საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რამდენად შესაძლებელია სააუდიტორო სწავლების აღდგენა მეორე კორპუსში?

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სააუდიტორო სწავ­ლე­ბის ფორ­მა­ტით გაგ­რძე­ლე­ბის მომ­ხრეა. რა გა­მოხ­მა­ურ­ება მოჰ­ყვა ამ ფაქ­ტს და რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია სააუდიტორო სწავ­ლე­ბის აღ­დგე­ნა მე­ორე კორ­პუს­ში? ამ თე­მა­ზე თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი თა­მარ ზა­რან­დია გვე­სა­უბ­რე­ბა.

 

„ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ური მდგო­მა­რე­ობ­ის შე­საძ­ლო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან ერ­თად იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი გა­მო­ხა­ტავს მზა­ობ­ას სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ნა­წი­ლობ­რივ სააუდიტორო სწავ­ლე­ბის ფორ­მატ­ში გაგ­რძე­ლე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა შე­სა­ბა­მი­სი სივ­რცი­სა და სას­წავ­ლო რე­სურ­სის გა­რე­შე აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ნა­წი­ლობ­რივ სააუდიტორო სწავ­ლე­ბის ფორ­მა­ტის და­გეგ­მვის შემ­თხვე­ვა­ში სტუ­დენ­ტს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, დარ­ჩეს სრუ­ლად დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის ეტ­აპ­ზე ან თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სის შე­სა­ბა­მი­სად და­გეგ­მოს რამ­დე­ნი­მე კურ­სი ან სე­მი­ნა­რი სააუდიტორო სწავ­ლე­ბის ფორ­მა­ტით.

 

გა­მომ­დი­ნა­რე იქ­ედ­ან, რომ მე­ორე აკ­ად­ემი­ური კორ­პუ­სი ჯერ კი­დევ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შაოების ფა­ზა­შია და ფა­კულ­ტეტს სრუ­ლად ჯერ ის­ევ არ მი­უღია შე­სა­ბა­მი­სი ავ­ეჯი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ისა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სააუდიტორო სწავ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის, ვფიქ­რობ, რომ სააუდიტორო სწავ­ლე­ბის აღ­დგე­ნა მე­ორე კორ­პუს­ში, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან ამ სა­კითხე­ბის დრო­ული მოგ­ვა­რე­ბის გა­რე­შე, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა“, — აცხა­დებს თა­მარ ზა­რან­დია.

 

სააუდიტორო სწავ­ლე­ბის აღ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა უს­აფ­რთხო­ებ­ის ნორ­მე­ბის დაც­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლი? — ამ კითხვა­ზე იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი ას­ეთ პა­სუხს გვცემს: „რო­გორც აღ­ინ­იშ­ნა, სააუდიტორო სწავ­ლე­ბის აღ­დგე­ნა არ გუ­ლის­ხმობს სრუ­ლად ყვე­ლა სა­ლექ­ციო და სა­სე­მი­ნა­რო კურ­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სივ­რცე­ში ჩა­ტა­რე­ბას. ამ შემ­თხვე­ვა­ში სააუდიტორო სწავ­ლე­ბის ფორ­მა­ტით შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის წი­ნას­წარ ცნო­ბი­ლი რამ­დე­ნი­მე სა­გა­ნი და/ან სე­მი­ნა­რე­ბი, რო­მელ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ას სტუ­დენ­ტი თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სის შე­სა­ბა­მი­სად გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ებს. ერ­თი მხრივ, სტუ­დენ­ტის არ­ჩე­ვა­ნია, დარ­ჩე­ბა თუ არა ის სრუ­ლად დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის ფორ­მატ­ში ან მი­იღ­ებს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბას სააუდიტორო სწავ­ლე­ბის ფორ­მატ­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე კურ­სის არ­ჩე­ვის შე­სა­ხებ. რა თქმა უნ­და, ამ პრო­ცე­სის უს­აფ­რთხო­ებ­ის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და იყ­ოს და­ცუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცი­ები, თუმ­ცა იმ ფონ­ზე, რომ დღე­ის მდგო­მა­რე­ობ­ით ფა­კულ­ტე­ტი არ არ­ის აღ­ჭურ­ვი­ლი აუც­ილ­ებ­ელი რე­სურ­სით, ეს ჩვენს მო­ლო­დინს საგ­რძნობ­ლად ცვლის. ას­ევე, ეს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია პან­დე­მი­ის მდგო­მა­რე­ობ­აზ­ეც“, — აღ­ნიშ­ნა თა­მარ ზა­რან­დი­ამ.

თარიღი: 16/02/2022