საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროზა და დრამატურგია - ,,პირველი სხივის“ ახალი და ძველი სახეები

თა­მარ და­დი­ანი

 

ალ­მა­ნა­ხის ბე­დის­წე­რა­ზე სა­უბ­რით და­იწყო „პირ­ველ სხი­ვის“ პირ­ველ ნო­მერ­ში და­ბეჭ­დი­ლი პრო­ზი­სა და დრა­მა­ტურ­გი­ის ნი­მუ­შე­ბის მი­მო­ხილ­ვა პრო­ფე­სორ­მა სა­ლო­მე კა­პა­ნა­ძემ. „სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ჟურ­ნალს, გა­ზეთ­სა თუ ალ­მა­ნახს თა­ვი­სი ბე­დის­წე­რა აქ­ვს. მა­თი სი­ცოცხლის მრუ­დი არ არ­ის სწორ­ხა­ზო­ვა­ნი და ამ­ხელს ჩვე­ნი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის მა­ჯის­ცე­მას... 2004 წელს ალ­მა­ნა­ხის გა­მო­ცე­მის შე­ჩე­რე­ბა „შავ­ბნელ, საბ­ჭო­თა წარ­სულს“ და­უკ­ავ­შირ­და, ვი­ნა­იდ­ან ის­ტო­რია თა­ვი­დან იწ­ერ­ებ­ოდა და მი­სი არ­სე­ბო­ბა სი­ახ­ლე­ებ­ის ფონ­ზე ვი­ღა­ცას „ეუხ­ერ­ხუ­ლე­ბო­და“. ას­ეთი ხელ­წე­რა დიდ­ხანს გაჰ­ყვა ჩვენს აზ­როვ­ნე­ბას და შეც­დო­მე­ბის გა­და­ფარ­ვის სა­უკ­ეთ­ესო სა­შუ­ალ­ებ­ად იქ­ცა... ალ­მა­ნა­ხი „პირ­ვე­ლი სხი­ვი“ ჩვე­ნი კულ­ტუ­რის ერთ-ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო მა­ტი­ანე, უახ­ლე­სი „წარ­სუ­ლი­დან“ ერთ-ერ­თი მარ­თა­ლი არ­გუ­მენ­ტია, რომ ნე­ბის­მი­ერი სუ­ლი­ერი ჟა­მი­ან­ობ­ის დროს ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა მა­ინც რჩე­ბო­და იმ კონ­სტი­ტუ­ცი­ის ერ­თგუ­ლი, რო­მე­ლიც მა­რა­დი­ულ­ობ­ის სა­ხე­ლით მარ­თავს ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ცე­სებს. „პირ­ველ­მა სხივ­მა“ არა­ერ­თი დამ­წყე­ბი მწერ­ლის, მეც­ნი­ერ­ისა და პუბ­ლი­ცის­ტის ბი­ოგ­რა­ფია გან­საზღვრა“, — აღ­ნიშ­ნა პრო­ფე­სორ­მა სა­ლო­მე კა­პა­ნა­ძემ.

 

პრო­ზის რუბ­რი­კი­დან პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ები, რო­მე­ლიც ქალ­ბა­ტონ­მა სა­ლო­მემ მი­მო­იხ­ილა, იყო ლა­შა თა­ბუ­კაშ­ვი­ლის მოთხრო­ბა „კო­მო­ციო“, რო­მე­ლიც მან თა­ვის თბი­ლისს მი­უძ­ღვნა. „ბევ­რი რა­მის“ გარ­დაქ­მნა მხატ­ვრულ ნა­რა­ტი­ვად ლა­შა თა­ბუ­კაშ­ვი­ლის უც­ნა­ურ­ად საყ­ვა­რე­ლი ხელ­წე­რაა არა მარ­ტო პრო­ზა­ში. მი­სი დრა­მა­ტურ­გი­აც ხში­რად ამ კონ­ცეპ­ტს ეყ­რდნო­ბა — რაც თა­ვად ნა­ხა და გა­ნი­ცა­და. მწერ­ლის ყვე­ლა მოთხრო­ბის, პი­ეს­ის სი­უჟ­ეტი თბი­ლის­ში ვი­თარ­დე­ბა. თუ­კი ვინ­მე წარ­მო­ად­გენს მე­გა­პო­ლი­სურ დრა­მა­ტურ­გი­ასა და პრო­ზას, ლა­შა თა­ბუ­კაშ­ვი­ლი მათ შო­რი­საა. კრი­ტი­კოს­მა სა­ლო­მე კა­პა­ნა­ძემ ავ­ტორს კარ­გი მთხრო­ბე­ლი უწ­ოდა. მი­სი აზ­რით: „მწერ­ლის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რე­ბი არ გვტო­ვე­ბენ, რად­გან თავს პა­რაცხოვ­რე­ბი­სე­ულ გმი­რად გრძნობ და სადღაც გე­ამ­აყ­ება, რომ მწერ­ლის ინ­სპი­რა­ცი­ის ერთ-ერ­თი წყა­რო შენ­ცა ხარ — პოს­ტსაბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ის ის­ტო­რი­ულ-სო­ცი­ალ­ური ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის პირ­მშო. თავს ვალ­დე­ბუ­ლად გრძნობ, რომ დაძ­ლიო ცვლი­ლე­ბე­ბის ონ­ტო­ლო­გი­ური ში­ში და იც­ით რა­ტომ? იმ­იტ­ომ, რომ ყვე­ლა ცვლი­ლე­ბას კა­ნონ­ზო­მი­ერ­ად თან სდევს სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მე­ბი, რო­მელ­ზეც ჩვე­ნი თა­ობა დარ­ჩა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი“, — ას­ეთ პერ­სო­ნა­ჟე­ბად ხე­დავს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე მწე­რალ ლა­შა თა­ბუ­კა­ში­ლის ლი­ტე­რა­ტუ­რულ გმი­რემს.

 

პა­ატა ნაც­ვლიშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­დან ქალ­ბა­ტონ­მა სა­ლო­მემ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ორ მოთხრო­ბა­ზე ისა­უბ­რა: „შვი­დი წი­ნა­და­დე­ბა პოს­ტმო­დერ­ნის­ტუ­ლი ეკ­ზერ­სი­სე­ბის დუ­ჟი­ნი­დან“ და „თე­ლეთ- მე­ლე­თი“. პირ­ვე­ლი მოთხრო­ბის ტექ­სტი 7 და­მო­უკ­იდ­ებ­ელი ამ­ბის­გან შედ­გე­ბა. „პოს­ტმო­დერ­ნის­ტუ­ლი ინ­ერ­ცია ხში­რად ის­ეთი თა­მა­მია, რომ შო­კურ ეფ­ექ­ტს იწ­ვევს. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქ­ვს თა­მა­მი სექ­სუ­ალ­ური პა­სა­ჟე­ბი და მი­სი ად­ეკ­ვა­ტუ­რი ლექ­სი­კა. გეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ზოგ­ჯერ ეს ფა­რავს მთა­ვარ სათ­ქმელს, რად­გან ას­ეთ დროს მი­ნი­მა­ლის­ტუ­რია მხატ­ვრუ­ლი ტექ­სტის აღ­ქმა და გაძ­ნე­ლე­ბუ­ლია ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია მთა­ვარ­ზე. მი­უხ­ედ­ავ­ად ამ დე­ტა­ლე­ბი­სა, მი­სი კონ­ტექ­სტი დატ­ვირ­თუ­ლია ჩვე­ნი მო­რა­ლურ-ზნე­ობ­რი­ვი რე­ალ­ობ­ის მტკივ­ნე­ული დე­ტა­ლე­ბით, რო­მე­ლიც, პა­რო­დი­რე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, არ გი­ტო­ვებს „სუ­ლერ­თი­ას“ გან­ცდას. ეს დროს­თან უც­ვლელ კავ­შირ­ში მყო­ფი პოს­ტმო­დერ­ნის­ტუ­ლი სევ­დაა, რო­მე­ლიც მო­მავ­ლის სა­ხე­ლით სა­უბ­რობს“, — ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე და ხაზს უს­ვამს „,თე­ლეთ-მე­ლე­თის“ ამ­ბებ­ში სკან­და­ლუ­რად სა­ინ­ტე­რე­სო თხრო­ბას, რო­მე­ლიც, რო­გორც თვი­თონ აღ­ნიშ­ნავს, ლუს­ტრა­ციაა ჩვე­ნი მენ­ტა­ლუ­რი სი­ცოცხლის.

 

სა­ინ­ტე­რე­სოდ ისა­უბ­რა ქალ­ბა­ტონ­მა სა­ლო­მემ სო­ხუ­მელ მწე­რალ­ზე გე­ლა ჩქვა­ნა­ვა­ზე: „მის ლი­ტე­რა­ტუ­რულ წარ­მო­სახ­ვებ­ში ყვე­ლა­ფე­რი მტკივ­ნე­ულ­ად ნამ­დვი­ლი, სან­დო და და­მა­ჯე­რე­ბე­ლია. ალ­მა­ნახ­ში მი­სი ორი მოთხრო­ბაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი — „ვარ­ლა­მი მოკ­ვდა“ და „მთა მი­წაა“. ქარ­თულ აზ­როვ­ნე­ბა­ში მთა ზნე­ობ­რი­ვი სი­მაღ­ლის სიმ­ბო­ლოა, მი­წა კი — სა­ლო­ცა­ვი, ზნე­ობ­აზე მლოც­ვე­ლი ად­ამი­ანი კი სამ­ყა­როს ძარ­ღვი. გე­ლა ჩქვა­ნა­ვას მხატ­ვრუ­ლი ტექ­სტე­ბის რე­ალ­ობა გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას, რო­გორც უკ­ვე ვახ­სე­ნეთ, იმ მო­გო­ნე­ბე­ბის გა­მოც იძ­ენს, რო­მე­ლიც აფხა­ზეთს უკ­ავ­შირ­დე­ბა. ალ­მა­ნახ­ში და­ბეჭ­დი­ლი მოთხრო­ბე­ბიც ამ სივ­რცი­დან არ­ის, თუმ­ცა ნა­რა­ტი­ვის კონ­ტექ­სტი მწერ­ლის სუ­ლი­სა და ცნო­ბი­ერ­ებ­ის გა­დაკ­ვე­თის ად­გი­ლია“, — ასე აფ­ას­ებს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე გე­ლა ჩქვა­ნა­ვას შე­მოქ­მე­დე­ბას.

 

ალ­მა­ნახ­ში და­ბეჭ­დი­ლია ნაწყვე­ტი ბე­ქა ქურ­ხუ­ლის ახ­ალი რო­მა­ნი­დან „თვალ­და­კარ­გუ­ლი ყივ­ჩა­ღის ჩა­ნა­წე­რე­ბი ანუ დუშ­თი-ყიფ­ჩა­ღი“. ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე მას სა­ინ­ტე­რე­სო მწერ­ლად თვლის, რომ­ლის თხრო­ბა დი­ნა­მი­კუ­რი და ენ­ერ­გი­ულია: „ის შეს­ვე­ნე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ას არ გაძ­ლევს, რად­გან ყო­ვე­ლი პა­სა­ჟი დატ­ვირ­თუ­ლია იმ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნით, რო­მე­ლიც მშვი­დო­ბამ­დე უნ­და მი­ვი­დეს. ბე­ქა ქურ­ხუ­ლი წერს ომ­ზე, რა­თა ის თა­ვი­დან ააც­ილ­ოს ად­ამი­ან­ებს. იგი ერთ-ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სოა მწე­რა­ლია, რო­მელ­მაც ომ­ის დის­კურ­სის გა­ნაზ­რე­ბას ეს სურ­ვი­ლი ჩა­უთ­ქვა“, — აღ­ნიშ­ნავს სა­ლო­მე კა­პა­ნა­ძე და ეთ­ან­ხმე­ბა ბე­ქას, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ად­ამი­ან­ური გან­ცდე­ბი ეპ­ოქ­ებ­ის მი­უხ­ედ­ავ­ად ერ­თმა­ნეთს ჰგავს და ყვე­ლა­ზე სა­იმ­ედო თავ­შე­სა­ფა­რი მათ­თვის ყო­ველ­თვის სიყ­ვა­რუ­ლია.

 

ალ­მა­ნახ­ში ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, თსუ-ის გა­ზე­თის რე­დაქ­ტო­რის ნი­ნო კა­კუ­ლი­ას ნო­ვე­ლე­ბია და­ბეჭ­დი­ლი. რო­გორც ქალ­ბა­ტონ­მა სა­ლო­მემ აღ­ნიშ­ნა, ეს ნო­ვე­ლე­ბი ის­ეთი სი­ფა­ქი­ზით არ­ის და­წე­რი­ლი, რომ ჟან­რობ­რი­ვად უფ­რო მი­ნი­ატ­ურ­ას ჰგავს. „სამ­ყა­როს აღ­ქმის ეს მა­ნე­რა, ეს მხატ­ვრუ­ლი ყა­ლი­ბი ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მახ­ლო­ბე­ლი ყო­ფი­ლაო“- იხ­სე­ნებს როს­ტომ ჩხე­იძ­ის სიტყვებს და ამ­ბობს, რომ „ნი­ნო კა­კუ­ლი­ას მი­ნი­ატ­ურ­ები ამ სი­ახ­ლო­ვის ძა­ლი­ან ემ­ოცი­ურ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს თა­ვი­სი ფი­ლო­სო­ფი­ურ-ფსი­ქო­ლო­გი­ური და აზ­რობ­რი­ვი დატ­ვირ­თვით. „მე მინ­და და­ვა­ხა­სი­ათო ად­ამი­ან­ები, რო­მელ­თა ქცე­ვის „სა­ხე“ სა­ერ­თოდ არ გავს ად­ამი­ან­ის­ას. ალ­ბათ ას­ეთ­ებ­იც უნ­და არ­სე­ბობ­დნენ, რა­თა მიხ­ვდე — რო­გო­რი არ უნ­და იყ­ოს ად­ამი­ანი“, — წერს ერ­თგან ნი­ნო კა­კუ­ლია და თი­თოეულ „სა­ხეს“ თი­თო არ­გუ­მენ­ტს მი­უს­ად­აგ­ებს. მი­უხ­ედ­ავ­ად ფი­ლო­სო­ფი­ური სჯა­ნი­სა, ნი­ნო კა­კუ­ლი­ას მი­ნი­ატ­ურ­ებ­ში სა­ოც­რად დი­დი სივ­რცეა, სა­დაც ად­ვი­ლად სუნ­თქავ და ეს იმ „სი­ფა­ქი­ზის“ ბრა­ლი უნ­და იყ­ოს, რომ­ლის შექ­მნის ოს­ტა­ტო­ბაც მას აშ­კა­რად გა­აჩ­ნია“, — აღ­ნიშ­ნავს პრო­ფე­სო­რი სა­ლო­მე კა­პა­ნა­ძე და არ შე­იძ­ლე­ბა არ და­ეთ­ან­ხმო, რად­გან მთე­ლი ცხოვ­რე­ბის არ­სის ორ სიტყვა­ში გად­მო­ცე­მა ნამ­დვი­ლად ავ­ტო­რის დიდ ნი­ჭი­ერ­ებ­ასა და ოს­ტა­ტო­ბა­ზე მეტყვე­ლებს.

 

პრო­ფე­სო­რი სა­ლო­მე კა­პა­ნა­ძე თვლის, რომ რე­ჟი­სო­რი ბა­ცო კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი ალ­მა­ნახ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ავ­ტოგ­რა­ფით არ­ის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. „პოს­ტმო­დერ­ნის­ტუ­ლი მცი­რე ტექ­სტია ბა­ცო კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლის „ძა­ფი“. მწე­რა­ლი ქა­რაგ­მუ­ლად, არ­ატ­რა­დი­ცი­ული მხატ­ვრუ­ლი ხერ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­კუ­თარ თავ­გა­და­სა­ვალს გვიყ­ვე­ბა, რო­მე­ლიც სიზ­მრე­ბად აქ­ვს აკ­ინ­ძუ­ლი და იმ­ის მი­უღ­ებ­ლო­ბა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რა­საც ად­ამი­ან­ურ მო­რალ­თან ვერ ათ­ავ­სებს“, — ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე და თა­ვის გა­მოს­ვლა­ში ხაზს უს­ვამს გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რეს­სა და მო­ლო­დინს ახ­ალი სა­ხე­ლე­ბის მი­მართ: „თა­ზო ვაჩ­ნა­ძის, დი­ნა მირ­ცხუ­ლა­ვას, გო­დე გორ­გი­ლა­ძის სა­ხე­ლებს ბევ­რი და­იმ­ახ­სოვ­რებს.“

 

პრო­ფე­სორ­მა სა­ლო­მე კა­პა­ნა­ძემ თა­ვი­სი ყუ­რადღე­ბა ალ­მა­ნახ­ში წარ­მოდ­გე­ნილ რუბ­რი­კა — დრა­მა­ტურ­გი­აზ­ეც გა­ამ­ახ­ვი­ლა: „რო­ცა „პირ­ვე­ლი სხი­ვი“ ცალ­კე გა­მო­ყოფს ამ რუბ­რი­კას, ნიშ­ნავს, რომ სე­რი­ოზ­ულ მო­ნა­წი­ლე­ობ­ას აპ­ირ­ებს დრა­მა­ტურ­გე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­ში. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ბო­ლო ათ­წლე­ულ­ის გან­ვი­თა­რე­ბის ხა­ზი მა­ინც დი­ნა­მი­კუ­რია და თა­მარ ბარ­თაიას, ლა­შა ბუ­ღა­ძის, და­ვით გა­ბუ­ნი­ას, ირ­აკ­ლი სამ­სო­ნა­ძის, და­თო ტუ­რაშ­ვი­ლის, ბა­სა ჯა­ნი­კაშ­ვი­ლის პი­ეს­ები ერ­ოვ­ნუ­ლი დრა­მა­ტურ­გი­ის სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხეს ქმნი­ან, თე­ატ­რმცოდ­ნე­ები და თე­ატ­რის მკვლევ­რე­ბი მა­ინც აღ­ნიშ­ნა­ვენ კარ­გი პი­ეს­ებ­ის დე­ფი­ციტს და, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სწო­რედ მას უწ­ოდ­ებ­ენ „აქ­ილ­ევ­სის ქუს­ლს“.

 

ალ­მა­ნახ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ზუ­რა პა­პი­აშ­ვი­ლის პი­ესა ხუ­თი და­მო­უკ­იდ­ებ­ელი ამ­ბის­გან შედ­გე­ბა: „მკვდრე­ბი“, „ხუთ­წუ­თი­ანი ეპ­იზ­ოდი ქუ­ჩი­დან“, „რო­ბო­ტი პრე­ზი­დენ­ტი და სა­ბავ­შვო ბა­ღის მას­წავ­ლე­ბე­ლი“, „გოგ­ლი­კოს გა­მოც­დე­ბის ამ­ბა­ვი“ და „სკო­ლა­ში ვუნ­დერ­კინ­დია“, რომ­ლებ­საც, რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე აღ­ნიშ­ნავს, ერ­ოვ­ნუ­ლი ყო­ფის­თვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი ცხოვ­რე­ბი­სე­ული ის­ტო­რი­ები აერ­თი­ან­ებს.

თარიღი: 04/04/2021