საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რა გეგმები და ხედვები აქვს ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს?

2 019 წლის 26 დე­კემ­ბერს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით­მა საბ­ჭომ თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე თით­ქმის ერ­თხმად ლა­შა სა­ღი­ნა­ძის კან­დი­და­ტუ­რას და­უჭ­ირა მხა­რი (საბ­ჭოს 61 წევ­რი­დან 56-მა ხმა მის­ცა, 2 იყო წი­ნა­აღ­მდე­გი, 3 ბი­ულ­ეტ­ენი გა­ბა­თილ­და). არ­ჩე­ვამ­დე კან­დი­დატ­მა საბ­ჭოს გა­აც­ნო სა­მუ­შაო კონ­ცეფ­ცია და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მე­ლიც 2018 წელს დამ­ტკი­ცე­ბულ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტრა­ტე­გი­ული გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მას ეყ­რდნო­ბო­და.
ახ­ლად არ­ჩე­ულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს, რო­მელ­საც თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბის დღი­დან უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი შემ­დგო­მაც თით­ქმის არ და­უტ­ოვ­ებია, ახ­ალი ხედ­ვე­ბი და მიდ­გო­მე­ბი აქ­ვს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით. ხა­რის­ხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა, ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ება, ბი­ურ­ოკ­რა­ტი­ული ბა­რი­ერ­ებ­ის „და­მარ­ცხე­ბა“, კორ­პო­რა­ტი­ული კულ­ტუ­რის ამ­აღ­ლე­ბა, ღირ­სე­ული აკ­ად­ემი­ური და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული პერ­სო­ნა­ლის წა­ხა­ლი­სე­ბა/მო­ტი­ვი­რე­ბა და სხვა ინ­იცი­ატ­ივ­ები ახ­ალი ხელ­მძღვა­ნე­ლის გეგ­მებ­შია, რო­მე­ლიც თსუ-ის რექ­ტო­რი­სა და სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ის მხარ­და­ჭე­რით აპ­ირ­ებს იმ სი­მაღ­ლე­ებ­ის დაპყრო­ბას, რა­საც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი იმ­სა­ხუ­რებს. არ ივ­იწყებს მი­სი წარ­სუ­ლის სიძ­ლი­ერ­ეს და ფიქ­რობს — უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, რო­გორც ბრენ­დის, პო­ტენ­ცი­ალი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­მო­იყ­ენ­ოს ფი­ნან­სე­ბის მო­სა­ზი­დად, რა­საც კე­თილ ინ­იცი­ატ­ივ­ებს მო­ახ­მარს. 

თა­ვის ხედ­ვებ­სა და მიზ­ნებ­ზე ლა­შა სა­ღი­ნა­ძე გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტეტს“ ესა­უბ­რა.

 

წელს შრო­მის ან­აზღა­ურ­ებ­ის გაზ­რდა იგ­ეგ­მე­ბა

რო­გორც იც­ით, 2019 წლის 26 დე­კემ­ბრი­დან ვას­რუ­ლებ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­ძღვა­ნე­ლის მო­ვა­ლე­ობ­ებს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში. პირ­ველ რიგ­ში, დი­დი მად­ლო­ბა უნ­და ვუთხრა ჩემს წი­ნა­მორ­ბედს, ქალ­ბა­ტონ ნუ­ნუ ოვ­სი­ან­იკ­ოვ­ას იმ ღვაწ­ლის­თვის, რაც მან უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და ჩემს წი­ნა­შე გას­წია; მად­ლო­ბა აკ­ად­ემი­ურ და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით საბ­ჭო­ებს და ბა­ტონ რექ­ტორს მხარ­და­ჭე­რის­თვის. მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ად­ამი­ანს, ვინც მხარ­ში და­მიდ­გა. რაც შე­ეხ­ება სტრა­ტე­გი­ას, რი­თაც წარ­ვსდე­ქი საბ­ჭო­ებ­ის წი­ნა­შე და რის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას­აც ვა­პი­რებ, მო­გახ­სე­ნებთ: პირ­ველ რიგ­ში, გა­ვა­ან­ალ­იზ­ეთ ის სუს­ტი მხა­რე­ები, რაც უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში დღეს გვაქ­ვს — ეს არ­ის არ­ას­აკ­მა­რი­სი ფი­ნან­სე­ბი და, აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მოწ­ვე­ვაა არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფ­ექ­ტუ­რი მარ­თვა; სა­ხე­ზეა, ას­ევე, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა, გარ­კვე­ული ბი­ურ­ოკ­რა­ტი­ული პრო­ცე­სე­ბი უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში... სუს­ტი მხა­რე­ებ­ის გა­აზ­რე­ბის შემ­დეგ გარ­კვე­ული სა­მოქ­მე­დო გეგ­მა გა­ნი­საზღვრა. სა­მოქ­მე­დო გეგ­მის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი გახ­ლავთ სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კის მო­წეს­რი­გე­ბა, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს მიმ­დი­ნა­რე წლის 1 მარ­ტი­დან აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის­თვის შრო­მის ან­აზღა­ურ­ებ­ის ზრდას. ას­ევე, 1 მარ­ტი­დან უზ­რუნ­ველ­ვყოფთ იმ გარ­კვე­ული ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლის სარ­გოს ზრდა­საც, რომ­ლის ან­აზღა­ურ­ებ­აც ძალ­ზედ მცი­რეა, ხო­ლო და­ნარ­ჩენ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ტექ­ნი­კულ პერ­სო­ნალს 1 სექ­ტემ­ბრი­დან გა­ეზ­რდე­ბა ან­აზღა­ურ­ება — ეს არ­ის მაქ­სი­მუ­მი, რაც შეგ­ვეძ­ლო მიმ­დი­ნა­რე წლის­თვის დაგ­ვე­გეგ­მა. სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა ან­აზღა­ურ­ებ­ის მო­წეს­რი­გე­ბის მიზ­ნი­თაც აქ­ტი­ურ­ად ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს­თან. თუ წა­მოგ­ვე­წე­ვა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სე­ბი ან ში­და რე­სურ­სე­ბით თუ შევ­ძლებთ და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას, სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ცესს წელ­საც გა­დავ­ხე­დავთ და მო­მა­ვა­ლი წლი­და­ნაც გა­ვაგ­რძე­ლებთ სი­ახ­ლე­ებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­მომ­დი­ნა­რე იქ­იდ­ან, რომ შრო­მის ბა­ზარ­ზე კვა­ლი­ფი­ცი­ური კად­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია; ამ­იტ­ომ, ჩვენ­თვის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ამ­ოც­ანაა მათ­თვის შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა.

 

მო­მა­ვა­ლი წლის­თვის სე­ნატს პროგ­რა­მულ ბი­უჯ­ეტს წა­რუდ­გე­ნენ

იმ­ის­თვის, რომ ფი­ნან­სე­ბი სწო­რად და გამ­ჭვირ­ვა­ლედ ვმარ­თოთ, აუც­ილ­ებ­ელია შე­სა­ბა­მი­სი პროგ­რა­მუ­ლი ბი­უჯ­ეტ­ის ქო­ნა და მო­მა­ვა­ლი წლის­თვის სწო­რედ პროგ­რა­მულ ბი­უჯ­ეტს წარ­ვად­გენთ სე­ნატ­ში და­სამ­ტკი­ცებ­ლად. ეს გუ­ლის­ხმობს დო­კუ­მენ­ტში პრო­ექ­ტე­ბის და პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის და მა­თი გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის გზე­ბის ნათ­ლად გა­წე­რას შე­სა­ბა­მი­სი ბი­უჯ­ეტ­ის დარ­თვით. ეს პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად გამ­ჭვირ­ვა­ლე და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­ინ­ახ­ოს — თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით იხ­არ­ჯე­ბა ფი­ნან­სე­ბი უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში. ას­ევე, ვფიქ­რობთ, ინ­დი­კა­ტო­რებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ბი­უჯ­ეტ­ის შედ­გე­ნის წეს­ზეც, რაც გუ­ლის­ხმობს გარ­კვე­ულ ინ­დი­კა­ტო­რებ­ზე აწყო­ბილ მე­ქა­ნიზ­მს. ფა­კულ­ტე­ტებს ბი­უჯ­ეტ­ებს სწო­რედ ამ­ის მი­ხედ­ვით გან­ვუ­საზღვრავთ. ეს ინ­დი­კა­ტო­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს აკ­ად­ემი­ური, სა­მეც­ნი­ერო, ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­აცი­ის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული და ა.შ., რა­საც მიმ­დი­ნა­რე წლის ფარ­გლებ­ში გან­ვსაზღვრავთ და შევ­თა­ვა­ზებთ ფა­კულ­ტე­ტებ­სა და სტრუქ­ტუ­რებს. იმ­ის­ათ­ვის, რომ მე­ტი ფი­ნან­სე­ბი მო­ვი­ზი­დოთ, ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მე­ქა­ნიზ­მია პრო­ცე­სე­ბის კო­მერ­ცი­ალ­იზ­აცია. ჩვენ გვაქ­ვს დი­დი პო­ტენ­ცი­ალი მე­ტი ფი­ნან­სე­ბის მო­სა­ზი­დად, თუნ­დაც, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და მი­სი, რო­გორც ბრენ­დის, გა­მო­ყე­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ეს აუც­ილ­ებ­ლად უნ­და გა­ვა­კე­თოთ. ას­ევე, იც­ით, რომ 2018 წელს, იუბ­ილ­ეს ფარ­გლებ­ში, და­ფუძ­ნდა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ება, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად კარ­გად მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა გარ­კვე­ულ ეტ­აპ­ზე მხარ­და­ჭე­რა და­აკ­ლდა. მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ოდ­იდ­ან ჩვენ გა­ვაძ­ლი­ერ­ებთ მარ­კე­ტინ­გულ კამ­პა­ნი­ას და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ის წყა­რო, რაც თსუ-ს ჰყავს კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­თა სა­ხით (თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე უნ­ივ­ერ­სი­ტეტს 300 ათ­ას­ზე მე­ტი კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰყავს), ფი­ნან­სე­ბის მო­ზიდ­ვის კუთხით, გარ­კვე­ულ­წი­ლად, დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. 

 

რო­გორ ან­აზღა­ურ­დე­ბა დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა

შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს­თვის ცო­ტა ტექ­ნი­კუ­რი სა­კითხი იყ­ოს, მაგ­რამ ერთ-ერთ უდ­იდ­ეს პრობ­ლე­მად უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში (და სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შიც) გა­ნი­ხი­ლე­ბა დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის ან­აზღა­ურ­ებ­ის სა­კითხი. ზო­გა­დად, სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იურ­იდი­ულ პი­რებს (მათ, ვის­ზეც „სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი არ ვრცელ­დე­ბა) არ აქ­ვთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა — დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის ან­აზღა­ურ­ება გას­ცენ, გარ­და იმ 1000 ლა­რი­სა, რა­საც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ალ­ური სა­აგ­ენ­ტო გას­ცემს. ქვე­ყა­ნა­ში დე­მოგ­რა­ფი­ული პრობ­ლე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ სხვა სტრა­ტე­გია შე­ვი­მუ­შა­ვეთ — პირ­ველ ეტ­აპ­ზე, მიმ­დი­ნა­რე წლის 1 იან­ვრი­დან, ვინც მო­ის­ურ­ვებს დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის აღ­ებ­ას, მას ხელ­ფა­სის სამ­მა­გი ოდ­ენ­ობ­ით უზ­რუნ­ველ­ვყოფთ, ხო­ლო მო­მა­ვა­ლი წლი­დან — ხელ­ფა­სის ექ­ვსმა­გი ოდ­ენ­ობ­ით. აქ­ამ­დე უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის ან­აზღა­ურ­ება არ ხდე­ბო­და

 

ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და ახ­ალი გეგ­მა

ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის და ქო­ნე­ბის მოვ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი რამ გან­სა­ხორ­ცი­ელ­ებ­ელი გვაქ­ვს. გარ­კვე­ული ტექ­ნი­კუ­რი და ბი­ურ­ოკ­რა­ტი­ული მი­ზე­ზე­ბის გა­მო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, ათე­ულ­ობ­ით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, დაგ­როვ­და ჩა­მო­წე­რი­ლი ინ­ვენ­ტა­რი, ჯარ­თი თუ მა­კუ­ლა­ტუ­რა. ჩვენ შევ­ძე­ლით 85 ტო­ნამ­დე ჯარ­თი გაგ­ვე­ტა­ნა და პი­რო­ბა დავ­დე, რომ 2021 წლის ბო­ლომ­დე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სივ­რცე­ები მთლი­ან­ად იქ­ნე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ამ დრომ­დე დაგ­რო­ვე­ბუ­ლი მა­კუ­ლა­ტუ­რის­გან, ჯარ­თის­გან თუ სხვა ჩა­მო­წე­რი­ლი ინ­ვენ­ტა­რის­გან. ეს მოგ­ვცემს იმ­ის სა­შუ­ალ­ებ­ას, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სივ­რცე­ები გა­მო­ვი­ყე­ნოთ სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის­თვის, რო­გო­რიც არ­ის სააუდიტორიო და კვლე­ვი­თი სივ­რცის მოწყო­ბა. ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით კი გა­მოვ­ყოფ მე­ორე კორ­პუ­სის რე­აბ­ილ­იტ­აცი­ის პრო­ექ­ტს. პირ­ველ ეტ­აპ­ზე 5.7 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე უკ­ვე და­იხ­არ­ჯა. მე­ორე ეტ­აპ­ზე ტენ­დე­რით შერ­ჩე­ულია ახ­ალი კომ­პა­ნია. დაწყე­ბუ­ლია სა­მუ­შაოები. სა­ერ­თო ჯამ­ში, და­მა­ტე­ბით, 21.3 მი­ლი­ონი ლა­რი და­იხ­არ­ჯე­ბა და ეს კორ­პუ­სი, სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ალ­ბათ, იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში (და არა მარ­ტო). რა თქმა უნ­და, ის ის­ტო­რი­ული სიძ­ვე­ლე­ები, რაც ამ შე­ნო­ბას აქ­ვს მი­სი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ძეგ­ლის სტა­ტუ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. რაც შე­ეხ­ება მე-10-ე (მაღ­ლი­ვი) კორ­პუ­სის რე­აბ­ილ­იტ­აცი­ის გეგ­მას, მაღ­ლივ­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­მი სარ­თუ­ლის რე­აბ­ილ­იტ­აცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ამ კორ­პუ­სის სრუ­ლად რე­აბ­ილ­იტ­აცი­ას ეტ­აპ­ობ­რი­ვად უზ­რუნ­ველ­ვყოფთ. მაღ­ლივ კორ­პუს­ში ჩვენ უკ­ვე უზ­რუნ­ველ­ვყა­ვით სა­ხან­ძრო უს­აფ­რთხო­ებ­ის სის­ტე­მე­ბის და ფოიეს მო­წეს­რი­გე­ბა. ას­ევე, მიმ­დი­ნა­რე წელს, ბი­ოლ­ოგ­ებ­ის კორ­პუს­ში და­მონ­ტაჟ­დე­ბა ლიფ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ამ შე­ნო­ბას სა­ერ­თოდ არ გა­აჩ­ნდა. შე­სა­ბა­მი­სად, შშმ პი­რებს ექ­ნე­ბათ თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

 

იგ­ეგ­მე­ბა თსუ-ის სხვა კორ­პუ­სე­ბის რე­აბ­ილ­იტ­აცი­აც, რის შე­სა­ხე­ბაც მოგ­ვი­ან­ებ­ით დავ­კონ­კრეტ­დე­ბით.

თსუ ფლობს დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ის ქო­ნე­ბას რო­გორც მი­წის სა­ხით, ას­ევე, შე­ნო­ბე­ბის სა­ხით. ამ სივ­რცი­დან გარ­კვე­ული ნა­წი­ლი არ­ის გა­მო­უყ­ენ­ებ­ელი. ჩვენ ვფიქ­რობთ გარ­კვე­ული ქო­ნე­ბის პრი­ვა­ტი­ზე­ბას სა­ხელ­მწი­ფოს­თან შე­თან­ხმე­ბით და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ამ პრი­ვა­ტი­ზე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი სახ­სრე­ბით ახ­ალ სას­წავ­ლო თუ სა­მეც­ნი­ერო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რას შევ­ქმნით. პირ­ვე­ლი თუ მე­ორე კორ­პუ­სე­ბის უკ­ანა ტე­რი­ტო­რი­აზე და, ას­ევე, მაღ­ლი­ვი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აზე ვგეგ­მავთ სივ­რცე­ებ­ის მოწყო­ბას. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს ინ­ვეს­ტო­რი უკ­ვე იქ­ნე­ბა შერ­ჩე­ული და მაღ­ლი­ვი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ 3000 სტუ­დენ­ტზე გათ­ვლი­ლი სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­იწყე­ბა სა­მუ­შაოები. სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის ოთ­ახ­ებ­ის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით მოწყო­ბის გარ­და, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­აზე ახ­ალ­გაზ­რდე­ბის­თვის მო­ეწყო­ბა სპორ­ტულ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი კომ­პლექ­სე­ბი, ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ები, კა­ფე­ები თუ სხვა. ვეც­დე­ბით სახ­სრე­ბი გა­მოვ­ნა­ხოთ ბა­გე­ბის სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის­თვი­საც ხე­ლის შე­სავ­ლე­ბად. დი­დი გეგ­მე­ბი გვაქ­ვს და ვფიქ­რობთ, რომ ერთ-ორ წე­ლი­წად­ში ჩვე­ნი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა იქ­ნე­ბა ის­ეთი, რო­გო­რიც ეკ­ად­რე­ბა თსუ-ს.

 

იგ­ეგ­მე­ბა შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ნაკ­ლე­ბი ბი­ურ­ოკ­რა­ტი­ის მქო­ნე სტრუქ­ტუ­რის შექ­მნა

რაც შე­ეხ­ება ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პრო­ცე­სებს, გარ­კვე­ული ბი­ურ­ოკ­რა­ტი­ული პრობ­ლე­მე­ბი მომ­დი­ნა­რე­ობს სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­დან. თუმ­ცა, გარ­და ამ­ისა, არ­ის პრო­ცე­სე­ბი, რო­მელ­თა გა­მარ­ტი­ვე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ვფიქ­რობთ, რომ შევ­ქმნით ახ­ალ სტრუქ­ტუ­რას, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ნაკ­ლე­ბი ბი­ურ­ოკ­რა­ტი­ის მქო­ნე. გან­საზღვრუ­ლია სა­კად­რო პო­ლი­ტი­კის რე­გუ­ლი­რე­ბა — თა­ნამ­შრო­მელ­თა აყ­ვა­ნა, ძი­რი­თა­დად, კონ­კურ­სის წე­სით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რა­თა პრო­ცე­სი იყ­ოს გამ­ჭვირ­ვა­ლე. თსუ-ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვილ­მა პრობ­ლე­მამ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სა­ხე მი­იღო. 55/45-ზეა შტა­ტი­ანი და შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­პორ­ცია, რაც არ­ას­წო­რია. შტატ­გა­რე­შე­ებ­ის რა­ოდ­ენ­ობა უნ­და იყ­ოს გა­ცი­ლე­ბით მცი­რე. შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრო­მე­ლი კონ­კრე­ტულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე თა­ვი­სი ამ­ოც­ან­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად დრო­ებ­ით არ­ის აყ­ვა­ნი­ლი, მაგ­რამ, ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, ეს ად­ამი­ან­ები წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­რუ­ლე­ბენ მუდ­მივ სა­მუ­შაოებს, რაც უკ­ვე რე­ალ­ობ­ას სცილ­დე­ბა, რად­გან, თა­ვი­სი არ­სით, ას­ეთი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შტატ­ში უნ­და იყ­ვნენ. 2021 წლი­დან ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყოფთ შტატ­გა­რე­შე­თა ნა­წი­ლის შტატ­ში გა­დაყ­ვა­ნას. მო­მა­ვა­ლი წლის ახ­ალ ბი­უჯ­ეტ­ში ეს პრო­ცე­სი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. პირ­ველ ეტ­აპ­ზე, ახ­ალი სტუქ­ტუ­რის ფორ­მი­რე­ბი­სას, მინ­და, შე­მო­ვი­ტა­ნოთ გარ­კვე­ული თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის დო­ნე­ზე. ამ­ჟა­მად ჩვენ­თან ორი ძი­რი­თა­დი თა­ნამ­დე­ბო­ბაა — ეს არ­ის „მთა­ვა­რი სპე­ცი­ალ­ის­ტი“ და „უფ­რო­სი სპე­ცი­ალ­ის­ტი“. ახ­ალი სტრუქ­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში კი დე­პარ­ტა­მენ­ტის და გან­ყო­ფი­ლე­ბის ქვე­მოთ გვე­ყო­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე რან­გის თა­ნამ­შრო­მე­ლი — ეს არ­ის „მთა­ვა­რი სპე­ცი­ალ­ის­ტი“, შე­მო­ვი­ღებთ „წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ალ­ის­ტის“ თა­ნამ­დე­ბო­ბას, გვე­ყო­ლე­ბა „უფ­რო­სი სპე­ცი­ალ­ის­ტი“ და გვე­ყო­ლე­ბა „სპე­ცი­ალ­ის­ტი“. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ები სა­მუ­შაო აღ­წე­რი­ლო­ბის და საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ნი­საზღვრე­ბა. ვფიქ­რობ, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ფე­ხუ­რი­ანი რან­გი­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მო­ტი­ვა­ცი­ის ამ­აღ­ლე­ბა­საც ხელს შე­უწყობს. ბი­ურ­ოკ­რა­ტი­ულ პრობ­ლე­მებს იწ­ვევს, ას­ევე, ზედ­მე­ტად ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რის არ­სე­ბო­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, რად­გან თით­ქმის ყვე­ლა გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ძი­რი­თა­დად, ცენ­ტრა­ლუ­რად ხდე­ბა, რაც პრო­ცე­სებს არ­თუ­ლებს და ახ­ან­გრძლი­ვებს. ამ­იტ­ომ, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ჩვენ შევ­ქმნით დო­კუ­მენ­ტს, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს გა­და­ან­აწ­ილ­ებს სტრუქ­ტუ­რე­ბის მი­ხედ­ვით და გარ­კვე­ული დე­ლე­გი­რე­ბა მოხ­დე­ბა. არ არ­ის აუც­ილ­ებ­ელი, ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტს მხო­ლოდ ხელ­მძღვა­ნე­ლი აწ­ერ­დეს ხელს. ას­ეთი მიდ­გო­მა პრო­ცე­სებს საკ­მა­ოდ მოქ­ნილს და მო­ბი­ლურს გახ­დის.

 

მა­ლე ახ­ალი ში­ნა­გა­ნა­წე­სი ამ­ოქ­მედ­დე­ბა

ძა­ლი­ან მა­ლე უკ­ვე მი­ვი­ღებთ ახ­ალ ში­ნა­გა­ნა­წესს, სა­დაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ახ­ალი თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბი, რაც უნ­და ჰქონ­დეს ამ ინ­სტი­ტუ­ცი­ას. მოქ­მე­დი ში­ნა­გა­ნა­წე­სი საკ­მა­ოდ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია და ის ჩა­ნა­წე­რე­ბიც, რაც მას­შია, უკ­ვე მოქ­მედ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თა­ნაც არ მო­დის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში. ძა­ლი­ან ტექ­ნი­კურ სა­კითხზე შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვი­დეთ, მაგ­რამ ის­ეთი სა­კითხე­ბი, რო­გო­რიც არ­ის ე.წ. Dაყ ოფფ-ები (დას­ვე­ნე­ბის დღე), რაც, რე­ალ­ურ­ად, უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში არ არ­ის, შე­იძ­ლე­ბა შე­მო­ვი­ღოთ. ეს ინ­იცი­ატ­ივა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია იმ­ის­თვის, რომ თა­ნამ­შრო­მელ­მა არა მარ­ტო შვე­ბუ­ლე­ბით ის­არ­გებ­ლოს, არ­ამ­ედ აიღ­ოს Dაყ ოფფ, მა­გა­ლი­თად, ექ­იმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის სა­ჭი­რო­ებ­ის­თვის ან სხვა­დას­ხვა პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბის მი­ზე­ზით ისე, რომ შვე­ბუ­ლე­ბის დღე­ები არ გა­მო­იყ­ენ­ოს. ას­ევე და­რე­გუ­ლირ­დე­ბა სამ­სა­ხურ­ში წას­ვლა-მოს­ვლის სა­კითხე­ბი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რიგ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან მკაც­რე­ბი ვართ, რიგ შემ­თხვე­ვა­ში საკ­მა­ოდ ლმო­ბი­ერ­ები. ამ­იტ­ომ ამ პრო­ცე­სებს და­ვა­რე­გუ­ლი­რებთ და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ დის­ციპ­ლი­ნუ­რი სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი ახ­ალი ში­ნა­გა­ნა­წე­სის მი­ღე­ბის შემ­დეგ აღ­არ იქ­ნე­ბა. ახ­ალ ში­ნა­გა­ნა­წესს (პრო­ექ­ტს), რო­მე­ლიც უკ­ვე შე­ვი­მუ­შა­ვეთ, ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რას და­ვუგ­ზავ­ნით და მა­თი შე­ნიშ­ვნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ვი­ღებთ სა­ბო­ლოო დო­კუ­მენ­ტს.

 

გეგ­მა­შია სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის სრუ­ლი კომ­პი­უტ­ერ­იზ­აცია და სას­წავ­ლო ბა­ზის სრულ­ყო­ფა

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ქო­ნე­ბის ნა­წი­ლის პრი­ვა­ტი­ზე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი სახ­სრე­ბით (რა­ზეც უკ­ვე ვი­სა­უბ­რეთ), ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მო­მა­ვა­ლი წლის­თვის სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის სრუ­ლი კომ­პი­უტ­ერ­იზ­აცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას შევ­ძლებთ. გარ­და ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა, ამ ეტ­აპ­ზე, რე­ალ­ურ­ად, ორი ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა გვაქ­ვს, რაც ეხ­ება სას­წავ­ლო ბა­ზა­სა და სა­გა­მოც­დო პრო­ცესს. სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­ზე უკ­ვე ვთქვი, რომ კომ­პი­უტ­ერ­იზ­ებ­ული გახ­დე­ბა. ას­ევე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის ან­აზღა­ურ­ება გავ­ზარ­დეთ 33 %-ით. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წი­ნა პე­რი­ოდ­ში გარ­კვე­ული პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი გა­მოს­წორ­და და პრობ­ლე­მა აღ­არ გვაქ­ვს. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­გა­მოც­დო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა უფ­რო დი­დი გახ­დე­ბა და კონ­ტინ­გენ­ტის გა­ნა­წი­ლე­ბის პრობ­ლე­მა აღ­არ გვექ­ნე­ბა, რო­ცა ხსე­ნე­ბულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე გა­და­ვალთ. რაც შე­ეხ­ება სას­წავ­ლო ბა­ზას, თქვენ იც­ით, რომ შარ­შან უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ლმს-ზე გა­და­ვი­და და გარ­კვე­ული ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გვქონ­და, რაც თავ­და­პირ­ველ ეტ­აპ­ზე ბუ­ნებ­რი­ვია. ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც იყო, ამ პე­რი­ოდ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ძი­რი­თა­დად, უკ­ვე აღ­მოფხვრი­ლია. ჩვენ ერ­თი თვის ვა­და­ში უზ­რუნ­ველ­ვყოფთ ლმს-ის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ტერ­ფე­ის­ის შექ­მნას და ჩაშ­ვე­ბას (სა­უბ­არია ლმს-ის მო­ბი­ლუ­რი ვერ­სი­ის გა­კე­თე­ბა­ზეც). თუ ეს პრო­ცე­სე­ბი არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი იმ­ის­თვის, რომ სას­წავ­ლო ბა­ზა ისე გა­იმ­არ­თოს, რო­გორც ეს თსუ-ს ეკ­ად­რე­ბა, მა­შინ ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყოფთ ამ ბა­ზის შეც­ვლა­საც. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ის სა­მუ­შაოები, რაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უკ­ვე გა­წე­ულია და ის პრო­ცე­სე­ბი, რაც და­გეგ­მი­ლია, სას­წავ­ლო ბა­ზას სრულ­ყო­ფილს გახ­დის.

 

თსუ-ს ახ­ალი ვებ-გვერ­დი ექ­ნე­ბა

ას­ევე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თე­ბერ­ვლის თვი­დან ამ­ოქ­მედ­დე­ბა თსუ-ის ახ­ალი ვებ-გვერ­დი. ძვე­ლი ვებ-გვერ­დი, უკ­ვე კარ­გა ხა­ნია, თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებს აღ­არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცვლი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მნა ახ­ალი ვებ-გვერ­დი, რო­მელ­შიც ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ნა­ცე­მე­ბის ას­ახ­ვა. ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სრულ­ყო­ფი­ლი სა­იტი გა­მოგ­ვი­ვა. ას­ევე, ჩვენ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კთან, გვაქ­ვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი და, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი იღ­ებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას — უზ­რუნ­ველ­ყოს მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის შექ­მნა, ანუ თსუ-ს ექ­ნე­ბა უკ­ვე თა­ვი­სი მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია, რომ­ლი­თაც ის­არ­გებ­ლე­ბენ რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბი, ისე აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლი. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ამ აპ­ლი­კა­ცი­აზე მუ­შა­ობა მიმ­დი­ნა­რე წელს დას­რულ­დე­ბა.

 

ცვლი­ლე­ბე­ბი სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის წარ­მოდ­გე­ნის­თვის

2017 წლი­დან ამ­ოქ­მე­დე­ბუ­ლია სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის წე­სი, რა­მაც საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­ურ­ება ჰპო­ვა. ყო­ველ წელს ასე­ულ­ობ­ით ათ­ასი ლა­რი იხ­არ­ჯე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და მიმ­დი­ნა­რე წელ­საც, რა თქმა უნ­და, და­ფი­ნან­სე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა. ამ კუთხით ჩვენ მცი­რე ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ელ­ეთ და შევ­ცვა­ლეთ ფორ­მე­ბი, რა­თა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის უფ­რო გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი­ყო პრო­ექ­ტე­ბის წარ­მოდ­გე­ნის პრო­ცე­სი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ წლი­დან წლამ­დე ამ პრო­ექ­ტე­ბის ხა­რის­ხი უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, რაც ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. იმ­ის­ათ­ვის, რომ პრო­ცე­სით კი­დევ მე­ტი სტუ­დენ­ტი და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ, რა თქმა უნ­და, გა­საძ­ლი­ერ­ებ­ელია მუ­შა­ობა, თუნ­დაც, სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის სა­ხით.

 

თა­ნამ­შრო­მელ­თა წა­ხა­ლი­სე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი

თა­ნამ­შრომ­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა აუც­ილ­ებ­ელია. თა­ნამ­შრო­მელ­მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან უნ­და იგ­რძნოს, რომ ზრუ­ნავს მას­ზე და რა­ღა­ცით ახ­ალ­ის­ებს მას. ის, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ტე­რი­ალ­ური წა­ხა­ლი­სე­ბა აღ­არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და პრე­მი­ებ­ის სა­ხით, ეს, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბით იყო გა­მოწ­ვე­ული და არა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის იმ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბით, რომ თა­ნამ­შრო­მელს არ სჭირ­დე­ბა პრე­მია. მიმ­დი­ნა­რე წელს გარ­კვე­ული ფი­ნან­სე­ბი გა­მო­იყო შრო­მის ან­აზღა­ურ­ებ­ის გაზ­რდის კუთხით. სტუ­დენ­ტზე მიბ­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა არ გვაძ­ლევს, ამ ეტ­აპ­ზე, სა­შუ­ალ­ებ­ას, რომ უფ­რო მე­ტად და მე­ტად წა­ვა­ხა­ლი­სოთ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, თუმ­ცა, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ უმ­ოკ­ლეს პე­რი­ოდ­ში და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა შე­იც­ვლე­ბა და ამ­ოს­უნ­თქვის სა­შუ­ალ­ება გვექ­ნე­ბა. რო­გორც ვთქვი, მო­ტი­ვა­ცია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ნამ­შრომ­ლის­თვის, რად­გან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ძა­ლი­ან ბევრ საქ­მეს უკ­ეთ აკ­ეთ­ებს. ამ­იტ­ომ, მა­ტე­რი­ალ­ური წა­ხა­ლი­სე­ბა, რა თქმა უნ­და, კვლავ და­იწყე­ბა. მო­მა­ვალ პე­რი­ოდ­ზე ამ­ის გა­რე­შე არც ვსა­უბ­რობთ. მიმ­დი­ნა­რე წელს ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. მო­მა­ვა­ლი წლი­დან კი, ფი­ნან­სე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ პრე­მი­რე­ბის პრო­ცესს გა­ვაგ­რძე­ლებთ, თუმ­ცა აქ არ­ის ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი — შე­ფა­სე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სის­ტე­მის პი­რო­ბებ­ში პრე­მი­ებს ზო­გი ვერ მი­იღ­ებს, ზო­გი მეტს მი­იღ­ებს, ზო­გი — ნაკ­ლებს. ეს მოხ­დე­ბა მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბის და შე­ფა­სე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუმ­ცა, მიმ­დი­ნა­რე წელს ეს ნაკ­ლებ მო­სა­ლოდ­ნე­ლია. თუ რო­მე­ლი­მე ფა­კულ­ტეტ­ზე ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი მცი­რე პრე­მი­რე­ბის შე­საძ­ლობ­ლო­ბას გა­აჩ­ენს, ამ პრო­ცესს ხელს არ შე­ვუშ­ლით. პრე­მი­ები ცუ­დი არ­ას­დროს არ­ის. რო­ცა „სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი ამ­ოქ­მედ­და, მას­ში გაჩ­ნდა გარ­კვე­ული ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც პრე­მი­ებ­ის მო­ცუ­ლო­ბას ზღუ­დავს ან ამ პრო­ცესს სა­ერ­თოდ კრძა­ლავს. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, რომ გარ­კვე­ული პე­რი­ოდ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ­მა პირ­მა კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­ად შე­ას­რუ­ლოს მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ობ­ები, გა­აკ­ეთ­ოს იმ­აზე მე­ტი, ვიდ­რე რე­ალ­ურ­ად მო­ეთხო­ვე­ბო­და, გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ეს და­დე­ბი­თი მოს­წრე­ბით — ძა­ლი­ან ბევ­რი ფაქ­ტო­რია, რი­სი ერ­თობ­ლი­ობ­აც მო­ითხოვს, რომ ეს ად­ამი­ანი აუც­ილ­ებ­ლად წა­ხა­ლის­დეს და ჩვენ ამ­ას აუც­ილ­ებ­ლად უზ­რუნ­ველ­ვყოფთ. რაც შე­ეხ­ება ჯან­მრთე­ლო­ბის დაზღვე­ვის თე­მას, ჩვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვი­მუ­შა­ვეთ, უკ­ეთ­ესი პი­რო­ბე­ბი ავ­სა­ხეთ სა­ტენ­დე­რო პი­რო­ბებ­ში (ამ­ის ხარ­ჯზე თან­ხა არ გაგ­ვიზ­რდია) და პა­კე­ტიც გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სეთ, რა­თა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მე­ტად კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ.

 

კორ­პო­რა­ტი­ული კულ­ტუ­რა ას­ამ­აღ­ლე­ბე­ლია

ლოიალობა და კორ­პო­რა­ტი­ული და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის არ­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი. ის­ეთი რთუ­ლი ორ­გა­ნიზ­მის­თვის, რო­გო­რიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტია, სა­დაც 5 000-ზე მე­ტი თა­ნამ­შრო­მე­ლი და 22 ათ­ასი სტუ­დენ­ტი მოღ­ვა­წე­ობს, ძა­ლი­ან რთუ­ლია აქ მოღ­ვა­წე სა­ზო­გა­დო­ებ­ის ერთ მუშ­ტად შეკ­ვრა, თუმ­ცა, ამ მხრივ, არც თუ ისე ცუ­დი მდგო­მა­რე­ობა გვაქ­ვს. მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­ისა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კვე­ული ნა­ბი­ჯე­ბია გა­და­სად­გმე­ლი. მიმ­დი­ნა­რე წელს გვაქ­ვს გარ­კვე­ული გეგ­მე­ბი, თუმ­ცა კორ­პო­რა­ტი­ული კულ­ტუ­რა მო­რა­ლის თე­მა­საც უკ­ავ­შირ­დე­ბა. მე ბა­კა­ლავ­რი­ატ­იც და მა­გის­ტრა­ტუ­რაც აქ გა­ვი­არე, 2017 წლი­დან უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­ვაგ­რძე­ლე მუ­შა­ობ­აც. ახ­ლა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად ამ­ირ­ჩი­ეს და ამ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და, ზო­გა­დად, ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­მართ დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი გა­მაჩ­ნია. მე, პი­რა­დად, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმ­ის­თვის, რომ ეს ორ­გა­ნიზ­მი ერ­თი­ანი გახ­დეს და კორ­პო­რა­ტი­ული კულ­ტუ­რა გამ­ძაფ­რდეს, რა­თა ის­ევ და ის­ევ იმ სი­მაღ­ლე­ზე ვი­ყოთ, რა სი­მაღ­ლე­ზეც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო და არ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი. ჩვენ გარ­კვე­ული გე­ზი გვაქ­ვს აღ­ებ­ული და მარ­ტო რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლო­ბით არ დავ­კმა­ყო­ფილ­დე­ბით. გვინ­და, რომ უფ­რო შორ­საც წა­ვი­დეთ — აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პას გა­დავ­წვდეთ და ამ „ბრძო­ლა­ში“ ნე­ბის­მი­ერი თა­ნამ­შრომ­ლის ლოიალობა და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი არ­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ძა­ლი­ან ბა­ნა­ლუ­რი ფრა­ზაა, მაგ­რამ ყვე­ლამ თა­ვი­სი საქ­მე კარ­გად რომ აკ­ეთ­ოს, ამ უნ­ივ­ერ­სი­ტეტს მე­ტი არ სჭირ­დე­ბა, რად­გან მას ის­ედ­აც დი­დი ის­ტო­რია აქ­ვს. იმ­ედი მაქ­ვს, რომ ერ­თი­ანი ძა­ლე­ბით ჩვენ შევ­ძლებთ — უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი სა­ამ­აყო იყ­ოს თა­ობ­ებ­ის­თვის.

 

ბი­ოგ­რა­ფი­ული მო­ნა­ცე­მე­ბი

ლა­შა სა­ღი­ნა­ძე — და­იბ­ადა 1986 წლის 22 იან­ვარს. 2010 წელს და­ამ­თავ­რა ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტი მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ალ­ობ­ით (ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მა­გის­ტრი); მა­ნამ­დე კი და­ამ­თავ­რა ამ­ავე ფა­კულ­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­ატი ეკ­ონ­ომ­იკ­ური კი­ბერ­ნე­ტი­კის სპე­ცი­ალ­ობ­ით (სო­ცი­ალ­ური მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის ბა­კა­ლავ­რი). 2008 წლი­დან 2017 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და ჯერ ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ბი­უჯ­ეტო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს სპე­ცი­ალ­ის­ტად, ეკ­ონ­ომ­იკ­ური დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ბი­უჯ­ეტო სამ­მარ­თვე­ლოს მთა­ვარ სპე­ცი­ალ­ის­ტად, შემ­დეგ ეკ­ონ­ომ­იკ­ური დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ბი­უჯ­ეტო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად და ბო­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ური დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სად. 2017 წლი­დან 2019 წლამ­დე გახ­ლდათ თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე. 2017 წლი­დან დღემ­დე არ­ის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­სპერ­ტი (უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით). 2017-2018 წლებ­ში იყო ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპერ­ტი პრო­ფე­სი­ული გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით (PEM GMBH (MCA fun­ded pro­ject Indus­try-led Skil­ls and Wor­kfor­ce Dev­el­op­ment Pro­ject (ISWD)); 2018-2019 წლებ­ში გახ­ლდათ ფი­ნან­სუ­რი ექ­სპერ­ტი (PWC– GGF-ის პრო­ექ­ტი — სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ფე­სი­ული გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის ეფ­ექ­ტუ­რო­ბის გაზ­რდა, სი­ცოცხლი­სუ­ნა­რი­ანი სა­ჯა­რო-კერ­ძო პარ­ტნი­ორ­ობ­ის (PPP) მეშ­ვე­ობ­ით); 2019 წლი­დან იყო ფი­ნან­სუ­რი ექ­სპერ­ტი (PWC — GE67 პრო­ექ­ტი — დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა პრო­ფე­სი­ული გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით); 2019 წლი­დან, ას­ევე, იყო ფი­ნან­სუ­რი კონ­სულ­ტან­ტი (მსოფ­ლიო ბან­კი (WB): მას­წავ­ლებ­ლის ხა­რის­ხის გაძ­ლი­ერ­ება პრო­ფე­სი­ული გა­ნათ­ლე­ბის და გა­დამ­ზა­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით); 2019 წლის 26 დე­კემ­ბრი­დან კი გახ­ლავთ ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

თარიღი: 01/03/2020