ნე­რე­ბი­სათ­ვის, ას­ევე მსმე­ნე­ლე­ბის­თვი­საც. ვცდი­ლობთ, ჩვენს ტრე­ნე­რებს სა­თა­ნა­დო მხარ­და­ჭე­რა აღ­მო­ვუ­ჩი­ნოთ ტექ­ნი­კურ და მე­თო­დო­ლო­გი­ურ სა­კითხებ­ში და ჩვე­ნი კურ­სე­ბის ნა­წი­ლი მა­ინც გა­და­ვაწყოთ დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის ფორ­მატ­ზე, სა­დაც ამ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას თა­ვად კურ­სის სპე­ცი­ფი­კა გვაძ­ლევს.

ონ­ლა­ინ გრძელ­დე­ბა აბ­იტ­ური­ენ­ტთა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სე­ბიც, რომ­ლე­ბიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, არც შეგ­ვი­ჩე­რე­ბია.

- პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში რო­გორ გე­სა­ხე­ბათ, ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბის გა­და­ცე­მის და მი­ღე­ბის უწყვე­ტო­ბა?

- სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ირი ქვეყ­ნე­ბის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თვის ეს ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა, სა­დაც დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არც თუ დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქ­ვს. უფ­რო მე­ტიც, ხში­რად ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის დო­ნე­ზეც კი ერ­თმა­ნეთ­ში ვუ­რევთ დის­ტან­ცი­ურ, ელ­ექ­ტრო­ნულ, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბას. ყვე­ლაფ­რის და­სა­ლა­გებ­ლად დრო, კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი, სქე­მა­ტუ­რი, მოქ­ნი­ლი მიდ­გო­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბაა სა­ჭი­რო, ას­ევე, მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა მე­თო­დო­ლო­გი­ებ­ში. ფორ­სმა­ჟო­რულ სი­ტუ­აცი­აში აღ­მოვ­ჩნდით და ახ­ლა სწრა­ფი რე­აგ­ირ­ებაა ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი. მიდ­გო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ვა ფორ­მის­თვის. ას­ევე, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია გა­მოწ­ვე­ვე­ბიც. უშუ­ალ­ოდ ჩვენს ცენ­ტრზე თუ ვი­სა­უბ­რებთ, აუც­ილ­ებ­ლად უნ­და გა­მოვ­ყოთ სა­მიზ­ნე აუდ­იტ­ორი­ის სა­მი სეგ­მენ­ტი: მოს­წავ­ლე­ები, აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბი და ზრდას­რუ­ლე­ბი. სა­მი­ვე მათ­გან­თან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი­სა და მე­თო­დე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბაა სა­ჭი­რო მა­თი ას­აკ­ის, სო­ცი­ალ­ური სტა­ტუ­სის, გე­ოგ­რა­ფი­ული ად­გილ­მდე­ბა­რე­ობ­ის და ა.შ. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

სკო­ლის ას­აკ­ის მსმე­ნე­ლებ­თან მუ­შა­ობს ჩვე­ნი „სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი“. სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი უფ­ასოა და ამ ვი­თა­რე­ბა­ში კარ­გი სა­შუ­ალ­ებაა მოს­წავ­ლე­ებ­ის­ათ­ვის და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლის მი­სა­ცე­მად, ას­ევე, მშობ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, რომ შინ გა­მო­კე­ტი­ლი ბავ­შვე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თონ.

ად­რე­ულ ეტ­აპ­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის შე­დე­გად, ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ და სე­მეს­ტრის და­საწყის­ში­ვე შევ­თა­ვა­ზეთ მოს­წავ­ლე­ებს ის პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­ში ჩარ­თვის სურ­ვილ­საც ის­ინი ჯერ კი­დევ თე­ბერ­ვლის თვე­ში აფ­იქ­სი­რებ­დნენ. პირ­ვე­ლი, რაც გან­ვა­ხორ­ცი­ელ­ეთ, იყო „სა­გა­ზაფხუ­ლო სკო­ლა" უფ­როს­კლა­სელ­თათ­ვის, მო­ვა­ხერ­ხეთ და სი­ტუ­აცი­ის დამ­ძი­მე­ბამ­დე ჩავ­წე­რეთ არა­ერ­თი ვი­დეო ლექ­ცია, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სო­ცი­ალ­ური მე­დი­ის სა­შუ­ალ­ებ­ით სრუ­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და ნე­ბის­მი­ერი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რი­სათ­ვის.

საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო აბ­იტ­ური­ენ­ტთათ­ვის შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა დის­ტან­ცი­ური კონ­სულ­ტა­ცია, რომ­ლი­თაც არა­ერ­თმა მოს­წავ­ლემ ის­არ­გებ­ლა და დღე­საც სარ­გებ­ლობს. ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური ჩარ­თვით მათ მი­იღ­ეს ინ­ფორ­მა­ცია ერ­თი­ანი ერ­ოვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, მი­სი ფა­კულ­ტე­ტე­ბი­სა და პროგ­რა­მე­ბის, სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის და იმ რე­ალ­ობ­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ელ­ით ცხოვ­რე­ბის შემ­დგომ ეტ­აპ­ზე. ამ შე­თა­ვა­ზე­ბის ვა­დე­ბი გა­ნუ­საზღვრე­ლია და ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პირ­მა ამ სერ­ვი­სით ის­არ­გებ­ლოს.

ჩვენ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ტა­რებ­დით ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნობ პრო­ექ­ტს — „თსუ დეს­პა­ნი". შექ­მნილ­მა სი­ტუ­აცი­ამ მოგ­ვცა ინ­სპი­რა­ცია — პრო­ექ­ტს ფორ­მა­ტი შე­ეც­ვა­ლა და დღეს პროგ­რა­მა „online Envoy" აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია. 200-ზე მე­ტი მო­ხა­ლი­სე სტუ­დენ­ტი დეს­პა­ნი დის­ტან­ცი­ურ­ად უზი­არ­ებს აბ­იტ­ური­ენ­ტებ­სა და უფ­როს­კლა­სე­ლებს მათ­თვის სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას.

თსუ სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია — ეს პე­რი­ოდი ნე­ბის­მი­ერი კლა­სის მოს­წავ­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო, შე­მეც­ნე­ბი­თი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სი­ახ­ლე­ებ­ით სავ­სე იყ­ოს. სწო­რედ ამ­იტ­ომ, ჩვენ და­ვიწყეთ სა­მი ახ­ალი პრო­ექ­ტი: გა­მოწ­ვე­ვა-კონ­კურ­სი — „ზღაპ­რის ტრან­სფორ­მა­ცია", მა­თე­მა­ტი­კუ­რი კონ­კურ­სი — „4X4 ამ­ოც­ანა და კი­დევ ცო­ტა მე­ტი" და სტა­ტი­ებ­ის კონ­კურ­სი — „პლა­ნე­ტა პან­დე­მი­ის შემ­დეგ".

და ბო­ლოს, აუც­ილ­ებ­ლად უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს „სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ youtube-გვერ­დთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც აქ­ტი­ურ­ად ვტვირ­თავთ ყვე­ლას­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მო­სა­დეგ ვი­დეოებს — ეს ეხ­ება რო­გორც აბ­იტ­ური­ენ­ტებს (თსუ-ის ფა­კულ­ტე­ტე­ბის დე­ტა­ლუ­რი მი­მო­ხილ­ვა), ას­ევე, ნე­ბის­მი­ერი ას­აკ­ის მოს­წავ­ლე­ებს. ამ გვერ­დზე შეხ­ვდე­ბით რო­გორც სა­უბ­რებს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, აგ­რეთ­ვე, დის­ტან­ცი­ურ ტე­რე­ნინგ-კურ­სებ­საც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის­იც, რომ თსუ-ის სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ამ პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თუ­ლია არა მხო­ლოდ დე­და­ქა­ლა­ქის სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ები, არ­ამ­ედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ზარ­დე­ბი. გა­მოვ­ყოფ­დი ქა­ლაქ ფო­თის სა­ჯა­რო სკო­ლებ­თან აქ­ტი­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რო­მელ­საც მე­რი­ას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის თა­ნახ­მად ვა­ხორ­ცი­ელ­ებთ.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ არ­სე­ბუ­ლი სა­მო­მავ­ლო გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ყვე­ლა­ზე მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბი და სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დი­სათ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან. ეს თა­ობა კი საკ­მა­ოდ ად­აპ­ტი­რე­ბუ­ლია სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან.

შე­და­რე­ბით რთუ­ლია და კომ­პლექ­სურ მიდ­გო­მებს სა­ჭი­რო­ებს ზრდას­რულ­თა სეგ­მენ­ტი. მათ­თვის დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის ფორ­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძ­ენს მრა­ვა­ლი სხვა­დას­ხვა ას­პექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. ზრდას­რულ­თა დიდ ნა­წილს არ აქ­ვს ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო ტექ­ნი­კუ­რი უნ­არ­ები. ბევ­რი მათ­გა­ნი შინ, მცი­რეწ­ლო­ვან შვი­ლებ­თან ერ­თად აღ­მოჩ­ნდა გა­მო­კე­ტი­ლი და მო­ბი­ლი­ზე­ბა უჭ­ირთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ბევ­რი შე­იძ­ლე­ბა ფლობს კი­დეც ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის უნ­არ­ებს, მაგ­რამ ოჯ­ახ­ში არ აქ­ვთ საკ­მა­რი­სი ტექ­ნი­კა, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა დის­ტან­ცი­ურ­ად შეძ­ლონ. ამ­იტ­ომ, სა­ჭი­რო­ებ­ის შემ­თხვე­ვა­ში, ზრდას­რულ­თათ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად მოქ­ნი­ლი ონ­ლა­ინ გა­რე­მოს შექ­მნაა აუც­ილ­ებ­ელი შე­სა­ბა­მი­სი ინ­სტრუქ­ცი­ებ­ისა და მხარ­და­ჭე­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ცხა­დია, ამ სეგ­მენ­ტში იგ­ულ­ის­ხმე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი და ტრე­ნე­რე­ბიც.

- თსუ-ის უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრს რა ინ­იცი­ატ­ივ­ები აქ­ვს სა­მო­მავ­ლოდ?

- გარ­და იმ­ისა, რომ ჩვე­ნი კურ­სე­ბის ნა­წილს დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის ფორ­მატ­ზე გა­და­ვაწყობთ და ისე შევ­თა­ვა­ზებთ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მსმე­ნე­ლებს, ვგეგ­მავთ ახ­ალი, აქ­ტუ­ალ­ური კურ­სე­ბის შექ­მნა­სა და შე­თა­ვა­ზე­ბა­საც.

ზრდას­რულ­თათ­ვის სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე ვამ­ზა­დებთ მცი­რე ზო­მის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბლო­გის ტი­პის ჩა­ნა­წე­რე­ბის, პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ის, ვი­დეოების სე­რი­ას, რო­მელ­თა ნა­წი­ლი ჩვე­ნი არ­სე­ბუ­ლი კურ­სე­ბი­და­ნაც იქ­ნე­ბა აღ­ებ­ული და მათ­ზე წვდო­მა სრუ­ლი­ად უს­ას­ყიდ­ლო­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თარიღი: 29/04/2020