საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რას ამოკითხავთ წიგნიდან - ,,ახალი კორონავირუსი და თსუ“

ნი­ნო კა­კუ­ლია

 

რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბო­და ეპ­იდ­ემი­ები სა­ქარ­თვე­ლო­ში — ის­ტო­რი­ულ მა­გა­ლი­თებ­ზე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ის­ტო­რი­კო­სი გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი სა­უბ­რობს და ამ­ბობს: „უბ­ედ­ურ­ება მარ­ტო არ მო­დის“ — თე­მურ ლენ­გის ლაშ­ქრო­ბებს 1400 წლის ახ­ლო ხა­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შა­ვი ჭი­რის ეპ­იდ­ემი­ის აფ­ეთ­ქე­ბა მოჰ­ყვა.

 

რო­გორ და­ტან­ჯა მა­რო მა­ყაშ­ვი­ლი „ის­პან­კა“-დ წო­დე­ბულ­მა სატ­კი­ვარ­მა — ამ ის­ტო­რი­ას პრო­ფე­სო­რი, ის­ტო­რი­კო­სი დი­მიტ­რი შვე­ლი­ძე იხ­სე­ნებს, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით­აც „ის­პან­კამ“ მსოფ­ლი­ოში 50 მი­ლი­ონ­ამ­დე ად­ამი­ან­ის სი­ცოცხლე შე­იწ­ირა. მა­შინ შე­მო­იღ­ეს პირ­ვე­ლად თურ­მე პირ­ბა­დე­ებ­ის ხმა­რე­ბა. აქ­ცენ­ტი: მი­უხ­ედ­ავ­ად უზ­არ­მა­ზა­რი მსხვერ­პლი­სა, ვერ ვიტყვით, რომ ქვეყ­ნებ­მა ან კა­ცობ­რი­ობ­ამ გა­და­ტა­ნი­ლი სა­ში­ნე­ლე­ბი­სა­გან რა­იმე დას­კვნა გა­აკ­ეთა სა­მო­მავ­ლოდ ან მო­რი­გი ომ­ის, ან მო­რი­გი სა­ხა­დის თა­ვი­დან ას­აც­ილ­ებ­ლად, ან კი­დევ იმ­ის­ათ­ვის, რომ ად­ამი­ან­ები, ხალ­ხე­ბი თუ სა­ხელ­მწი­ფო­ები უფ­რო ჰუ­მა­ნუ­რე­ბი და შემ­წყნა­რებ­ლე­ბი გამ­ხდა­რიყ­ვნენ. ერ­თი სიტყვით, დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლიო უკ­ეთ­ესი არ გამ­ხდა­რა, — ამ­ბობს დი­მიტ­რი შვე­ლი­ძე.

 

ეპ­იდ­ემი­ურ და­ავ­ად­ებ­ებ­თან ქცე­ვის წე­სე­ბი ქარ­თულ ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ პრაქ­ტი­კა­ში — ამ თე­მა­ზე ეთ­ნო­ლო­გი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა. XI სა­უკ­უნ­იდ­ან შე­მორ­ჩე­ნი­ლია ხელ­ნა­წე­რი სა­მე­დი­ცი­ნო წიგ­ნე­ბი — კა­რა­ბა­დი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­იც­ავს სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორც სამ­კურ­ნა­ლო ხერ­ხე­ბი­სა და სა­შუ­ალ­ებ­ებ­ის, ას­ევე, ავ­ად­მყო­ფო­ბის არ­სის შე­სა­ხებ. იზ­ოლ­ირ­ება/დის­ტან­ცი­რე­ბის გარ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი იყო სხვა წე­სე­ბიც. თურ­მე მა­ში­ნაც არ­სე­ბობ­და აც­რის წე­სი სა­ხა­დე­ბის თა­ვი­დან ას­აც­ილ­ებ­ლად.

 

არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ერი ვე­რას­დროს შექ­მნის სა­ხელ­მწი­ფოს, კულ­ტუ­რას – თა­ვის ლო­კა­ლურ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას — ამ სა­თა­ურ­ით ეხ­მა­ურ­ება სა­ზო­გა­დო­ებ­ას პრო­ფე­სო­რი, ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი ჯა­ბა სა­მუ­შია. მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1346-1348 წლებ­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში შა­ვი ჭი­რის ეპ­იდ­ემია მძვინ­ვა­რებ­და, სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ებ­ის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბით მო­ხერ­ხდა მსხვერ­პლი მი­ნი­მუ­მი ყო­ფი­ლი­ყო. ჟა­მი­ან­ობა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­იდ­ან შე­მო­სუ­ლა. თემს ერ­თო­ბით გა­და­უწყვე­ტია, რომ მკაც­რი ღო­ნის­ძი­ებ­ის­თვის მი­ემ­არ­თა და ჩრდი­ლო კავ­კა­სი­აში გა­დას­ვლა ან იქ­იდ­ან გად­მოს­ვლა აეკ­რძა­ლა. დამ­რღვე­ვის­თვის ჯა­რი­მას აწ­ეს­ებ­დნენ 200 თეთ­რის ოდ­ენ­ობ­ით.

 

ვი­რუ­სე­ბი არ­ქე­ოლ­ოგი­აში და ქარ­თუ­ლი მე­დი­ცი­ნის დო­ნე შო­რე­ულ წარ­სულ­ში — არ­ქე­ოლ­ოგი ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლი, რო­მელ­საც უდ­იდ­ესი სა­ვე­ლე მუ­შა­ობ­ის გა­მოც­დი­ლე­ბა აქ­ვს და ფლობს ასე ვთვათ „ჩა­მარ­ხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თა­ობ­აზე სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას, არ გა­მო­რიცხავს, რომ ვი­რუ­სულ ინ­ფექ­ცი­ებს შე­ეძ­ლოს ვი­რუ­სის დნმ-ის კვა­ლის და­ტო­ვე­ბა, მით უფ­რო, რომ ამ­ას ას­ევე ცნო­ბი­ლი არ­ქე­ოლ­ოგ­ები ვა­რა­უდ­ობ­ენ. რა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნე­ბენ სა­მარ­ხე­ბი? რა გა­მოც­დი­ლე­ბას გვძენს ვი­რუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად არ­ქე­ოლ­ოგია? — ამ სა­კითხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა სწო­რედ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი.

 

ან­ტი­კუ­რი ეპ­ოქ­ის ეპ­იდ­ემი­ის მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ათ­ენ­ში მოგ­ვითხრობს აკ­ად­ემ­იკ­ოსი რის­მაგ გორ­დე­ზი­ანი, რო­მე­ლიც სა­ბერ­ძნე­თის მა­გა­ლი­თის მი­ხედ­ვით ის­ტო­რი­კოს თუ­კი­დი­დე­სის მი­ერ სა­ინ­ტე­რე­სოდ აღ­წე­რილ ფაქ­ტებ­ზე და წარ­სუ­ლი გან­საც­დე­ლის დღე­ვან­დე­ლო­ბას­თან კავ­შირ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

 

ჩვენს სო­ცი­ალ­ურ უპ­ას­უხ­ის­მგებ­ლო­ბას შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი უდ­ან­აშა­ულო ად­ამი­ანი ემ­სხვერ­პლოს — ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი ნი­ნო დურ­გლიშ­ვი­ლი. სო­ცი­ოლ­ოგ­ის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია იმ­ის დე­მონ­სტრი­რე­ბა, რომ და­ავ­ად­ებ­ის პრე­ვენ­ცი­ას­თან, მი­სი გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ები ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის სა­ფუძ­ველ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა და პო­ლი­ტი­კას­თან კავ­შირ­ში არ არ­ის.

 

კო­ვიდ-19-ის სხვაგ­ვა­რი გა­აზ­რე­ბა

მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორს თა­მაზ მაღ­ლა­კე­ლი­ძეს მი­აჩ­ნია, რომ და­ავ­ად­ებ­ის 50% პა­ნი­კაა, ჯან­მრთე­ლო­ბის 50% სიმ­შვი­დეა, თმე­ნა კი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის და­საწყი­სი!

 

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ინ­ფექ­ცი­ურ და­ავ­ად­ებ­ათა და კლი­ნი­კუ­რი იმ­უნ­ოლ­ოგი­ის კა­თედ­რის ას­ის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი აკ­აკი აბ­უთ­იძე თვლის: არ­ას­წო­რია მო­საზ­რე­ბა, რომ COVID-19 ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი ვი­რუ­სია და შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­სი ბი­ოლ­ოგი­ურ იარ­აღ­ად გა­მო­ყე­ნე­ბა.

 

და­მა­ლო­ბა­ნას თა­მა­ში ვი­რუს­თან და ახ­ალი გა­მო­სავ­ლის ძი­ება — ვი­რუ­სო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი ნი­ნო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ხსნის „კო­ვიდ-19“-ის უჩ­ვე­ულო ხა­სი­ათს.

 

რო­გორ გა­ვი­უმ­ჯო­ბე­სოთ იმ­უნ­იტ­ეტი? — გარ­კვე­ული სა­ხის რე­კო­მენ­და­ცი­ებს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ნუ­ნუ მიც­კე­ვი­ჩი გვაძ­ლევს. მი­სი თქმით, იმ­უნ­ური სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ობ­ის­თვის სა­სი­ცოცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბის სა­ხით ორ­გა­ნიზ­მის­თვის მთა­ვა­რი სა­შე­ნი მა­სა­ლის — ცი­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბის, მიკ­რო­ელ­ემ­ენ­ტე­ბი­სა და ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­წო­დე­ბა; ას­ევე, ფი­ზი­კუ­რი გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ვარ­ჯი­შის სის­ტე­მა­ტუ­რად შეს­რუ­ლე­ბა.

 

ბავ­შვებს და პა­ტა­რებს რა­ტომ ემ­არ­თე­ბათ ნაკ­ლე­ბად ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სი? — ამ­ას თა­ვი­სი ახ­სნა აქ­ვს და ამ თე­მას მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი რუ­სუ­დან ქარ­სე­ლა­ძე შლის.

 

„მდუ­მა­რე გა­ზაფხუ­ლი“ — ასე ქვია უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის, ბი­ოლ­ოგ­ის არ­ნოლდ გე­გეჭ­კო­რის სტა­ტი­ას, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ას სპე­ცი­ალ­ის­ტის თვა­ლით აფ­ას­ებს და ამ­ბობს: ღრმად მჯე­რა, რომ გა­მა­ლე­ბულ შეიარაღებაზე გა­და­სუ­ლი ზე­სა­ხელ­მწი­ფო­ები გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბით შექ­მნილ პო­ტენ­ცი­ურ უმ­წვა­ვეს პრობ­ლე­მებს და შეიარაღებისგან გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თან­ხე­ბი ად­ამი­ან­თა კე­თილ­დღე­ობ­ას მოხ­მარ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, მდუ­მა­რე გა­ზაფხულ­ზე შე­იწ­ირა პან­დე­მი­ამ პრო­ფე­სო­რი არ­ნოლდ გე­გეჭ­კო­რი, რო­მე­ლიც ვერ მო­ეს­წრო თა­ვის უკ­ან­ას­კნელ სტა­ტი­აში გა­მოთ­ქმუ­ლი იმ­ედ­ებ­ის ას­რუ­ლე­ბას.

 

ცხოვ­რე­ბის ახ­ალი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბის და ახ­ალი რუ­ტი­ნის და­დე­ბი­თი რა­კურ­სით გა­აზ­რე­ბას გვირ­ჩევს მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი დი­მიტ­რი კორ­ძაია, რო­მე­ლიც გვთა­ვა­ზობს ას­ეთ გა­მო­სა­ვალს — „თეთ­რი“ და „შა­ვი“ კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პი­რო­ბებ­ში.

 

შვე­დე­თი­დან ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ებ­ას პრო­ფე­სო­რი ზა­ალ კო­კაია ეხ­მა­ურ­ება და ამ­ბობს: მჯე­რა, რომ რაც არ გვკლავს, გვაძ­ლი­ერ­ებს და ამ კრი­ზი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ქვე­ყა­ნა, უფ­რო გაძ­ლი­ერ­ებ­ული და გა­მოც­დი­ლი გა­მო­ვა.

 

პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი

პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის საწყის ეტ­აპ­ზე ექ­იმი-ნევ­რო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი ალ­ექ­სან­დრე ცის­კა­რი­ძე აცხა­დებ­და — ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ახ­ასი­ათ­ებს თუ არა „კო­ვიდ-19“-ს შო­რე­ული ნევ­რო­ლო­გი­ური ხა­სი­ათ­ის გარ­თუ­ლე­ბე­ბი.

 

ახ­ალი რუ­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში მოვ­ძებ­ნოთ ის­ეთი საქ­მი­ან­ობა, რაც ახ­ალ ფუნ­ქცი­ას გვა­პოვ­ნი­ნებს — ას­ეთია პრო­ფე­სორ გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძის რჩე­ვა, რო­მელ­მაც ფსი­ქო­ლო­გი­ური დახ­მა­რე­ბის ცხე­ლი ხა­ზი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი­სა და და­მო­უკ­იდ­ებ­ელ ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტთა თა­ნამ­შრომ­ლო­ბით აამ­უშ­ავა.

 

ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პი­რო­ბებ­ში სახ­ლში გა­მო­კე­ტი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის ნა­წილს დეპ­რე­სია და შფოთ­ვა დაეუფლა. ფსი­ქო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ სა­სურ­ვე­ლია პან­დე­მი­ის შე­სა­ხებ ან ნე­გა­ტი­ური ემ­ოცი­ებ­ის შემ­ცველ ნე­ბის­მი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ვუს­მი­ნოთ დღე­ში ერ­თხელ ან ორ­ჯერ, დღის პირ­ველ მო­ნაკ­ვეთ­ში. სა­ღა­მო კი — ძი­ლის წი­ნა პე­რი­ოდი — არ უნ­და დავ­ტვირ­თოთ უარ­ყო­ფი­თი ემ­ოცი­ებ­ით. სწო­რედ ამ პრობ­ლე­მას ეხ­მი­ან­ება მე­დი­აფ­სი­ქო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი მა­რი­ამ გერ­სა­მია, რო­მე­ლიც ამ რთულ პე­რი­ოდ­ში მე­დი­ის პო­ზი­ტი­ურ და ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნებს სწავ­ლობს.

 

სა­კა­რან­ტი­ნე პი­რო­ბებ­ში გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ფსი­ქი­ატ­რი­ული პრობ­ლე­მე­ბი და ფსი­ქი­ატ­რის რჩე­ვე­ბი — ასეა და­სა­თა­ურ­ებ­ული სა­ინ­ტე­რე­სო სა­უბ­არი მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორ­თან, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ვი­ცე-რექ­ტორ­თან ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვილ­თან. ფსი­ქი­ატ­რი ამ­ბობს, რომ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ნე­გა­ტი­ური, რაც ხდე­ბა დღეს ოჯ­ახ­ებ­ში, იქ, სა­დაც არ­აჰ­არ­მო­ნი­ული იყო ცხოვ­რე­ბა, არ­ის კონ­ფლიქ­ტე­ბის მა­ტე­ბა. კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში გა­იზ­არ­და ალ­კო­ჰო­ლი­სა და ნი­კო­ტი­ნის მოხ­მა­რე­ბა. ეს­ეც ხელს უწყობს გამ­ღი­ზი­ან­ებ­ლო­ბის მა­ტე­ბას.

 

პან­დე­მი­ამ აჩ­ვე­ნა, რომ გა­მოკ­ვე­თი­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ური პრობ­ლე­მე­ბის ფონ­ზე სა­ზო­გა­დო­ება თავს იკ­ავ­ებს – მო­ითხო­ვოს სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბა. რა უნ­და გა­აკ­ეთ­ონ ფსი­ქო­ლო­გებ­მა იმ­ის­თვის, რომ არ­სე­ბუ­ლი სტიგ­მა მო­იხ­სნას? — ამ თე­მას ეხ­მი­ან­ება პრო­ფე­სო­რი რე­ვაზ ჯორ­ბე­ნა­ძე, რო­მე­ლიც თვლის, რომ ფსი­ქო­ლო­გე­ბის დახ­მა­რე­ბა პან­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ უფ­რო გახ­დე­ბა სა­ჭი­რო.

 

ფსი­ქო­ლოგ თა­მარ გა­გო­ში­ძის კონ­სულ­ტა­ცია — რო­გორ და­ვუ­გეგ­მოთ ცხოვ­რე­ბა სახ­ლში გა­მო­კე­ტილ ბავ­შვებს? რო­გორც პრო­ფე­სო­რი ამ­ბობს: ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია დღის და სივ­რცის და­გეგ­მვა. გან­რი­გის დაც­ვა ბევ­რად აად­ვი­ლებს ოჯ­ახ­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და ზო­გავს ენ­ერ­გი­ას, ნაკ­ლე­ბი გა­უგ­ებ­რო­ბა და გა­ღი­ზი­ან­ებაა, რად­გან ყვე­ლას­თვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი და პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ქმე­დე­ბე­ბი ხდე­ბა სახ­ლში. გა­მო­ყა­ვით სახ­ლში პი­რო­ბი­თი სივ­რცე­ები: „სამ­სა­ხუ­რი“, „სკო­ლა“, „სა­თა­მა­შო მო­ედ­ანი“...

 

სახ­ლში გა­მო­კე­ტი­ლი ბავ­შვე­ბის­თვის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა იზ­რუ­ნა. სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ახ­ალ პრო­ექ­ტს — „ზღაპ­რის ტრან­სფორ­მა­ცია“ თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ები გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. ბავ­შვებს ოთხი ზღაპ­რის თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ის გა­მო­გო­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზეს, ეს­ენია: „სა­მი გო­ჭი“, „წი­თელ­ქუ­და“, „კომ­ბლე“ და „ნა­ცარ­ქე­ქია“. მათ უნ­და მო­ეთხროთ, რო­გო­რე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ ამ ზღაპ­რის გმი­რე­ბი XXI სა­უკ­უნ­ეში. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე ბავ­შვე­ბის კრე­ატი­ულ­ობ­აზე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა არ და­უმ­ალ­ავს სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტორს, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს ნი­ნო პო­პი­აშ­ვილს.

 

კო­რო­ნო­მი­კა

წიგ­ნში ას­ახ­ულია პრო­ფე­სო­რის, აკ­ად­ემ­იკ­ოს ლა­დო პა­პა­ვას რე­კო­მენ­და­ცი­ები „კო­რო­ნო­მი­კუ­რი“ კრი­ზი­სის ფონ­ზე და პოს­ტკრი­ზი­სუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი. „იმ რე­ჟიმ­ში, რა რე­ჟიმ­შიც არი­ან ჩვე­ნი მე­დი­კო­სე­ბი, ბა­ტო­ნე­ბი ამ­ირ­ან გამ­ყრე­ლი­ძე, პა­ატა იმ­ნა­ძე, თენ­გიზ ცერ­ვა­ძე, მა­რი­ნა ეზ­უგ­ბაია, მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე და მთე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ება, რომ­ლე­ბიც ინ­ფორ­მა­ცი­ას პრაქ­ტი­კუ­ლად უწყვე­ტად აწ­ვდი­ან მო­სახ­ლე­ობ­ას, ას­ეთ რე­ჟიმ­ში უნ­და ჩამ­დგა­რი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც. მაგ­რამ მან ხე­ლე­ბი და­იბ­ანა, ამ­ჯო­ბი­ნა დუ­მი­ლი და ამ დუ­მი­ლით ძა­ლი­ან დი­დი ზი­ანი მი­აყ­ენა ლარს, — ამ­ბობს ეკ­ონ­ომ­ის­ტი. იგი თვლის, რომ დღეს სა­ჭი­როა ეპ­იდ­ემი­ის დას­რუ­ლე­ბა, ხო­ლო შემ­დეგ უკ­ვე, ამ ზა­რა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმ სექ­ტო­რე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა, რო­მე­ლიც გა­ნა­ვი­თა­რე­ბენ ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ას.

 

ეკ­ონ­ომ­იკ­აზე მსჯე­ლო­ბას უერ­თდე­ბა პრო­ფე­სო­რი ელ­გუ­ჯა მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ჩვენ ერ­თმა­ნე­თი­სა­გან უნ­და გავ­მიჯ­ნოთ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის და პოს­ტპან­დე­მი­ურ პე­რი­ოდ­ში გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ები.

 

ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, ეკ­ონ­ომ­ის­ტი გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე თვლის — სა­ქარ­თვე­ლომ გა­ცი­ლე­ბით უფ­რო სწრა­ფად და ეფ­ექ­ტი­ან­ად იმ­ოქ­მე­და, ვიდ­რე ჩი­ნეთ­მა, ვიდ­რე ძა­ლი­ან ბევ­რმა გა­ცი­ლე­ბით უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ქვე­ყა­ნამ. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს უნ­და გახ­დეს ჩვე­ნი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი და ჩვე­ნი გარ­კვე­ული კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპ­ირ­ატ­ეს­ობა. ჩვენ თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვუთხრათ ჩვენს პარ­ტნი­ორ­ებს და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში და ამ­ერ­იკ­აში, რომ სა­წარ­მოო სიმ­ძლავ­რე­ები, ჩი­ნე­თის მა­გივ­რად, გახ­სე­ნით სა­ქარ­თვე­ლო­ში.

 

ახ­ალი ვი­რუ­სის გა­მოც­დი­ლე­ბა და­ას­უს­ტებს თუ გა­აძ­ლი­ერ­ებს ამ­ერ­იკ­ას მო­მა­ვალ­ში? — ამ თე­მა­ზე ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე ვა­სილ კა­ჭა­რა­ვა სა­უბ­რობს. პან­დე­მი­ის, ის­ევე, რო­გორც ბევ­რი სხვა მძი­მე კრი­ზი­სის შემ­დეგ, ამ­ერ­იკა კი­დევ უფ­რო ძლი­ერი და გავ­ლე­ნი­ანი გახ­დე­ბა, რად­გან ამ­ერ­იკ­ელ­ებ­მა კარ­გად იცი­ან წარ­სუ­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და მის სა­ფუძ­ველ­ზე ქვეყ­ნის გაძ­ლი­ერ­ება. აშშ-ის კონ­კუ­რენ­ტე­ბი კი, რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის სა­ხით, სა­ვა­რა­უდ­ოდ, უფ­რო და­სუს­ტდე­ბი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით ეკ­ონ­ომ­იკ­ის სფე­რო­ში — ას­ეთია პრო­ფე­სო­რის პროგ­ნო­ზი.

 

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რე­აქ­ცი­ები

კულ­ტუ­რო­ლო­გი ნი­ნო ჩი­ქო­ვა­ნი აცხა­დებს: ბევ­რი რამ გა­და­ფას­დე­ბა და შე­იც­ვლე­ბა, თუმ­ცა კულ­ტუ­რის ძი­რი­თად მა­ხა­სი­ათ­ებ­ლებს ეს არ შე­ეხ­ება. პრო­ფე­სო­რი ხსნის: ჩვენ დიდ დროს ვან­დო­მებთ ვი­თა­რე­ბის სე­რი­ოზ­ულ­ობ­ის გაც­ნო­ბი­ერ­ებ­ას. სა­ზო­გა­დო­ებ­ის არ­ცთუ უმ­ნიშ­ვნე­ლო ნა­წილს სჯე­რა, რომ არც ვი­რუ­სი და არც მი­სით გა­მოწ­ვე­ული შეზღუდ­ვა მას არ ეხ­ება; რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკ­ის­რია სხვას — ყვე­ლას, მის გარ­და; ან კი­დევ — რომ ყვე­ლა­ფე­რი „სადღაც“ უჩ­ვე­ნოდ წყდე­ბა და მა­ინც ვე­რა­ფერს შევ­ცვლით; ის­იც და­ვი­ნა­ხეთ, რომ სტე­რე­ოტ­იპ­ები ჯერ კი­დევ სე­რი­ოზ­ულ­ად უშ­ლის ხელს ჩვენ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ერ­ებ­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და ამ მხრივ სე­რი­ოზ­ული მუ­შა­ობა გვმარ­თებს ბევ­რი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

 

„მი­ვის­წრა­ფო­დით გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის­კენ და აგ­ერ თავს დაგ­ვატყდა ას­ეთი გლო­ბა­ლუ­რი გა­ჭირ­ვე­ბა“ — ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი ინ­ესა მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თვლის, რომ კა­ცობ­რი­ობ­ას მი­სი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე ას­ეთი შო­კის­მომ­გვრე­ლი სა­შიშ­რო­ება არ გა­ნუც­დია. ბა­ირ­ონ­ოლ­ოგს და გა­ლაკ­ტი­ონ­ოლ­ოგს ახ­ალ გა­მოწ­ვე­ვა­ზე თა­ვი­სე­ბუ­რად ნა­აზ­რე­ვი პა­სუ­ხე­ბი აქ­ვს... მი­სი თე­მაა — გა­ლაკ­ტი­ონი და სა­ქარ­თვე­ლო­დან სამ­ყა­როს გა­დარ­ჩე­ნის დღე­ვან­დე­ლი მი­სია.

 

მსოფ­ლიო პან­დე­მი­ას­თან მი­მარ­თე­ბით ფი­ლო­სო­ფი­ურ ძი­ებ­ან­ში ერ­თვე­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი: „ქრის­ტი­ან­ული სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ღვთის ნე­ბის გა­რე­შე ად­ამი­ანს „ერ­თი ღე­რი თმაც არ და­ვარ­დე­ბა“ — ეს ბიბ­ლი­ური მე­ტა­ფო­რა გუ­ლის­ხმობს, რომ არ­ანა­ირ შემ­თხვე­ვი­თო­ბას არ აქ­ვს სამ­ყა­რო­ში პი­როვ­ნულ ღმერ­თზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი და რომ ღმერ­თი ყვე­ლა შემ­თხვე­ვი­თო­ბას მარ­თავს თუ იყ­ენ­ებს ისე, რო­გორც სურს. შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თო გან­საც­დელ­მა უფ­რო სო­ლი­და­რუ­ლი გა­ხა­დოს კა­ცობ­რი­ობა, ნაკ­ლებ ეგო­ის­ტუ­რი, ბუ­ნე­ბის უფ­რო გამ­ფრთხი­ლე­ბე­ლი, მა­რა­დი­ულ­სა და წა­რუ­ვალ­ზე უფ­რო და­ფიქ­რე­ბუ­ლი — არ გა­მოვ­რიცხავ, რომ ამ­გვა­რი გან­საც­დე­ლის დაშ­ვე­ბა გან­გე­ბი­სა­გან ამ­ით აიხ­სნე­ბო­დეს...“ — ამ­ბობს ფი­ლო­სო­ფო­სი.

 

და­ბო­ლოს

 

ყო­ფი­ლა უფ­რო მძი­მე პე­რი­ოდ­ებ­იც და გა­და­უტ­ანია უნ­ივ­ერ­სი­ტეტს — ამ­ბობს ენ­ათ­მეც­ნი­ერი გი­ორ­გი გო­გო­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სტა­ტი­აში გა­მო­ყოფს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­თვის მძი­მე წლებს და ამ­ბობს: „დე­და­უნ­ივ­ერ­სი­ტეტს მის­მა დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა ის­ეთი მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი შე­უქ­მნეს, ის­ეთი მად­ლი და­ად­ევ­ნეს, რომ ას­ეთი ძნელ­ბე­დო­ბე­ბი ვე­რა­ფერს და­აკ­ლებს... უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ის­ევ გა­დარ­ჩე­ბა. ამ­ის იმ­ედს ჯერ მარ­ტო იმ ად­ამი­ან­ებ­ის მზრუნ­ვე­ლო­ბა ბა­დებს, რომ­ლებ­მაც არა თუ მხო­ლოდ უნ­ივ­ერ­სი­ტეტს, არ­ამ­ედ ქვე­ყა­ნას არ­გეს“.

 

სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლო­ბა 2020 წელს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის ორ ცნო­ბილ პრო­ფე­სორს ერ­გო. მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მავ­ნე სენ­თან გამ­კლა­ვე­ბის ორ­ივე სტრა­ტე­გი — თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე და პა­ატა იმ­ნა­ძე „თბი­ლი­სო­ბის“ დღე­სას­წა­ულ­ზე სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლე­ბად და­სა­ხელ­დნენ. სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სო­რე­ბის ეს­ოდ­ენ და­ფა­სე­ბა, რომ­ლე­ბიც გა­მო­არ­ჩი­ეს თა­ვი­ან­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით საქ­მი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ად­მი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­თვი­საც მე­ტად სა­ამ­აყოა.

 

და ბო­ლოთ­ქმა: რო­გორც ჩვენს კრე­ბულ­შია სა­უბ­არი სა­უკ­უნე­ებ­ის წინ გავ­რცე­ლე­ბულ ის­პან­კა­სა თუ შავ ჭირ­ზე, რო­მელ­საც ის­ტო­რი­ული სა­ხე­ლე­ბი და ამ­ბე­ბი უკ­ავ­შირ­დე­ბა — მო­ვა დრო და ჩვენც გაგ­ვიხ­სე­ნებთ — ჩვენ, „კო­ვიდ 19-ის“ პან­დე­მი­ის თა­ობ­ას პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან...

თარიღი: 23/06/2021