საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რა პრიზი დაიმსახურა თსუ-ის პროფესორმა ეკა ლეკაშვილმა?

თა­მარ და­დი­ანი
 

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ერ­ოვ­ნულ ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში, 25 აპ­რილს, „უს­აფ­რთხო­ებ­ის სფე­როს მკვლე­ვარ­თა ას­ოცი­აცი­ის" (უს­მა/USMA) პრო­ექ­ტის „მეც­ნი­ერ­ება მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და უს­აფ­რთხო­ებ­ის­ათ­ვის" ფარ­გლებ­ში სა­უკ­ეთ­ესო სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბულ­თა და­ჯილ­დო­ება გა­იმ­არ­თა.

 

კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­უკ­ეთ­ესო ნაშ­რო­მე­ბის ავ­ტო­რებს, პრო­ფე­სო­რებს ვლა­დი­მერ პა­პა­ვას, ვახ­ტანგ ჭა­რაიას და ეკა ლე­კაშ­ვილს გა­და­ეც­ათ ას­ოცი­აცი­ის მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლი სა­პა­ტიო პრი­ზი და სერ­ტი­ფი­კა­ტი. კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს ას­ოცი­აცი­ის სა­პა­ტიო პრი­ზი და სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­დას­ცეს ას­ოცი­აცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ბე­სიკ ობ­ოლ­აძ­ემ, ას­ოცი­აცი­ის სა­მეც­ნი­ერო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ შო­თა დო­ღო­ნა­ძემ და ას­ოცი­აცი­ის სა­ექ­სპერ­ტო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ გო­ჩა ცო­ფუ­რაშ­ვილ­მა.

 

კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ერთ-ერ­თი სა­უკ­ეთ­ესო ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი ეკა ლე­კაშ­ვი­ლი თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რია, რო­მე­ლიც ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის კა­თედ­რა­ზე საქ­მი­ან­ობს. იგი აგ­რეთ­ვე ტუ­რიზ­მის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­სპერ­ტია. ინ­დუს­ტრი­ული პო­ლი­ტი­კის კვლე­ვით მა­შინ და­ინ­ტე­რეს­და, რო­ცა გა­ერ­ოს ინ­დუს­ტრი­ული გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სას­ტი­პენ­დიო კონ­კურ­სსა და ვარ­შა­ვა­ში სა­ვაჭ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ტრე­ნინგ-პროგ­რა­მა­ში მი­იღო მო­ნა­წი­ლე­ობა. აქ­ედ­ან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე აქ­ტი­ურ­ად თა­ნამ­შრომ­ლობს კო­ლე­გებ­თან, რომ­ლე­ბიც ინ­დუს­ტრი­ული პო­ლი­ტი­კის თე­ორი­ისა და პრაქ­ტი­კის სა­კითხებ­ზე მუ­შა­ობ­ენ. ახ­ალ­გაზ­რდა, წარ­მა­ტე­ბულ მეც­ნი­ერს სტუ­დენ­ტო­ბი­დან­ვე ჰქონ­და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პო­ზი­ცია ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ულ ხედ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ტი­ურ­ად მუ­შა­ობ­და ინ­დუს­ტრი­ული პო­ლი­ტი­კის სა­კითხით სა­ზო­გა­დო­ებ­ის ინ­ტე­რე­სის ზრდის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ამ თე­მა­ზე მრა­ვა­ლი სტა­ტია აქ­ვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

 

თუ რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­და „უს­აფ­რთხო­ებ­ის სფე­როს მკვლე­ვარ­თა ას­ოცი­აცი­ის" პრო­ექ­ტით და რამ გა­და­აწყვე­ტი­ნა კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობა, ამ­აზე თა­ვად ეკა ლე­კაშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს...

 

— თქვენ გა­იმ­არ­ჯვეთ „უს­აფ­რთხო­ებ­ის სფე­როს მკვლე­ვარ­თა ას­ოცი­აცი­ის" პრო­ექ­ტში „მეც­ნი­ერ­ება მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და უს­აფ­რთხო­ებ­ის­ათ­ვის". რა­ტომ გა­დაწყვი­ტეთ ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობა, რას მო­იც­ავს ეს პრო­ექ­ტი და რა მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თუ­ლი სა­უკ­ეთ­ესო სა­მეც­ნი­ერო სტა­ტი­ებ­ის კონ­კურ­სი?

 

— ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­ულ­ოდ­ნე­ლი იყო, რო­დე­საც ას­ოცი­აცი­ის სა­ხე­ლით და­მი­კავ­შირ­დნენ და მო­მა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის შე­სა­ხებ — რომ ჩე­მი ავ­ტო­რო­ბით ჟურ­ნალ „გლო­ბა­ლი­ზა­ცია და ბიზ­ნეს­ში" (N9,2020) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა სა­მეც­ნი­ერო სტა­ტი­ამ — „ახ­ალი ინ­დუს­ტრი­ული პო­ლი­ტი­კის თე­ორი­ულ-მე­თო­დო­ლო­გი­ური მიდ­გო­მე­ბის სის­ტე­მა­ტი­ზა­ცია" — გა­იმ­არ­ჯვა პრო­ექ­ტის „მეც­ნი­ერ­ება მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და უს­აფ­რთხო­ებ­ის­ათ­ვის" ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ სა­უკ­ეთ­ესო სა­მეც­ნი­ერო სტა­ტი­ებ­ის კონ­კურ­სში. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ას­ოცი­აცი­ის წევ­რებ­მა და ექ­სპერ­ტებ­მა, პრო­ექ­ტის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­აფ­ას­ეს 2017-2020 წლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ნაშ­რო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლა მკითხვე­ლის­თვის. შემ­ფა­სებ­ლებს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ შე­ფა­სე­ბის მრა­ვალ­კომ­პო­ნენ­ტი­ანი სის­ტე­მა, რომ­ლის კრი­ტე­რი­უმ­ებ­იც მი­მარ­თუ­ლი იყო სა­მიზ­ნე ნაშ­რო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­კენ. მათ შო­რის: ნაშ­რო­მის გა­ერ­ოს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა, ერ­ოვ­ნუ­ლი უს­აფ­რთხო­ებ­ის კონ­ცეფ­ცი­ას­თან და სტრა­ტე­გი­ას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა და სხვა. კო­მი­სი­ას მო­უწია უამ­რა­ვი ნაშ­რო­მის შე­ფა­სე­ბა, რა­თა გა­მო­ევ­ლი­ნა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უს­აფ­რთხო­ებ­ის სა­კითხებ­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მე­ბი­დან.

 

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია ხე­ლი შე­უწყოს უს­აფ­რთხო­ებ­ის სა­კითხე­ბის კვლე­ვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­ში და სა­ზო­გა­დო­ებ­აში, ას­ევე, უს­აფ­რთო­ებ­ის სა­კითხებ­ზე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ხა­რის­ხის ამ­აღ­ლე­ბას და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვის გზე­ბის ძი­ებ­ას. დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მია ას­ოცი­აცი­ის ვებ-გვერ­დზე (http://usma.ge/).

 

— რა სფე­როს შე­ეხ­ებ­ოდა კონ­კურ­სზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნაშ­რო­მე­ბი?

 

— მო­ცე­მუ­ლი ეტ­აპ­ის­თვის კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და ეკ­ონ­ომ­იკ­ური მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მე­ბის­თვის. ას­ოცი­აცი­ის თავ­მჯდო­მა­რის ბე­სიკ ობ­ოლ­აძ­ის გან­ცხა­დე­ბით, უს­აფ­რთო­ებ­ის სა­კითხე­ბი ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ალ­ური იყო, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა მას მი­ენ­იჭა კო­ვიდ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში. ცნო­ბი­ლია, რომ პან­დე­მია შე­ფას­და, რო­გორც სა­ომ­არი რე­ჟი­მი, რო­მელ­საც ახ­ლავს ჰუ­მა­ნუ­რი, სო­ცი­ალ­ური, ეკ­ონ­ომ­იკ­ური, ეკ­ოლ­ოგი­ური და სხვა და­ნა­კარ­გე­ბი. ამ­რი­გად, წინ წა­მო­იწია არა მარ­ტო, ზო­გა­დად, უს­აფ­რთხო­ებ­ის, არ­ამ­ედ სო­ცი­ალ­ური, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი, სა­სურ­სა­თო, ეკ­ონ­ომ­იკ­ური უს­აფ­რთხო­ებ­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კითხებ­მა. ერ­ოვ­ნუ­ლი უს­აფ­რთხო­ებ­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით კი აუც­ილ­ებ­ელია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი კვლვე­ბი, სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ებ­ის გა­აქ­ტი­ურ­ება და სა­კითხის პრი­ორ­იტ­ეტ­ულ რან­გში აყ­ვა­ნა.

 

ეკ­ონ­ომ­იკ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 4 ნაშ­რო­მი გა­მოვ­ლინ­და, რომ­ლე­ბიც ეკ­ონ­ომ­იკ­ურ, სა­ფი­ნან­სო-სა­ვა­ლუ­ტო უს­აფ­რთხო­ებ­ის, ჯან­დაც­ვის და სო­ცი­ალ­ური უს­აფ­რთხო­ებ­ის სა­კითხებს ეხ­ებ­ოდა.

 

და­ჯილ­დო­ება სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ერ­ოვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში გა­იმ­არ­თა 25 აპ­რილს. სხვა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ერ­ები არი­ან — აკ­ად­ემ­იკ­ოსი ვლა­დი­მერ პა­პა­ვა, ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერი ვახ­ტანგ ჭა­რაია, პრო­ფე­სო­რი თენ­გიზ ვე­რუ­ლა­ვა და პრო­ფე­სო­რი ნო­დარ ხა­დუ­რი (გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ). გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს გად­მოგ­ვე­ცა სა­პა­ტიო პრი­ზი და სერ­ტი­ფი­კა­ტი. და­გეგ­მი­ლია ამ კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა შემ­დე­გომ წლებ­შიც.

 

თქვე­ნი სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მის შე­სა­ხე­ბაც გვი­ამ­ბეთ, რო­მელ­მაც ამ კონ­კურ­სში გა­იმ­არ­ჯვა....

 

ინ­დუს­ტრი­ული პო­ლი­ტი­კის კვლე­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბა 2014 წლი­დან იწყე­ბა, რო­დე­საც გა­ვი­მარ­ჯვე გა­ერ­ოს ინ­დუს­ტრი­ული გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სას­ტი­პენ­დიო კონ­კურ­სში და მო­ნა­წი­ლე­ობა მი­ვი­ღე სა­ვაჭ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ტრე­ნინგ პროგ­რა­მა­ში, ვარ­შა­ვა­ში Trade Capacity Building Training Programme – Caucasus and CIS (UNIDO-Institute). 2015 წლი­დან აქ­ტი­ურ­ად ვთა­ნამ­შრომ­ლობ ად­ამი­ან­ებ­თან, რომ­ლე­ბიც ინ­დუს­ტრი­ული პო­ლი­ტი­კის თე­ორი­ისა და პრაქ­ტი­კის სა­კითხებ­ზე მუ­შა­ობ­ენ. 2019 წელს მო­ნა­წი­ლე­ობა მი­ვი­ღე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ინ­დუს­ტრი­ული პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბის ტრე­ნინგ-პროგ­რა­მა­ში, რო­მე­ლიც გა­ერ­ოს ინ­დუს­ტრი­ული გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მი­ერ ჩა­ტარ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ­დი ინ­დუს­ტრი­ული პო­ლი­ტი­კის სა­კითხით სა­ზო­გა­დო­ებ­ის და­ინ­ტე­რე­სე­ბას და ამ თე­მა­ზე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე სტა­ტი­ები და მო­ნა­წი­ლე­ობა მი­ვი­ღე მრა­ვალ ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ვე­ბი­ნარ­სა და კონ­ფე­რენ­ცი­აში. ინ­დუს­ტრი­ალ­იზ­აცია გა­ერ­ოს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მეცხრე მი­ზა­ნია და სტა­ტი­ამ თე­მა­ტუ­რად ამ კონ­კურ­სის მოთხოვ­ნებს უპ­ას­უხა. თუმ­ცა, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩე­მი ას­პი­რან­ტო­ბის წლე­ბი­დან ყო­ველ­თვის მქონ­და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პო­ზი­ცია ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ულ ხედ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც მდგო­მა­რე­ობ­და იმ­აში, რომ ქვეყ­ნის სო­ცი­ალ­ურ-ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბი­სას უნ­და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყ­ოს რო­გორც ფარ­დო­ბი­თი უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ის, ას­ევე მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბი. ამ მიდ­გო­მის სა­მარ­თლი­ან­ობა ერ­ოვ­ნუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური უს­აფ­რთხო­ებ­ის მიზ­ნებ­ზე გა­დის, სტა­ბი­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა და მი­სი სა­მარ­თლი­ან­ობა და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დგომ­მა პე­რი­ოდ­მა არა­ერ­თხელ დაგ­ვა­ნა­ხა.

 

რაც შე­ეხ­ება გა­მარ­ჯვე­ბულ სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რომს, მას­ში სის­ტე­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მეც­ნი­ერო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­დუს­ტრი­ული პო­ლი­ტი­კის თე­ორი­ულ- მე­თო­დო­ლო­გი­ური მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კა ეკ­ონ­ომ­იკ­ურ-თე­ორი­ულ თვალ­საზ­რი­სებ­სა და პო­ლი­ტი­კურ მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას შო­რის მუდ­მი­ვი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ას­პა­რე­ზია. ხო­ლო ინ­დუს­ტრი­ული პო­ლი­ტი­კა უფ­რო მე­ტად ნორ­მა­ტი­ული მიდ­გო­მის სა­ფუძ­ველ­ზე ყა­ლიბ­დე­ბა, რად­გან მი­მარ­თუ­ლია ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ური მდგო­მა­რე­ობ­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა­კენ. კვლე­ვის მი­ზა­ნია ახ­ალი ინ­დუს­ტრი­ული პო­ლი­ტი­კის თე­ორი­ულ-მე­თო­დო­ლო­გი­ური მიდ­გო­მე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი შეს­წავ­ლა ინ­დუს­ტრი­ული პო­ლი­ტი­კის შე­ფა­სე­ბის თე­ორი­ული ჩარ­ჩოს ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით. ახ­ალი ინ­დუს­ტრი­ული პო­ლი­ტი­კა ნიშ­ნავს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ფირ­მე­ბის ფორ­მი­რე­ბის, მა­თი აგ­ლო­მე­რა­ცი­ის, ინ­ოვ­აცი­ებ­ისა და კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ის მო­პო­ვე­ბის ხელ­შეწყო­ბას ღია ეკ­ონ­ომ­იკ­ის პი­რო­ბებ­ში. ახ­ალი ინ­დუს­ტრი­ული პო­ლი­ტი­კის კონ­ცეფ­ტუ­ალ­ურ მი­მარ­თუ­ლებ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა ზრდის ენ­დო­გე­ნუ­რი თე­ორია, რო­მე­ლიც ემ­ყა­რე­ბა ცოდ­ნის და კვლე­ვი­თი საქ­მი­ან­ობ­ის დო­ნეს ქვე­ყა­ნა­ში; ერ­ოვ­ნუ­ლი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ის თე­ორია; ერ­ოვ­ნუ­ლი სა­ინ­ოვ­აციო სის­ტე­მე­ბის კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც გა­ნი­ხი­ლავს ინ­ოვ­აცი­ებ­ზე ზე­გავ­ლე­ნას სა­ერ­თო ერ­ოვ­ნუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ურ-პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ობ­იდ­ან, სა­ვაჭ­რო პო­ლი­ტი­კი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტო­რის, ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ქცე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ამ­ას­თან, გა­ან­ალ­იზ­ებ­ულია ახ­ალი ინ­დუს­ტრი­ული პო­ლი­ტი­კის სა­კითხებ­ზე არ­სე­ბუ­ლი მო­წი­ნა­ვე კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი, რაც ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის შემ­მუ­შა­ვებ­ლებს და გამ­ტა­რებ­ლებს პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ან­ობ­აში ეხ­მა­რე­ბა. მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ინ­დუს­ტრი­ული პო­ლი­ტი­კით არ­ის შე­საძ­ლე­ბე­ლი იმ გარ­ღვე­ვის შევ­სე­ბა და სწრა­ფი ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბა, რი­სი სურ­ვი­ლიც აქ­ვს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ებ­ას.

 

— რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს ას­ეთი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას და მსგავს პრო­ექ­ტებ­ში მეც­ნი­ერ­ებ­ის ჩარ­თუ­ლო­ბას?

 

— მსგავს პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა ნიშ­ნავს მეც­ნი­ერ­ის კვლე­ვის შე­დე­გე­ბის აღი­არ­ებ­ას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფის ფარ­გლებ­ში, რაც, რა თქმა უნ­და, მი­სა­სალ­მე­ბე­ლი და და­სა­ფა­სე­ბე­ლია. ამ­გვა­რი პრო­ექ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა ხსნის ცალ­კე­ულ თე­მებ­ზე კვა­ლი­ფი­ცი­ურ დის­კუ­სი­ას და სა­მეც­ნი­ერო წრე­ებს აკ­ავ­ში­რებს სხვა ინ­სტი­ტუ­ტებ­თან, რაც სა­ქარ­თვე­ლოს რე­ალ­ობ­აში ძა­ლი­ან იშ­ვი­ათია. ათ­წლე­ულ­ებია ყვე­ლა პლატ­ფორ­მი­დან მო­ვუ­წო­დებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ბიზ­ნესს, რომ არა მარ­ტო ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის, არ­ამ­ედ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში მეც­ნი­ერ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე არ ხერ­ხდე­ბა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა, თუმ­ცა უშ­ედ­ეგ­ოდ. ან თუ არ­სე­ბობს ას­ეთი შემ­თხვე­ვე­ბი, მათ ფორ­მა­ლუ­რი ხა­სი­ათი აქ­ვს. ჩვენ­ნა­ირი მწი­რი სა­მეც­ნი­ერო რე­სურ­სე­ბის ქვე­ყა­ნა­ში, რო­დე­საც არ იყ­ენ­ებ­ენ მა­ღალ­კვა­ლი­ფი­ცი­ურ რე­სურ­სს ამ პრო­ცეს­ში, ეს არ­ის დი­დი და­ნა­შა­ული და რე­სურ­სე­ბის უყა­ირ­ათო ფლან­გვა — ეკ­ონ­ომ­ის­ტის შე­ფა­სე­ბაც რომ და­ვურ­თოთ. მრა­ვა­ლი კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ციაა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­პა­გან­დის მიზ­ნით არ­ის შექ­მნი­ლი და აქ­ვთ შე­სა­ბა­მი­სი და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ები. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში კი და­ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ებ­ის ფიქ­რის გარ­და, მეც­ნი­ერს უამ­რა­ვი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა უწ­ევს, რომ კვლე­ვის მი­მართ ინ­ტე­რე­სი აღ­ძრას სა­ზო­გა­დო­ებ­აში. მაგ­რამ ჭეშ­მა­რი­ტი მეც­ნი­ერი ყო­ველ­თვის არ­ის ობი­ექ­ტუ­რი, რად­გან იც­ის — რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს მი­უკ­ერ­ძო­ებ­ელ კვლე­ვას. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ვუ­წო­დებ სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და სტრუქ­ტუ­რებს სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბის­კენ, ხო­ლო მეც­ნი­ერ­ებს — მა­ღალ­ხა­რის­ხი­სა­ნი ნაშ­რო­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­კენ, რად­გან ვფიქ­რობ, დგე­ბა დრო­ება, რო­ცა თქვენს ნაშ­რო­მებს წა­იკ­ითხა­ვენ.

თარიღი: 31/05/2021