საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რა აქცევს სოციალურ მოძრაობებს წარმატებულად: „დაიცავი გუდიაშვილის მოედანი!“

მაია ტო­რა­ძე

 

ცო­ტა ხნის წინ მა­ღალ­რე­იტ­ინ­გულ სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნალ Europe-Asia Studies-ში (Routledge–ის გა­მო­ცე­მა, Impact Factor – 2.102) გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვა — „რა აქ­ცევს სო­ცი­ალ­ურ მოძ­რა­ობ­ებს წარ­მა­ტე­ბუ­ლად: „გუ­დი­აშ­ვი­ლის მო­ედ­ნის მა­გა­ლი­თი“ (What Makes Social Movements Successful: The Case of Gudiashvili Square)." კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი არი­ან თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი სა­ლო­მე დუნ­დუა და მკვლევ­რე­ბი თა­მარ ამ­აშ­უკ­ელი და სან­დრო ტა­ბა­ტა­ძე.

 

 

კვლე­ვის ძი­რი­თად ას­პექ­ტებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი სა­ლო­მე დუნ­დუა:

 

– და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დგო­მი პე­რი­ოდ­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში, მძი­მე სო­ცი­ალ­ურ-ეკ­ონ­ომ­იკ­ური მდგო­მა­რე­ობ­ის გა­მო, ურ­ბა­ნუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის დაც­ვა სა­თა­ნა­დოდ არ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ამ­ან გა­მო­იწ­ვია რო­გორც ის­ტო­რი­ული ქა­ლა­ქე­ბი­სა და ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­ბა­ნუ­ლი ქსო­ვი­ლის პრაქ­ტი­კუ­ლად სრუ­ლი ამ­ორ­ტი­ზა­ცია, ას­ევე, თან­ხე­ბის და­ზოგ­ვი­სა თუ ქა­ლა­ქის ბი­უჯ­ეტ­ში თან­ხე­ბის მო­ზიდ­ვის მიზ­ნით, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ძეგ­ლე­ბის მი­მართ არა­ად­ექ­ვა­ტუ­რი მიდ­გო­მე­ბი.

 

ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ სო­ცი­ალ­ურ მოძ­რა­ობ­ებს და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მის შემ­თხვე­ვებს თუ გა­და­ვავ­ლებთ თვალს, ვნა­ხავთ, რომ იმ იშ­ვი­ათ წარ­მა­ტე­ბულ მოძ­რა­ობ­ას შო­რის, რო­მელ­საც ად­გი­ლი აქ­ვს/ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა სწო­რედ კულ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­ული მემ­კვიდ­რე­ობ­ის დაც­ვის კუთხით გან­ვი­თა­რე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მს უკ­ავ­შირ­დე­ბა. მხედ­ვე­ლო­ბა­ში გვაქ­ვს ჩვენ მი­ერ საკ­ვლევ ობი­ექ­ტად შერ­ჩე­ული კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის, კონ­კრე­ტუ­ლად კი, თბი­ლი­სის ურ­ბა­ნუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის გა­დარ­ჩე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და — „და­იც­ავი გუ­დი­აშ­ვი­ლის მო­ედ­ანი!“

 

კვლე­ვის ფარ­გლებ­ში მოძ­რა­ობა შეს­წავ­ლი­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის თე­ორი­ულ ჭრილ­ში. კვლე­ვა მიზ­ნად ის­ახ­ავ­და — დად­გე­ნი­ლი­ყო ის უმ­თავ­რე­სი ფაქ­ტო­რე­ბი, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა მო­ცე­მუ­ლი მოძ­რა­ობ­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლო­ბა – ვინ იყო პრო­ცე­სის წარ­მმარ­თვე­ლი და რო­გო­რი იყო მას­ში ჩარ­თუ­ლი აქ­ტო­რე­ბის ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი; რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე იდ­გა მოძ­რა­ობა და რამ­დე­ნად მის­ცა ბიძ­გი მო­ცე­მულ­მა მოძ­რა­ობ­ამ კულ­ტუ­რულ/ის­ტო­რი­ული ძეგ­ლე­ბის დაც­ვის აქ­ტუ­ალ­იზ­აცი­ას სა­ზო­გა­დო­ებ­აში.

 

კვლე­ვის შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ გუ­დი­აშ­ვი­ლის მო­ედ­ნის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის და თა­ვად მო­ედ­ნის, რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ჯა­რო სივ­რცის, გა­დარ­ჩე­ნა თან­მიმ­დევ­რუ­ლი, სწო­რად წარ­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნი­ის შე­დე­გად მო­ხერ­ხდა, რომ­ლის პრო­ცეს­შიც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ არა­ერ­თხელ მო­ახ­ერ­ხა თე­მის აქ­ტუ­ალ­ობ­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტის გაზ­რდა.

 

წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი გა­ნა­პი­რო­ბა: მოძ­რა­ობ­ის არ­სე­ბო­ბის 9-10 წლი­ან პე­რი­ოდ­ში სწო­რად წარ­მარ­თულ­მა ფრე­იმ­ინ­გმა, მა­ორ­გა­ნი­ზე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რის გახ­სნი­ლო­ბამ, სუს­ტი/ძლი­ერი კავ­ში­რე­ბის ოპ­ტი­მა­ლურ­მა კომ­ბი­ნი­რე­ბამ და თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის უცხო და აქ­ამ­დე გა­მო­უც­დელ­მა საპ­რო­ტეს­ტო რე­პერ­ტუ­არ­ის შერ­ჩე­ვამ, რო­მელ­მაც აქ­ცი­აში ჩარ­თულ მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­უჩ­ინა გან­ცდა, რომ ის­ინი იყ­ვნენ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და არა მხო­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ები. ას­ევე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლი ით­ამ­აშა ცენ­ტრა­ლუ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი დო­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის ცვლი­ლე­ბამ და, შე­სა­ბა­მი­სად, მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბამ, რა­მაც „და­იც­ავი გუ­დი­აშ­ვი­ლი“-ს საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ობა ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ, სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მორ­ჩე­ულ მოძ­რა­ობ­ად აქ­ცია.

 

კვლე­ვას შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ ლინ­კზე: https://bit.ly/3w5eWDK

თარიღი: 16/03/2022