საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რა ცნობებს შეიცავს პოლონურ არქივებში საქართველოს შესახებ მიკვლეული დოკუმენტაცია

მაია ტო­რა­ძემ

 

თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი მი­ხე­ილ ბახ­ტა­ძე, უკ­ვე წლე­ბია, პო­ლო­ნეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებს სწავ­ლობს და იკ­ვლევს. ამ სა­კითხს ეხ­ება მი­სი სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მე­ბის სო­ლი­დუ­რი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მა­ღალ­რე­იტ­ინ­გულ სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლებ­ში ქვეყ­ნდე­ბა. ბო­ლო წლებ­ში მან პო­ლო­ნურ არ­ქი­ვებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას მი­აკ­ვლია. ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­მეც­ნი­ერო მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და კვლე­ვის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე ბა­ტო­ნი მი­ხე­ილი თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა:

 

 

– ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ, რამ გა­ნა­პი­რო­ბა თქვე­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ქარ­თულ-პო­ლო­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით და რო­გორ და­იწყეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­ური კვლე­ვა?

 

– 2017 წელს შე­იქ­მნა პო­ლო­ნელ და ქარ­თველ ის­ტო­რი­კოს­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­სია. კო­მი­სი­ის შექ­მნის ინ­იცი­ატ­ორ­ები იყ­ვნენ ვარ­შა­ვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი ბა­ტო­ნი იან მა­ლიც­კი და ამ­ავე ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფე­სო­რი, პო­ლო­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერი, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ბა­ტო­ნი და­ვით ყოლ­ბაია. კო­მი­სი­ის პარ­ტნი­ორ­ები არი­ან თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, ვარ­შა­ვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი და, ას­ევე, პო­ლო­ნე­თის ერ­ოვ­ნუ­ლი მეხ­სი­ერ­ებ­ის ინ­სტი­ტუ­ტი. კო­მი­სია დღემ­დე მუ­შა­ობს პო­ლო­ნე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტე­ბის პატ­რო­ნა­ჟით და მი­სი წევ­რე­ბი არი­ან პო­ლო­ნე­ლი და ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლად, კო­მი­სი­ის მი­ზა­ნი იყო პო­ლო­ნეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შეს­წავ­ლა 1917-1921 წლებ­ში, თუმ­ცა შემ­დგომ, მუ­შა­ობ­ის­ას გა­მო­იკ­ვე­თა, რომ სა­ჭი­როა ქრო­ნო­ლო­გი­ური ჩარ­ჩოს გაზ­რდა 1939 წლამ­დე. გა­მო­იცა კო­მი­სი­ის შრო­მე­ბის სა­მი ტო­მი, მზად არ­ის და­სა­ბეჭ­დად მე­ოთხე ტო­მიც. ჩა­ტარ­და რამ­დე­ნი­მე კონ­ფე­რენ­ცია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ას­ევე პო­ლო­ნეთ­ში.

 

კო­მი­სი­აში მიმ­დი­ნა­რე­ობს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მუ­შა­ობა და ჩემ­თვის დი­დი პა­ტი­ვია მი­სი წევ­რო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ კო­მი­სი­ის წევ­რო­ბამ დიდ­წი­ლად გან­საზღვრა ჩე­მი სა­მეც­ნი­ერო მუ­შა­ობ­ის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაც — სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო ის­ტო­რია. ამ სა­კითხს ეძ­ღვნე­ბა ჩე­მი რამ­დე­ნი­მე ნაშ­რო­მი: „1921 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომ­ის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის ის­ტო­რი­იდ­ან; პოლ­კოვ­ნი­კი ირ­აკ­ლი ცა­გუ­რია“ (ჟურ­ნა­ლი „ქარ­თუ­ლი ემ­იგ­რა­ცია“ № 3(6); 2015); „გე­ნე­რა­ლი ილია ოდ­იშ­ელ­იძე“ (გა­მომ­ცემ­ლო­ბა „არ­ტა­ნუ­ჯი“ 2017); „სა­ქარ­თვე­ლოს ოკ­უპ­აცი­ის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა 1920 წელს (სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბა­თა მი­მო­ხილ­ვა)“ (სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის „არ­ქივ­თმცოდ­ნე­ობა, წყა­როთ­მცოდ­ნე­ობა — ტენ­დენ­ცი­ები და გა­მოწ­ვე­ვე­ბი“ მოხ­სე­ნე­ბა­თა კრე­ბუ­ლი, 2017); ორი დო­კუ­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს არ­მი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და მდგო­მა­რე­ობ­ის შე­სა­ხებ (1918-1919 წლე­ბი)“’ ( სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის „არ­ქივ­თმცოდ­ნე­ობა, წყა­როთ­მცოდ­ნე­ობა — ტენ­დენ­ცი­ები და გა­მოწ­ვე­ვე­ბი“ მოხ­სე­ნე­ბა­თა კრე­ბუ­ლი. 2018); „ერ­ოვ­ნე­ბა­თა­შო­რის სამ­ხედ­რო საბ­ჭო (1917 დე­კემ­ბე­რი – 1918 თე­ბერ­ვა­ლი)“ (სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის მაც­ნე №1; 2019); „გე­ნე­რა­ლი ალ­ექ­სან­დრე ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი“ (ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტის შრო­მე­ბი XIV. 2019).

 

— რო­დის აღ­მო­აჩ­ინ­ეთ, რომ პო­ლო­ნეთ­ში, შე­საძ­ლოა, ინ­ახ­ებ­ოდა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბი?

 

— მე მქონ­და შე­ხე­ბა ქარ­თულ-პო­ლო­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან. 2019 წელს მო­მე­ცა სა­შუ­ალ­ება, ვარ­შა­ვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და პო­ლო­ნე­თის კი­დევ რამ­დე­ნი­მე უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის ინ­იცი­ატ­ივ­ით და­არ­სე­ბუ­ლი ტი­ტუს ფი­ლი­პო­ვი­ჩის სტი­პენ­დი­ის ფარ­გლებ­ში, ერ­თი თვე ვარ­შა­ვა­ში, ახ­ალი ის­ტო­რი­ის არ­ქივ­ში (Archiwum Akt Nowych) მე­მუ­შა­ვა. ამ არ­ქივ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტია პო­ლო­ნეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

 

ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი პი­რო­ბი­თად შე­იძ­ლე­ბა და­იყ­ოს სამ ნა­წი­ლად: 1) დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შეს­წავ­ლი­ლია და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია პო­ლო­ნე­ლი ან პო­ლო­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ერ. თუმ­ცა ის­ინი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბა­დაა ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ათ­ვის, რად­გან უმ­ეტ­ეს­ობა პო­ლო­ნურ ენ­აზე გა­მო­ცე­მულ სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მებ­შია თავ­მოყ­რი­ლი; 2) დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ცნო­ბი­ლია პო­ლო­ნე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის­თვის, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გა­მო, ჯერ-ჯე­რო­ბით, არ არ­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. 3) დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც პო­ლო­ნელ­მა მეც­ნი­ერ­ებ­მა ყუ­რადღე­ბა ნაკ­ლე­ბად მი­აქ­ცი­ეს, რად­გან მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას არ შე­იც­ავ­და, მაგ­რამ ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოა ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ისა და სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ათ­ვის. Archiwum Akt Nowych-ში არ­სე­ბუ­ლი „ქარ­თუ­ლი“ დო­კუ­მენ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა ფონ­დშია გაბ­ნე­ული.

 

— სა­ინ­ტე­რე­სოა, კვლე­ვის პე­რი­ოდ­ში რა ტი­პის ფონ­დე­ბი შეგ­ხვდათ და რო­გორ არ­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია? რა სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს გა­მო­ყოფ­დით ამ ფონ­დე­ბი­დან?

 

— ვარ­შა­ვა­ში ყოფ­ნი­სას ვნა­ხეთ შემ­დე­გი ფონ­დე­ბის ნა­წი­ლი: გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის — ფონ­დი 1190, სამ­ხედ­რო ატ­აშე­ებ­ის — 1191, სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტროს — 1192. მათ შო­რის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა სამ­ხედ­რო ატ­აშე­ებ­ის ფონ­დი. ნა­წი­ლი ჩემ მი­ერ ნა­ნა­ხი დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან უკ­ვე ვთარ­გმნე და გა­მოქ­ვეყ­ნდა. მათ­ში არ­ის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, ირ­კვე­ვა, რომ 1922-1923 წლებ­ში პო­ლო­ნე­თის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა რე­ალ­ურ­ად გა­ნი­ხი­ლავ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ერ­ოვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ობ­ის­თვის იარ­აღ­ის მო­წო­დე­ბის გზებ­სა და გეგ­მებს. იარ­აღი, აჯ­ან­ყე­ბის დაწყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უნ­და გა­მო­ეგ­ზავ­ნათ რუ­მი­ნე­თის პორტ გა­ლა­ცი­დან ბა­თუმ­ში ან ფოთ­ში; პო­ლო­ნეთ­მა გა­დას­ცა ქარ­თვე­ლებს რა­დი­ოს­ად­გუ­რი რა­დი­ოს­ად­აზ­ვე­რო საქ­მი­ან­ობ­ის­თვის. ეს სად­გუ­რი შე­მო­იტ­ან­ეს და ააწყვეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ზუს­ტად 1924 წლის აჯ­ან­ყე­ბის წინ; პო­ლო­ნე­თის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბით და მუდ­მი­ვად ითხოვ­და და იღ­ებ­და სა­თა­ნა­დო ცნო­ბებს; პო­ლო­ნე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი გე­ნე­რა­ლი სტა­ნის­ლავ ჰა­ლე­რი 1923 წელს სა­გან­გე­ბოდ ითხოვ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი პოლ­კოვ­ნიკ ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის პარ­ტი­ზა­ნუ­ლი რაზ­მის შე­სა­ხებ და სხვ.

 

– შემ­დგომ­ში რო­გორ გა­ნავ­რცეთ კვლე­ვა და რა გეხ­მა­რე­ბო­დათ ამ­აში?

 

– ტი­ტუს ფი­ლი­პო­ვი­ჩის სტი­პენ­დი­ის ფარ­გლებ­ში 2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში კი­დევ ერ­თხელ ვი­ყა­ვი პო­ლო­ნეთ­ში. ამ­ჟა­მად ვი­მუ­შა­ვე პო­ლო­ნე­თის ცენ­ტრა­ლურ სამ­ხედ­რო არ­ქივ­ში. აქ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ას­ევე პო­ლო­ნე­თის არ­მი­ის ქარ­თველ ოფ­იც­რებ­სა და გე­ნერ­ლებ­ზე. ვნა­ხე რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტი 1920-1921 წლე­ბი­სა, რო­მე­ლიც ეხ­ება სა­ქარ­თვე­ლოს. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თია კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში პო­ლო­ნე­თის სამ­ხედ­რო წარ­მო­მად­გენ­ლის გე­ნე­რალ პო­ჟეც­კის მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თი 1920 წლის მარ­ტში თბი­ლის­ში ყოფ­ნის შე­სა­ხებ.

 

– პო­ლო­ნეთ­ში არ­ქი­ვი მდი­და­რია სხვა­დას­ხვა დო­კუ­მენ­ტით სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, ჩვენ არ­ქივ­ში რამ­დე­ნად გვხვდე­ბა პო­ლო­ნუ­რი წყა­რო­ები?

 

– უნ­და აღ­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არ­ქი­ვებ­შიც მო­იპ­ოვ­ება პო­ლო­ნელ­თათ­ვის მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტე­ბი. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლურ სა­ის­ტო­რიო არ­ქივ­ში ინ­ახ­ება დო­კუ­მენ­ტე­ბი 1917-1918 წლებ­ში სამ­ხრეთ კავ­კა­სი­აში შექ­მნი­ლი პო­ლო­ნუ­რი სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თე­ბის შე­სა­ხებ. ეს შე­ნა­ერ­თე­ბი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის კავ­კა­სი­ის არ­მი­აში მო­სამ­სა­ხუ­რე პო­ლო­ნელ­მა ოფ­იც­რებ­მა და ჯა­რის­კა­ცებ­მა ჩა­მო­აყ­ალ­იბ­ეს. დო­კუ­მენ­ტე­ბი უც­ნო­ბი იყო პო­ლო­ნე­ლი კო­ლე­გე­ბი­სათ­ვის და მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა მათ­თვის. ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის ნა­წი­ლი მე და ჩემ­მა კო­ლე­გამ, დოქ­ტორ­მა პავ­ლე ლი­ბე­რამ უკ­ვე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ.

 

– ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ამ რა­ოდ­ენ­ობ­ის დო­კუ­მენ­ტებს სრუ­ლად ვერ თარ­გმნი­დით და შე­ის­წავ­ლი­დით, ამ­იტ­ომ სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­მო­მავ­ლოდ აპ­ირ­ებთ თუ არა გა­ნაგ­რძოთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლე­ვა და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სტუ­დენ­ტე­ბის ჩარ­თვა?

 

– პო­ლო­ნე­თის არ­ქი­ვებ­ში, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ძა­ლი­ან ბევ­რი დო­კუ­მენ­ტია სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ. მა­თი მო­ძი­ება, და­მუ­შა­ვე­ბა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი მუ­შა­ობ­ის სა­კითხია. ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ახ­ალ­გაზ­რდა მკვლევ­რე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ამ სა­კითხე­ბით და შე­ის­წავ­ლი­ან პო­ლო­ნურ ენ­ას. ამ­ით მათ მი­ეც­ემ­ათ ძა­ლი­ან დი­დი და სა­ინ­ტე­რე­სო ას­პა­რე­ზი სა­მეც­ნი­ერო მუ­შა­ობ­ის­ათ­ვის.

თარიღი: 21/11/2021