საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რა შემთხვევაში გაიცემა სტუდენტური სტიპენდია თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

თა­მარ და­დი­ანი

 

უმ­აღ­ლეს სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლებ­ლებ­ში წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ტრა­დი­ცი­ულ­ად სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ას იღ­ებ­ენ, რო­მე­ლიც სე­მეს­ტრუ­ლად 150 ლა­რის ოდ­ენ­ობ­ით გა­ნის­ზღვრე­ბა. სტი­პენ­დია გა­მიზ­ნუ­ლია იმ სტუ­დენ­ტთა წა­ხა­ლი­სე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან მა­ღა­ლი აკ­ად­ემი­ური მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით და აქ­ტი­ურ­ად მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ერო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ან­ობ­აში. 2014 წლამ­დე სა­ხელ­მწი­ფო ბი­უჯ­ეტ­იდ­ან გა­მო­ყო­ფილ სტუ­დენ­ტთა და­ფი­ნან­სე­ბას ე.წ. პრეზიდენტის სტიპენდია ერქვა, ახ­ლა კი ის ამ სა­ხელ­წო­დე­ბით – „სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დია სტუ­დენ­ტებს“ ჩა­ნაც­ვლდა, მაგ­რამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ შეც­ვლი­ლა სტი­პენ­დი­ატ­თა შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უმი, რაც, სა­ერ­თო ჯამ­ში, მა­ღალ აკ­ად­ემი­ურ მოს­წრე­ბას, ანუ სტუ­დენ­ტთა მა­ღალ შე­ფა­სე­ბას გუ­ლის­ხმობს.

 

უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მოქ­მე­დებს სას­წავ­ლო და სა­ხე­ლო­ბი­თი სტი­პენ­დი­ები, ას­ევე წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბი­სათ­ვის სტი­პენ­დი­ები. სას­წავ­ლო სტი­პენ­დია მო­იპ­ოვ­ება სტუ­დენ­ტის მი­ერ ყო­ველ­სე­მეს­ტრუ­ლად მიღ­წე­ული შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და მოქ­მე­დებს ერ­თი სე­მეს­ტრის გან­მავ­ლო­ბა­ში; სა­ხე­ლო­ბი­თი სტი­პენ­დია არ­ის კონ­კრე­ტულ დარ­გში გა­მო­ჩე­ნი­ლი მეც­ნი­ერ­ის ან უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის წი­ნა­შე დამ­სა­ხუ­რე­ბის მქო­ნე პი­რის სა­ხე­ლო­ბი­თი სტი­პენ­დია, რო­მე­ლიც გა­იც­ემა კონ­კრე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში (სას­წავ­ლო კურ­სი, დარ­გი, მეც­ნი­ერ­ება, ნაშ­რო­მი, სპორ­ტუ­ლი ან კულ­ტუ­რუ­ლი მიღ­წე­ვა) მიღ­წე­ული შე­დე­გე­ბით.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ის გა­ცე­მა ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის და დიპ­ლო­მა­ტი­ური მე­დი­კო­სის/სტო­მა­ტო­ლო­გის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე ჩა­რიცხულ სტუ­დენ­ტებ­ზე წი­ნა სე­მეს­ტრე­ბის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ხდე­ბა. სტი­პენ­დი­ის და­ფი­ნან­სე­ბის­თვის შე­სარ­ჩევ კან­დი­დატ­თა სია 100 ქუ­ლით გა­ნი­საზღვრე­ბა. მათ შო­რის, 80 ქუ­ლა მა­ღალ აკ­ად­ემი­ურ მოს­წრე­ბა­ში, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის სა­შუ­ალო არ­ით­მე­ტი­კუ­ლით გა­მოიანგარიშება. 10 ქუ­ლა სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მებ­ში, ხო­ლო 10 ქუ­ლა სა­უნ­ივ­ეს­ტი­ტე­ტო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში აქ­ტი­ური მო­ნა­წი­ლე­ობ­ის­თვის. სტი­პენ­დი­ით და­ფი­ნან­სე­ბის­თვის შე­სარ­ჩევ კან­დი­დატ­თა შე­ფა­სე­ბას თსუ-ში უშუ­ალ­ოდ შე­სა­ბა­მი­სი ფა­კულ­ტე­ტი ახ­ორ­ცი­ელ­ებს, ხო­ლო სტუ­დენ­ტთა ერ­თი­ანი სია რექ­ტო­რის სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტით მტკიც­დე­ბა.

 

ქუ­ლე­ბი სტუ­დენ­ტებს თა­ვად შე­უძ­ლი­ათ გან­საზღვრონ თა­ვი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და ცოდ­ნის დო­ნით. აუც­ილ­ებ­ელია, რომ 24 კრე­დიტ­ზე ნაკ­ლე­ბი არ ქონ­დეს სე­მეს­ტრში აღ­ებ­ული. გარ­და ამ­ისა, სე­მეს­ტრის ბო­ლოს მა­ღა­ლი რე­იტ­ინ­გის მქო­ნე სტუ­დენ­თა სია უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­შიც გა­მოკ­რუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, სტუ­დენ­ტმა უკ­ვე იც­ის — გახ­დე­ბა თუ არა სტი­პენ­დი­ატი.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ის გარ­და ფა­კულ­ტე­ტებ­ზე გა­იც­ემა სა­ხე­ლო­ბი­თი სტი­პენ­დი­ები.

 

თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე დღეს­დღე­ობ­ით სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ას­თან ერ­თად სა­ხე­ლო­ბი­თი სტი­პენ­დი­ებ­იც გა­იც­ემა. თუ რა კრი­ტე­რი­უმ­ით შე­ირ­ჩე­ვი­ან სტუ­დენ­ტე­ბი და რა მოთხოვ­ნებს უყ­ენ­ებს მათ ფა­კულ­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ამ­ის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის მე­ნე­ჯე­რი სა­ფი­ნან­სო — ეკ­ონ­ომ­იკ­ურ სა­კითხებ­ში აკ­აკი მი­ქა­ბე­რი­ძე:

 

რამ­დე­ნი სა­ხის სტი­პენ­დია არ­სე­ბობს დღეს თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე და სულ რამ­დე­ნი სტი­პენ­დი­ატი გვყავს ?

 

— თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე სტუ­დენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ მი­იღ­ონ შემ­დე­გი სა­ხის სტი­პენ­დი­ები:

 

  1. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დია, რო­მე­ლიც ინ­იშ­ნე­ბა სე­მეს­ტრუ­ლად და შე­ად­გენს 750 ლარს (150 ლა­რი 5 თვის მან­ძილ­ზე).
  2. აფხა­ზე­თის ა/რ-ის ჟი­ული შარ­ტა­ვას სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დია, რო­მე­ლიც ინ­იშ­ნე­ბა აკ­ად­ემი­ური წლის მან­ძილ­ზე და შე­ად­გენს 2000 ლარს (200 ლა­რი 10 თვის მან­ძილ­ზე).
  3. ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის მიზ­ნობ­რი­ვი სტი­პენ­დი­ები, რო­მე­ლიც მო­იც­ავს სხვა­დას­ხვა ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას და სა­კუთ­რივ სტი­პენ­დი­ებს, რაც ცვა­ლე­ბა­დია სე­მეს­ტრე­ბის მი­ხედ­ვით.
  4. „გრანთ თორ­ნთო­ნის“ სტი­პენ­დია ინ­იშ­ნე­ბა სე­მეს­ტრუ­ლად და შე­ად­გენს ერ­თჯე­რა­დად 650 ლარს (სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის ჩათ­ვლით).
  5. პრო­ფე­სორ მა­მია ღა­ღა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დია, ინ­იშ­ნე­ბა სე­მეს­ტრუ­ლად და შე­ად­გენს 1250 ლარს (250 ლა­რი 5 თვის მან­ძილ­ზე, სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის ჩათ­ვლით). აღ­ნიშ­ნუ­ლი სტი­პენ­დია, პი­რა­დად დე­კა­ნის, პრო­ფე­სორ გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძის ინ­იცი­ატ­ივ­ითა და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით და­წეს­და.

 

გარ­და ამ­ისა, ფა­კულ­ტეტ­ზე, ის­ევე, რო­გორც მთელ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, მოქ­მე­დებს სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი აკ­ად­ემი­ური მოს­წრე­ბის სტუ­დენ­ტებს უფ­ინ­ან­სებს სწავ­ლის სე­მეს­ტრუ­ლი სა­ფა­სუ­რის სრულ მო­ცუ­ლო­ბას (ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ქუ­ლა­თა თა­ნაბ­რო­ბის დროს ნა­წი­ლობ­რივ ოდ­ენ­ობ­ას). ამ­ჟა­მად ფა­კულ­ტეტ­ზე 200-მდე სტი­პენ­დი­ატი სტუ­დენ­ტი გვყავს.

 

— რამ­დე­ნად დი­დია მოთხოვ­ნა სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან სტი­პენ­დი­ის მი­ღე­ბი­სა?

 

— სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან სტი­პენ­დი­ებ­ზე მოთხოვ­ნა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია — ამ­ის თქმის სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს სტუ­დენ­ტთა მა­ღა­ლი აკ­ად­ემი­ური მოს­წრე­ბა და ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ას ან­იჭ­ებს სტუ­დენ­ტებს სტი­პენ­დი­ის მი­სა­ღებ კონ­კურ­სში. ას­ევე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის გა­რე­მო­ება, რომ ყო­ველ სე­მეს­ტრუ­ლად სრუ­ლი 100 ქუ­ლი­ანი აკ­ად­ემი­ური მოს­წრე­ბა აქ­ვს 20-მდე სტუ­დენ­ტს.

 

— რის მი­ხედ­ვით შე­ირ­ჩე­ვი­ან სტუ­დენ­ტე­ბი სა­ხელ­მწი­ფო თუ ამა თუ იმ სა­ხე­ლო­ბი­თი სტი­პენ­დი­ის მი­სა­ღე­ბად, რა კრი­ტე­რი­უმ­ებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დე­ნენ?

 

— სტი­პენ­დან­ტე­ბის შერ­ჩე­ვის უმ­თავ­რე­სი კრი­ტე­რი­უმი არ­ის აკ­ად­ემი­ური მოს­წრე­ბა, ანუ კარ­გი სწავ­ლა, თუმ­ცა ამ­ის გარ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სხვა და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლო­ბი­თი თუ თე­მა­ტუ­რი სტი­პენ­დი­ის მი­ღე­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყ­ოს. ას­ეთია სტუ­დენ­ტთა სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობა და სა­მეც­ნი­ერო სტა­ტი­ებ­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, ხო­ლო ჟი­ული შარ­ტა­ვას სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ის შემ­თხვე­ვა­ში ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი უნ­და ეხ­ებ­ოდ­ეს აფხა­ზე­თის თე­მა­ტი­კას.

 

— მო­მა­ვალ­ში ხომ არ იგ­ეგ­მე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­იმე ცვლი­ლე­ბე­ბი, ან ახ­ალი სტი­პენ­დი­ები ხომ არ და­წეს­დე­ბა?

 

— თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტი ყო­ველ­თვის ცდი­ლობს სტუ­დენ­ტე­ბის მოთხოვ­ნებს მო­არ­გოს რე­გუ­ლა­ცი­ები და შე­სა­ბა­მი­სად, გარ­კვე­ული პე­რი­ოდ­ულ­ობ­ით, მუდ­მი­ვად ხდე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი. ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის, პრო­ფე­სორ გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძის აქ­ტი­ური მხარ­და­ჭე­რით, ად­მი­ნის­ტრა­ცია აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს სხვა­დას­ხვა კერ­ძო თუ სა­ჯა­რო სტრუქ­ტუ­რებ­თან, რა­თა მა­თი მხრი­დან გა­მო­ხა­ტუ­ლი იყ­ოს სტუ­დენ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა.

თარიღი: 21/11/2021