საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბო­და ეპ­იდ­ემი­ები სა­ქარ­თვე­ლო­ში — ის­ტო­რი­ული მა­გა­ლი­თე­ბი

გვე­სა­უბ­რე­ბა ის­ტო­რი­კო­სი, თსუ-ის პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი

 

პან­დე­მი­ის შემ­თხვე­ვე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­აში ყო­ფი­ლა. მა­გა­ლი­თად, მე-13 სა­უკ­უნ­ეში, მონ­ღოლ­თა ბა­ტო­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში, გავ­რცელ­და შა­ვი ჭი­რი. მუც­ლის სალ­მო­ბა — ას­ეთი სა­ხე­ლით იხ­სე­ნი­ებ­დნენ მას. მა­შინ, მე-13 სა­უკ­უნ­ის 60-იან წლებ­ში, სა­ბედ­ნი­ერ­ოდ, მან პან­დე­მი­ის ხა­სი­ათი არ მი­იღო, მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ — რა მდგო­მა­რე­ობა შე­იქ­მნა ჯარ­ში, რო­მე­ლიც საზღვრის­პი­რა ზოლ­ში იდ­გა. იქ სან­გრე­ბი იყო გათხრი­ლი და ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი მონ­ღო­ლებ­თან ერ­თად მო­რი­გე­ობ­დნენ ამ სა­საზღვრო ზოლ­ში. მე­ფე და­ვით მეშ­ვი­დეს ძე — გი­ორ­გი 1268 წელს და შემ­დეგ უკ­ვე თა­ვად და­ვი­თი 1270 წელს სწო­რედ იქ და­ავ­ად­დნენ და ამ შავ ჭირს, მუც­ლის სალ­მო­ბას შე­ეწ­ირ­ნენ.

პან­დე­მი­ის ხა­სი­ათი ჰქონ­და ჩვენ­თან შა­ვი ჭი­რის აფ­ეთ­ქე­ბას მე-14 სა­უკ­უნ­ის შუა ხა­ნებ­ში. ეპ­იდ­ემია, პე­რი­ოდ­ული აფ­ეთ­ქე­ბე­ბით, თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სა­უკ­უნე გაგ­რძელ­და (თუ მე­ტი არა). 1246 წელს ეპ­იდ­ემია ოქ­როს ურ­დო­დან გავ­რცელ­და ეგ­ვიპ­ტე­ში, ევ­რო­პა­ში, მო­იც­ვა ტრა­პი­ზო­ნის იმ­პე­რია, შე­მო­აღ­წია სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ტრა­პი­ზო­ნე­ლი ის­ტო­რი­კო­სი მი­ქელ პა­ნა­რე­ტო­სი წერს, რომ „პან­დე­მია 7 თვე გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. და­იღ­უპა ბევ­რი შვი­ლი და ცოლ-ქმა­რი, ძმე­ბი, დე­დე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი“, ანუ ოჯ­ახ­ები და საგ­ვა­რე­ულო­ები ამ­ოწყვე­ტი­ლა. და­ავ­ად­ება იქ­იდ­ან შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ცნო­ბი­ლი ლარ­გვი­სე­ლი მოღ­ვა­წე­ები იყ­ვნენ მა­მა-შვი­ლი ავ­გა­როზ და გრი­გოლ ბან­და­ის­ძე­ები. 1348 წელს წერს ავ­გა­როზ ბან­და­ის­ძე (ხელ­ნა­წერ­ზე აქ­ვს მი­ნა­წე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი), რომ „დი­დი სი­კუ­დი­ლო­ბა იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში“. ჩაცხრე­ბო­და და­ავ­ად­ება და შემ­დეგ ის­ევ იფ­ეთ­ქებ­და. მე-14 სა­უკ­უნ­ის 60-იან წლებ­ში ჰქონ­და კი­დევ ას­ეთ აფ­ეთ­ქე­ბას ად­გი­ლი და ბაგ­რატ მე­ხუ­თეს მე­უღ­ლე — დე­დო­ფა­ლი ანა შე­ეწ­ირა შავ ჭირს. მე-14 სა­უკ­უნ­ის 70-იან წლებ­ში ტრა­პი­ზო­ნის იმ­პე­რი­აში ხელ­მე­ორ­ედ იფ­ეთ­ქა და­ავ­ად­ებ­ამ. ტრა­პი­ზო­ნი ჩვე­ნი მო­მიჯ­ნა­ვე ქვე­ყა­ნა იყო (ჩვენს წყა­რო­ებ­ში არ არ­ის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ამ­ის თა­ობ­აზე) და გა­მო­რიცხუ­ლია — და­ავ­ად­ება სა­ქარ­თვე­ლო­შიც არ შე­მოჭ­რი­ლი­ყო. ამ უბ­ედ­ურ­ებ­ის გაგ­რძე­ლე­ბაა თე­მურ ლენ­გის ლაშ­ქრო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ხომ გა­გი­გი­ათ ას­ეთი გა­მოთ­ქმა — „უბ­ედ­ურ­ება მარ­ტო არ მო­დი­სო“. თე­მურ ლენ­გის ლაშ­ქრო­ბე­ბი ხომ მარ­თლაც დი­დი უბ­ედ­ურ­ება იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, მაგ­რამ ამ­ას და­ერ­თო 1400 წლის ახ­ლო ხა­ნებ­ში კი­დევ ერ­თი შა­ვი ჭი­რის ეპ­იდ­ემი­ის აფ­ეთ­ქე­ბა, რა­მაც პან­დე­მი­ის სა­ხე მი­იღო. ავ­გა­როზ ბან­და­ის­ძის შვი­ლი — გრი­გოლ ბან­და­ის­ძე 1400 წლის თე­მურ ლენ­გის ლაშ­ქრო­ბის მე­რე წერს (ლარ­გვი­სის პა­რაკ­ლი­ტონ­ზე აქ­ვს მი­ნა­წე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი): „შემ­დგო­მად მცი­რე­დი­სა ჟა­მი­სა დავ­რჩი ობ­ოლი ხუთ­თა ძმა­თა­გან“, ხო­ლო „ამ­ის­სა შემ­დგო­მად“ მო­მიკ­ლა ექ­ვსი შვი­ლი და მე­უღ­ლეო, ანუ მთე­ლი მი­სი ოჯ­ახი შე­იწ­ირა შა­ვი ჭი­რის ეპ­იდ­ემი­ამ.

...

რაც შე­ეხ­ება დღე­ვან­დე­ლო­ბას, ძა­ლი­ან დი­დი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას არა მარ­ტო ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, არ­ამ­ედ მთე­ლი მსოფ­ლიო. ერ­თი სა­სი­ამ­ოვ­ნო რე­ალ­ობა გა­მო­იკ­ვე­თა ამ ძნელ­ბე­დო­ბი­სას. რუ­სებს აქ­ვთ ას­ეთი გა­მოთ­ქმა: „НЕТ ХУДА ВЕЗ ДОВРА“. ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოჩ­ნდა, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ხში­რად უს­ამ­არ­თლო კრი­ტი­კას იღ­ებ­და სხვა­დას­ხვა პი­რე­ბის თუ პარ­ტი­ებ­ის მხრი­დან (ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ყალ­ბი ბრალ­დე­ბე­ბიც გა­ის­მო­და მათ მი­მართ), თურ­მე არ­ათუ „უნი­ათო“, არ­ამ­ედ ძა­ლი­ან­აც ქმე­დუ­ნა­რი­ანი ყო­ფი­ლა. ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ქარ­თვე­ლი მე­დი­კო­სე­ბი ას­ეთ მა­ღალ­პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე ას­რუ­ლე­ბენ თა­ვის მო­ვა­ლე­ობ­ას. ხა­ზი მინ­და გა­ვუს­ვა იმ­ას, რომ ქარ­თველ მე­დი­კოს­თა­გან, ვინც ამ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის სა­თა­ვე­შია, თით­ქმის ყვე­ლა მათ­განს სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ვს გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და მთე­ლი თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ული კა­რი­ერა სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ვს გავ­ლი­ლი. მინ­და მო­ვუ­წო­დო სა­ზო­გა­დო­ებ­ას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც, რომ ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და მად­ლი­ერ­ება ჩვე­ნი მე­საზღვრე­ებ­ის მი­მარ­თაც გა­მოგ­ვე­ხა­ტა, რო­გორც ეს მე­დი­კო­სე­ბის მი­მართ გა­ვა­კე­თეთ. ის­ინ­იც ფრონ­ტის წი­ნა ხაზ­ზე არი­ან. კარ­გი იქ­ნე­ბა შე­იქ­მნას მე­დი­კო­სე­ბი­სა და მე­საზღვრე­ებ­ის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ფონ­დი.

ესა­უბ­რა ნი­ნო კა­კუ­ლია

თარიღი: 01/04/2020