საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რა წარმატება მოუტანა თსუ-ის დოქტორანტს ქართული მინერალური წყლების კონკურენტუნარიანობის კვლევამ?

თა­მარ და­დი­ანი

 

„გა­აკ­ეთე უფ­რო მე­ტი, ვიდ­რე შე­გიძ­ლია“, — აცხა­დებს თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ული დოქ­ტო­რან­ტი ნი­ნო ლობ­ჟა­ნი­ძე, რო­მე­ლიც თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მის მუდ­მივ გა­ნახ­ლე­ბა­შია. ისე დი­დია მი­სი თვალ­სა­წი­ერი, რომ გგო­ნია — ყვე­ლა ჰო­რი­ზონ­ტს გა­და­ლა­ხავს. ნი­ნო ლობ­ჟა­ნი­ძე დღეს გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ სტუ­მა­რია:

 

— პა­სუ­ხი მრა­ვალ კითხვა­ზე შო­რე­ულ წლებ­ში დევს. გან­ცდე­ბი ად­რე­ული წლე­ბი­დან ტო­ვე­ბენ კვალს ჩვენ­ში. თქვენ რა მნიშ­ვნე­ლო­ბას ან­იჭ­ებთ სა­კუ­თარ ბავ­შვო­ბას?

 

— მე დღეს ის­ევ ის ბავ­შვი ვარ, რაც ვი­ყა­ვი. შე­იც­ვა­ლა ის, რომ პა­ტა­რა დაბ­რკო­ლე­ბე­ბი დიდ გა­მოწ­ვე­ვე­ბად იქ­ცა, თა­მა­შე­ბი კი — რე­ალ­ურ ცხოვ­რე­ბად. ბავ­შვო­ბა­ში არ­ჩე­ულ გზას ვაგ­რძე­ლებ დღე­საც, უბ­რა­ლოდ მა­შინ პა­ტა­რა ლა­მა­ზი ბი­ლი­კი იყო, რო­მე­ლიც წლებ­თან ერ­თად გა­იზ­არ­და და გარ­თულ­და, მაგ­რამ ამ­ას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქ­ვს, მთა­ვა­რია არ და­ნებ­დე და გჯე­რო­დეს შე­ნი თა­ვის. რო­გორც დე­და მიყ­ვე­ბა, თა­ვი­დან­ვე სე­რი­ოზ­ული ბავ­შვი ვი­ყა­ვი, ხში­რად მხე­დავ­დნენ ფურ­ცლე­ბით ხელ­ში საქ­მი­ანი სა­ხით მო­სი­არ­ულ­ეს, რაც დღე­ვან­დელ რე­ალ­ობ­ას ნამ­დვი­ლად შე­ეს­აბ­ამ­ება. დე­და მიქ­მნი­და გა­რე­მოს, ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით დრო­ის მე­ნეჯ­მენ­ტზე, მირ­ჩევ­და წიგ­ნებს, მაძ­ლევ­და რჩე­ვებს და მე მას ვუს­მენ­დი. ას­აკ­თან ერ­თად იც­ვლე­ბოდ­ნენ გმი­რე­ბიც, იც­ვლე­ბო­და მის­წრა­ფე­ბე­ბიც, ვცეკ­ვავ­დი, დავ­დი­ოდი მუ­სი­კა­ზე, მხატ­ვრუ­ლი კითხვის წრე­ზე. სკო­ლა­ში გა­მორ­ჩე­ულ­ად მიყ­ვარ­და ორი სა­გა­ნი — ლი­ტე­რა­ტუ­რა და მა­თე­მა­ტი­კა. ხში­რად მახ­სენ­დე­ბა ჩე­მი პირ­ვე­ლი დაბ­რკო­ლე­ბა ერთ-ერ­თი ამ­ოც­ან­ის ამ­ოხ­სნის დროს. ერთ ცდა­ზე ვერ მი­ვი­ღე პა­სუ­ხი, რა­ზეც დე­დამ ას­ეთი ფრა­ზა მითხრა: „კარ­გად და­აკ­ვირ­დი, პა­სუ­ხი ყო­ველ­თის დას­მულ კითხვა­ში­ვეა“. ამ ფრა­ზამ იმ­უშ­ავა და დღემ­დე მუ­შა­ობს. არ ვეშ­ვე­ბი არც ერთ გა­მოწ­ვე­ვას მა­ნამ, სა­ნამ მას­ში­ვე არ ვი­პო­ვი გა­დაჭ­რის გზას. შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ ამ­იტ­ომაა, რომ ნე­ბის­მი­ერ და­ვა­ლე­ბას თუ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სირ­თუ­ლეს ისე ვუდ­გე­ბი, რო­გორც ახ­ალი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მომ­ტან გა­მოწ­ვე­ვებს. ეს ჩე­მი ბავ­შვო­ბის მო­ნა­პო­ვა­რია.

 

— რა­ტომ შე­აჩ­ერე არ­ჩე­ვა­ნი ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

 

— ჩე­მი პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა ეკ­ონ­ომ­იკ­ას­თან სკო­ლი­დან იწყე­ბა. ისე და­ვინ­ტე­რეს­დი ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის სა­კითხე­ბით, რომ ESM-ის საკ­ვი­რაო ბიზ­ნეს-სკო­ლის კონ­კურ­სში გა­ვე­დი და გა­მარ­ჯვე­ბულ­თა შო­რის მოვ­ხვდი. ამ სკო­ლამ მომ­ცა პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის სა­კითხე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ში. აქ­ვე დავ­წე­რე ჩე­მი პირ­ვე­ლი ბიზ­ნეს-გეგ­მა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც მე­ნე­ჯერ-რე­ფე­რენ­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცია სკო­ლის ას­აკ­ში­ვე მო­მა­ნი­ჭეს. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­ავ­ის გაკ­ვირ­ვე­ბია ჩე­მი გა­აზ­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რო­მელ უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ავ­ირ­ჩევ­დი, ამ­აზე არც კი მი­ფიქ­რია... ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი იყო და რჩე­ბა ჩემ­თვის ნო­მერ პირ­ველ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტად. ჩემს არ­ჩე­ვან­ში რომ არ შევ­ცდი, ჩა­რიცხვი­დან ორ კვი­რა­ში უკ­ვე გა­მოჩ­ნდა, რო­დე­საც მა­თე­მა­ტი­კი­სა და ინ­გლი­სუ­რის ში­და გა­მოც­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოვ­ხვდი სპე­ცი­ალ­ურ ჯგუფ­ში, სა­დაც სა­ბა­კა­ლავ­რო სწავ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სას­წავ­ლო კურ­სე­ბის ნა­წი­ლი ინ­გლი­სურ ენ­აზე გა­ვი­არე, რა­მაც დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა და სტი­მუ­ლი მომ­ცა ჩე­მი პრო­ფი­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის პრო­ექ­ტებ­ში ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი, რა­მაც კი­დევ ახ­ალი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­აჩ­ინა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. დღეს უკ­ვე ეკ­ონ­ომ­იკ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლე­ბის მე­სა­მე სა­ფე­ხურს, დოქ­ტო­რან­ტუ­რას ვას­რუ­ლებ და დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ბედ­ნი­ერი ვარ ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნით. მი­ხა­რია, რომ გა­სულ წელს თსუ-ის პროგ­რა­მე­ბი­სა და მიმ­დი­ნა­რე მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჩე­მი­ვე, 77-ე სა­ჯა­რო სკო­ლის და­მა­მათ­ვრე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს უკ­ვე თსუ დეს­პა­ნის როლ­ში გა­ვუ­ზი­არე. წლე­ბის შემ­დეგ სკო­ლა­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მით უფ­რო თსუ-ელ­ის რან­გში, ძა­ლი­ან ამ­აღ­ელ­ვე­ბე­ლი და სა­სი­ამ­ოვ­ნო იყო.

 

— მეც­ნი­ერ­ული მუ­შა­ობ­ის სურ­ვილ­მა რო­დის გა­იღ­ვი­ძა თქვენ­ში? რო­დის გა­დაწყვი­ტეთ საქ­მი­ან­ობა სა­მეც­ნი­ერო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­გეგ­რძე­ლე­ბი­ნათ? თქვე­ნი სა­დოქ­ტო­რო თე­მის შე­სა­ხე­ბაც გვი­ამ­ბეთ...

 

— მეც­ნი­ერ­ული მუ­შა­ობ­ის სურ­ვი­ლი მა­გის­ტრა­ტუ­რის სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლის პრო­ცეს­ში გაჩ­ნდა. სა­მა­გის­ტრო ნაშ­რომ­ზე მუ­შა­ობ­ის დროს გა­დავ­წყვი­ტე, რომ სწავ­ლას დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­ფე­ხურ­ზეც გა­ვაგ­რძე­ლებ­დი. ბევ­რი ვი­ფიქ­რე ჩე­მი სა­დოქ­ტო­რი კვლე­ვის თე­მა­ზე. მი­მარ­თუ­ლე­ბად ის­ევ ეკ­ონ­ომ­იკა ავ­ირ­ჩიე და გა­დავ­წყვი­ტე მაკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ეკ­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის შემ­დეგ მიკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ის კუთხით გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა.

 

ჩე­მი სა­დოქ­ტო­რო თე­მა გახ­ლავთ „კონ­კუ­რენ­ცია ქარ­თუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის ბა­ზარ­ზე და პრო­დუქ­ტის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­ობ­ის შე­ფა­სე­ბა“. კვლე­ვის ფარ­გლებ­ში ჩე­მი მი­ზა­ნი იყო კონ­კუ­რენ­ცი­ის ან­ალ­იზ­ისა და პრო­დუქ­ტის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­ობ­ის დო­ნის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რე­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის შე­მუ­შა­ვე­ბა. ვფიქ­რობ, რომ კონ­კუ­რენ­ცია და პრო­დუქ­ტის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­ობა ქვეყ­ნის ცალ­კე­ული დარ­გის­თვის და, შე­სა­ბა­მი­სად, მთლი­ანი ეკ­ონ­ომ­იკ­ის­თვის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი სა­ფუძ­ვე­ლია. ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მოწყვლა­დი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ნო­ბის კუთხით, ჩე­მი აზ­რით, ქარ­თუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბია, თუმ­ცა, დარ­გი სა­თა­ნა­დოდ არ არ­ის შეს­წავ­ლი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ნაშ­რო­მი წარ­მო­ად­გენს ერთ-ერთ პირ­ველ სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რომს, რო­მე­ლიც კონ­კუ­რენ­ცი­ასა და პრო­დუქ­ტის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­ობ­ას შე­ის­წავ­ლის უშუ­ალ­ოდ ქარ­თუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის ბაზ­რის­თვის.

 

უახ­ლე­სი სა­მეც­ნი­ერო სტა­ტია, რო­მე­ლიც ამა წლის 30 მარ­ტს სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ფე­რი­რე­ბად ჟურ­ნალ­ში, ორ­მა­გი შე­მოწ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ჩე­მი კვლე­ვის ფარ­გლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, გახ­ლავთ „The Impact Assessment of Competitiveness on Export Growth in Georgian Mineral Water Sector (Based on Econometric Model)“. სტა­ტი­აში მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­ობ­ის დო­ნე­სა და ექ­სპორ­ტს შო­რის მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რის და­სად­გე­ნად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­ეტ­რი­კუ­ლი მო­დე­ლით გა­მოთ­ვლი­ლი და გა­ან­ალ­იზ­ებ­ულია ამ­ხსნელ და შე­დე­გობ­რივ ცვლა­დებს შო­რის ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ქარ­თუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის პრო­დუქ­ტი­სათ­ვის გა­მოვ­ლე­ნი­ლია კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­ობ­ის და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა ექ­სპორ­ტზე.

 

— სულ მა­ლე სწავ­ლე­ბის მე­სა­მე სა­ფე­ხურს — დოქ­ტო­რან­ტუ­რას ამ­თავ­რებთ. ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, რო­გორ შე­აფ­ას­ებთ თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე სას­წავ­ლო პრო­ცესს, პროგ­რა­მებს და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას?

 

— ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის და­სას­რულს კონ­კურ­სის წე­სით მოვ­ხვდი ახ­ალ­გაზ­რდულ პარ­ლა­მენ­ტში ერ­თი წლის მან­და­ტით სწო­რედ დარ­გობ­რი­ვი ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტეტ­ში. პრაქ­ტი­კი­სა და თე­ორი­ის შერ­წყმის მიზ­ნით, ამ სი­ახ­ლემ გა­ნა­პი­რო­ბა ჩე­მი შემ­დგო­მი არ­ჩე­ვა­ნი მა­გის­ტრა­ტუ­რის სა­ფე­ხურ­ზე ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ის გან­ხრით და არც შევ­მცდარ­ვარ. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ლექ­ტო­რე­ბის­გან საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. სწავ­ლე­ბის მე­სა­მე სა­ფე­ხურ­ზე გა­დავ­წყვი­ტე უკ­ვე მიკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ის გან­ხრა ამ­ეთ­ვი­სე­ბი­ნა. დი­დი იმ­ედი მაქ­ვს, რომ სწავ­ლე­ბის ამ სა­ფე­ხურ­საც წარ­მა­ტე­ბით დავ­ხუ­რავ და მას­თან ერ­თად ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ ეტ­აპ­საც. დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­ფე­ხურ­ზე სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სას­წავ­ლო კურ­სე­ბის სწავ­ლის პრო­ცეს­ში მქონ­და პა­ტი­ვი მე­მუ­შა­ვა ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­მორ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ონ­ალ­ებ­თან, რო­გო­რე­ბიც არი­ან აკ­ად­ემ­იკ­ოსი ვლა­დი­მერ პა­პა­ვა, პრო­ფე­სო­რე­ბი ეთ­ერ ღვი­ნე­რია და თეა კა­ლან­დია. მათ ყვე­ლა ლექ­ცი­ასა და სე­მი­ნარს დი­დი ინ­ტე­რე­სით ვე­ლო­დი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ოდი დღემ­დე ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ნა­წილს წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა. უშუ­ალ­ოდ ჩე­მი ფა­კულ­ტე­ტის სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ გუნ­დი მაქ­სი­მა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სტუ­დენ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ებ­ებ­ზე და მუდ­მივ გან­ვი­თა­რებ­ზე, რის­თვი­საც დი­დი მად­ლო­ბა პრო­ფე­სორ გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე­სა და მის გუნ­დს.

 

— თქვენ ერ­ას­მუ­სის პროგ­რა­მის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლი ბრძან­დე­ბით. რა გა­მოც­დი­ლე­ბა მოგ­ცათ ამ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ამ და რამ­დე­ნად გან­სხვავ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ერ­ოვ­ნუ­ლის­გან?

 

— დი­ახ, დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­ფე­ხურ­ზე გა­დავ­წყვი­ტე სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა მი­მე­ღო სწავ­ლის კუთხი­თაც და მო­ნა­წი­ლე­ობა მი­ვი­ღე ერ­ას­მუ­სის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის კონ­კურ­სში. მოვ­ხვდი გა­მარ­ჯვე­ბულ­თა შო­რის და ნა­ხე­ვა­რი წლით სას­წავ­ლებ­ლად გა­ვემ­გზავ­რე ტუ­შას უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, იტ­ალი­აში. ამ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ამ სა­შუ­ალ­ება მომ­ცა შე­მეს­წავ­ლა და გა­მე­ზი­არ­ებ­ინა ჩე­მი სპე­ცი­ალ­ობ­ის, მიკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ის გან­ხრით არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბის თე­ორი­ული და პრაქ­ტი­კუ­ლი შე­დე­გე­ბი. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მი­ვი­ღე უდ­იდ­ესი გა­მოც­დი­ლე­ბა ევ­რო­პულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის, კროს­კულ­ტუ­რუ­ლი ელ­ემ­ენ­ტე­ბის და­უფ­ლე­ბი­სა და, რაც ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იყო, გლო­ბა­ლურ პრო­ცე­სებ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ობ­ის კუთხით. ჩე­მი ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ ტუ­შას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი ჯა­კო­მო ბრან­კა. მას­თან ერ­თად და­ვა­მუ­შა­ვე ჩე­მი სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მის ნა­წი­ლი. იგი და­მეხ­მა­რა ლი­ტე­რა­ტუ­რის და­მუ­შა­ვე­ბა­ში და იტ­ალი­ური მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის ბაზ­რის ძი­რი­თა­დი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის საქ­მი­ან­ობ­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გა­ან­ალ­იზ­ებ­აში, რაც, სა­ბო­ლო­ოდ, ჩემს ნაშ­რომ­ში ავ­სა­ხე. იტ­ალი­აში სწავ­ლი­სას ჩა­ვა­ბა­რე ორი ან­გა­რი­ში, შუ­ალ­ედ­ური და სა­ბო­ლოო, რა­ზეც პრო­ფე­სორ­მა ბრან­კამ და­დე­ბი­თი დას­კვნა და­წე­რა და შემ­დგომ­ში ეს ან­გა­რი­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში აღი­არ­ეს, რო­გორც კვლე­ვი­თი ნა­წი­ლი.

 

რაც შე­ეხ­ება გან­სხვა­ვე­ბას ევ­რო­პულ და ერ­ოვ­ნულ გა­ნათ­ლე­ბას შო­რის, ძი­რი­თა­დად გა­მოვ­ყოფ­დი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და სტუ­დენ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბა­ში. კი­დევ ერ­თი გან­სხვა­ვე­ბა, რაც ვიგ­რძე­ნი სწავ­ლის პრო­ცეს­ში, გახ­ლავთ, მკაც­რად რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბუ­ლი დრო, წა­მე­ბის სი­ზუს­ტით და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და გაგ­ზავ­ნა, რაც სტუ­დენ­ტებს უფ­რო მო­ბი­ლი­ზე­ბულს ხდის. მთლი­ან­ობ­აში მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მი­უხ­ედ­ავ­ად გარ­კვე­ული გან­სხვა­ვე­ბე­ბი­სა, ნამ­დვი­ლად სულ უფ­რო იგ­რძნო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცეს­თან ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბა, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

თარიღი: 18/04/2021