საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რას ითვალისწინებს თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის განვითარების ახალი კონცეფცია?

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭომ დე­კა­ნის პო­ზი­ცი­აზე მე­ორე ვა­დით აირ­ჩია პრო­ფე­სო­რი დი­მიტ­რი კორ­ძაია. საბ­ჭოს­თვის წად­გე­ნილ ფა­კულ­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­აში დე­კან­მა სას­წავ­ლო, კვლე­ვი­თი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და მა­ტე­რი­ალ­ურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა ას­ახა. დე­კა­ნი მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ წი­ნა­პი­რო­ბად კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დის და­ნერ­გვას მი­იჩ­ნევს. კონ­კრე­ტუ­ლად რა, რო­გორ, რო­დის შე­იც­ვლე­ბა და რა შე­დეგ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცია, დი­მიტ­რი კორ­ძაია ინ­ტერ­ვი­უში გან­მარ­ტავს.

 

— მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ახ­ალი კონ­ცეფ­ცია წი­ნა ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული სტრა­ტე­გი­ის გაგ­რძე­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­საც ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭოს სრულ­მა შე­მად­გენ­ლო­ბამ და­უჭ­ირა მხა­რი. ახ­ალი კონ­ცეფ­ცია სრულ თან­ხვედ­რა­შია ფა­კულ­ტე­ტის მი­სი­ას­თან — სა­მე­დი­ცი­ნო დარ­გის პრო­ფე­სი­ონ­ალ­ებ­ისა და მკვლევ­რე­ბის აღ­ზრდა, რო­მელ­თა მი­ზა­ნია, ერ­თი მხრივ, ჯან­მრთე­ლო­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და ჯან­სა­ღი გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა, რაც აუც­ილ­ებ­ელია სა­ზო­გა­დო­ებ­ის კე­თილ­დღე­ობ­ისა და ჰარ­მო­ნი­ზე­ბუ­ლი პროგ­რე­სის­თვის, ხო­ლო, მე­ორე მხრივ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მე­დი­ცი­ნო-სა­მეც­ნი­ერო აზ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობა.

 

ფა­კულ­ტეტ­ზე მე­დი­ცი­ნი­სა და სტო­მა­ტო­ლო­გი­ის ერ­თსა­ფე­ხუ­რი­ანი, რო­გორც ქარ­თუ­ლი, ას­ევე, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­მა მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ­მა პროგ­რა­მებ­მა აკ­რე­დი­ტა­ცია გა­სულ წელს გაიარა და ამ­ჟა­მად სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მა­თი სრუ­ლი იმ­პლე­მენ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ას­ევე, გა­სულ წელს აკ­რე­დი­ტა­ცია გაიარა მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მებ­მა, რომ­ლე­ბიც ძვე­ლი პროგ­რა­მე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ბევ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია. მი­ღე­ბუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ები ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი პროგ­რა­მე­ბი სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს იმ კრი­ტე­რი­უმ­ებს, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ამ (WFME) და­ად­გი­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლის დიპ­ლომს აქ­ვს სრუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ცნო­ბა­დო­ბა.

 

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტია, რომ 2020 წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტი გა­მოჩ­ნდა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო რან­ჟი­რე­ბის სის­ტე­მა­ში. მსოფ­ლიო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის რე­იტ­ინ­გში 327-ე ად­გილ­ზე ვართ და გვაქ­ვს ვერ­ცხლის კა­ტე­გო­რია (კვლე­ვის ინ­დი­კა­ტო­რე­ბის მი­ხედ­ვით — 524-ე ად­გილ­ზე, ფი­ნან­სუ­რი მდგრა­დო­ბის მი­ხედ­ვით — 205-ე). სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლე­ბი­სათ­ვის ეს პირ­ვე­ლი პრე­ცენ­დენ­ტია. იმ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ შე­ფა­სე­ბუ­ლი იყო რამ­დე­ნი­მე ათ­ასი უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, ვფიქ­რობ, არ არ­ის ცუ­დი შე­დე­გი, თუმ­ცა აუც­ილ­ებ­ელია მი­სი ეტ­აპ­ობ­რი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

 

— და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად რა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით და რა სა­ხის ცვლი­ლე­ბებს გეგ­მავთ?

 

— ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი იმ­პლე­მენ­ტა­ცია. ორი­ენ­ტი­რი აღ­ებ­ული გვაქ­ვს სწავ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე იდე­ალ­ური მე­თო­დის და­ნერ­გვის­კენ, ვგუ­ლის­ხმობ სწავ­ლა/სწავ­ლე­ბას კვლე­ვით. ამ­ის­ათ­ვის ვმუ­შა­ობთ რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით: მარ­თვის ოპ­ტი­მი­ზა­ცია, სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა, მა­ტე­რი­ალ­ურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ფა­კულ­ტეტ­ზე უკ­ვე და­ინ­ერ­გა ობი­ექ­ტუ­რად სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დის ფორ­მა — OSCE (სულ ბო­ლოს და­ინ­ერ­გა ეს ფორ­მა ქი­რურ­გი­ულ დის­ციპ­ლი­ნებ­ში). ჩვენს ფა­კულ­ტეტ­ზე მოქ­მედ სწავ­ლე­ბის პროგ­რა­მებს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მა ჰქვია, რაც გუ­ლის­ხმობს სა­ბა­ზო, გარ­და­მა­ვა­ლი და კლი­ნი­კუ­რი ეტ­აპ­ებ­ის საგ­ნებს შო­რის ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ და ვერ­ტი­კა­ლურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას. ამ­ას­თა­ნა­ვე, თი­თოეული ეტ­აპ­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სტუ­დენ­ტებ­მა უნ­და ჩა­აბ­არ­ონ ე.წ. „ფილ­ტრი“ გა­მოც­და. „ფილ­ტრის“ ბა­რი­ერ­ის ვერ დაძ­ლე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, სტუ­დენ­ტს არ აქ­ვს უფ­ლე­ბა სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლოს შემ­დეგ ეტ­აპ­ზე. ეს ბა­რი­ერი უკ­ვე ამ­ოქ­მე­დე­ბუ­ლია იმ სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც დღეს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის პირ­ველ კურ­სზე სწავ­ლო­ბენ.

 

— რას გუ­ლის­ხმობს „სწავ­ლე­ბა კვლე­ვით“ მე­თო­დი?

 

— თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტი დოქ­ტო­რან­ტია, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში. ეს კარ­გიც არ­ის და ცუ­დიც. კარ­გია, რად­გან ად­ას­ტუ­რებს ფა­კულ­ტე­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის და კა­თედ­რე­ბის მა­ღალ კვლე­ვით პო­ტენ­ცი­ალს (რაც, თა­ვის მხრივ, ერთ-ერ­თი ფაქ­ტო­რია სა­ერ­თა­შო­რი­სო რან­ჟი­რე­ბის სის­ტე­მა­ში ფა­კულ­ტე­ტის გა­მო­ჩე­ნი­სათ­ვის). ცუ­დია ის, რომ ბევრ დოქ­ტო­რან­ტს შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქ­ვს აქ­ტი­ური სტა­ტუ­სი და უხ­ან­გრძლივ­დე­ბა სწავ­ლის პე­რი­ოდი (რაც, ძი­რი­თა­დად, დოქ­ტო­რან­ტთა პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ის მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი მა­ღა­ლი მოთხოვ­ნე­ბით არ­ის გა­მოწ­ვე­ული); მაგ­რამ ფაქ­ტი ფაქ­ტად რჩე­ბა, ფა­კულ­ტეტ­ზე კვლე­ვას აწ­არ­მო­ებს 200-ზე მე­ტი დოქ­ტო­რან­ტი. თუ ამ­ას და­ვუ­მა­ტებთ ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის რამ­დე­ნი­მე ათე­ულ მა­გის­ტრან­ტს, აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვით და­კა­ვე­ბუ­ლია 300-მდე ახ­ალ­გაზ­რდა მკვლე­ვა­რი. ჩვენ და­ვიწყეთ თი­თოეულ მათ­გან­თან ერ­თსა­ფე­ხუ­რი­ანი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის სტუ­დენ­ტთა ჯგუ­ფე­ბის „მი­მაგ­რე­ბა“. ეს პრო­ცე­სი ეტ­აპ­ობ­რი­ვია, მაგ­რამ ვვა­რა­უდ­ობთ, რომ 2-3 წე­ლი­წად­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­ვი­ღოთ „კვლე­ვი­თი“ ფა­კულ­ტე­ტის მო­დე­ლი, სა­დაც სტუ­დენ­ტთა დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩარ­თუ­ლია სე­რი­ოზ­ულ სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვებ­ში და აქ­ტი­ურ­ად მო­ნა­წი­ლე­ობს ამ პრო­ცე­სის თან­მხლებ აქ­ტი­ვო­ბებ­შიც (სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ები, პუბ­ლი­კა­ციაები და ა.შ.).

 

— ამ დრო­ის­თვის რა ეტ­აპ­ზეა ას­ეთი მიდ­გო­მის და­ნერ­გვა?

 

— ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბობს სტუ­დენ­ტთა 10-მდე ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც ას­ეთი მო­დე­ლით მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ დოქ­ტო­რან­ტთა კვლე­ვებ­ში.

 

და­მა­ტე­ბით ვგეგ­მავთ სტუ­დენ­ტე­ბის მი­მაგ­რე­ბას რე­ზი­დენ­ტებ­თა­ნაც, რაც ხელს შე­უწყობს სტუ­დენ­ტთა კლი­ნი­კუ­რი ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბას, უნ­არ­ებ­ის ათ­ვი­სე­ბას. ბო­ლო ორი წე­ლია, ფა­კულ­ტეტ­ზე ურ­ოლ­ოგი­ის კა­თედ­რის გამ­გის, პრო­ფე­სორ თე­მურ ჩი­გო­გი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით რე­ზი­დენ­ტთა კლი­ნი­კუ­რი სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ები ტარ­დე­ბა, მოხ­სე­ნე­ბე­ბი კლი­ნი­კურ ქე­ის­ებს ეფ­უძ­ნე­ბა და ამ მოხ­სე­ნე­ბა­თა მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში სტუ­დენ­ტე­ბიც არი­ან ჩარ­თულ­ნი.

 

— რო­გორ აფ­ას­ებთ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ფა­კულ­ტეტ­ზე მიმ­დი­ნა­რე „ონ­ლა­ინ“ სას­წავ­ლო პრო­ცესს და იგ­ეგ­მე­ბა თუ არა ცვლი­ლე­ბა სა­გა­ზაფხუ­ლო სე­მეს­ტრი­დან ?

 

— ვფიქ­რობ, რომ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სუ­რას მო­უწია ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის უკ­ეთ ათ­ვი­სე­ბა, სა­ლექ­ციო კურ­სე­ბის გა­ნახ­ლე­ბა და ელ­ექ­ტრო­ნულ ფორ­მატ­ში გა­და­ტა­ნა, რა­საც და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებ. ამ პე­რი­ოდ­ში არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბი, პი­რი­ქით, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში კვლე­ვის­თვის მე­ტი დროც დარ­ჩა.

 

ამ­ავე დროს, ჩვენ გვაქ­ვს საგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც „ონ­ლა­ინ“ ვერ ას­წავ­ლი. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ებ­ის დაც­ვით, სტუ­დენ­ტთა მცი­რე­რიცხო­ვა­ნი ჯგუ­ფე­ბი შე­ვად­გი­ნეთ და მე­ცა­დი­ნე­ობ­ები სააუდიტორო ფორ­მატ­ში ტარ­დე­ბო­და. მო­მა­ვა­ლი სე­მეს­ტრი­დან გა­დაწყვე­ტი­ლი გვაქ­ვს, რომ მხო­ლოდ ე.წ. სა­ნა­კა­დო ლექ­ცი­ები (4-6 ჯგუ­ფის­თვის ერ­თდრო­ულ­ად) დარ­ჩეს „ონ­ლა­ინ“ რე­ჟიმ­ში, ხო­ლო და­ნარ­ჩე­ნი სწავ­ლე­ბა ჩვე­ულ­ებ­რივ ფორ­მატ­ში წარ­ვმარ­თოთ. აუც­ილ­ებ­ელი იქ­ნე­ბა „მცი­რე ჯგუ­ფე­ბის“ ფორ­მა­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა კლი­ნი­კებ­ში, სა­დაც, ძი­რი­თა­დად, მოწყვლა­დი სა­ზო­გა­დო­ებაა პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ხით და მათ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და გა­ვუფ­რთხილ­დეთ.

 

— რა სი­ახ­ლე­ებია და­გეგ­მი­ლი ფა­კულ­ტე­ტის მა­ტე­რი­ალ­ურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

 

— ბო­ლო ორი წლის მან­ძილ­ზე მო­ხერ­ხდა ფა­კულ­ტე­ტის სი­მუ­ლა­ცი­ური ცენ­ტრის და­მა­ტე­ბით აღ­ჭურ­ვა და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში აქ­ტი­ურ­ად ჩარ­თვა. წელს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტროს მი­ერ გა­მო­იყო და­ფი­ნან­სე­ბა და და­იწყო თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სა­ბა­ზი­სო კორ­პუ­სე­ბის (რომ­ლე­ბიც გან­თავ­სე­ბუ­ლია ალ. ნა­თიშ­ვი­ლის მორ­ფო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ბა­ზა­ზე) ფარ­თო­მას­შტა­ბი­ანი რე­მონ­ტი; მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მეც­ნი­ერო ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ის კე­თილ­მოწყო­ბა და აღ­ჭურ­ვა ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად; მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­ური მო­ლაპ­რა­კე­ბე­ბი სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის შე­სა­ძე­ნად. ამ დრო­ის­თვის თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტეტს 50-მდე კლი­ნი­კუ­რი ბა­ზა აქ­ვს, რო­მელ­საც ამ­ერ­იკ­ული ჰოს­პი­ტა­ლიც შე­ემ­ატა, სა­დაც უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს ქი­რურ­გი­ის სწავ­ლე­ბა.

 

გა­იზ­არ­და ჩვენ­თან სწავ­ლის მსურ­ველ უცხო­ელ სტუ­დენ­ტთა რა­ოდ­ენ­ობა. სა­შე­მოდ­გო­მო მი­ღე­ბის­თვის უკ­ვე გვაქ­ვს 100-მდე გან­ცხა­დე­ბა. ეს ფა­კულ­ტე­ტის მზარდ პო­პუ­ლა­რო­ბას ად­ას­ტუ­რებს და, ამ­ას­თა­ნა­ვე, ფი­ნან­სუ­რი მდგრა­დო­ბის გა­რან­ტი­აცაა.

 

— რა იგ­ეგ­მე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კუთხით?

 

— 2021 წელს, ჩე­მი ინ­იცი­ატ­ივ­ით, მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო მრჩე­ველ­თა საბ­ჭო შე­იქ­მნა. ამ დრო­ის­თვის საბ­ჭო­ში მსოფ­ლი­ოს 9 ქვეყ­ნი­დან 15 მეც­ნი­ერია გა­წევ­რი­ან­ებ­ული. მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს წევ­რის მო­ვა­ლე­ობაა — შე­მოგ­ვთა­ვა­ზოს სტუ­დენ­ტე­ბის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი, ერ­თობ­ლი­ვი სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვა, სა­ჯა­რო ლექ­ცი­ები და სხვ. ორ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ თსუ აწყობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლი საბ­ჭოს წევ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ობ­ით. საბ­ჭოს სხდო­მებს, რო­გორც წე­სი, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რიც ეს­წრე­ბა, რაც საბ­ჭოს წევ­რე­ბის ენ­თუ­ზი­აზ­მზე წა­მა­ხა­ლი­სებ­ლად მოქ­მე­დებს. პირ­ვე­ლი სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს წევ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ობ­ით წელს, 5-7 მა­ისს გა­იმ­არ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ება, სა­მეც­ნი­ერო მოხ­სე­ნე­ბე­ბის გარ­და, სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებ­ის ციკ­ლსაც მო­იც­ავს.

 

— თქვენ კარ­გად იც­ნობთ მსოფ­ლიო პან­დე­მი­ებ­ის ის­ტო­რი­ას. რას ფიქ­რობთ ომ­იკ­რო­ნის შტამ­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­ას­რუ­ლებს კო­ვიდ-პან­დე­მი­ას?

 

— ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით, ომ­იკ­რო­ნი იქ­ცე­ვა ის­ეთი „ჩვე­ულ­ებ­რი­ვი“ ვი­რუ­სი­ვით, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად, მაგ­რამ გა­და­დე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით ხა­სი­ათ­დე­ბა. ვფიქ­რობ, თუ რა­მე ახ­ალი მუ­ტა­ცია არ მოხ­დე­ბა, ომ­იკ­რო­ნი პან­დე­მი­ას და­ას­რუ­ლებს. ამ­ას ხელს შე­უწყობს ის­იც, რომ აც­რილ­თა და კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ­თა ჯა­მი იმ კრი­ტი­კულ რიცხვს მი­აღ­წევს, რო­მე­ლიც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა და­ავ­ად­ებ­ის გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბი­სათ­ვის.

 

სამ­წუ­ხა­როდ, აც­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის თვალ­საზ­რი­სით, სა­ქარ­თვე­ლო არ აღ­მოჩ­ნდა გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი ერ­ის­ათ­ვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი. აც­რის „მსურ­ველ­თა“ რა­ოდ­ენ­ობ­ის მა­ტე­ბა ფუ­ლა­დი წა­ხა­ლი­სე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტის ამ­ოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, ად­ას­ტუ­რებს, რომ აც­რის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა თუნ­დაც ეს ნა­წი­ლი იმ­დე­ნად უარ­გუ­მენ­ტოდ არ იც­რე­ბო­და, რომ მა­თი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა 200-მა ლარ­მა შეც­ვა­ლა. ეს კი­დევ ერ­თხელ მი­უთ­ით­ებს, რომ თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტეტ­საც, სხვა ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­თან ერ­თად, გა­საძ­ლი­ერ­ებ­ელი აქ­ვს მუ­შა­ობა სა­ზო­გა­დო­ებ­ის სა­მე­დი­ცი­ნო (ჯან­დაც­ვი­თი) გა­ნათ­ლე­ბის­თვის.

თარიღი: 16/02/2022