საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რას ემსახურება ელექტრონული ჟურნალი ,,ზნენი“, რომლის მეორე ნომერიც გამოიცა

თა­მარ და­დი­ანი

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის ს/ს ინ­სტი­ტუ­ტი­სა და ან­თი­მოზ ივ­ერი­ელ­ის ფი­ლო­სო­ფი­ისა და თე­ოლ­ოგი­ის სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ყო­ველ­წლი­ური ინ­დექ­სი­რე­ბუ­ლი ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის — „ზნე­ნი“ — მე­ორე ნო­მე­რი გა­მო­ვი­და.

 

ჟურ­ნა­ლის სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭოს წევ­რე­ბი არი­ან: თსუ-ის პრო­ფე­სო­რი დე­მურ ჯა­ლა­ღო­ნია, თსუ-ის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი ან­ას­ტა­სია ზა­ქა­რი­აძე (სა­მეც­ნი­ერო რე­დაქ­ტო­რი), თსუ-ის ფი­ლო­სო­ფი­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის IV კურ­სის სტუ­დენ­ტი, სტუ­დენტ ფი­ლო­სო­ფოს­თა სა­მეც­ნი­ერო წრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნი­კო­ლოზ ჭარ­ხა­ლაშ­ვი­ლი და თსუ-ის ფი­ლო­სო­ფი­ის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის II კურ­სის სტუ­დენ­ტი მა­რი­ამ სი­ლა­გა­ძე.

 

ფი­ლო­სო­ფოს სტუ­დენ­ტთა ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი — „ზნე­ნი“ — მიზ­ნად ის­ახ­ავს სტუ­დენ­ტთა ჩარ­თუ­ლო­ბას სა­მეც­ნი­ერო მუ­შა­ობ­აში. ჟურ­ნა­ლის მე­ორე ნო­მერ­ში სწავ­ლე­ბის სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტე­ბის სა­მეც­ნი­ერო სტა­ტი­ებია და­ბეჭ­დი­ლი.

 

პირ­ვე­ლი სტა­ტი­ის — „ვაქ­ცი­ნა­ცია, რო­გორც დღე­ვან­დე­ლო­ბის მთა­ვა­რი ეთ­იკ­ური დი­ლე­მა“

 

— ავ­ტო­რია თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის II კურ­სის სტუ­დენ­ტი მა­რი სი­ლა­გა­ძე, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის ფონ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­ად­მი სა­ზო­გა­დო­ებ­ის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიდ­გო­მებ­ზე სა­უბ­რობს.

 

ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის IV კურ­სის სტუ­დენ­ტის ნი­კო­ლოზ ჭარ­ხა­ლაშ­ვი­ლის სტა­ტი­აში — „ტი­რა­ნის ბე­დი პლა­ტო­ნის „სა­ხელ­მწი­ფოს“ მი­ხედ­ვით“ — სა­უბ­არია იმ­აზე, რომ პლა­ტო­ნის „სა­ხელ­მწი­ფოს“ IX წიგ­ნის მი­ხედ­ვით უკ­ეთ გა­ვი­აზ­როთ — თუ რას მო­უტ­ანს მმარ­თვე­ლო­ბის ტი­რა­ნუ­ლი ფორ­მა თა­ვად მმარ­თველ­სა და სა­ხელ­მწი­ფოს. ტი­რა­ნის ბე­დის ან­ალ­იზ­ის ფონ­ზე მი­ვი­ღებთ სა­მარ­თლი­ანი მმარ­თვე­ლო­ბის პრინ­ცი­პებს.

 

თა­ვის სტა­ტი­აში — „სამ­ყა­როს დუ­ალ­ის­ტუ­რი ბუ­ნე­ბა: დე­ტერ­მი­ნიზ­მი და ინ­დე­ტერ­მი­ნიზ­მი“ — თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის III კურ­სის სტუ­დენ­ტი და­ვით თა­ბო­რი­ძე ამ­ბობს: „იქ­ნე­ბა იმ­ის მი­მო­ხილ­ვა, თუ რამ აიძ­ულა მეც­ნი­ერ­ული აზ­რი — მი­ეტ­ოვ­ებ­ინა დე­ტერ­მი­ნიზ­მის კლა­სი­კუ­რი ხედ­ვა (ბრწყინ­ვა­ლედ მა­ნი­ფეს­ტი­რე­ბუ­ლი ლაპ­ლა­სის დე­მონ­ში) და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­გოთ სამ­ყა­როს დუ­ალ­ის­ტუ­რი ბუ­ნე­ბა.“

 

თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის II კურ­სის სტუ­დენ­ტის ღვთი­სა­ვარ ჩაბ­რა­ვას სტა­ტია — „ინ­დუ­ის­ტუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის მო­რა­ლურ-თე­ოლ­ოგი­ური სა­ფუძ­ვლე­ბი“ — მოგ­ვითხრობს ინ­დუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის გან­ვი­თა­რე­ბის პე­რი­ოდ­ებ­ზე და მის გავ­ლე­ნა­ზე მსოფ­ლიო კულ­ტუ­რა­ში.

 

სტა­ტი­აში — „შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და უნ­არ­ები – სო­ცი­ალ­ური იერ­არ­ქი­ის ბუ­ნებ­რი­ვი მი­ზე­ზი თუ სო­ცი­ალ­ური უთ­ან­ას­წო­რო­ბის სა­ბა­ბი? არ­ის­ტო­ტე­ლეს და დუნს სკო­ტის პა­სუ­ხე­ბი“ — მოკ­ლედ არ­ის მი­მო­ხი­ლუ­ლი ორი მო­აზ­როვ­ნის – არ­ის­ტო­ტე­ლე­სა და იოანე დუნს სკო­ტის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ცნე­ბის გარ­შე­მო. სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ­ებ­ათა და ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის პროგ­რა­მის დოქ­ტო­რან­ტი ანა ლო­მა­ძე თა­ვის სტა­ტი­აში ცდი­ლობს პა­სუ­ხე­ბი მო­ძებ­ნოს შემ­დეგ კითხვებ­ზე: რა არ­ის ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ად­ამი­ან­ის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი? შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ყვე­ლა ად­ამი­ანს მი­ვუ­ყე­ნოთ კონ­კრე­ტუ­ლი ში­ნა­არ­სის შე­საძ­ლებ­ლო­ბა (მა­გა­ლი­თად, ბედ­ნი­ერ­ება) და ვთქვათ, რომ თი­თოეული მათ­გა­ნი იმ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს ად­ამი­ან­ურ­ობ­ის კრი­ტე­რი­უმ­ებს, რამ­დე­ნა­დაც ახ­ორ­ცი­ელ­ებს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას?

 

თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის კერ­ძო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბის II კურ­სის სტუ­დენ­ტი ირ­აკ­ლი ლე­ონ­იძე სტა­ტი­აში — „მხა­რე­თა კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის კვლე­ვა, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე­ობ­ის მო­რა­ლუ­რი და მო­სა­მარ­თლის ეთ­იკ­ური გა­მოწ­ვე­ვა“ — სა­უბ­რობს პო­ზი­ტი­ური და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სხვი­სი კა­ნო­ნი­ერი ინ­ტე­რე­სე­ბის და­ზი­ან­ებ­ის გა­რე­შე და და­ვის სა­უკ­ეთ­ესო გა­დაწყვე­ტის გზე­ბის ძი­ებ­აზე.

 

ჟურ­ნალ­ში ას­ევე წარ­მოდ­გე­ნი­ლია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ბერ­ძნულ-რო­მა­ული ფი­ლო­ლო­გი­ის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის II კურ­სის სტუ­დენ­ტის ქე­თე­ვან სე­ფი­აშ­ვი­ლის სტა­ტია — „ნი­კოს კა­ზან­ძა­კი­სი — არ­ას­დროს არ მო­მინ­დე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბა“, რო­მე­ლიც მან ბერ­ძნუ­ლი ენ­იდ­ან თარ­გმნა. ქარ­თველ მკითხველს პირ­ვე­ლად ეძ­ლე­ვა სა­შუ­ალ­ება მშობ­ლი­ურ ენ­აზე გა­იც­ნოს ჟურ­ნა­ლისტ იოლ­ან­და ტე­რენ­ცი­ოსა და ნი­კოს კა­ზან­ძა­კის სა­ინ­ტე­რე­სო დი­ალ­ოგი.

 

ეს იყო მცი­რე მი­მო­ხილ­ვა ჟურ­ნალ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი­სა, რო­მელ­საც სტუ­დენ­ტე­ბი და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი დი­დი ინ­ტე­რე­სით გა­ეც­ნენ. თა­ვად ჟურ­ნა­ლი­სა და მი­სი კონ­ცეფ­ცი­ის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა გა­მო­ცე­მის სა­მეც­ნი­ერო რე­დაქ­ტო­რი, თსუ-ის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი ან­ას­ტა­სია ზა­ქა­რი­აძე.

 

— ქალ­ბა­ტო­ნო ან­ას­ტა­სია, რო­გორ და­იბ­ადა ჟურ­ნა­ლის შექ­მნის იდეა?

 

— ფი­ლო­სო­ფი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტთა ჟურ­ნა­ლის შექ­მნის იდეა მო­დის ჩვე­ნი თა­ობ­ის ოც­ნე­ბი­დან — გვქო­ნო­და სა­კუ­თა­რი ბეჭ­დუ­რი პლატ­ფორ­მა, სა­დაც შევ­ძლებ­დით ჩვე­ნი სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბის წარ­მოდ­გე­ნას. სპე­ცი­ალ­ური ჟურ­ნა­ლის არ­არ­სე­ბო­ბის გა­მო ჩვენ­თვის პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­რიცხუ­ლი იყო სა­მეც­ნი­ერო სტა­ტი­ის პუბ­ლი­კა­ცია. ამ ოც­ნე­ბის ხორ­ცშეს­ხმას დი­დი დრო დას­ჭირ­და და მას­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი, ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და პრო­ფე­სო­რებ­თან ერ­თად, ჩვენს აქ­ტი­ურ, მი­ზან­და­სა­ხულ და ინ­ტე­რე­სი­ან ახ­ალ­გაზ­რდა თა­ობ­ას ეკ­უთ­ვნის. 2020 წლი­დან მომ­ზად­და და გა­მო­იცა ორი ნო­მე­რი.

 

სი­ამ­აყ­ით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს არ­ის პირ­ვე­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ური ჟურ­ნა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ანუ, პირ­ვე­ლი ინ­დექ­სი­რე­ბუ­ლი წე­ლიწ­დე­ული ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი. ჟურ­ნა­ლის ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ფორ­მა­ტით გა­მო­ცე­მის იდეა თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბი­დან და გა­მოწ­ვე­ვე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ახ­ალი ფორ­მე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა უფ­რო მო­ხერ­ხე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს ჟურ­ნა­ლის ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სა­ხით გა­მოშ­ვე­ბას. მარ­ტი­ვი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა მე­ტად გა­აღ­ვი­ძებს ინ­ტე­რესს თე­ორი­ული გა­ნაზ­რე­ბე­ბის­კენ, აზ­რის ფი­ლო­სო­ფი­ული კრე­აცი­ის­კენ, ფი­ლო­სო­ფი­ური ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხვის­კენ. ღიაობა, თა­ვი­სუ­ფა­ლი წვდო­მა გაზ­რდის თსუ ფი­ლო­სო­ფი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ცნო­ბა­დო­ბას.

 

— გვითხა­რით ჟურ­ნა­ლის მიზ­ნი­სა და კონ­ცეფ­ცი­ის შე­სა­ხებ...

 

— ჟურ­ნა­ლის მი­ზა­ნია წა­ახ­ალ­ის­ოს სტუ­დენ­ტთა სა­მეც­ნი­ერო მუ­შა­ობა, ხე­ლი შე­უწყოს მა­თი ან­ალ­იტ­იკ­ური აზ­როვ­ნე­ბის, კვლე­ვი­თი და აკ­ად­ემი­ური კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნ­არ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბას, ფი­ლო­სო­ფი­ის, თე­ოლ­ოგი­ის, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და სო­ცი­ალ­ური მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახ­ალი თე­ორი­ული ცოდ­ნის ფორ­მი­რე­ბას, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბი­სათ­ვის სტუ­დენ­ტთა უნ­არ­ებ­ის მომ­ზა­დე­ბას, ხელს შე­უწყობს დის­კუ­სი­ის კულ­ტუ­რის ამ­აღ­ლე­ბას. ჟურ­ნა­ლი ხელს შე­უწყობს მო­ტი­ვი­რე­ბულ და გა­მორ­ჩე­ულ სტუ­დენ­ტთა სა­მეც­ნი­ერო მუ­შა­ობ­აში ჩარ­თვას. იგი სა­შუ­ალ­ებ­ას მის­ცემს სტუ­დენ­ტებს — გა­აც­ნონ სა­კუ­თა­რი ნაშ­რო­მე­ბი ფარ­თო აკ­ად­ემი­ურ სა­ზო­გა­დო­ებ­ას. სტუ­დენ­ტთა უმ­რავ­ლე­სო­ბი­სათ­ვის ჩვენს ჟურ­ნალ­ში სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა იქ­ცე­ვა პირ­ველ სა­მეც­ნი­ერო გა­მოც­დი­ლე­ბად. სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბა, ერ­თის მხრივ, აამ­აღ­ლებს მათ სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით უნ­არ­ებს, მე­ორ­ეს მხრივ — გა­ნუ­ვი­თა­რებს გუნ­დუ­რი მუ­შა­ობ­ის უნ­არს. ამ­ას­თან, ახ­ალ­გაზ­რდებს სა­შუ­ალ­ება ეძ­ლე­ვათ და­აგ­რო­ვონ სა­მეც­ნი­ერო ტექ­სტე­ბის რე­დაქ­ტი­რე­ბა-რე­ცენ­ზი­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა.

 

— რა თე­მა­ტი­კის მა­სა­ლებს შევ­ხვდე­ბით ჟურ­ნა­ლის ფურ­ცლებ­ზე?

 

— ჟურ­ნა­ლი მო­იც­ავს მრა­ვალ­ფე­რო­ვან, სა­ინ­ტე­რე­სო, დღე­ვან­დე­ლო­ბის­თვის აქ­ტუ­ალ­ურ სტა­ტი­ებს რუბ­რი­კე­ბის მი­ხედ­ვით. ახ­ალ­გაზ­რდა მკვლე­ვარ­თა ან­ალ­იტ­იკ­ური პუბ­ლი­კა­ცი­ები შე­სა­ბა­მი­სი სა­მეც­ნი­ერო აპ­არ­ატ­ითაა აღ­ჭურ­ვი­ლი და ეხ­ება მე­ტა­ფი­ზი­კი­სა და ონ­ტო­ლო­გი­ის, მო­რა­ლის ფი­ლო­სო­ფი­ისა და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ეთ­იკ­ის, პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის, რე­ლი­გი­ის ფი­ლო­სო­ფი­ის, ფი­ლო­სო­ფი­ის ის­ტო­რი­ის, ლო­გი­კი­სა და ენ­ის ფი­ლო­სო­ფი­ის, კულ­ტუ­რის ფი­ლო­სო­ფი­ისა და ფი­ლო­სო­ფი­ური ან­თრო­პო­ლო­გი­ის და სხვა თა­ნა­მედ­რო­ვე პრობ­ლე­მებ­სა თუ აქ­ტუ­ალ­ურ სა­კითხებს.

 

ჟურ­ნალ­ში, გარ­და სა­მეც­ნი­ერო სტა­ტი­ებ­ისა, გან­თავ­სე­ბუ­ლია ახ­ალი თარ­გმა­ნე­ბი თან­დარ­თუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბით, სტუ­დენ­ტთა სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ის მა­სა­ლე­ბი. და­გეგ­მი­ლია შე­იქ­მნას სპე­ცი­ალ­ური რუბ­რი­კა — „სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­მეც­ნი­ერო და­იჯ­ეს­ტი“, სა­დაც გან­თავ­სდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია აკ­ად­ემი­ურ სივ­რცე­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მეც­ნი­ერო აქ­ტი­ვო­ბე­ბის (კონ­ფე­რენ­ცი­ები, სიმ­პო­ზი­უმ­ები, სა­ზაფხუ­ლო/ზამ­თრის სკო­ლე­ბი) და ახ­ალი პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ის შე­სა­ხებ.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ ჟურ­ნა­ლის მე­ორე ნო­მერ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ის ავ­ტო­რე­ბი არი­ან არა მხო­ლოდ ფი­ლო­სო­ფი­ის პროგ­რა­მის ბა­კა­ლავ­რე­ბი, მა­გის­ტრი და დოქ­ტო­რან­ტი სტუ­დენ­ტე­ბი, არ­ამ­ედ თსუ-ის სხვა სას­წავ­ლო სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და პროგ­რა­მე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბიც.

 

— რა კრი­ტე­რი­უმ­ებ­ით შე­ირ­ჩე­ვა სტა­ტი­ები?

 

— სტა­ტი­ებ­ის მი­ღე­ბა ჟურ­ნალ „ზნე­ნი“-ს მომ­დევ­ნო ნომ­რი­სათ­ვის ცხად­დე­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ვებ-გვერ­დზე ნა­ხე­ვა­რი წლით ად­რე. ჟურ­ნა­ლის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ში შე­მო­სუ­ლი მა­სა­ლე­ბი გა­და­ეც­ემა შე­სა­ბა­მი­სი დარ­გის სპე­ცი­ალ­ის­ტს სა­რე­ცენ­ზი­ოდ. და­ბეჭ­დვა გა­დაწყდე­ბა ჟურ­ნა­ლის სა­მეც­ნი­ერო კო­ორ­დი­ნა­ტორ­თან და ნომ­რის რე­დაქ­ტორ­თან შე­თან­ხმე­ბით. სტა­ტი­ები, ას­ევე, მოწ­მდე­ბა პლა­გი­ატ­ზე. ამ­გვა­რად ჟურ­ნალ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყვე­ლა სტა­ტია რე­ცენ­ზი­რე­ბუ­ლია და წარ­მოდ­გე­ნი­ლია შე­სა­ბა­მი­სი დარ­გის პრო­ფე­სორ­თა რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ით.

თარიღი: 16/02/2022