საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რას მოიცავს ქართული კედლის მხატვრობის მონაცემთა ახლად შექმნილი უნიკალური ელექტრონული ბაზა

 

მაია ტო­რა­ძე

 

თბი­ლი­სის სახ­ლმწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ისა და თე­ორი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერ­ებ­მა და სტუ­დენ­ტებ­მა შუა სა­უკ­უნე­ებ­ის ქარ­თუ­ლი კედ­ლის მხატ­ვრო­ბის მო­ნა­ცემ­თა ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ბა­ზა შექ­მნეს. ვებ­გვერ­დი www.arthistory.tsu.ge/murals, რო­მე­ლიც უკ­ვე გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტროს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი სა­კონ­კურ­სო გრან­ტის ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნა. მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი კედ­ლის მო­ხა­ტუ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ სტა­ტი­ები, რო­მელ­საც ახ­ლავს სრუ­ლი ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია, ფო­ტო და გრა­ფი­კუ­ლი მა­სა­ლა.

 

პირ­ველ ეტ­აპ­ზე ვებ­გვერ­დზე გან­სა­თავ­სებ­ლად საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ქრო­ნო­ლო­გი­ური პე­რი­ოდი — VI-XI სა­უკ­უნე­ები გა­ნი­საზღვრა. მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში, გარ­კვე­ული პრინ­ცი­პე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­ტა­ნი­ლია მო­ხა­ტუ­ლო­ბის 68 ნი­მუ­ში – მხო­ლოდ ის ძეგ­ლე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხებ არ­სე­ბობს გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ან გარ­კვე­ული ინ­ფორ­მა­ცია. ხო­ლო ის მო­ხა­ტუ­ლო­ბე­ბი, რო­მელ­თა თა­ობ­აზ­ეც მხო­ლოდ მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია იძ­ებ­ნე­ბა, ან მი­სი ში­ნა­არ­სი­სა თუ თა­რი­ღის შე­სა­ხებ დას­კვნე­ბი ჯერ არ არ­სე­ბობს, ვებ-გვერ­დზე არ ატ­ვირ­თუ­ლა, მაგ­რამ, რად­გან გვერ­დი გახ­სნი­ლი და ინ­ტე­რაქ­ტი­ულია, ახ­ალი მა­სა­ლის გა­ჩე­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, ბა­ზა მუდ­მი­ვად შე­ივ­სე­ბა და გა­ნახ­ლდე­ბა.

 

თე­მის კომ­პლექ­სუ­რო­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, ვებ­გვერ­დი მცი­რე დრო­ში შე­იქ­მნა, რაც პრო­ექ­ტის მოთხოვ­ნე­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი – გრან­ტის ფარ­გლებ­ში ჯგუფს მხო­ლოდ ხუ­თი თვე ჰქონ­და იმ­ის­თვის, რომ გან­საზღვრუ­ლი­ყო არა მხო­ლოდ XI სა­უკ­უნ­ემ­დე შექ­მნი­ლი, არ­ამ­ედ შემ­დგო­მი, გვი­ანი ხა­ნის მო­ხა­ტუ­ლო­ბე­ბის­თვის მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბიც, მო­ეძი­ებ­ინა მა­სა­ლე­ბი, ფო­ტო­ები და სქე­მე­ბი, და­ემ­უშ­ავ­ებ­ინა ის­ინი, შე­ექ­მნა სტა­ტი­ები და ყვე­ლა­ფე­რი ვებ-გვერ­დის სტრუქ­ტუ­რა­ში ტექ­ნი­კუ­რად და ვი­ზუ­ალ­ურ­ად აეს­ახა.

 

რო­გორც ჩვენ­თან სა­უბ­არ­ში პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა სა­ლო­მე მე­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ჯგუ­ფის მი­ზა­ნი, მო­ხა­ტუ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ მა­სა­ლის სრულ­ყო­ფას­თან ერ­თად, ამ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და უხ­ვი მა­სა­ლის სის­ტე­მა­ტი­ზი­რე­ბა იყო, რა­თა გვერ­დი ად­ვი­ლად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი და ინ­ფორ­მა­ცია მარ­ტი­ვად მო­სა­ძი­ებ­ელი ყო­ფი­ლი­ყო. „ჩვე­ნი მცდე­ლო­ბის და პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი პროგ­რა­მის­ტის გია შერ­ვა­ში­ძის დახ­მა­რე­ბით შე­იქ­მნა ბა­ზა — მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტუ­ლი, მარ­ტი­ვი სტრუქ­ტუ­რით, სა­დაც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რი მარ­თლაც სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას იხ­ილ­ავს მო­ხა­ტუ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ. ცვლი­ლე­ბის ან ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მა­ტე­ბის სა­ჭი­რო­ებ­ის შემ­თხვე­ვა­ში გვერ­დზე მუ­შა­ობა მარ­ტი­ვად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჩვენ მი­ერ შექ­მნი­ლი ქარ­თუ­ლი კედ­ლის მხატ­ვრო­ბის მო­ნა­ცემ­თა სა­მეც­ნი­ერო-პო­პუ­ლა­რუ­ლი ვებ-გვერ­დი გან­კუთ­ვნი­ლია რო­გორც ამ დარ­გში მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის­თვი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, ისე — ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის“, – გვითხრა სა­ლო­მე მე­ლა­ძემ.

 

პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის და თე­ორი­ის ინ­სტი­ტუტ­ში და ინ­სტი­ტუტ­თან არ­სე­ბულ ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრში; პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლია ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის და თე­ორი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ზა­ზა სხირ­ტლა­ძე; ხო­ლო მო­ნა­წი­ლე­ები არი­ან ამ­ავე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტე­ბი და მა­გის­ტრა­ტუ­რის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი: ქე­თე­ვან გონ­გა­ძე, თა­მარ ლე­თო­დი­ანი, ირ­აკ­ლი თე­ზე­ლაშ­ვი­ლი, სა­ლო­მე მე­ლა­ძე (პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი), ელ­ის­აბ­ედ უგ­ულ­ავა, გია შერ­ვა­ში­ძე (ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა).

 

პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით „კულ­ტუ­რის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მის“ ფარ­გლებ­ში. გან­ზრა­ხუ­ლია, რომ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი კედ­ლის მხატ­ვრო­ბის ძეგ­ლთა ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ბა­ზა სა­ფუძ­ვლად და­ედ­ოს უფ­რო ვრცე­ლი მრა­ვალ­ტო­მე­ული კორ­პუ­სის ბეჭ­დურ გა­მო­ცე­მას.

 

პრე­ზენ­ტა­ცი­აზე, რო­მე­ლიც zoom-ის მეშ­ვე­ობ­ოთ 6 აპ­რილს გა­იმ­არ­თა, ისა­უბ­რეს ვებ­გვერ­დის შექ­მნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და მო­მა­ვალ პერ­სპექ­ტი­ვა­ზე. თსუ-ის ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ისა და თე­ორი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ზა­ზა სხირ­ტლა­ძემ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უს­ვა ხა­ზი ახ­ალ­გაზ­რდო­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს იყო პირ­ვე­ლი გრან­ტი, რო­მე­ლიც თსუ-ში ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე­ობ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­იპ­ოვ­ეს. „უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი არ­ის ის უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­დაც ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე­ობ­ას, რო­გორც სა­მეც­ნი­ერო დარ­გს, ჩა­ეყ­არა სა­ფუძ­ვე­ლი. აქ 1919 წლის 3 იან­ვრი­დან და­არ­სდა კა­თედ­რა. მას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ამ დარ­გის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლი. აქ­იდ­ან და­იწყო ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა დარ­გის, მათ შო­რის, კედ­ლის მხატ­ვრო­ბის შეს­წავ­ლა. გან­ვლი­ლი ათ­წლე­ულ­ებ­ის გა­ნავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ გა­კეთ­და, მაგ­რამ, რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ბის ძეგ­ლთა გა­მორ­ჩე­ულ­ად დი­დი რა­ოდ­ენ­ობაა, სრუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ყვე­ლა ძეგ­ლის თა­ობ­აზე არ გვაქ­ვს. ამ მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და გა­ნახ­ლე­ბა იტ­ვირ­თა თსუ-ის ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ისა და თე­ორი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ახ­ალ­გაზ­რდულ­მა ფრთამ. ვებ­გვერ­დზე ატ­ვირ­თუ­ლი 70-მდე სტა­ტია, თა­ვი­სი ფო­ტო­ებ­ით და სქე­მე­ბით, არ გახ­ლავთ კომ­პი­ლა­ცია, ანუ რა­იმე სა­ფუძ­ველ­ზე შედ­გე­ნი­ლი – ეს არ­ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­მო­უკ­იდ­ებ­ელი სტა­ტი­ები, რომ­ლებ­შიც არ­ის აღ­წე­რა, წარ­წე­რე­ბი, მოკ­ლე და­ხა­სი­ათ­ება, ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია, ფო­ტო­ები და სქე­მე­ბი. რაც მთა­ვა­რია, ეს არ გახ­ლავთ და­ხუ­რუ­ლი გვერ­დი, ანუ თუ­კი ვინ­მე მოგ­ვაწ­ვდის მა­სა­ლას, თუ ვინ­მე გა­მოთ­ქვამს შე­ნიშ­ვნას ამა თუ იმ სა­კითხთან და­კავ­ში­რე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და ეს ვებ­გვერ­დი თან­და­თა­ნო­ბით და­იხ­ვე­წე­ბა“, – აღ­ნიშ­ნა ჩვენ­თან სა­უბ­არ­ში ზა­ზა სხირ­ტლა­ძემ.

 

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი იმ­ედ­ოვ­ნე­ბენ, რომ მი­ეც­ემ­ათ ვებ­გვერ­დის კი­დევ უფ­რო გამ­დიდ­რე­ბის სა­შუ­ალ­ება და ქარ­თუ­ლი კედ­ლის მხატ­ვრო­ბის შე­სა­ხებ ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მო­მა­ვალ­ში მთლი­ან­ად მო­იც­ავს შუა სა­უკ­უნე­ებს – XVIII სა­უკ­უნ­ის ჩათ­ვლით. ზა­ზა სხირ­ტლა­ძის თქმით, იგ­ეგ­მე­ბა ვებ­გვერ­დის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ვერ­სი­ის შექ­მნაც, რის­თვი­საც ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ებ­აზე აქ­ედ­ან­ვე ზრუ­ნა­ვენ. „ეს პრო­ექ­ტი ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, რომ არა გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტროს ხელ­შეწყო­ბა, მი­სი წარ­მო­მად­გენ­ლის ქე­თე­ვან ტრა­პა­იძ­ის თა­ნად­გო­მა და ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა. ას­ევე მად­ლი­ერ­ებ­ით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა ვებ­გვერ­დი სერ­ვერ­ზე გა­ნა­თავ­სა. თუ და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბას მო­ვა­ხერ­ხებთ და ხელ­შეწყო­ბაც გვექ­ნე­ბა, სა­ბო­ლოო სა­ხით, ჩვენ მი­ვი­ღებთ შუ­ასა­უკ­უნე­ებ­ის ქარ­თუ­ლი კედ­ლის მხატ­ვრო­ბის მო­ნა­ცემ­თა სრულ ბა­ზას, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მეც­ნი­ერ­ებ­ის­თვის, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ისა და მი­სი დაც­ვის, აგ­რეთ­ვე ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც“, – გვითხრა ზა­ზა სხირ­ტლა­ძემ.

 

ხან­გრძლი­ვი, ოთხე­ტა­პი­ანი პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ეტ­აპი დას­რულ­და. შემ­დგო­მი სა­მი ეტ­აპი მო­იც­ავს XII-XIII სს., XIV-XV სს. და XVI-XVIII სა­უკ­უნე­ებ­ის კედ­ლის მხატ­ვრო­ბე­ბის შეს­წავ­ლა­სა და ვებ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბას. იქ­ნებ ის დროც დად­გეს, რომ ამ უნ­იკ­ალ­ური ხე­ლოვ­ნე­ბის ბეჭ­დუ­რი ალ­ბო­მის შექ­მნაც ხელ­შე­სა­ხე­ბი გახ­დეს.

თარიღი: 18/04/2021