საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რა გამოწვევების წინაშე დააყენა პანდემიამ თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

თა­მარ და­დი­ანი

 

ახ­ალი ტი­პის კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მას­შტაბ­მა მთე­ლი მსოფ­ლიო მო­იც­ვა და უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მსოფ­ლი­ოში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე. ამ მოვ­ლე­ნებს მიღ­მა, რა თქმა უნ­და, არც სპორ­ტის სფე­რო დარ­ჩე­ნი­ლა. ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბამ შე­აფ­ერ­ხა, ან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სა­ერ­თოდ გააუქმა და­გეგ­მი­ლი სპორ­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლებ­საც რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ას­ევე მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით არა­ერ­თი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ელ­ოდა. პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ერთ-ერთ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ სპორ­ტსმე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შეზღუ­დუ­ლი ვარ­ჯი­შე­ბის გა­მო თან­და­თან კარ­გა­ვენ სპორ­ტულ ფორ­მას. ას­ეთ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და სპორ­ტი­სა და კულ­ტუ­რის სექ­ტორ­ზე პან­დე­მი­ის უარ­ყო­ფი­თი ეფ­ექ­ტის გავ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბა. შექ­მნილ­მა სი­ტუ­აცი­ამ, რა თქმა უნ­და, გავ­ლე­ნა იქ­ონია უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის, სტუ­დენ­ტე­ბის სპორ­ტულ და კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ზეც. თუ რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­აყ­ენა პან­დე­მი­ამ თსუ-ის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტი, ამ­ის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირ­აკ­ლი ხარ­ჯა­ვა­ნი­ძე.

 

— რა კვა­ლი და­ატყო თსუ-ის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის საქ­მი­ან­ობ­ას პან­დე­მი­ამ?

 

— კო­რო­ნა­ვი­რუ­სუ­ლი პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნა კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტზე მარ­თლაც რომ ხელ­შე­სა­ხე­ბი იყო. ჩვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტის საქ­მი­ან­ობა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სპე­ცი­ფი­ურია და მთელ სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ას­თან ჩარ­თუ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის მნიშ­ნე­ლო­ვან კულ­ტუ­რულ თუ სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ებ­ებს სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი აუდ­იტ­ორი­ის დას­წრე­ბა, ვის­თვი­საც ჩვე­ნი პრო­დუქ­ტი იქ­მნე­ბა, ხო­ლო პან­დე­მი­ამ და მის­გან გა­მოწ­ვე­ულ­მა შეზღუდ­ვებ­მა ჩვე­ნი საქ­მი­ან­ობა რამ­დე­ნად­მე შე­აფ­ერ­ხა. გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დით გა­და­იდო და გა­უქ­მდა არა­ერ­თი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ება, რო­მელ­თა მომ­ხმა­რე­ბე­ლიც ათ­ას­ობ­ით უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, ად­ამი­ან­ის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­აფ­ერია.

 

— რო­გორ გაგ­რძელ­და ამ პე­რი­ოდ­ში თსუ-ის სპორ­ტულ-კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა? რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­დე­ქით?

 

— პან­დე­მი­ამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­აფ­ერ­ხა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა. დე­პარ­ტა­მენ­ტი იძ­ულ­ებ­ული გახ­და შე­ეჩ­ერ­ებ­ინა არა­ერ­თი სპორ­ტუ­ლი სექ­ცი­ის საქ­მი­ან­ობა და ბო­ლო დრომ­დე მოგ­ვი­წია მსგავ­სი სტა­ტუს კვოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. სპორ­ტსმე­ნის­თვის რთუ­ლია რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ჯი­შე­ბის გა­რე­შე ოპ­ტი­მა­ლუ­რი სპორ­ტუ­ლი ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ეს გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის, თუმ­ცა ვე­ლო­დე­ბით შეზღუდ­ვე­ბის მოხ­სნას, რა­თა ის­ევ გან­ვა­ახ­ლოთ სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

 

კო­რო­ნა­ვი­რუ­სუ­ლი პან­დე­მი­ის პე­რი­ოდი საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო კულ­ტუ­რის­თვი­საც. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ჰყავს ხალ­ხუ­რი ცეკ­ვე­ბის ან­სამ­ბლი, კა­პე­ლა, საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლია „თსუ-გორ­დე­ლაც“, უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბობს სტუ­დენ­ტუ­რი თე­ატ­რი და ამ თი­თოეული მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვენ­თა­ნაც, ის­ევე, რო­გორც მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, აკ­რძალ­ვებ­მა შე­აფ­ერ­ხა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი. რო­გორც სპორ­ტუ­ლი სექ­ცი­ებ­ის შემ­თხვე­ვა­ში, და კი­დევ უფ­რო მძაფ­რად, პან­დე­მია შე­ეხო კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­საც. თუმ­ცა, რო­გორც კი არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­აცია შემ­სუ­ბუქ­დე­ბა, დე­პარ­ტა­მენ­ტი ტრა­დი­ცი­ულ­ად შეს­თა­ვა­ზებს სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ას ხა­რის­ხი­ან კულ­ტუ­რულ პრო­დუქ­ტს.

 

— პან­დე­მი­ის ფონ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, რა წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წი­ეთ სპორ­ტი­სა და კულ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

 

— მი­უხ­ედ­ავ­ად პან­დე­მი­საა, დე­პარ­ტა­მენ­ტს ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბე­ბიც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია თსუ-ის ფუტ­სა­ლის კლუ­ბის „ფ.კ. თსუ“-ის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს ფუტ­სა­ლის უმ­აღ­ლე­სი ლი­გის მო­გე­ბა და ევ­რო­პის ფუტ­სა­ლის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მატ­ჩის თა­მა­ში.

 

ას­ევე, აუც­ილ­ებ­ლად უნ­და აღ­ვნიშ­ნოთ სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო მნიშ­ვნე­ლო­ბის სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზის გახ­სნა მაღ­ლივ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი კროს­ფი­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოქ­მე­დებს, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე ფიტ­ნე­სის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ინ­ოვ­აცი­ური და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობაა და შეზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის­თა­ნა­ვე იაფ­ად მი­აწ­ოდ­ებს სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ას ძა­ლი­ან ხა­რის­ხი­ან და ეფ­ექ­ტურ მომ­სა­ხუ­რე­ბას.

 

— დღეს შემ­სუ­ბუ­ქე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბის ფონ­ზე რა აქ­ტი­ვო­ბებს გეგ­მავთ, სექ­ცი­ებ­ში მუ­შა­ობა თუ გა­ნახ­ლდა და იქ­ონია თუ არა გავ­ლე­ნა შეზღვუ­დე­ბის მოხ­სნამ სტუ­დენ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე?

 

— მო­ცე­მუ­ლი მდგო­მა­რე­ობ­ით, აქ­ტი­ურ­ად საქ­მი­ან­ობს თსუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი თე­ატ­რი და გეგ­მავს, შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, შეზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე დრო­ში სპექ­ტაკ­ლის ჩვე­ნე­ბა­საც. ას­ევე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ფუტ­სა­ლი­სა და კა­ლათ­ბურ­თის პრო­ფე­სი­ონ­ალ­ური კლუ­ბე­ბის აქ­ტი­ური სპორ­ტუ­ლი მუ­შა­ობ­აც. მიმ­დი­ნა­რე წელს არ შეწყვე­ტი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ონ­ატ­ები ფუტ­სა­ლი­სა და კა­ლათ­ბურ­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი გუნ­დე­ბიც სრუ­ლად ჩარ­თულ­ნი არი­ან მათ­ში.

 

— სა­მო­მავ­ლოდ რა ღო­ნის­ძი­ებ­ებს გეგ­მავთ?

 

— რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ჩვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტის საქ­მი­ან­ობა მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ქვეყ­ნა­ში არ­სე­ბულ ეპ­იდ-მდგო­მა­რე­ობ­აზე. რო­გორც კი მოგ­ვე­ცე­მა სა­შუ­ალ­ება ფარ­თო­მას­შტა­ბი­ანი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის უს­აფ­რთხოდ ჩა­ტა­რე­ბი­სა, დე­პარ­ტა­მენ­ტი არა­ერთ და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ ღო­ნის­ძი­ებ­ას შეს­თა­ვა­ზებს უნ­ივ­ერ­სი­ტეტს. ჩვენ გვაქ­ვს მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ას­აც ახ­სოვს არა­ერ­თი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც დი­დი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

თარიღი: 18/04/2021