საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტი - მთიანი რეგიონების ახალი სიცოცხლე

მაია ტო­რა­ძე

 

მიზ­ნობ­რივ­მა სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით­მა პრო­ექ­ტმა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა, შე­საძ­ლოა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლი შე­ას­რუ­ლოს რა­ჭა-ლეჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის რე­გი­ონ­ებ­ის ხე­ლახ­ლა და­სახ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

 

ბო­ლო ათე­ული წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო მთი­ანი რე­გი­ონ­ებ­ის სოფ­ლე­ბის და­ცა­რი­ელ­ებ­ის პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას. რა­ჭა-ლეჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის რე­გი­ონ­ში, რო­მელ­საც ას­ევე შე­ეხო ქვეყ­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი ეს ზო­გა­დი ტენ­დენ­ცია, გა­მო­იკ­ვე­თა უკ­უმ­იგ­რა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი.

 

პრო­ექ­ტი მიზ­ნად ის­ახ­ავს ამ­ბრო­ლა­ურ­ისა და ონ­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მა­გა­ლით­ზე შე­ის­წავ­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­მე­ურ­ნე­ობ­ებ­ის სა­არ­სე­ბო წყა­რო­ებ­ის ად­აპ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი უკ­უმ­იგ­რა­ცი­ის ფონ­ზე. მხა­რის სო­ციო-ეკ­ონ­ომ­იკ­ური მდგო­მა­რე­ობ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ პრო­ცე­სის სიღ­რმი­სე­ული შეს­წავ­ლა და ახ­ალი ინ­ფორ­მა­ცი­ის წარ­მო­ება, რა­თა შემ­დეგ­ში მეც­ნი­ერ­ული ცოდ­ნით გამ­ყა­რე­ბულ­მა პრაქ­ტი­კულ­მა გა­დაწყვე­ტებ­მა ეფ­ექ­ტი­ან­ად უზ­რუნ­ველ­ყოს ამ მხა­რის ხე­ლახ­ლა და­სახ­ლე­ბა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბა. კვლე­ვა, ერ­თი მხრივ, ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია აქ­ტორ­ზე (ში­ნა­მე­ურ­ნე­ობა, ინ­დი­ვი­დი), ხო­ლო მე­ორე მხრივ, მიმ­დი­ნა­რე გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მებ­ზე, სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ზო­გა­დი პო­ლი­ტი­კით გა­მოწ­ვე­ულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და შეზღუდ­ვებ­ზე (Prowse, 2010).

 

„ეს სა­კითხი რა­ჭა-ლეჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის მა­გა­ლით­ზე ამ დრომ­დე არ არ­ის გა­მოკ­ვლე­ული. მოხ­დე­ბა რე­გი­ონ­ის ფარ­თო გე­ოგ­რა­ფი­ულ ჭრილ­ში შეს­წავ­ლა, რაც კვლე­ვის სი­ახ­ლე და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა. პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი სა­მეც­ნი­ერო სი­ახ­ლეა შე­რე­ული მე­თო­დე­ბის კონ­ვერ­ტუ­ლი პა­რა­ლე­ლუ­რი დი­ზა­ინ­ის მიდ­გო­მის გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც საკ­ვლევ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა მო­სახ­ლე­ობ­ის თვი­სებ­რი­ვი და რა­ოდ­ენ­ობ­რი­ვი გა­მო­კითხვა. მი­ღე­ბუ­ლი შე­რე­ული მო­ნა­ცე­მე­ბი კი გა­ან­ალ­იზ­დე­ბა ინ­ოვ­აცი­ური ფუნ­ქცი­ებ­ის მქო­ნე MAXQDA-ის გა­მო­ყე­ნე­ბით. თვი­სებ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბის­თვის კი და­მა­ტე­ბით მოხ­დე­ბა ტი­პო­ლო­გი­ზა­ცი­ისა და "Quantitizing"-ის პრინ­ცი­პე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა“, – გვითხრა პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრო­ფე­სორ­მა იოს­ებ სა­ლუქ­ვა­ძემ.

 

პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბაა „მთი­ანი რე­გი­ონ­ებ­ის ახ­ალი სი­ცოცხლე: უკ­უმ­იგ­რა­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ამ­ბრო­ლა­ურ­ისა და ონ­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მა­გა­ლით­ზე“. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ება 2021 წლის ზაფხულ­ში და­იწყო. მას­ში ჩარ­თულ­ნი არი­ან რო­გორც სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გე­ოგ­რა­ფი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ფე­სო­რე­ბი, ას­ევე, სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტე­ბი. პრო­ექ­ტის თა­ნა­ხელ­მძღვა­ნე­ლია ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი თა­მარ დოლ­ბაია, კო­ორ­დი­ნა­ტო­რი — დოქ­ტო­რო­ბის კან­დი­და­ტი გვან­ცა სა­ლუქ­ვა­ძე, უფ­რო­სი მკვლე­ვა­რი — დოქ­ტო­რო­ბის კან­დი­და­ტი თე­მურ გუ­გუშ­ვი­ლი, მკვლევ­რე­ბი — სტუ­დენ­ტე­ბი სო­ფიო მე­ლა­ძე და გი­ორ­გი წუ­ლაია.

 

პრო­ექ­ტი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია თსუ სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მი­ერ 11 140 ლა­რით. შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია მო­მა­ვა­ლის წლის შე­მოდ­გო­მა­ზე იგ­ეგ­მე­ბა.

თარიღი: 17/10/2021